1. ლატევრას (გობრონეთი) ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი- სოფელი
გობრონეთი ბათუმიდან 55 კმ.ში მდებარეობს. ლატევრას მთა სოფელი
გობრონეთის იაილებია, რომელიც მდებარეობს გობრონეთიდან 6 კმ-ში.
ლატევრას მთაზე, ტყის მასივში მდებარეობს ჩანჩქერი, რომლის ნახვაც
ვიზიტორებისთვის რთულია, რადგან ბილიკი მიუვალია. მისასვლელი
საფეხმავლო ბილიკის სიგრძე დაახ. 1.5 კმ.-ია, ჩანჩქერის სიმაღლეა 22 მ.
პროექტი ითვალისწინებს ჩანჩქერთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის
გაჭრისა და მარკირებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციას.
2. ქსელური მარშრუტის დამაკავშირებელი სოფლები: ქობულეთი - ხინო
(ხინოწმინდა), ქედა - ახოს, გობრონეთისა და წონიარისის სოფლები.
საფეხმავლო ქსელური მარშრუტის მოწყობის მიზანია აჭარის მაღალმთიანი
სოფლების – ახოს, გობრონეთისა და წონიარისის – ერთმანეთთან და ხინოს
მიმართულებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტთან დაკავშირება, რაც ხელს
შეუწყობს ტურიზმისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას,
ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. პროექტის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისია არის ისტორიის გაცოცხლება – დაგეგმილია
ძველად არსებული საფეხმავლო, საცხენოსნო ბილიკის აღდგენა, რომელიც
ოდითგანვე აკავშირებდა ორ მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან და რომელმაც
საუკუნეების განმავლობაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ადგილობრივი
ცხოვრების, ეკონომიკისა და კულტურის ჩამოყალიბებაში.
სოფელი ხინოწმინდა (ხინო) წარმოადგენს ისტორიულ და ბუნებრივ
მნიშვნელობის ადგილს — მაღალმთიანი საცხოვრებელი პუნქტია. სოფელი
მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე,
რომელიც მოიცავს მდიდარ კოლხურ ტყეებს, ბიომრავალფეროვნებასა და
იშვიათ ფლორასა და ფაუნას. 2021 წლიდან ეს ტერიტორია შეტანილია UNESCO-ს
მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს
ეკოსისტემის ნაწილად.
ახო: ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისის თემში, მდინარე აჭარისწყლის
მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლეზე. სოფელი
ქობულეთიდან დაშორებულია დაახლოებით 18 კმ-ით .
გობრონეთი: შედარებით პატარა სოფელია. ზღვის დონიდან სიმაღლე: 800 მ
წონიარისი: მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს ერთ-ერთ
ისტორიულ და საინტერესო სოფელს.
შენიშვნა: საპროექტო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს როგორც ბილიკის, ასევე
მარკირებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას.
3. დოლოგნის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკის მოწყობა - არსებული
ტერიტორია წარმოადგენს შერეული ტიპის ტყეს, რომელიც ქმნის საოცარ
ლანდშაფტს, სადაც რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით სამი კასკადოვანი
ჩანჩქერია, თუმცა კასკადების მონახულება ჯერჯერობით რთულია, რადგან
ბილიკი მიუვალია. ბილიკის ჯამური სიგრძე დაახ. 800 მეტრია. გარდა ამისა
კასკადები და წყლის დებეტი იძლევა კანიონინგის განვითარების
შესაძლებლობას.
დოლოგანის პროექტი მიზნად ისახავს პირველი ჩანჩქერიდან კასკადების
ასასვლელად მისასვლელი გზის პროექტირებას. სასურველია ლითონის
კონსტრუქციის ბილიკის გამოყენება პროექტში.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს „სამშენებლო
სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი
ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1
დეკემბრის №2006 განკარგულებით გათვალისწინებული წესითა და შესაბამისი
საბაზრო ღირებულებით, თითოეული ბილიკისთვის ცალ-ცალკე.
მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო დოკუმენტაციასთან ერთად თითოეულ
პროექტზე და ხარჯთაღრიცხვაზე შემსყიდველს წარმოუდგინოს სსიპ „ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან
სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა
იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია) გაცემული ექსპერტიზის დასკვნა. მიღება-ჩაბარების აქტი
გაფორმდება მხოლოდ პროექტებზე და ხარჯთაღრიცხვებზე ექსპერტიზის
დადებითი დასკვნების წარმოდგენის შემთხვევაში.
ტექნიკური მოთხოვნები - საფეხმავლო მარშუტის დაპროექტებისას:
1. დამპროექტებელმა მოსანიშნი მარშრუტი უნდა შეარჩიოს ისე, რომ
გაითვალისწინოს მისი კულტურული, ბუნებრივი და ტურისტული პოტენციალი
(მომსახურების ობიექტების ჩათვლით).
2. მარშრუტის დაგეგმვისას, მიზანია შეირჩეს ისეთი მარშრუტი, რომელიც
იქნება მაქსიმალურად მიმზიდველი და უსაფრთხო, რაც შეიძლება ოპტიმალური
სამშენებლო ხარჯებით. ასეთ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია
მარშრუტის სამომავლო მოვლა-პატრონობის საკითხები.
3. მარშრუტის დაპროექტება და მონიშვნა უნდა მოხდეს ისეთი გზით, რომ
მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული უარყოფითი ზეგავლენა
გარემოზე.
4. მარშრუტის მომკვლევი/დამპროექტებელი ვალდებულია გაითვალისწინოს
ბილიკზე არსებული რისკები და ბუნებრივი საფრთხეები (მეწყერი,
ქვათაცვენა, წყალმოვარდნა, ცხოველებთან კონფლიქტი და ა.შ.).
5. საფეხმავლო მარშრუტი სასურველია უკავშირდებოდეს ტურისტული
მარშრუტების არსებულ ქსელს და/ან გააჩნდეს საფეხმავლო მარშრუტების
ერთიან ქსელში ჩართვის პოტენციალი.
6. მარშრუტი სასურველია იწყებოდეს და სრულდებოდეს დასახლებულ პუნქტში
ან მის სიახლოვეს.
7. საფეხმავლო ბილიკები სასურველია არ კვეთდეს ინდუსტრიულ,
სატრანსპორტო, სახიფათო მონაკვეთებსა და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს,
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი წარმოადგენენ დანიშნულების
ადგილებს.
8. გასათვალისწინებელია, რომ მესაკუთრის წერილობით ნებართვის გარეშე
დაუშვებელია მარშრუტის გაყვანა კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაზე
(აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს შემსყიდველის ჩართულობით).
9. საფეხმავლო მარშრუტის გეგმარებისა და მონიშვნისას გაითვალისწინოს
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 13 მარის N79 დადგენილებით დამტკიცებული
,,ტექნიკური რეგლამენტის – საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და
გეგმარების შესახებ " განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
10. საჭიროების შემთხვევაში, (თუ ეს აუცილებელია პროექტირებისთვის)
მომზადდეს ტოპოგრაფიული გეგმები.