Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #71267535)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tsageri Municipality
Номер конкурса: 71267535
Дата публикации: 12-03-2026
Сумма контракта: 14 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004988
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.03.2026 17:28
Начало приема предложения 21.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 23.03.2026 15:30
Предполагаемая цена закупки 14`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71354300 - Услуги в области кадастровой съемки
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, არასაცხოვრებელი ფართ(ებ)ი) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი და შენობა ნაგებობების შიდა აზომვითი ნახაზების მომზადების მომსახურება შესყიდვა
Количество и объём закупок იხ.ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 140.00 GEL
Размер гарантии 140 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar kvirikashvili :: 09.03.2026 14:51
  • Последнее исправление: tamar kvirikashvili :: 12.03.2026 17:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=676671&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, არასაცხოვრებელი ფართ(ებ)ი) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი და შენობა ნაგებობების შიდა აზომვითი ნახაზების მომზადების მომსახურება შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

გასაწევი მომსახურება გულისხმობს: _ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მათ შორის მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, არასაცხოვრებელი ფართ(ებ)ი) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადებას.

შესასყიდი მომსახურების მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

1) მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში (WGS 84 კოორდინატთა სისტემა, UTM-პროექციაში, SHP-ფორმატის ფაილის სახით (2 ცალი, CD დისკი) 3 (სამი) ქაღალდის ეგზემპლარად და უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მიწის ნაკვეთის დანიშნულება;
ბ) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა (მისამართი);
გ) მიწის ნაკვეთის ფართობი;
დ) მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის (განაშენიანების) გარეკონტურის ფართობი;
ე) შენობა-ნაგებობის რიგითი ნომრები, სართულიანობა;
ვ) პირობითი ნიშნები.
2) შენობა-ნაგებობის ტექნიკური (შიდა) აზომვითი ნახაზი წარმოდგენილი უნდა იყოს თვალსაჩინო მასშტაბში, ქაღალდის და ციფრული ვერსიის სახით 2 (ორი) ეგზემპლარად და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის N315 დადგენილებით დამტკიცებულ შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვითი სამუშაოების შესრულებისა და დოკუმენტირების წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
3) მიწისზედა ხაზოვანი ნაგებობის ფოტო-სურათები (დატანილი CD დისკზე).

სხვა პირობები

ა) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებითა და საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №315 დადგენილებით დამტკიცებულ შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვითი სამუშაოების შესრულებისა და დოკუმენტირების წესს.
ბ) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის დამზადება უნდა მოხდეს მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყო GPS-ისა და „GEO-CORS“-ის სისტემის გამოყენებით (საამზომველო ინსტრუმენტი ჩართული უნდა იყოს „GEO-CORS“-ში,რომლის გამოყენებაზე წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და შესაბამისი ცნობა/წერილი სააგენტოდან საამზომველო ინსტრუმენტის „GEO-CORS“-ის სისტემაში ჩართვის შესახებ );
გ) ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი პასუხისმგებელია შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი და შიდა აზომვითი ნახაზების სისწორეზე და სრულყოფილად დამუშავება-შედგენაზე;
დ) პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ყველა დოკუმენტაცია ეკუთვნის შემსყიდველს და რჩება მის საკუთრებაში;
ე) იმ შემთხვევაში, თუ №1 დანართში (იხ. 1.3 პუნქტი) ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე ობიექტზე მომსახურება არ განხორციელდა ან ამოიწურა, შესაძლებელია კონკრეტული პუნქტით განსაზღვრული თანხის სხვა ნებისმიერ პუნქტში გადატანა ან/და ცვლილების განხორციელება სხვა მომსახურების მოცულობის შემცირების გზით, სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად. ყოველ ეტაპზე გასაწევი მომსახურების სახეობისა და მოცულობის დადგენა მოხდება წინასწარ, მომსახურების გაწევის დაწყებამდე 3 (სამი) კალენდარული დღით ადრე. თითოეულ ეტაპზე, ერთდროულად მოთხოვნილი იქნება არაუმეტეს 10 (ათი) ერთეული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადება.
1.5.2. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, ერთდროულად, არაუმეტეს 10 (ათი) ობიექტზე, დაიწყოს აგეგმვითი/აზომვითი სამუშაო, მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში და დაასრულოს არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეში. ერთდროულად მოთხოვნილი სამუშაოების დასრულებამდე ახალი მოთხოვნა არ განხორციელდება.
1.5.3. განსაზღვრულ ვადებში აზომვითი სამუშაოების შეუსრულებლობა ან/და დაგვიანებით შესრულება გამოიწვევს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის პასუხისმგებლობას, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის ხელშეკრულების პროექტში განსაზღვრული წესის შესაბამისად.
1.5.4. ტენდერში გამარჯვებულს უფლება აქვს ვადამდე ადრე ჩააბაროს შემსყიდველს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება.
1.5.5. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (შესყიდვის ობიექტის მიღებისა და საბოლოო შემოწმების ადგილი, პირობები და წესი ასახულია ხელშეკრულების პირობებში).
1.5.6. მომსახურების გაწევის ადგილია: ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორია (კონკრეტული ადგილმდებარეობა ტენდერში გამარჯვებულს ეცნობება დამატებით, მომსახურების დაწყებამდე). შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი და შიდა აზომვითი ნახაზების მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მოსამართზე: ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №58, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
1.1 2023 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 14000 (თოთხმეტიათასი) ლარისა.

2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;
2.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მაღალი სიზუსტის ორსიხშირიანი GPS. წარმოდგენილ უნდა იქნეს ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საკუთრების შემთხვევაში შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დაადასტურებს მოცემული მომენტისათვის საკუთრების არსებობას და სადაც მითითებული იქნება ხელსაწყოს მაიდენტიფიცირებელი მონაცემები). სარგებლობის შემთხვევაში ქირავნობის ხელშეკრულება ან/და იჯარის ხელშეკრულება ან და სხვა, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე გამქირავებლის მიერ აღნიშნული ხელსაწყოს ფლობის დამადასტურებელი ზემოთ მითითებული დოკუმენტი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირი ან/და მის განკარგულებაში მყოფი ან მოწვეული პერსონალი (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შემსრულებელი პირ(ბ)ი) უნდა იყოს სერტიფიცირებულ(ებ)ი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ (თანახმად „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა), რის დასტურად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამასთან, მოწვეული პერსონალის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს წინარე შეთანხმება (იხ. მიბმული ფაილი), როგორც თანმხლები დოკუმენტი, ხელმოწერილი ტენდერში მონაწილე პრეტენდეტის და სამუშაოს შემსრულებელი პირის მიერ.

2.9 other additional requirements

2.9.1. სატენდერო წინადადების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს მომსახურების სრულყოფილად გაწევასთან (ობიექტის ადგილზე მისვლის ჩათვლით) დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
2.9.2.პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენია შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
1. ფასების ცხრილი (დანართი#1)
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ (დანართი#3)
3. ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „შ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული სერთიფიკატი.
პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია მოახდენს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასის ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ზე მეტით კლების შემთხვევაში პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის და ხარჯთაღრიცხვის ხარისხთან შესაბამისობის დასაბუთება, რადგან აღნიშნული პროექტის და ხარჯთაღრიცხვის შედგენა ძირითადად მოიცავს ინტელექტუალურ შრომას, რის გამოც პრეტენდენტი უფლებამოსილია ტენდერში დაფიქსირებული საბოლოო ფასი განსაზღვროს გაწეული ინტელექტუალური შრომის შესაბამისად, ინდივიდუალურად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მერაბი საღინაძე, 599687509, merabisaginadze2017@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. პრეტენდენტმა ინფორმაციის სახით სისტემაში ატვირთული PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru