Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Обувные изделия (Грузия - Тендер #71267434)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Bureau of Enforcement
Номер конкурса: 71267434
Дата публикации: 12-03-2026
Сумма контракта: 73 200


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004939
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.03.2026 13:46
Начало приема предложения 18.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 20.03.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 73`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18800000-Обувные изделия
Коды классификатора
  • 18815100 - Ботинки
  • 18820000 - Спортивная обувь
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ სტრუქტურული ერთეულის, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებისთვის ფეხსაცმლის სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 732.00 GEL
Размер гарантии 732 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino tsikhelashvili :: 05.03.2026 18:37
  • Последнее исправление: teona tsabutashvili :: 12.03.2026 13:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=676203&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ სტრუქტურული ერთეულის, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებისთვის ფეხსაცმლის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 ბათინკი - 80 წყვილი.

• ტიპი: საშუალოყელიანი ბათინკი (საგაზაფხულო/საშემოდგომო).
• ფერი: შავი, ფერადი ჩანართების გარეშე, მათ შორის ძირი.
• ყელის სიმაღლე: ქუსლის ძირიდან არანაკლებ 13 სმ და არაუმეტეს 17 სმ.
• ზედა ნაწილი: დამზადებული უნდა იყოს გამძლე მასალისგან (ტყავი, სინთეტიკური ან მათი კომბინაცია), რომელსაც გააჩნია წყალგამძლე და სუნთქვადი თვისებები; დასაშვებია დამცავი ან გამაძლიერებელი ჩანართები.
• ჰაერგამტარობა: ფეხსაცმლის კონსტრუქციისთვის გამოყენებული მასალები (საზედაპირე ქსოვილი და სარჩული) უზრუნველყოფს სუნთქვადობას.
• შიდა სარჩული: უნდა იყოს მემბრანული მასალის ან ანალოგიური ტექნოლოგიის, რომელიც უზრუნველყოფს სუნთქვადობას და წყალგაუმტარობას.
• დამცავი ელემენტები: ცხვირისა და ქუსლის ზონებში უნდა გააჩნდეს დამცავი ჩანართები (არამეტალური), რომლებიც ამცირებს დარტყმის ძალას.
• შიდა ძირი: უნდა იყოს ანატომიური ფორმის, ამორტიზაციის, სტაბილიზაციისა და დარტყმის შთანთქმის თვისებებით; დასაშვებია სუპინატორის ან ანალოგიური ელემენტის არსებობა.
• გარე ძირი: უნდა იყოს მოცურების საწინააღმდეგო, ანტისტატიკური, ცვეთამედეგი; უნდა უზრუნველყოფდეს მყარ მოჭიდებას სხვადასხვა სამუშაო ზედაპირზე, მათ შორის ნავთობპროდუქტებთან კონტაქტისას.
• ძირის კონსტრუქცია: უნდა იყოს მრავალშრიანი, ამორტიზაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, წინა და უკანა ნაწილებში უნდა ჰქონდეს დამატებითი გამაგრება, სიმყარისთვის.
• ჩასაფენი: უნდა იყოს ამოსაღები, სუნთქვადი და მარტივად გასარეცხი.
• ფიქსაცია: უნდა იყოს თასმით ან ფუნქციურად ანალოგიური მექანიზმით; უნდა უზრუნველყოფდეს ფეხზე მყარ მორგებას კოჭის დონეზე.
• დამხმარე ელემენტები: უკანა ნაწილში უნდა გააჩნდეს დამხმარე სალტე ან ანალოგიური ელემენტი ფეხსაცმლის ადვილად ჩასაცმელად.
• ენა: უნდა იყოს კომფორტული კონსტრუქციის, რომელიც არ უნდა ზღუდავდეს ფეხს ჩაცმისას და უნდა უზრუნველყოფდეს თასმის ფიქსაციას.
• ნაკერები უნდა იყოს თანაბარი და გამძლე ძაფით შესრულებული.
• ფეხსაცმელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნულად და უნდა გააჩნდეს ზომის, მწარმოებელი ფირმის/მოდელის და სხვა საჭირო ინფორმაციის აღმნიშვნელი ეტიკეტ(ებ)ი.

 სპორტული ფეხსაცმელი - 80 წყვილი.

• ფერი: შავი, ფერადი ჩანართების გარეშე (მათ შორის ძირი).
• ყელის სიმაღლე: ქუსლის ძირიდან არანაკლებ 7 სმ და არაუმეტეს 14 სმ.
• ზედა ნაწილი: დამზადებული უნდა იყოს გამძლე მასალების კომბინაციით (მაგ. ქსოვილი, სინთეტიკური ან სხვა თანამედროვე მასალა), რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ჰაერის გამტარობასა და ცვეთამედეგობას.
• ჰაერგამტარობა: ფეხსაცმლის კონსტრუქციისთვის გამოყენებული მასალები (საზედაპირე ქსოვილი და სარჩული) უზრუნველყოფს სუნთქვადობას.
• დამცავი ელემენტები: წინა (ცხვირის) და უკანა (ქუსლის) ნაწილებში უნდა გააჩნდეს ზედნადები ან ინტეგრირებული დამცავი დეტალები (არამეტალური).
• შიდა სარჩული: უნდა იყოს სუნთქვადი მასალისგან დამზადებული, დასაშვებია წყალგაუმტარი ან წყალგამძლე მემბრანის გამოყენება.
• ძირი: უნდა იყოს მრავალშრიანი კონსტრუქციის, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს - ამორტიზაციას და დარტყმის შთანთქმას, სტაბილურობასა და მოჭიდებას, უნდა იყოს მოცურების საწინააღმდეგო (სველი, ზეთოვანი ან ყინულიანი ზედაპირი).
• გარე ძირი: დამზადებული უნდა იყოს რეზინის ან ფუნქციურად ანალოგიური მასალისგან, უნდა იყოს პროტექტორიანი და სამუშაო გარემოში გამოყენებისთვის შესაფერისი.
• ჩასაფენი: უნდა იყოს ამოსაღები, სუნთქვადი ქაფის ან ანალოგიური მასალისგან დამზადებული, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტსა და ტენგამძლეობას.
• ენა: უნდა იყოს კომფორტული კონსტრუქციის, რომელიც არ უნდა ზღუდავდეს ფეხს ჩაცმისას; უნდა უზრუნველყოფდეს თასმის ფიქსაციას.
• თასმა და ფიქსაცია: უნდა იყოს გამძლე მასალისგან დამზადებული და უზრუნველყოფდეს ფეხსაცმლის მყარ მორგებას.
• ფეხსაცმელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნულად და უნდა გააჩნდეს ზომის, მწარმოებელი ფირმის/მოდელის და სხვა საჭირო ინფორმაციის აღმნიშვნელი ეტიკეტ(ებ)ი.

შენიშვნა:
• პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დანართ N2-ში (ტექნიკური დავალება) (სატენდერო წინადადებაში) მითითებულ უნდა იქნეს მტკიცებითი ფორმით, შესყიდვის ობიექტის ზუსტი მახასიათებლები.

იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება - დანართი N2.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესასყიდი საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად, კერძოდ:

• სპორტული ფეხსაცმლის მიწოდება უნდა განხორციელდეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან - არაუგვიანეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
• ბათინკების მიწოდება უნდა განხორციელდეს, ხელშეკრულების გაფორმებიდან - არაუგვიანეს - 80 (ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ, მისივე ხარჯებით.
1.5.2 შესასყიდი საქონლის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N99, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“-ს საწყობი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 საქონლის საგარანტიო ვადა (დანართი N1-ის ორივე პოზიციაზე) უნდა შეადგენდეს, საქონლის ექსპლუატაციაში გაცემის თარიღიდან - არანაკლებ 1 (ერთი) წელი.
1.7.1.2 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს წუნდებული საქონლის შეცვლა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
1.7.1.3 შემოთავაზებული საქონელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნულად და საქონელზე დატანილი უნდა იყოს ზომის, მწარმოებელი ფირმის/მოდელის და სხვა საჭირო ინფორმაციის აღმნიშვნელი ეტიკეტ(ებ)ი.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტმა დანართ N1-ში (ფასების ცხრილი) უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.1.1.2 დაზუსტებას არ დაექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ დანართ N1-ში (ფასების ცხრილი) არ იქნება მითითებული ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.1.1.3 პრეტენდენტმა შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის შესახებ არ არსებობის შემთხვევაში უნდა გააკეთოს შესაბამისი მითითება დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) მე-8 გრაფაში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 „პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს მოქმედი სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული ფეხსაცმლის მოდელი (ორივე პოზიციაზე) აკმაყოფილებს EN ISO 20347 სტანდარტის მოთხოვნებს.“

2.7.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის (ორივე პოზიციაზე) მახასიათებლების ტექნიკურ დავალებასთან (დანართი N2 – ტექნიკური დავალება) შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მწარმოებლის ოფიციალური წერილი ან/და ბმული მწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე ან/და ლაბორატორიული კვლევის შედეგები ან/და ექსპერტიზის დასკვნა ან/და სხვა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი), გაცემული და ხელმოწერით/ბეჭდით დამოწმებული უფლებამოსილი ორგანოს ან/და შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის მიერ.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტმა, შემსყიდველ ორგანიზაციაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით, უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში, დანართი №1 (ფასების ცხრილი) შესაბამისად.
3.1.1.2. პრეტენდენტის მიერ ორგანიზაციაში წარმოდგენილი ნიმუში სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
3.1.1.3. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ნიმუშების წარმოდგენის ადგილია, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N99.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად.
7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა ცაბუტაშვილი, 577180818, ttsabutashvili@nbe.gov.ge მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N99

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით.
10.1.2 დისკვალიფიკაციას დაექვემდებარება პრეტენდენტი, თუ სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტებისას, ასევე, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული, საბოლოო ფასის შესაბამისად დაზუსტებული ფასების ცხრილში, განახორციელებს თავდაპირველად შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის შეცვლას.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
10.1.4 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
10.1.5 „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ,,დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს”.
10.1.6 საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული საქონელი, პრეტენდენტს შეუძლია შემოგვთავაზოს გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონელი.
10.1.7 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.
10.1.8 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით მოთხოვნილი დანართი N1 (ფასების ცხრილი) და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით მოთხოვნილი დანართი N3 (ფეხსაცმლის ზომები) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
10.1.9 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.10 სატენდერო წინადადების წარდგენა გულისხმობს, რომ პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს.
10.1.11 პრეტენდენტის მიერ სისტემაში სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტებია:
 დანართი N1 (ფასების ცხრილი);
 დანართი N2 (ტექნიკური დავალება);
 დანართი N3 (ფეხსაცმლის ზომები);
 დანართი N4 (პრეტენდენტის რეკვიზიტები), იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ინფორმაცია რეკვიზიტების შესახებ;
 EN ISO 20347 სერტიფიკატი (ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად), სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად;
 შემოთავაზებული საქონლის, დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) ორივე პოზიციაზე, მახასიათებლების ტექნიკურ დავალებასთან (დანართი N2 - ტექნიკური დავალება) შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru