2.9.1. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა
შესრულდეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რაც
წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის ნაწილს და დანართების სახით თან
ერთვიან მას.
2.9.2. ხარჯთაღრიცხვებში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული
პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია.
2.9.3. ხარჯთაღრიცხვის მარცხენა მხარეს არსებული ველების (შესასრულებელი
სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა)
რედაქტირება დაუშვებელია.
2.9.4. პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით
ხარჯთაღრიცხვები წარმოდგენილი უნდა იყოს Exсel ფორმატში. სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების
თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი
არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ
ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
2.9.5. ფარული სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელი ვალდებულია
შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები,
ამასთან ფარული სამუშაოები წარმოებული უნდა იქნას შემსყიდველის მიერ
განსაზღვრული ინსპექტირების განმახორციელებელი პირთან ერთად.
2.9.6. შესრულებული სამუშაოების მოცულობები დადგინდება შმსყიდველის
მხრიდან სამუშაოების ინსპექტირებაზე უფლებამოსილი პირის/ების
ინსპექტირების ანგარიშით.
2.9.7. მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი
დოკუმენტები (ფორმა N2) წარუდგინოს შემსყიდველს სამუშაოების
დასრულებიდან დაუყოვნებლივ იმავე დღეს.
2.9.8. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს
სამშენებლო ადგილის შემოსაზღვრა და დამცავი გამაფრთხილებელი
ნიშნების დაყენება. სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იყოს
უსაფრთხოების წესები.
2.9.9.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს
შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო
უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
2.9.10.მიმწოდებელმა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე
ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს სამონტაჟო სამუშაოების რეალური
საჭიროებები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს.
2.9.11. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულების პროცესში
უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის
ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ
გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და
მითითებების შესრულება.
2.9.12. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური
აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი
ექსპლოატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით.
ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას
დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და
სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
2.9.13. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული რომელიმე
ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შედეგად წარმოშობილ ზიანზე
სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
2.9.14. შესრულებული სამუშაოს მიღება იწარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის
სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა
უფლებამოსილი წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელის მოწერით,
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ის და ინსპექტირების
განმახორციელებელი პირის დადებითი ინსპექტირების ანგარიშის
შესაბამისად.
2.9.15. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ
შეფერხდეს დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება, შესაძლებელია,
დღის წესრიგში დადგეს გარკვეული სამუშაობის არასამუშაო საათებსა და
დღეებში განხორციელება. სამუშაოები აწარმოოს შრომის უსაფრთხოების
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით.
2.9.16. მიმწოდებელი ვალდებულია იზრუნოს სამუშაოების დასრულების შემდეგ
გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე, აგრეთვე შეასრულოს სამუშაო
უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და მინიმუმამდე დაიყვანოს
მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
2.9.17. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების,
მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა
მახასიათებლები სრულად უნდა შეესაბამებოდეს სახარჯთაღრიცხო
დოკუმენტაცია მითითებულ მოთხოვნებს. ასევე, აღნიშნული მასალების,
მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა
მახასიათებლები თანხმდება შემსყიდველთან და შესაბამისი შეთანხმება
შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისევე მის გარეშე. იმ
შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალების,
მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა
მახასიათებლები ან/და შესრულებული სამუშაო სრულად არ შეესაბამება
განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვისა და შემსყიდველთან შეთანხმებულ
ხარისხსა და მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით
გამოასწოროს წუნდებული მასალა, მოწყობილობა და ა.შ. ან/და სამუშაო.
2.9.18. ობიექტზე, სამუშაოების პროცესში პრეტენდენტის (შემდგომში
მიმწოდებლის) მიერ გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა
იყოს ახალი და ქარხნული წარმოების, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
ამასთან, მიმწოდებელი სამუშოების დაწყებამდე მასალებსა და
მოწყობილობებს ათანხმებს შემსყიდველთან.
2.9.19. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამუშაოს შესრულების პროცესში,
მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და
მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი
ხარჯით.
2.9.20. სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია
კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან
მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი’’ ან ,,ეკვივალენტური.
2.9.21. ხარჯთაღრიცხვაში უნდა შეივსოს შესაბამისი ერთეულის ფასის ყველა
უჯრა. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი,
მომსახურება და სამუშაო მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის
გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00". ცარიელი სიმბოლოს ან სხვა აღნიშვნის (
„-“, „* “ ან მსგავსი) მითითება დაუშვებელია, ასეთ შემთხვევაში
იგულისხმება რომ აღნიშნულ პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ საქონელი და/ან
მომსახურება განუფასებლადაა წარმოდგენილი, შესაბამისად, დაზუსტებას
არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო
დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი
ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი
პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
2.9.22. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის
მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის
გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში
(ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეული და საერთო ფასები გამოსახოს და
შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის
შემდეგ ორი ციფრი).
2.9.23. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და
გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.
2.9.24. მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან და
დაასრულოს არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. მიმწოდებლის
მხრიდან აღნიშნული ვადების დაუცველობის შემთხვევაში შემსყიდველს
უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს მიმწოდებელს
ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქციები.
2.9.25. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილმა
წარმომადგენელმა/წარმომადგენლებმა უნდა განახორციელონ:
ა) შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის დადასტურება, კერძოდ, მოხდება
შესრულებული სამუშაოების მოცულობითი და ხარისხობრივი შეფასება და
საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდება ფაქტობრივად გაწეული
სამუშაოს შესაბამისად;
ბ) შეფასებას, შესრულებული სამუშაოების ფორმა №2 პასუხობს თუ არა
„ტექნიკური რეგლამენტის „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო
შესყიდვისას ზედნადები ხარჯების და გეგმური მოგების განსაზღვრის
წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55
დადგენილების მოთხოვნებს;
გ) ინსპექტირების განმახორციელებელმა პირმა/პირებმა უნდა დაადგინო(ნ)ს
შეესაბამება თუ არა შესრულებული სამუშაოები და სამუშაოების
შესრულების დროს გამოყენებული მასალები, მოწყობილობები და ა.შ.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს.