Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71267557)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL State Care Agency for Assistance of Victims of Human Trafficking
Номер конкурса: 71267557
Дата публикации: 12-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260005015
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.03.2026 18:33
Начало приема предложения 21.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 23.03.2026 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 1`025.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 52`060.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში.
Дополнительная информация
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების პრეისკურანტით სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 5.00 GEL
Размер гарантии 521 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: megi kiria :: 12.03.2026 17:48
  • Последнее исправление: joto pataraia :: 12.03.2026 18:33
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=677573&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების პრეისკურანტით სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების, როგორც გარეგანი, ასევე შიდა ნაწილის რეცხვა და გასუფთავება (ძარა, სალონი, საბარგული), სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით, რეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების გაშრობა და გაწმენდა.
1.2.2 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს პლასტიკური ბარათების მეშვეობით.
1.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს პლასტიკური ბარათების მიწოდება, შემსყიდველის მიერ კონკრეტული რაოდენობის (პირველ ეტაპზე ერთდროულად 48 ცალი) მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი უზრუნველყოს ისეთი ტიპის ელექტრონული საშუალებით, რომლის მეშვეობითაც შემსყიდველს შესაძლებლობა ექნება გააქტიუროს შეძენილი, მისი კუთვნილი რეცხვის მომსახურების ლიმიტები სპეციალურ ანგარიშზე, ონლაინ, 24 საათის განმავლობაში შეუზღუდავად, პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით.
1.2.5 სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის საკუთრებას და შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე.
1.2.6 პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში, მისი წარმდგენი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის კუთვნილ ავტოსამრეცხაო სადგურში. მიმწოდებლის მიერ გაცემულ ქვითარზე ასახული უნდა იყოს დარჩენილი რეცხვის რაოდენობა.
1.2.7 ბარათები უნდა იყოს 5 ტიპის:
1.2.7.1 განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილებისთვის;
1.2.7.2 განკუთვნილი ჯიპის ტიპის ავტომობილებისთვის;
1.2.7.3 განკუთვნილი მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილებისთვის;
1.2.7.4 განკუთვნილი მინივენის ტიპის ავტომობილებისთვის;
1.2.7.5 განკუთვნილი ავტობუსების ტიპის ავტომობილებისთვის.
1.2.8 ბარათები დანომრილი უნდა იყოს თანმიმდევრული ნუმერაციით, რომლებზეც დატანილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრები.
1.2.9 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად (ორშაბათიდან კვირის ჩათვლით) არაუგვიანეს 9:00 საათიდან არანაკლებ 19:00 საათამდე;
1.2.10 თუ მიმწოდებლისთვის ბარათის წარდგენა განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.9 პუნქტით გათვალისწინებულ დროის შუალედში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს სრულად, მიუხედავად სამუშაო დროის ამოწურვისა.
1.2.11 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით შემოთავაზებულ მისამართებზე. შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის ბარათის წარდგენიდან არაუგვიანეს 20 წუთისა უნდა დაიწყოს მომსახურების გაწევა.
1.2.12 მომსახურების გაწევის დროს, მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.13 ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნულ ტენდერზე წინადადების მიღების დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველს ადგილზე აჩვენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი. ხოლო, ყოველი მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტი (არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია წინა პრეტენდენტისთვის დისკვალიფიკაციის სტატუსის მინიჭებიდან, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველს ადგილზე აჩვენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი.
1.2.14 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ავტოსამრეცხაოების მისამართები და ქ. თბილისის შემთხვევაში, სამრეცხაოების Google.map-ის კოორდინატები (ლოკაციები).

1.2.15 შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება - 52`060.00 (ორმოცდათორმეტი ათას სამოცი) ლარი, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.16 მიმწოდებელთან ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.17 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით.
1.2.18 პრედენტენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში, შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრული ერთეულის ღირებულებებს.

1.2.19 მომსახურება გასაწევი ავტომანქანების ჩამონათვალი მოცემულია დანართი N2-ში, რომელიც ატვირთულია 1.2 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. პლასტიკური ბარათის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
1.4.2 მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ წარდგენილი პლასტიკური ბარათების შესაბამისად.
1.4.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული პლასტიკური ბარათების მიწოდება უნდა მოხდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევის ადგილი:
1.5.1.1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ტერიტორია, მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ავტოსამრეცხაო სადგურები;
1.5.1.2 ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. ოზურგეთში, ქ. გორში, ქ. რუსთავში, ქ. თელავში, ქ. ახალციხეში და ქ. ამბროლაურში, მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ავტოსამრეცხაო სადგურები;
1.5.1.3 პლასტიკური ბარათების მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. N9.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, 2023 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ პერიოდამდე მონაკვეთში, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50 000.00 ლარის ღირებულების მანქანების რეცხვის ან/და ქიმწმენდის მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია).
2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით.
2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N3-ში („ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ანალოგიური ტიპის შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ“) მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს:
2.3.1.1.1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ქვეკონტრაქტით უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 ბოქსი, რომელიც სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ადმინისტრაციული შენობიდან (ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. N9) უნდა მდებარეობდეს არაუმეტეს 5 კილომეტრის რადიუსში.
2.3.1.1.2 პრეტენდენტს ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. ოზურგეთში, ქ. გორში, ქ. რუსთავში, ქ. თელავში, ქ. ახალციხეში და ქ. ამბროლაურში საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ქვეკონტრაქტით უნდა გააჩნდეს თითოეულ ქალაქში ერთ სივრცეში არანაკლებ 1 სამრეცხაო ბოქსი.

2.3.1.2 საკუთრების ან/და სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საკადასტრო კოდი), ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრის მდებარეობის შესახებ.
2.8.1.2 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ქვეკონტრაქტორს ერთ სივრცეში ქ. თბილისში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 ბოქსი, ხოლო მოთხოვნილ სხვა ტერიტორიებზე არანაკლებ 1 სამრეცხაო ბოქსი.
2.8.1.3 ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ანგარიშვალდებულია მიმწოდებლის წინაშე. ქვეკონტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.
2.8.1.4 ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
2.8.1.5 სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1.1 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები უნდა იყოს პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და დამოწმებული კვალიფიციური შტამპით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის ან/და საშემფასებლო დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით (საბიუჯეტო კოდი: 270105, საბიუჯეტო კოდი: 270205).
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ ინსპექტირების დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯულიეტა მგელაძე, 571901011, jmgeladze@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.6.1 მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით;
10.1.6.2 ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
10.1.6.3 ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 ან/და 2.8.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru