Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #71278002)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Self-city Kutaisi City Hall
Номер конкурса: 71278002
Дата публикации: 13-03-2026
Сумма контракта: 6 387 115


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260005081
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.03.2026 16:38
Начало приема предложения 03.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 08.04.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 6`387`115.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45313100 - Монтажные работы по установке лифтов
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ქალაქ ქუთაისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ძველი ლიფტების დემონტაჟის და ახალი ლიფტების მონტაჟის სამუშაოები
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 50`000.00 GEL
Размер гарантии 63`871 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli adeishvili :: 06.02.2026 10:51
  • Последнее исправление: tsismardi maghlaperidze :: 13.03.2026 16:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=671689&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ ქუთაისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ძველი ლიფტების დემონტაჟის და ახალი ლიფტების მონტაჟის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. „მიმწოდებელმა“ უნდა განახორციელოს ქალაქ ქუთაისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ძველი ლიფტების დემონტაჟის და ახალი ლიფტების მონტაჟის სამუშაოები.

2. შემოთავაზებული საქონელი (ლიფტი) უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი.

3. სამშენებლო სამუშოები პარალელურ რეჟიმში უნდა იწარმოებოდეს არანაკლებ 5 ობიექტზე.

4. მიმწოდებელმა, თითოეულ მისამართზე უნდა უზრუნველყოს, ერთი და იგივე მწარმოებლის და მოდელის ლიფტის მონტაჟი.

5. სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).

6. ტექნიკური პირობები-გამოყენებული მასალის მახასიათებლები:
1. არ იცვლება არსებული კაბინისა და საპირწონის მიმმართველები და საპირწონე.
2. შახტაში განათების მონტაჟი;
3. თანაორმოში კიბის მონტაჟი;
4. ყველა ღილაკი უნდა იყოს აღნიშნული ტაქტილური ასოებით და ციფრებით, უსინათლოებისათვის-ბრაილის შრიფტით;
5 ელექტრონული ლიფტის მართვის კარადა VVF სისტემით.
6. ლიფტის ტვირთამწეობა (4 პერსონა) არანაკლებ 300 კგ.
7. არანაკლებ სიჩქარე - 1მ/წმ.
8. ლიფტის ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 4 კვტ.

7. გამოყენებული მასალის მახასიათებლები:
I-ა. სამუშაოების შესრულებისას ყველა გამოყენებული მასალა და დეტალი უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი და შეესაბამებოდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის N1-1/251 ბრძანებით დადგენილ სამშენებლო წესებსა და ნორმებს;
I-ბ. დასამონტაჟებელი ელექტრონული ლიფტი უნდა იყოს ახალი (არაექსპლუატირებული) და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი ლიფტების მოწყობისა და ექსპლოატაციის ნორმებსა და წესებს;
i-გ. ლიფტების აღდგენა-შეკეთებისას გათვალისწინებული უნდა იქნას, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა“ და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის N289 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები.

8 . სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა:
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
ა) შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
ბ) უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
გ) მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
დ) ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით;
ე) სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით სამი დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ;
ვ) სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს.

9. ნორმატიული დოკუმენტები
ა) მუშაობის პროცესში შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მაღალსართულიანი ნაგებობების მშენებლობის პროცესში ლიფტების ექსპლუატაციის დებულების შესაბამისად.
ბ) ლიფტის მონტაჟის სამუშაოები უნდა შესრულდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადაპტირებისათვის გათვალისწინებული ნორმების დაცვით. (არსებული შახტების ზომების გათვალისწინებით).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. სამუშაობის შესრულება უნდა დაიწყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან (შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის მოთხოვნის წერილის ჩაბარებიდან) არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღეში და დასრულდეს სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით გონივრულ ვადაში, რომელსაც შემსყიდველი დამატებით წერილობით აცნობებს მიმწოდებელს, მაგრამ არაუმეტეს 365 კალენდარული დღისა.
2. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პარალელურ რეჟიმში არანაკლებ 5 (ხუთი) ობიექტზე სამუშაოთა წარმოება.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით.

2. სამუშაოს შესრულების ადგილია: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. კონკრეტული მისამართები მიწოდებული იქნება შემსყიდველის მიერ.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (2.5%) ერთი წლის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. ერთი წლის გასვლის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) თვის ვადაში მიმართოს შემსყიდველს დაკავებული თანხის დაბრუნების თაობაზე. ასევე თუ ხელშეკრულების ერთი წლის გასვლამდე, გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება, ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.
4. შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის საფუძველზე. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება საქართველოში ან/და იმ ქვეყანაში/ქვეყნებში, ვისთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ან სავაჭრო ურთიერთობა, კერძოდ:
1.1 პრეტენდენტს ფაქტობრივად შესრულებული უნდა ქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 9’330’000.00 (ცხრა მილიონ სამას ოცდაათი ათასი) ლარისა.
1.2 პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები, ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობით.
1.2.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი რეგისტრირებულია სხვა ქვეყანაში, 1.2. პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები შესრულებული უნდა ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი.

2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: ლიფტების დემონტაჟის და ლიფტების მონტაჟის სამუშაოები.
2.1. ლიფტების დემონტაჟის სამუშაოების გამოცდილებად არ ჩაითვლება ლიფტების ფრაგმენტული (არა ძირითადი) ნაწილების სადემონტაჟო სამუშოები (მაგ: მხოლოდ კარებების ან/და მხოლოდ ჯალამბარის დემონტაჟი).
2.2. 1.1 პუნქტით მოთხოვნილ გამოცდილებაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას ლიფტების დემონტაჟისა და ლიფტების მონტაჟის გამოცდილება, სადაც თითოეული ტიპის სამუშაოები (ლიფტების დემონტაჟი და ლიფტების მონტაჟი) უნდა შეადგენდეს 1.1. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების მინიმალური ზღვარის (9’330’000.00 ლარი) არანაკლებ 50%-ს.
2.3. 1.2. პუნქტით მოთხოვნილ გამოცდილებასთან დაკავშირებით არ მოითხოვება პროცენტული თანაფარდობა და შესაძლებელია/მისაღებია წარმოდგენილ იქნას ლიფტების დემონტაჟისა და ლიფტების მონტაჟის გამოცდილება, 2.2 პუნქტით განსაზღვრული პროცენტული თანაფარდობის ზღვარის გარეშე.


3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად მოითხოვება შემდეგი:

3.1. 1.1. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, წარმოდგენილ უნდა იქნას ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა№2-ები საანგარიშო პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე

3.2. 1.2. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, სავალდებულოა, წარმოდგენილ იქნას მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება და ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ფორმაN2-ები, მიღება-ჩაბარების აქტი/აქტები, საანგარიშო პერიოდში დასრულებულ სამუშაოებზე, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება.

3.3. იმ შემთხვევაში, თუ 1.1 და 1.2. პუნქტებით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ის სამუშაოები, რომელიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ (პრეტენდენტი წარმოადგენს ამხანაგობის წევრს), სავალდებულოა, პრეტენდენტმა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის წევრებმა ცალ-ცალკე და შესაბამისად, გამოცდილებაში ჩათვლილ იქნება უშუალოდ პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

3.4. იმ შემთხვევაში, თუ 1.1. და 1.2. პუნქტით განსაზღვრული სამუშაო შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შემსყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, ან/და 3.1. და 3.2. პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, ორივე შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტის - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, ფორმა N2-ის, ან/და სხვა ანალოგიური ტიპის დოკუმენტის (საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, თუ 1.1 და 1.2. პუნქტებით მოთხოვნილი გამოცდილების დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ის სამუშაოები, რომელიც შესრულებულია ქვეკონტრაქტის ფარგლებში, პრეტენდენტი ვალდებულია შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით წარმოადგინოს მთავარ დამკვეთთან/შემსყიდველთან გაკეთებული შეთანხმება/ნებართვა, თუ ასეთი მოთხოვნა გათვალისწინებული შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციით. შესრულებულ სამუშაობზე შეთანხმების/ნებართვის წარმოუდგენლობა (საწყის ან დაზუსტების ეტაპზე) პრეტენდენტს გამოცდილებად არ ჩაეთვლება.

3.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა (აღნიშნული ვრცელდება პირველი პუნქტით გამოცდილებაზე სრულად).

4. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს ტენდერით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისი ლიფტების დამამზადებელი საწარმო, ან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისი ლიფტების დამამზადებელ საწარმოსთან შესაბამისი გარიგება (ხელშეკრულება) ლიფტების მოწოდების მზაობაზე, რომლითაც მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, ასეთი საწარმო იკისრებს ვალდებულებას მიაწოდოს პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისი ლიფტები.

2.3.1.2. ლიფტების დამამზადებელი საწარმოს დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ლიფტების საკუთარი ძალებით წარმოების შესაძლებლობის ან 2.3.1.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ლიფტების დამამზადებელ საწარმოსთან შესაბამისი გარიგების (ხელშეკრულება) შემთხვევაში შესაბამისი ლიფტების დამამზადებელი საწარმოს შესახებ მტკიცებულებები:

- სარეგისტრაციო დოკუმენტი ან იურიდიული პირის წესდება, საიდანაც მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, რომ წარმოდგენილი პირის საქმიანობას წარმოადგენს ლიფტების დამზადება;
- ლიფტების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების/ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან სხვა დოკუმენტები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება აღნიშნულის დადასტურება;

2.3.1.3. 2.3.1.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარიგება (ხელშეკრულება) უნდა იყოს ნოტარიული დამოწმებული და უცხო ენაზე შედგენის შემთხვევაში, თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.3.1.4. არარეზიდენტი პირის ან წარმომადგენლობა/ფილიალის, მათ შორის ამხანაგობის წევრი არარეზიდენტი პირის ან არარეზიდენტი პირის წარმომადგენლობა/ფილიალის შემთხვევაში 2.3.1.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს ინჟინერ ელექტრიკოსის ან/და ინჟინერ მექანიკოსის განათლების მქონე მინიმუმ 1 სპეციალისტი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა №2) და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტის მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.

ინფორმაცია სპეციალისტის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი №5-ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე თითოეულ ობიექტზე წარმოადგინოს აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტი (აქტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
2.7.1.2. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, თითოეულ ობიექტზე წარმოადგინოს აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“/„ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის „ინსპექტირების სერთიფიკატი“ (ინსპექტირების სერთიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ინსპექტირების სერთიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
2.7.1.3 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მონტაჟის უფლების საერთაშორისო/ევროპული სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი ISO ან IEC ან CEN ან CENELEC (,,მოდული H1"-შესაბამისობა დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფასა და პროექტის შემოწმებაზე). სერთიფიკატის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნა სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;

2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

3. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

4. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები:

1. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს ხარჯთაღრიცხვაში მითითებული შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და რაოდენობა/მოცულობა და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
2. სამუშაოების შესრულების ზედამხედველობას განახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისაგან შედგენილი ინსპექტირების ჯგუფი.
3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
5. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

6. სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნას, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №446 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა“ და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №289 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები. • მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე უზრუნველყოს აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტის (აქტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი პირის მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) წარმოდგენა.
7. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე უზრუნველყოს აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“/„ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის „ინსპექტირების სერტიფიკატი“ (ინსპექტირების სერტიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას, ინსპექტირების სერტიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელსაც ინსპექტირების პერიოდში უნდა ჰქონდეს, მოქმედი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა.
8. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდგომ თითოეულ ობიექტზე წარმოადგინოს საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი H-1 მოდული.
9. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru