Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71279305)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Transport and Urban Development Agency of Tbilisi City Municipality
Номер конкурса: 71279305
Дата публикации: 13-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260005094
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.03.2026 17:11
Начало приема предложения 21.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 24.03.2026 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 181`041.05 GEL
Контрактная цена объекта закупки 200`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ბალანსზე რიცხული 25 ავტომანქანისთვის ტექნიკური მომსახურების (პრეისკურანტით) სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`822.00 GEL
Размер гарантии 2`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino labartkava :: 11.02.2026 17:27
  • Последнее исправление: nino labartkava :: 13.03.2026 17:11
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672676&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ბალანსზე რიცხული 25 ავტომანქანისთვის ტექნიკური მომსახურების (პრეისკურანტით) სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 200,000.00 (ორასი ათასი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე მოცემულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს, თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელსა და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“, ხოლო იმ პოზიციებზე, სადაც მითითებულია აღნიშვნა „*“იგულისხმება, რომ აღნიშნულ პოზიციაზე შემსყიდველის მიერ საქონელი და/ან მომსახურება არ მოითხოვება. პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ან/და საქონლის ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.
1.2.3 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების/საქონლის რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებელს ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.4 მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.2.5 ავტომანქანის დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას, მდგომარეობას და ფასს.
1.2.6 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია, აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.7 ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, ღირებულება, მომსახურების დაწყების ვადა და შემსყიდველთან შეთანხმებული სხვა ინფორმაცია.
1.2.8 სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მიღება უნდა განხორციელდეს ურიგოდ.
1.2.9 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით. იმ შემთხვევაში, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტ(ებ)ი ვალდებულია, აღნიშნული ფასები დაამრგვალოს მეასედებამდე.
1.2.10 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სერვისცენტრში დღეში ერთდროულად არანაკლებ 10 (ათი) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღება და მომსახურების გაწევა.
1.2.11 შემსყიდველს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
1.2.12 პრეტენდენტის მიერ განფასებული საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი ატვირთულ უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით.
1.2.13 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.
1.2.14 მომსახურების გაწევის ვადების და სერვის-ცენტრში ერთდროულად მისაღები ავტომანქანების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.
1.2.15 შემსყიდველის საკუთრებაში არსებული ავტომობილების ჩამონათვალი ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
1.4.2 მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს დანართ N2-ში მითითებულ ვადებს. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება ან დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები (მიმწოდებლის სერვის-ცენტრ(ებ)ი).

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებლის მიერ შეცვლილ/შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე (გარდა ძირითადი აგრეგატების (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის ელემენტები) ნაწილებისა) გარანტია უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს.
1.7.1.2 ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის ელემენტები) გაწეული მომსახურების შემთხვევაში, შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე და აკუმულატორებზე გარანტია უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს.
1.7.1.3 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.


შენიშვნა:
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში (პრეისკურანტში) უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1 და 1.7.1.2 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. 2022 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე გაფორმებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1(ერთი) ხელშეკრულება ანალოგიურ მომსახურებაზე (ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება ან/და ტექნიკური მომსახურება), რომელთა ფარგლებში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათასი) ლარზე ნაკლები.

2.2.1.2. პრეტენდენტის გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს:
2.2.1.2.1 ხელშეკრულებით ან ხელშეკრულებებით;
2.2.1.2.2 წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესრულების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ით (იმ შემთხვევაში თუ, ჩამოთვლილი დოკუმენტაციიდან არ იკვეთება გაწეული მომსახურება, შინაარსი და მათი ღირებულებები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტაცია, საიდანაც შესაძლებელია გაწეული მომსახურების, შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება.
2.2.1.2.3 უცხოურ საწარმოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შემთხვევაში, წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესრულების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით (იმ შემთხვევაში თუ, ჩამოთვლილი დოკუმენტაციიდან არ იკვეთება შესრულებული სამუშაოები, შინაარსი და მათი ღირებულებები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტაცია, საიდანაც შესაძლებელია შესრულებული სამუშაოების, შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება.
2.2.1.2.4 სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში პრეტენდენტს შეუძლია დანართის სახით წარმოადგინოს შესაბამისი SPA ან/და NAT ან/და CMR ან/და სხვა ნომერი (ასეთ შემთხვევაში არ არის სავალდებულო სისტემაში იმ დოკუმენტაციის ატვირთვა, რომელიც უკვე ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ასევე, ამ შემთხვევაში არ არის სავალდებულო დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის წარმოდგენა).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ქალაქ თბილისში მოქმედი სერვის-ცენტრი, ერთ სერვის-ცენტრში დღეში არანაკლებ 10 ავტომანქანის მომსახურების საშუალებით, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით, მათ შორის პრეტენდენტს ერთ სერვის-ცენტრში უნდა გააჩნდეს მუშა მდგომარეობაში მყოფი არანაკლებ 10 (ათი) ერთეული ავტოამწე, ასევე ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატი, თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი, ავტომატური კოლოფის ზეთის შეცლის აპარატი, საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი, მანქანის გაჭიმვის რობოტი, წინა მაშუქების რეგულირების აპარატი, კონდიცირების სისტემის ფრეონით დატენვის აპარატი, სავალი ნაწილების აღსადგენი დანადგარები (პრესი, სახარატე ჩარხი), არგონით შედუღების აპარატი, სამღებრო სამუშაოებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის ფართი, სათუნუქე სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ფართი. ამასთან, სერვის-ცენტრში შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ძრავის დიაგნოსტიკა და კაპიტალური შეკეთება, გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება.

2.3.1.2 სერვის-ცენტრის საკუთრებაში ფლობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი,

2.3.1.3 სერვის-ცენტრის სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას:

2.3.1.3.1 ფლობის ხელშეკრულება (რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) და ზემოაღნიშნული სერვის-ცენტრის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია

ან/და

2.3.1.3.2 სერვის-ცენტრის სარგებლობის უფლებით ფლობა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დარეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში (საჯარო რეესტრის ამონაწერში უნდა ფიქსირდებოდეს ინფორმაცია სარგებლობის შესახებ მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით).

2.3.1.4. პრეტენდენტის მიერ საკუთრების ან სარგებლობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განახლებული უნდა იყოს მის წარმოდგენამდე, არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) დანართი N1 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით;
ბ) დანართი N2 მომსახურების გაწევის ვადების და სერვის-ცენტრში ერთდროულად მისაღები ავტომანქანების რაოდენობის შესახებ;
გ) ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტის შესაბამისად;
დ) სერვის-ცენტრის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია 2.3.1 პუნქტის შესაბამისად;
ე) ინფორმაცია საგარანტიო ვადის თაობაზე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტის შესაბამისად.
ვ) ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში/ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 ან 6.2 პუნქტების შესაბამისად. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციის 6.3 პუნქტის შესაბამისად. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი, შემსყიდველისა და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება 2026 წლის საკუთარი სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ლაბარტყავა, 599773373, nino.labartkava@tbilisi.gov.ge ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით გოგა გიორგაშვილი 599 21 74 78

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
10.1.2 დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 პრეტენდენტმა „დანართი N1 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი“ უნდა წარმოადგინოს excel-ის ფორმატში, დანართი N1 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტის PDF ფორმატშიც წარმოდგენის შემთხვევაში იგი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.5 პრეტენდენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას წინამდებარე ტენდერში, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (გარდა excel-ის ფორმატში წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ისა).
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.8 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

13-03-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

13-03-2026 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.

13-03-2026 Фармацевтические продукты.

13-03-2026 Компьютерное оборудование и принадлежности.

13-03-2026 Продукция лесного хозяйства и лесозаготовок .

13-03-2026 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru