Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71267442)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 71267442
Дата публикации: 12-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260004952
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.03.2026 14:56
Начало приема предложения 18.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 20.03.2026 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 371`643.74 GEL
Контрактная цена объекта закупки 10`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`000.00 GEL
Размер гарантии 100 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino odilavadze :: 11.03.2026 13:45
  • Последнее исправление: nino odilavadze :: 12.03.2026 14:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=677227&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ბალანსზე რიცხული 2 (ორი) ერთეული სატრანსპორტო საშუალებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სსიპ „ ახალგაზრდობის სააგენტოს“ ბალანსზე რიცხული 2 (ორი) ერთეული სატრანსპორტო საშუალებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურების და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.
1.2.2 პრეტენტენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე მოცემულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს. აღნიშნული შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში. თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელსა და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“.
1.2.3. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების/საქონლის რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.4. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვისას დაუყონებლივ მიიღოს ავტომანქანა ტექ. მომსახურების ცენტრში და ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდეგაც მხარეები ადგენენ დეფექტების ნუსხას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილის დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები.
1.2.5 მიმწოდებელმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის შეკეთება. გასაწევი მომსახურების სირთულიდან გამომდინარე მომსახურება უნდა შესრულდეს დეფექტური აქტის შედგენის თარიღიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, ხოლო თუ მომსახურება ეხება ძრავის კაპიტალურ რემონტს, გადაცემათა კოლოფის შეკეთებას ან სამღებრო-სათუნუქე სამუშაოებს, ან დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას - დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 20 (ოცი) დღისა.
1.2.6 ავტომანქანის დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახლით. მხოლოდ შემსყიდველთან წერილობითი შეთანხმებით შესაძლებელია მეორადი სათადარიგო ნაწილებით შეცვლა. ნაწილები უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას, მდგომარეობას და ფასს. ამასთან, მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული საქონელი განკუთვნილი და რეკომენდირებული უნდა იყოს იმ კონკრეტული მოდელის ავტომობილისათვის, რომელზეც ხდება მისი შეცვლა.
1.2.7 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
ტექ. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ მითითებულ მისამართებზე, შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი.

1.7.1 requirement related to guarantee period

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე და თანმდევ სათადარიგო ნაწილებზე (ახალი, არამეორადი) უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვიანი ან/და ქარხნული/მწარმოებლის საგარანტიო ვადა, ხოლო ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა.
1.7.1.2 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად გაწეული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული/დეფექტიანი, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.

შენიშვნა:
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1. პუნქტით განსაზღვრული ელექტრონულად ხელმოწერილი/დამოწმებული ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ 1.7.1 პუნქტში ატვირთული დანართი 1-ის შესაბამისად).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, ჯამურად შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 000.00 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2.2.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი (არსებობის შემთხვევაში), ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი რითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილება. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად).
2.2.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული ანალოგიური მომსახურების ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს სარგებლობაში ან/და საკუთრებაში უნდა ჰქონდეს:
ქ. თბილისში მოქმედი მინიმუმ ერთი სერვის ცენტრ(ებ)ი არანაკლებ ხუთი ბოქსით, ხოლო ქუთაისში და ზუგდიდში მოქმედი მინიმუმ ერთი სერვის ცენტრ(ებ)ი არანაკლებ სამი ბოქსით, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური და კვალიფიციური ადამიანური რესურსით, რაც საჭიროა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ავტოტექმომსახურების ხარისხიანად შესრულებისათვის.

აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვიზუალური მასალა (ფოტოსურათები), რომლითაც შესაძლებელი იქნება პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენა.

ქ. თბილისში, ქუთაისში და ზუგდიდში სერვისცენტრ(ებ)ის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის მისამართები. სერვისცენტრის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას (2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით). სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე „მეიჯარის“ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას:
ა) შევსებული ხარჯთაღრიცხვა -პრეისკურანტი.
ბ) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.2.1 ქვეპუნქტში მოცემული პირობების შესაბამისად შევსებული დანართი N2.
გ) წინამდებარე სატენდერო პირობების 1.7.1 ქვეპუნქტში მოცემული პირობების შესაბამისად შევსებული დანართი N1.
დ) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.3.1 ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია მატერიალური-ტექნიკური ბაზისა და მათი ადგილმდებარეობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვიზუალური მასალა (ფოტოსურათები), რომლითაც შესაძლებელი იქნება პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
ე) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.3.1 ქვეპუქტში მითითებულ ქალაქებში ქ. თბილისში, ქუთაისში და ზუგდიდში სერვისცენტრ(ებ)ის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას (2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით). სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე „მეიჯარის“ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).


ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართულად ნათარგმნი დოკუმენტი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
2.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან და ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ოდილავაძე, 595807508, nodilavadze@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი დოკუმენტები და/ან ინფორმაცია (გარდა ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ მის მიერ შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც არ არის პრეტენდენტის მიერ შექმნილი, მათ შორის, გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი (წინადადების სახით) ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატის სახით.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).
7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru