Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различное транспортное оборудование и запасные части для замены (Грузия - Тендер #71279310)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Transport and Urban Development Agency of Tbilisi City Municipality
Номер конкурса: 71279310
Дата публикации: 13-03-2026
Сумма контракта: 6 705 732


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005089
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.03.2026 17:03
Начало приема предложения 10.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 15.04.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 6`705`732.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34900000-Различное транспортное оборудование и запасные части для замены
Коды классификатора
  • 34900000 - Различное транспортное оборудование и запасные части для замены
  • 34996100 - Светофоры
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შუქნიშნის ძველი ობიექტების ახლებით ჩანაცვლების ან ახალი ობიექტების მოსაწყობად შუქნიშნების, სატრანსპორტო დეტექტორების, ვიდეოკამერების, საგზაო კონტროლერების (თანმდევი მომსახურებით დამონტაჟება და მათი მართვის ცენტრთან მიერთება) და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სახელმწიფო შესყიდვა.

Purchase type: Electronic tender without auction (NAT)
Application number: NAT260005089
Procuring entities: LEPL Transport and Urban Development Agency of Tbilisi City Municipality
Tender announcement date: 13.03.2026 17:03
Bids accepted from: 10.04.2026 00:00
Deadline for bid submission: 15.04.2026 12:00
Financing: 2026 Funds (year)
Estimated value of procurement: 6`705`732.00 GEL
Bid should be submitted: Including VAT
Classification code (CPV) and classification division number: 34900000 - Miscellaneous transport equipment and spare parts; 34996100 – Traffic lights.
Purchase quantity or volume: See attached tender documentation
Delivery time: From the signing of the contract until December 25, 2026
Offer price reduction step: 30`000.00 GEL
The amount of the guarantee: 67`057 GEL
The guarantee period: 160 Days
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 30`000.00 GEL
Размер гарантии 67`057 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: badri sajaia :: 05.03.2026 16:03
  • Последнее исправление: badri sajaia :: 13.03.2026 17:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=676148&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შუქნიშნის ძველი ობიექტების ახლებით ჩანაცვლების ან ახალი ობიექტების მოსაწყობად შუქნიშნების, სატრანსპორტო დეტექტორების, ვიდეოკამერების, საგზაო კონტროლერების (თანმდევი მომსახურებით დამონტაჟება და მათი მართვის ცენტრთან მიერთება) და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელი ვალდებულია, დასამონტაჟებელ შუქნიშნის ობიექტებზე შეადგინოს შუქნიშნის ობიექტის პასპორტები, რომელიც სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს შემსყიდველთან, რომლებიც შემდგომში უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან და საპატრულო პოლიციასთან. შუქნიშნის ობიექტის პასპორტის უკვე არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული შემსყიდველის მიერ მიწოდებული იქნება კონკრეტული დავალების გაცემისას.
1.2.2 შესყიდვის ობიექტის მიწოდება დასრულებულად ჩაითვლება და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემდგომ, რომელიც უნდა შეიცავდეს, როგორც დასკვნას შესრულებული სამუშაოს მოცულობების თაობაზე, ხილულ და ფარულ სამუშაოებზე, ასევე, მოწოდებული საქონლის შედარებას შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ ტექნიკურ პირობებთან მათ შორის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებთან (გარდა სადემონტაჟო სამუშაოებისა). მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
1.2.3 დგარების, თუჯის ფრაგმენტების და ჭების ნახაზები (ესკიზები) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.
1.2.4 შესყიდვის ობიექტის დასახელებები (ჩამონათვალი) და რაოდენობები მოცემულია ფასების ცხრილში (დანართი N1), რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.
1.2.5 შესყიდვის ობიექტის მახასიათებლები და ტექნიკური პარამეტრების აღწერილობა მითითებულია დანართი N2-ში, დანართი N3-ში, დანართი N4-ში, დანართი N5-ში, დანართი N6-ში, დანართი N7-ში და შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დოკუმენტაციაში, რომლებიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.
1.2.6 პრეტენდენტმა შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი უნდა წარმოადგინოს დანართების სახით, სადაც მითითებული იქნება შესყიდვის ობიექტის დეტალური და კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები.

სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართი N1 (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 შუქნიშნის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუმეტეს 165 კალენდარული დღის ვადაში, 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2 მოთხოვნაში მითითებული იქნება ინფორმაცია შუქნიშნის ობიექტის რაოდენობისა და განთავსების ადგილის (ლოკაციის) შესახებ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრული ადგილ(ებ)ი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მოწოდებული საქონლის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელს.
1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში მოწოდებული საქონლის მიერ წუნის/დეფექტის/დაზიანების გამოვლენის ან მწყობრიდან გამოსვლის (გარდა მექანიკური დაზიანებისა) შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი შეაკეთოს ან შეცვალოს ახლით, წუნის/დეფექტის/დაზიანების/მწყობრიდან გამოსვლიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში.
1.7.1.3 შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
1.7.1.4 წუნის/დეფექტის/დაზიანების/მწყობრიდან გამოსვლის გამო შეკეთების ან ახლით შეცვლის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

შენიშვნა:
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის კონკრეტული საგარანტიო ვადები).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1), იმ პოზიციებზე, სადაც არსებობს სპეციალური მითითება, მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია (ან/და ბრენდის დასახელება) და მოდელი.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2019 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 შუქნიშნის ობიექტის მონტაჟისა და მათი მართვის ცენტრთან მიერთების გამოცდილება (შუქნიშნის ობიექტი მოიცავს: საგზაო კონტროლერის, შუქნიშნ(ებ)ის, სატრანსპორტო დეტექტორებისა და შუქნიშნის დგარების ერთობლიობას).
2.2.1.2 პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს:
2.2.1.2.1 ხელშეკრულებით ან ხელშეკრულებებით;
2.2.1.2.2 წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესრულების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ით (იმ შემთხვევაში თუ, ჩამოთვლილი დოკუმენტაციიდან არ იკვეთება შესრულებული სამუშაოები, შინაარსი და მათი ღირებულებები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტაცია, საიდანაც შესაძლებელია შესრულებული სამუშაოების, შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება (მაგ.: ფორმა N2-(ებ)ი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტ(ებ)ი));
2.2.1.2.3 უცხოურ საწარმოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შემთხვევაში, წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესრულების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით (იმ შემთხვევაში თუ, ჩამოთვლილი დოკუმენტაციიდან არ იკვეთება შესრულებული სამუშაოები, შინაარსი და მათი ღირებულებები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტაცია, საიდანაც შესაძლებელია შესრულებული სამუშაოების, შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება (მაგ.: ფორმა N2-(ებ)ი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტ(ებ)ი));
2.2.1.2.4 სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, პრეტენდენტს შეუძლია დანართის სახით წარმოადგინოს შესაბამისი SPA ან/და NAT ან/და CMR ან/და სხვა ნომერი (ასეთ შემთხვევაში არ არის სავალდებულო სისტემაში იმ დოკუმენტაციის ატვირთვა, რომელიც უკვე ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ასევე, ამ შემთხვევაში არ არის სავალდებულო დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის წარმოდგენა).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს შემოთავაზებული კონტროლერის EN-12675, EN-50293, EN-50556, EN 62368-1 სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატები/დოკუმენტები, რომელიც გაცემული იქნება სერთიფიცირებული/აკრედიტებული ორგანოს მიერ.

2.7.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს შემოთავაზებული შუქნიშნის EN 12368 სტანდარტთან შესაბამისობის სერთიფიკატი/დოკუმენტი, რომელიც გაცემული იქნება სერთიფიცირებული/აკრედიტებული ორგანოს მიერ.

2.7.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს შემოთავაზებული შუქნიშნის ელექტრო მაგნიტური თავსებადობის (EMC) EN 50293 სტანდარტთან შესაბამისობის სერთიფიკატი/დოკუმენტი, რომელიც გაცემული იქნება სერთიფიცირებული /აკრედიტებული ორგანოს მიერ.

2.7.1.4 პრეტენდენტს მინიჭებული უნდა ჰქონდეს (ფლობდეს) ხარისხის მართვის ISO 9001:2015 სერთიფიკატს. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას შესაბამისი სერთიფიკატი/დოკუმენტი, რომელიც გაცემული იქნება სერთიფიცირებული /აკრედიტებული ორგანოს მიერ.

2.7.1.5 პრეტენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს სერტიფიკატის/სერთიფიკატების გამცემი ორგანოს აკრეტიდაციის დამადასტურებელი მოწმობა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა, შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შემსყიდველს წერილობით უნდა აცნობოს ქვეკონტრაქტორთან გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა. შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების სრულად ან ნაწილობრივ ქვეკონტრაქტორზე გადაცემა დაუშვებელია და გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას, ყოველ ჯერზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით.
2. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი არ უნდა იყოს/იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი.
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%. აღნიშნული პირობის დარღვევა გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას, ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით.
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს. აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებამოსილია, ჩაატაროს ინსპექტირება და მოითხოვოს კანონის შესაბამისად ყველანაირი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში/ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 ან 6.2 პუნქტების შესაბამისად. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციის 6.3 პუნქტის შესაბამისად. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი, შემსყიდველისა და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 მიმწოდებელი უფლებამოსილია, გამოიყენოს საავანსო ანგარიშსწორება არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 50 %-ისა, რისთვისაც შემსყიდველ ორგანიზაციაში უნდა წარმოადგინოს წინასწარი ანგარიშსწორების უპირობო, გამოუთხოვადი საავანსო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე), რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.
7.1.1.2 უპირობო, გამოუთხოვადი საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
7.1.1.3 წინასწარი ანგარიშსწორების თანხ(ებ)ის (ავანსი) დაკავება განხორციელდება ეტაპობრივად, თითოეული მიღება-ჩაბარების აქტის ღირებულების 75%-ის ოდენობით, ავანსად გაცემული თანხის სრულად დაქვითვამდე.
7.1.1.4 საავანსო გარანტიის დაბრუნება მოხდება, მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევისა და მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდეგ, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება სსიპ – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2026 წლის საკუთარი სახსრებით (4,205,732.00 ლარი) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით (2,500,000.00 ლარი), ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბადრი საჯაია, 599700335, badri.sajaia@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
10.1.2 დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.5 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.2.1 ფასების ცხრილი, დანართი №1, სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის გათვალისწინებით;
10.2.2 შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის შესახებ ინფორმაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.6 ქვეპუნქტის შესაბამისად;
10.2.3 ინფორმაცია კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად.
10.2.4 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
10.2.5 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

13-03-2026 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

13-03-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

13-03-2026 Строительные материалы и связанные с ними изделия .

13-03-2026 Строительные материалы и связанные с ними изделия .

13-03-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

13-03-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru