ტექნიკური დავალება
შესყიდვის საგანი: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის
ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: თბილისი, წმინდა ქეთევან
დედოფლის გამზირი №96) სარემონტო სამუშაოები, წინამდებარე ტექნიკური
დავალებისა (დანართი N2), ხარჯთაღრიცხვისა (დანართი N1) და ესკიზის
შესაბამისად (აგრეთვე წარმოდგენილია არსებული ღიობების ფოტო
სურათები).
სამუშაოები უნდა შესრულდეს წინამდებარე ტექნიკური დავალების და
ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რაც მოიცავს შენობის შიგნით, კიბის
უჯრედში კედლებზე ლამინირებული დ.ს.პ-თი ღიობების შეფუთვას. მონტაჟი
უნდა განხორციელდეს კედელზე მიმაგრებით, უნდა ჰქონდეს საკომუნიკაციო
კარი. ასევე, შეფუთვის წინა ნაწილი უნდა იყოს მოხსნადი საჭიროებიდან
გამომდინარე (კონსტრუქციას, მათ შორის მოხსნად/გასაღებ დეტალებს
გარედან არ უნდა ჰქონდეს სახელური და სხვა დეტალები, ისინი
მაქსიმალურად უნდა იყოს მოქცეული კონსტრუქციის შიგნით).
მასალების, მოწყობილობების, სამაგრების და სხვა აქსესუარების და ა.შ.
ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა, ფერები/ტონები და სხვა მახასიათებლები
თანხმდება შემსყიდველთან, როგორც წერილობით, ისე მის გარეშე;
უსაფრთხოების ზომები და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების
დაცვა:
• მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს სამშენებლო სფეროში
ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებისა და ხარისხის სტანდარტების
გათვალისწინებით;
• სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად, მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულება
უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, თანამედროვე
უსაფრთხო ტექნიკური საშუალებების/აქსესუარების გამოყენებით,
აღჭურვილობის, სანდო და სათანადო უნარ-ჩვევების მქონე პერსონალით,
ამასთანავე, მომსახურების გაწევისას დაცული უნდა იყოს საქართველოს
ორგანული კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ - მოთხოვნები;
• სიმაღლეზე მუშაობისას უსაფრთხოების სრული დაცვისთვის უნდა მოეწყოს
შესაბამისი უსაფრთხოების საშუალებები, როგორიცაა: ხარაჩო, სხვადასხვა
სამაგრები და ა.შ.
• მიმწოდებელმა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში უნდა
უზრუნველყოს ადგილზე და მის
მიმდებარე ტერიტორიაზე დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების
დაყენება;
• მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების ადგილზე და მის მიმდებარე
ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები, შესაბამისი მაღალი
სტანდარტების დაცვით;
• სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური
აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი
ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით;
• ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას,
დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და
სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
• აკრძალულია შემსყიდველი ორგანიზაციის ტერიტორიაზე გამოცხადება
ნასვამ (ალკოჰოლური ზემოქმედების) მდგომარეობაში, ფსიქოტროპული ან/და
ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. ნებისმიერი ზემოთ
აღნიშნული მოთხოვნიდან ერთ-ერთის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში,
მივლინებული მუშაკი არ დაიშვება ობიექტზე.
სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა დაიცვას/შეასრულოს
შემდეგი მოთხოვნები
• შემსყიდველის სამუშაო პროცესის შეუფერხებლად ფუნქციონირებისა და
თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით სამუშაოების მიმდინარეობისას
უნდა უზრუნველყოს დროებით მოწყობილი სავალი გზების პოლიეთილენის ან
სხვა შესაბამისი მასალებით დაფარვა (გატიხვრა) და ა.შ.
• ადამიანების უსაფრთხოების მიზნით, სარემონტო სამუშაოების
მიმდინარეობის ადგილზე უნდა შეიზღუდოს, ხოლო თუ მოსალოდნელია
სხვადასხვა საგნების/ნივთების ცვენა ან სხვაგვარი ჯანმრთელობისთვის
საშიში მოვლენები - შეწყდეს გადაადგილება;
• მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე უნდა გადაამოწმოს ადგილზე
არსებული მდგომარეობა და ნებისმიერი უზუსტობის შემთხვევაში, აცნობოს
შემსყიდველ ორგანიზაციას;
• სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და
კონტროლის განმახორციელებელი პირის მიერ გაცემული როგორც ზეპირი,
ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
• მიმწოდებელმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული
ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა. მტვრისგან, სუნისგან და ა.შ.
დასაცავად კონკრეტული ადგილები დროებით გატიხროს/შეფუთოს შესაბამისი
მასალებით;
• მომსახურების წარმოებისას აკრძალულია ძირითადი და საევაკუაციო
გზების სხვადასხვა მასალით, ნაკეთობებით, მოწყობილობებით, ნარჩენებით
და სხვა საგნებით ჩახერგვა (არსებობის შემთხვევაში). ნარჩენების
(არსებობის შემთხვევაში) გატანა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და
არ დაგროვდეს ობიექტზე;
• სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელმა უნდა გაიყვანოს
ტექნიკური პერსონალი მომსახურების გაწევის ადგილიდან, ტერიტორია
მოაწესრიგოს და აცნობოს შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელს;
• სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია,
გაათავისუფლოს მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისაგან.
• სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების,
მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა, ფერები და სხვა
მახასიათებლები სრულად უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე ტექნიკური
დავალებისა და ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1) მოთხოვნებს, აგრეთვე უნდა
იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი.
• იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალების,
მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა
მახასიათებლები ან/და შესრულებული სამუშაო სრულად არ შეესაბამება
ტექნიკური დავალებისა და ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნებს, მიმწოდებელი
ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს წუნდებული მასალა,
მოწყობილობა და ა.შ. ან/და სამუშაო.
სხვა მოთხოვნები
• მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ
შეფერხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირება;
• ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების
დარღვევის, გაუფრთხილებლობის ან/და ქვეყანაში მოქმედი შრომის
უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის
შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება
მიმწოდებელს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, მომსახურების გაწევის
პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მათ შორის, გაუფრთხილებლობით),
შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული
ანაზღაურება საკუთარი ხარჯით;
• ობიექტზე დაშვებისათვის მომწოდებელი ვალდებულია, სამუშაოს
დაწყებამდე შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით მიაწოდოს იმ პირთა სია,
ვინც სამუშაოები უნდა შეასრულოს;
• ობიექტზე დაშვებისას ყველა მივლინებულმა პირმა/მუშაკმა
სავალდებულოდ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
(მოწმობა/პასპორტი).