Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Техническое обслуживание и ремонт (Грузия - Тендер #71267564)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Agency on the Management of Day Nursery Institutions
Номер конкурса: 71267564
Дата публикации: 12-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260005027
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.03.2026 19:37
Начало приема предложения 21.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 23.03.2026 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 62`218.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 100`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50300000-Техническое обслуживание и ремонт
Коды классификатора
  • 50310000 - Техническое обслуживание и ремонт офисной техники
  • 50323000 - Ремонт и обслуживание компьютерной периферии
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაფუძნრბულ ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში და სააგენტოში არსებული კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის პერიოდული შეკეთების მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 622.00 GEL
Размер гарантии 1`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine davladze :: 05.03.2026 18:05
  • Последнее исправление: ekaterine davladze :: 12.03.2026 19:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=676198&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაფუძნებულ ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში და სააგენტოში არსებული კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის პერიოდული შეკეთების მომსახურების შესყიდვა დანართი N1-ის (მომსახურების პრეისკურანტი) შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს განფასებული მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1); მომსახურების პრეისკურანტის (დანართი N1) წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. პრეისკურანტი ჩაითვლება განუფასებლად, თუ განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
1.2.2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ერთეულის ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ერთეულის ღირებულებებს, ხოლო პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებას. დაზუსტების ეტაპზე პრეისკურანტის რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
1.2.3. პრეტენდენტმა, საბოლოო პრეისკურანტის წარმოდგენისას, პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე ფასის კლება უნდა განახორციელოს, მინიმუმ, პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ, პრეისკურანტის საბოლოო ჯამურ ღირებულებას შორის არსებული პროცენტული სხვაობის მიხედვით, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთულ პრეისკურანტში განსაზღვრულ ფასებთან მიმართებაში. პრეტენდენტი ვალდებულია, პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ღირებულებები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
1.2.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება მხარეთა შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით;
1.2.5. მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევისას გამოყენებული საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანის ორგანიზმისთვის. დაუშვებელია მწვავე სუნის ან სხვა უარყოფითი რეაქციის გამომწვევი საშუალებების გამოყენება.
1.2.6. პრეტენდენტის მიერ მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უნდა იქნას ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები. მეორადი სათადარიგო ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით და მათი ღირებულება განსაზღვრული იქნება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 1.2.4 პუნქტით დადგენილი პირობის შესაბამისად.
1.2.7. მომსახურების გაწევის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ქონებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანი აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.
1.2.8. მომსახურე პერსონალი უნდა იყოს კვალიფიცირებული სპეციალისტ(ებ)ი და აღჭურვილი ყველა საჭირო ხელსაწყოებით.
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის შემდგომ გაფუჭებული შეცვლილი დეტალი წარუდგინოს შესაბამის საბავშვო ბაგა-ბაღს/სააგენტოს;
1.2.10. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს:
ა) რეპროგრაფიული მანქანების (ასლგადამღებების), კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერების), დროული და ხარისხიანი შეკეთება;
ბ) პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერების) შეკეთება მაღალხარისხიანი ბეჭდვის მიღების მიზნით (ფურცელს არ უნდა ეტყობოდეს ლაქები, ხაზები, ტექსტის გაორება);
გ) რეპროგრაფიული მანქანების (ასლგადამღებების) შემადგენელი ნაწილების-თერმოფირის, დოლურის, რაკელის შეცვლა, გაწმენდა თანმდევი შეკეთებით, შეცვლილი დეტალების შესაბამისობა მწარმოებლის ტექნიკურ მახასიათებლებთან, სამუშაო რესურსის შესაბამისობა მწარმოებლის მიერ დადგენილ ნორმებთან და ლიმიტებთან (შეკეთების შემდეგ მოწყობილობები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, ნაბეჭდ მასალაზე არ უნდა ჩანდეს ხარვეზი);
დ) კომპიუტერებისა და პროექტორის ნაწილების შეცვლა.
ე) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საოფისე აპარატურის, ტექნიკის, რეპროგრაფიული მანქანების (ასლგადამღებები), კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერები), კომპიუტერებისა და პროექტორების წაღება და უკან დაბრუნება შესაბამის ბაგა-ბაღში/სააგენტოში;
ვ) LAN ქსელის გაყვანა უნდა განხორციელდეს დამკვეთის მიერ მოთხოვნილ ადგილას, ქსელის კაბელები უნდა იყოს განლაგებული არსებულ ან ახალ კაბელ კანალში, კაბელი უნდა გადიოდეს ისეთ გზას რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხო ექსპლუატაციას და დაზიანებისგან პრევენციას. საჭიროებისას კედლის, ფანჯრის ან კარის ჩარჩოს გახვრეტა მისი ფუნქციის დაუზიანებლად.
ზ) პრეისკურანტში მითითებული სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფა.
1.2.11.კატრიჯების დამუხტვა, დაზიანებული მოწყობილობ(ებ)ის დათვალიერება და შეკეთება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღეში, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, თუ ტექნიკის შეკეთების პროცესში აღმოჩნდება, რომ საჭიროა დეფიციტური სათადარიგო ნაწილი (რომლის ყიდვა მოცემული მომენტისათვის შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე) შესაძლებელია მომსახურების გაწევის ვადა გაიზარდოს შემსყიდველთან შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღემდე.
1.2.12. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს შესაკეთებელი ტექნიკის ტრანსპორტირება შემსყიდველის მისამართებიდან მიმწოდებლის მისამართზე და მომსახურების გაწევის შედეგად შეკეთებული ტექნიკის მიწოდება ისევ შემსყიდველის მისამართზე.
1.2.13. მოთხოვნის დაფიქსირების თარიღად ითვლება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ ელ.ფოსტაზე შემსყიდველისგან წერილის მიღების დღე (შემსყიდველის ელ.ფოსტის მისამართი bagebis.info@gmail.com).
1.2.14. მოთხოვნა დასრულებულად ჩაითვლება მიმწოდებლის მიერ შემსყიდველთან ინსპექტირების აქტის გადმოგზავნისთანავე. ინსპექტირების აქტი უნდა იყოს საბავშვო ბაღის დირექტორის და მიმწოდებელი კომპანიის დირექტორის ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, წერილობითი მოთხოვნიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, გარდა წინამდებარე კითხვარის (ტექნიკური დავალების) 1.2.11 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა;
1.4.2. მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული მომსახურება უნდა განახორციელოს საჭიროების დადგომისას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში/სააგენტოში (იხ. დანართი N2);

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მომწოდებლის მიერ შეცვლილ ნაწილებზე და გაწეულ მომსახურებაზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - არანაკლებ 6 (ექვსი) თვე;
1.7.1.2. საბავშვო ბაგა-ბაღის/სააგენტოს უფლებამოსილი პირი 30 დღის განმავლობაში ვალდებულია შეამოწმოს გაწეული მომსახურების ხარისხი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს მიმწოდებელს ელ.ფოსტის ან მითითებულ ტელ. ნომერზე.
1.7.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას აღმოჩენილი ხარვეზები დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღეში. ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ღირებულებას, ანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.7.1.4. იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო ვადის გასვლამდე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, შეცვლილ სათადარიგო დეტალებს და გაწეულ მომსახურებას აღმოაჩნდება დეფექტი, ნაკლის აღმოფხვრის მიზნით შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს, რომელიც აღმოჩენილ ნაკლოვანებას აღმოფხვრის უსასყიდლოდ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2023, 2024 და 2025 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების ან/და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება, თითოეულ წელს არანაკლებ 30 000 ლარის ღირებულებით;

2.2.1.2. გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი;

2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო 2.2.1.2 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვისცენტრი, რომელიც უნდა იყოს პრეტენდენტის საკუთრებაში ან სარგებლობაში. სარგებლობის შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულება ძალაში უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.3.2. სერვის-ცენტრის საკუთრებაში ფლობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ხოლო, სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. ასევე, სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნას ზემოაღნიშნული სერვის-ცენტრის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სერვის ცენტრის მისამართის მითითებით.

2.9 other additional requirements

2.9.1. შემოთავაზებული ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან და შემსყიდველის საკუთრებაში გადაცემასთან.

2.9.2. შემოთავაზებული საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

2.9.3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები განისაზღვრება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე (თეთრების სიზუსტით), შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

2.9.4. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

2.9.5. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

2.9.6. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

2.9.7. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების გაფორმებიდან, მომსახურების გაწევის სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2.9.8. ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში, კვარტალში ერთხელ (II და III კვარტალში არაუგვიანეს მომდევნო კვარტლის პირველი თვის 10 რიცხვისა, ხოლო IV კვარტალში არაუგვიანეს 25 დეკემბრისა), მიმწოდებელი ვალდებულია, თითოეული ლოკაციის მიხედვით, შემსყიდველს წარუდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია ფაქტიურად გაწეული მომსახურების (პრეისკურანტით გათვალისწინებული თითოეული პოზიციის მიხედვით გაწეული მომსახურების ფასისა და რაოდენობის მითითებით) შესახებ, როგორც Excel-ის, ასევე ელექტრონული ხელმოწერით PDF ფორმატში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისა და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდგომ.
7.2.2 მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილი უნდა იყოს მიმწოდებლის და შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.
7.2.3 შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველია მიმწოდებელსა და საბავშვო ბაგა-ბაღის უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის ან ააიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის გაფორმებული ინსპექტირების აქტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.
7.2.4 ინსპექტირების აქტში სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი ინფორმაცია:
• გაწეული მომსახურების დასახელება და რაოდენობა;
• თითოეული გაწეული მომსახურების საცალო და ჯამური ღირებულება;
• ინსპექტირების აქტში მითითებული მომსახურებების საერთო ჯამური ღირებულება;
• საბავშვო ბაგა-ბაღის ნომერი;
• დირექტორის ან უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;
• დირექტორის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
• ელექტრონული ხელმოწერა;
• თარიღი: წელი და თვე (რიცხვის გარეშე).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, მიმწოდებლის მიერ საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის დღიდან და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკატერინე დავლაძე, 577960044, e.davladze@kids.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.
10.1.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

10.2. შესყიდვაში მონაწილე პირებმა (პრეტენდენტებმა) ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთონ შემდეგი ტექნიკური ინფორმაცია/დოკუმენტები:

ა) ფასების ცხრილი (პრეისკურანტი);

ბ) ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

გ) პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო პირობების 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

დ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru