1.2.1 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 2 000 000.00
(ორი მილიონი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება ქ. თბილისის
მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების
პრეისკურანტში მოცემული სამუშაოების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ
ღირებულებაზე.
1.2.2 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი განსაზღვრულია სატენდერო
დოკუმენტაციის დანართი N1-ში (პრეისკურანტი).
1.2.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი N1-ში (პრეისკურანტი) მითითებული შესაბამისი
ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას, თუ რომელიმე პოზიციაზე
პრეტენდენტი სამუშაოს გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის
გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“.
1.2.4 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში ქ.
თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების
სამუშაოების რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის
აუცილებლობისას), ახალი პოზიციის ერთეულის ფასი დადგინდება სსიპ - ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან
სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. ასეთ
შემთხვევაში, პრეისკურანტში ქ. თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე
გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების ერთეულის არარსებობით
გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს
მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული
პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.5 პრეტენდენტის მიერ, სატენდერო პირობებით განსაზღვრული
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების კლების შემთხვევაში, თითოეული
პოზიციის ერთეულის ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის
ფასებიდან, არანაკლებ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და
პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის
არსებული პროცენტული შემცირებით. პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის
ფასები დაამრგვალოს კლების პრინციპით, მეასედის სიზუსტით (მძიმის
შემდეგ დატოვოს მხოლოდ ორი ციფრი, რისთვისაც შეუძლია გამოიყენოს
„Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქცია) („Excel“-ის ე.წ. „ROUNDDOWN“ ფუნქციის გამოყენების
ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=180asDJg74k).
1.2.6 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და
მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის
საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი
სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და
სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა
სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული
ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.7 სავალდებულოა, პრეტენდენტის მიერ დანართი N1-ში (პრეისკურანტი)
ატვირთულ იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის
(პრეისკურანტი) მიხედვით, (პრეისკურანტის განსაფასებელი პოზიციების
რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და პრეისკურანტის
წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.10 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური
აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და მოცულობათა უწყისი და
სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით;
1.2.11 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
შესრულების ვადაში, შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების
სრულად ათვისების შესახებ.
1.2.12 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი
ნიშნებით;
1.2.13 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრულ
ვადაში წარმოადგინოს და შეათანხმოს შემსყიდველთან შესასრულებელ
სამუშაოთა დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და მოცულობათა
უწყისი.
1.2.14 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტური აქტში ან/და
სქემატურ ნახაზებში ან/და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის (ხარვეზის)
აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების
გაცნობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით
აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.15 დეფექტური აქტის ან/და სქემატური ნახაზების წარმოდგენის მოთხოვნის
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დავალების
შესრულება საკუთარი სახსრებით (შემსყიდველის მხრიდან ანაზღაურებას არ
ექვემდებარება).
1.2.16 წერილობით მიწოდებული ობიექტის დეფექტური აქტის ან/და სქემატური
ნახაზების ან/და მოცულობათა უწყისის შეთანხმების შემდგომ, მიმწოდებელს
სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური აქტი ან/და
სქემატური ნახაზები ან/და მოცულობათა უწყისი და სამუშაოებისთვის
განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით. მიწოდების ვადები
განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოების მოცულობიდან
გამომდინარე.
1.2.17 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით
განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულების დამადასტურებელ
დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო
საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).
1.2.19 მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დაწყების
შესახებ წერილობითი დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)
კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით
წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმაგრაფიკი;
ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის
შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5
(ხუთი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული
გეგმა-გრაფიკი.
1.2.20 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.21 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დავალების შესრულებამდე,
შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების
სქემა.
1.2.22 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე საკუთარი ძალებით და
სახსრებით უზრუნველყოს ინჟინერ-გეოდეზისტის მომსახურება, რომელიც
აწარმოებს შესაბამის ზედამხედველობას.
1.2.23 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე მოახდინოს ამოჭრილი
საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/ბეტონის
ნარევით.
1.2.24 მიმწოდებელმა წერილობითი დავალებით მიცემულ ობიექტზე თვალსაჩინო
ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი
საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG- ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010)
შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად,
დამკვეთთან შეთანხმებით.
1.2.25 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსთან
შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ
X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე განთავსებული ინფორმაციით და მისი
კონსტრუქციის განთავსება შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს
დამკვეთთან.
1.2.26 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად
საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების
შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის
მე-15 კმ.
1.2.27 სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან და ა.შ.
1.2.28 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით.
მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი
მასალების ლაბორატორიული გამოცდები და შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის
განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალანაკეთობების ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები,
სერტიფიკატები და სხვა).
1.2.29 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით
გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო ადგილის
ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება,
მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
1.2.30 ესკიზი-გვერდმიმღებები 4 თაღით, სანიაღვრე კოლექტორის ჭის ესკიზი,
ლითონის ცხაურის ესკიზი, ჭის ჩარჩო ხუფების ესკიზები, ბანერის შაბლონი,
ბანერის კონსტრუქცია, ტექნიკური პირობები და ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის
ფორმატის ფაილი (დანართი №1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან
ერთად.