Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары (Грузия - Тендер #71242574)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "Batumi boulevard"
Номер конкурса: 71242574
Дата публикации: 11-03-2026
Сумма контракта: 110 220


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004875
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.03.2026 17:37
Начало приема предложения 18.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 20.03.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 110`220.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18100000-Одежда для профессионального использования, спецодежда и аксессуары
Коды классификатора
  • 18110000 - Одежда для профессионального использования
  • 18130000 - Специальная рабочая одежда
  • 18140000 - Аксессуары для рабочей одежды
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტი (საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა).
Дополнительная информация
სამუშაო ტანსაცმელის, სპეცტანსაცმელისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`102.00 GEL
Размер гарантии 1`102 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre bolkvadze :: 11.02.2026 12:20
  • Последнее исправление: maia bolkvadze :: 11.03.2026 17:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672534&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 სამუშაო ტანსაცმელის, სპეცტანსაცმელისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტების ტექნიკური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1. გრძელსახელოიანი, თხელი სამუშაო ქურთუკი:
- შესაკერად გამოსაყენებელი ქსოვილი: (65% პოლიესტერი, 35% ბამბა) +/- 5%, 245 (±10) გრ/მ²; ზედა გამაგრება Oxford-ის ქსოვილით. ელვა დაფარულია ფხრიწის შესაკრავით, 2 ჯიბე მკერდზე შესაკრავი ფხრიწით, 2 მრავალფუნქციური გვერდითი ჯიბე, იდაყვები და მხრები გამაგრებული Oxford-ის ქსოვილით; მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე სსიპ "ბათუმის ბულვარი"-ს ლოგო;

2. სამუშაო ჟილეტი:
- სწორი სილუეტის სარჩულით. საყელოს გარეშე, სამკუთხა სტილის ყელის ამონაჭერით; შესაკერად გმოსაყენებელი ქსოვილი: (65% პოლიესტერი, 35% ბამბა) +/- 5%, 245 (±10) გრ/მ²;
ზედა გამაგრება:პოლიესტერი, ელვა შესაკრავით; 2 ჯიბე მკერდზე შესაკრავი ფხრიწით და ელვით; 2 მრავალფუნქციური გვერდითი ჯიბე; (ჯამში არანაკლებ 4 ჯიბით), მხრები გამაგრებულია Oxford-ის ქსოვილის. წყალგაუმტარი. მათბუნებელი - სინტაპონი, არანაკლებ 100გრ/მ²; სარჩული:100% პოლიესტერი;
მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე განთავსებულია “ბათუმის ბულვარი“-ს ლოგო"

3. სამუშაო შარვალი ქალებისთვის:
- სწორი სილუეტის, შესაკერად გამოსაყენებელი ქსოვილი: (65% პოლიესტერი, 35% ბამბა) +/-5%, წონა 245 (±10) გრ/მ²;
ტანსაცმლის ზედა გამაგრება:, OXFORD-ის ქსოვილი;
აღწერა:სამუშაო შარვალი მრავალფუნქციური ჯიბეებით; წელი ელასტირებული (რეზინზე), წელის დახურვა წინა მხარეს ღილაკით და ელვა შესაკრავით; პოლიესტერი ოქსფორდის არმირებული მუხლის ნაწილები ჯიბეებით მუხლის დამცავებისთვის. მახასიათებლები:
მუხლის საფენების ჯიბეები.ფერი:მწვანე

4. სამუშაო შარვალი(ზაფხულის):
- სწორი სილუეტის, შესაკერად გამოსაყენებელი ქსოვილი:დიაგონალი 100% ბამბა, წონა 245(+-10) გრ/მ². ტანსაცმლის ზედა გამაგრება: OXFORD-ის ქსოვილით; 7 ფუნქციური ჯიბე; წელი ელასტირებული (რეზინზე), საქამრით, წელის დახურვა წინა მხარეს ღილაკით და ელვა შესაკრავით; პოლიესტერი ოქსფორდის არმირებული მუხლის ნაწილები ჯიბეებით მუხლის დამცავებისთვის. მახასიათებლები: მუხლის საფენების ჯიბეები. ფერი:მწვანე"

5. სამუშაო შარვალი კაცებისთვის:
- სწორი სილუეტის, ქსოვილი: შესაკერად გამოსაყენებელი ქსოვილი: (65% პოლიესტერი, 35% ბამბა) +/-5%, წონა 245 (±10) გრ/მ²;
- ტანსაცმლის ზედა გამაგრება: OXFORD-ის ქსოვილი;
- აღწერა: მამაკაცის სამუშაო შარვალი მრავალფუნქციური ჯიბეებით; წელი ელასტირებული (რეზინზე), საქამრით, წელის დახურვა წინა მხარეს ღილაკით და ელვა შესაკრავით; პოლიესტერი ოქსფორდის არმირებული მუხლის ნაწილები ჯიბეებით მუხლის დამცავებისთვის. მახასიათებლები: მუხლის საფენების ჯიბეები. ფერი:მწვანე

6. შარვალ-კომბინიზონი:
- სწორი სილუეტის, ქსოვილი:შესაკერად გამოსაყენებელი ქსოვილი: (65% პოლიესტერი,35% ბამბა) +/-5%, წონა 245 (±10) გრ/მ².
- ტანსაცმლის ზედა გამაგრება: OXFORD-ის ქსოვილით;
7 ფუნქციური ჯიბე; უკანა მხარეს წელში ჩადგმული ელასტირებული (რეზინი), წინ ელვა შესაკრავი. წელის დახურვა ცალ მხარეს ღილებით; პოლიესტერი ოქსფორდის არმირებული მუხლის ნაწილები ჯიბეებით მუხლის დამცავებისთვის. მუხლის საფენების ჯიბეები. ფერი: მწვანე"

7. მოკლესახელოიანი მაისური პოლოს სტილით:
- არანაკლებ ორ ღილზე შესაკრავი პოლო მაისური. მასალა: 100% ბამბა, წონა არანაკლებ 185 გრ. მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე განთავსებულია “ბათუმის ბულვარი"-ს ლოგო.

8. გრძელსახელოიანი მაისური პოლოს სტილით:
- არანაკლებ ორ ღილზე შესაკრავი პოლო მაისური. მასალა:100% ბამბა, წონა არანაკლებ 185 გრ. მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე განთავსებულია “ბათუმის ბულვარი“-ს ლოგო.

9. მაისური მოკლე მკლავით:
- თავისუფალი სილუეტი. მკლავების და წელის ნაპირები უნდა იყოს შემოკეცილი. მაისურს უნდა ჰქონდეს კისერზე მომდგარი, ორმაგი ჩაკერებული ტრიკოტაჟული ქსოვით საყელო (მრგვალი); ქსოვილის შემადგენლობა 100 % ბამბა, ქსოვილის წონა 155 (±10) გრ/მ²; ფერის მედეგობა რეცხვაზე, სინათლეზე და გაოფლიანებაზე არანაკლებ 4. მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე განთავსებულია “ბათუმის ბულვარი“-ს ლოგო.ფერი: სტაფილოსფერი

10. მაისური გრძელი მკლავით:
- თავისუფალი სილუეტი. მკლავების და წელის ნაპირები უნდა იყოს შემოკეცილი. მაისურს უნდა ჰქონდეს კისერზე მომდგარი, ორმაგი ჩაკერებული ტრიკოტაჟული ქსოვით საყელო (მრგვალი); ქსოვილის შემადგენლობა 100 % ბამბა, ქსოვილის წონა 155 (±10) გრ/მ²; ფერის მედეგობა რეცხვაზე, სინათლეზე და გაოფლიანებაზე არანაკლებ 4. მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე განთავსებულია “ბათუმის ბულვარი“-ს ლოგო. ფერი: მწვანე

11. საზღვაო მაისური:
- მრგვალად მოჭრილი საყელო, მოკლე სახელოები, 100% ბამბა; ქსოვილის წონა 155 (±10) გრ/მ²; ფერის მედეგობა რეცხვაზე, სინათლეზე და გაოფლიანებაზე არანაკლებ 4. მაისურზე დატანილი უნდა იყოს შოლკოგრაფიის მეთოდით შესრულებული შემდეგი ატრიბუტიკა: მარცხენა მკერდის არეში ბათუმის ბულვარის ლოგო - ზომა: დიამეტრი 6 -7 სმ; მაისურის ზურგის არეში განთავსებულია ლურჯი ფერის წარწერა ერთ რიგად ""ზღვა ყველასია"" ფერი: ყვითელი.

12. მამაკაცის მოკლე შორტი:
- შემადგენლობა 100 % პოლიესტერი,
- სარტყელი ჩაკერებული რეზინით, ელასტიური, გაყრილი ზონარით, შიდა სარჩულით. შორტი უნდა უზრუნველყოფდეს თავისუფლად მოძრაობას ცურვის დროს. შორტი უნდა შრებოდეს მალე და არ აკავებდეს წყალს. წინ უნდა ჰქონდეს ჯიბეები, რომელიც უნდა იკვრებოდეს ტექნიკური შესაკრავის (ე.წ ფხრიწი) საშუალებით.
- წინა მარჯვენა მხარეს შოლკოგრაფიის მეთოდით უნდა ჰქონდეს დატანილი ყვითელი ფერის ბულვარის ლოგო. ლოგოს ზომა:დიამეტრი 5 სმ. ფერი: ლურჯი;

13. დათბილული შარვალი:
- შარვალი დამუშავებულია წყალგაუმტარი ქსოვილისაგან;
ქსოვილის შემადგენლობა: 100 % პოლიესტერი ოქსფორდის ორ შრიანი ზედაპირი. ქვედა შრე PU პოლიურეთანი მემბრანა ქსოვილი, წყალგაუმტარი, წონა 190 (±10) გრ/მ²;
დათბილვა: 100% პოლიესტერი (სარჩულზე დალიანდაგებული სინტეპონი) წონა 100- 150 გრ/მ²
- შარვალი არის სწორი სილუეტის;
- წინა ნახევრებზე დამუშავებულია დახრილი კლასიკური ტიპის ჯიბე;
- შარვლის წინა და უკანა ნახევრებზე მუხლს ქვემოთ დაკერებული აქვს ერთი 4-6 სმ სიგანის ამრეკლი 2 ლენტი.
- შარვლის სათავე დამუშავებულია ქამრით და 5 საქამრით.
- გულფიკი იბნევა ელვა შესაბნევით.
- ქამარი იბნევა ერთი ღილით ერთ ღილკილოზე.
- შარვლის ბოლო შეკეცილია ორჯერ და დაგვირისტებულია 1-3 სმ სიგანის ნაკერით.
- ჯიბის ნაკერი დამუშავებულია ორმაგად დახურული 2 ჯაჭვური გვირისტით.
- შარვალი დამუშავებულია დალიანდაგებული თბილი სარჩულით. ფერი:მწვანე"

14. დათბილული, წყალგაუმტარი ქურთუკი:
- ელვა შესაკრავზე, ელვა დაფარულია პნაკით და იკეტება ფხრიწზე;
- წინ მიკერებული ორი ჩაჭრილი ჯიბით: განი 19-20 სმ, ჯიბის სიღრმე 19-20 სმ, ზემოდან გადმოდებული პნაკით, პნაკი იკეტება 2 ცალი ფხრიწით;
- წინა და უკანა მხარეს წელზე და ქურთუკის დაბოლოებიდან 7-8 სმ-ში ჰორიზონტალური ამრეკლით, სიგანით 5 სმ. წელს ზემოთ ორივე მხარეს ორი ვერტიკალური ამრეკლით სიგანით 5 სმ;
- სახელოები წრიულად გაწყობილი ორი ამრეკლი ზოლით სიგანით 5 სმ, სახელო მანჟეტებზე; მანჟეტები დამუშავებული რეზინით;
- თერმულად შედუღებული ნაკერებით;
- დამდგარი საყელო და საყელოზე დათბილული კაპიუშონი;
- ფერი შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
- საზედაპირე მასალა 100 %პოლიესტერი ოქსფორდის ორ შრიანი ქვედა შრე PU პოლიურეთანი მემბრანა ქსოვილი, წყალგაუმტარი, წონა 190 (±10) გრ/მ²
- სასარჩულე ქსოვილი 100% პოლიესტერი, რომელზედაც მიკერებულია სინთიპონი;
- კომპლექსურად სასარჩულე ქსოვილის და სინთიპონის წონა უნდა იყოს 205 (±10) გრ/მ²
- წყალგაუმტარობა 5000 მ.მ მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე სსიპ ,,ბათუმის ბულვარის""-ს ლოგო;
- ფერი:მწვანე

15. საწვიმარი ლაბადა:
- გრძელი მკლავით, სწორი სილუეტით, ფიქსირებული ზონარიანი კაპიშონით, სიგრძე 1,18-1,23 მ.
- საწვიმარი ლაბადა უნდა იკვრებოდეს ელვა შესაკრავით, რომელიც დაფარული უნდა იყოს პნაკით და უნდა იკვრებოდეს ღილაკებით;
- ქარსაწინააღმდეგო ფარფლით;
- ქარგაუმტარი მანჟეტებით;
- (ორი) ცალი დაკერებული ფარფლიანი ჯიბით;
- მასალა - ზედა ფენა პოლიესტერი 100%, ქვედა ფენა დაფარული PVC-ით ან PU-ით;
- წონა: 220 (±20) გრ/მ²;
- წყალგაუმტარობა არანაკლებ 5000 მმ;
- საწვიმარი ნაკერი და დახურული ნაწიბურებით - ნაკერები დამუშავებული უნდა იყოს წებოლენტით.
- ხელებზე, წინა და უკანა მხარეს შუქამრეკლები სიგანით 3-5 სმ (დამატებით დაზუსტდება შემსყიდველთან);
- მკერდზე მარცხენა ზედა მხარეს და ზურგზე აქვს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ლოგო.
- ფერი: ყვითელი და მწვანე.

16. შემდუღებლის კომბინიზონი:
- შემდუღებლის შარვალი და ხალათი დამუშავებულია ცეცხლგამძლე ბრეზენტით 100% ბამბის ბოჭკოს შემცვლელი ქსოვილით. ხალათის კალთები, ზედა სახელოები, საყელო, შარვლის წინა ტოტები დუბლირებულია ამობრუნებული ტყავით, ასეთივეთი ზედა საყელო და კალთების ჯიბეები.
- ხალათი და შარვალი იკვრება მალულად, გულფიკებზე ღილკილოებით.
- შარვლის ქამარზე დაკერებულია საქამრეები, ნაკერები მტკიცეა და უნდა შეესაბამებოდეს სპეცტანსაცმლის ტექნოლოგიურ მოთხოვნებს.

17. ქუდი-კეპი:
- ქსოვილის შემადგენლობა 100% ბამბა.
- არანაკლებ 6 ნაჭრიანი, რომელსაც გააჩნია ნაკერში ჩაყოლებული ორი შუქამრეკლი ზოლი. საჰაერო არანაკლებ 4 ნასვრეტი, რომელიც დამუშავებული უნდა იყოს შუქამრეკლი ძაფით.
- უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს ტექნიკური შესაკრავი და შუქამრეკლი ლენტი.
- ასევე, კეპის წინა მხარეს უნდა ჰქონდეს შუქამრეკლი ზოლი.
- წინა მხარეს DTF მეთოდით დატანებული თეთრი ფერის 6 სმ. დიამეტრის ლოგო."

18. ქუდი-კეპი შშმ სანაპიროს ინსტრუქტორებისთვის:
- დამზადებული უნდა იყოს ყვითელი ფერის ქსოვილისაგან: ქსოვილის (65% პოლიესტერი, 35% ბამბა) +/-5%, დამუშავებული და შეღებილი ინდატრენის მეთოდით. პლასტმასის წინაფრა, დაფარული უნდა იყოს საზედაპირე ქსოვილით;
- ქუდს უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს მოსაშვებ - მოსაჭიმი რეგულატორი ტექნიკურ შესაკრავზე;
- კეპს წინა მხარეს ამოქარგული უნდა ჰქონდეს ლურჯი ფერის 6 სმ დიამეტრის ლოგო.

19. დათბილული ქუდი კეპის სტილში:
- 100% პოლიესტერი წყალგაუმტარი ქსოვილი, შიგნიდან მათბუნებელი, მარეგულირებელი თასმით მეტალზე და შიგნით კეცვადი ყურებით.
- წინა მხარეს DTF მეთოდით დატანებული თეთრი ფერის 6 სმ. დიამეტრის ლოგო. ფერი:შავი"

20. შემდუღებლის თვითმუქებადი (ქამელეონი) ნიღაბი ცვლადი შესაკრავით და ფიქსირებული გამჭვირვალე შუშით.

21. აირწინაღი:
- მაღალი ხარისხის, წამლობისთვის, ერთჯერადი კლაპნით.

22. პლასტმასის დამცავი სათვალე:
- მაღალი ხარისხის, წამლობისთვის მრავალჯერადად გამოყენებისათვის.

23. სამუხლე:
- რბილი წინ კაუჩუკის სტილის შესაკრავი რეზინებით

24. სამუშაო ხელთათმანი:
- მრავალჯერადი გამოყენების, ხუთთითა, რეზინის მანჟეტით; ხელთათმანი მტევნის გულის მხრიდან მაჯამდე მთლიანად დაფარულია ნიტრილით; ხელთათმანი მტევნის ზურგის მხრიდან დაფარულია ნიტრილით მტევნის ზურგის
ნახევრამდე; ზომები 8-10-12-ან შესაბამისი სხვა სტანდარტი, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად; შეესაბამებოდეს უნდა არანაკლებ EN388 სტანდარტს, EN ISO 21420  (აღნიშნული სტანდარტის მახასიათებელი დატანილი უნდა იყოს ხელთათმანზე) 1 (ერთი) წყვილის წონა: არანაკლებ 45 გრამი.  ხელთათმანი უნდა იძებნებოდეს ინტერნეტში."

25. წყლის სამაშველო ჟილეტი:
- მასალა ნეოფრენი და პოლიესტერი. წინა რეგულირებადი ბალთით. ფერი:შავი ყვითელი დეტალებით გაწყობილი.

26. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:
1. ქსოვილი, ლოგო, წარწერები, ფერი, დიზაინი საბოლოოდ შეათანხმოს შემსყიდველთან;
2. ტექნიკურ დავალებაში წარმოდგენილი ესკიზები მოცემულია ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად და ყველა შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს მსგავსი წარმოდგენილი ესკიზების;
3. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების შესაბამისად ზომების აღება უნდა განახორციელოს ინდივიდუალურად, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემდგომში მოსაწოდებელი საქონელი სახელი გვარის მითითებით შეფუთულ მდგომარეობაში;
4. ტანსაცმელი უნდა შეიკეროს მყარი ნაკერითა და ძაფით, დამუშავებული ბოლოებით.

შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ესკიზები და ესკიზი ფერები იხ. დანართი N1

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ტენდერით გათვალისწინებული სანუშაო ტანსაცმელის, სპეცტანასაცმილისა და აქსესუარების მოწოდება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ ეტაპად, კერძოდ:
- ფასების ცხრილის დანართი N2-ის 1-ლი, მე-2, მე-3 მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე, 25-ე პოზიციებით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
- ფასების ცხრილის დანართი N2-ის მე-13, მე-14, მე-19 პოზიციებით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტების მიწოდებას შემსყიდველი ორგანიზაციის მისამართზე ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქუჩა N2.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მიწოდებული შესყიდვის ობიექტები იქნება ახალი, ხარისხიანი, უპასუხებს ხელშეკრულებითა და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს;
1.7.1.2 მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნისთანავე განახორციელოს წუნდებული ან დეფექტის მქონე შესყიდვის ობიექტების შეცვლა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტმა ფასების ცხრილში დანართი N2-ის შესაბამის გრაფაში უნდა მიუთითოს ინფორმაცია მის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტების კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლების, წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ;
2.1.1.2 შესყიდვის ობიექტების, წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას „ ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე მიწოდებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის შესყიდვის ობიექტების საერთო ღირებულებით არანაკლებ 207750.00 (ორასშვიდი ათას შვიდასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
2.2.1.2 ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი N3-ის შესაბამისად.
2.2.1.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის და შინაარსის შესყიდვის ობიექტების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, კერძოდ:
ა) ხელშეკრულების ასლები ფასების ცხრილით;
ბ) მიღება-ჩაბარების აქტების ასლები;
2.2.1.4 სახელმწიფო შეყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დანართი N3-ში მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, ამ შემთხვევაში მათი დამატებით წარმოდგენა საჭიროებას არ წარმოადგენს.
2.2.1.5 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა ბ) ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს მიწოდებულ საქონელზე დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები;
2.2.1.6 თითოეული დოკუმენტის ასლი წარმოდგენილი უნდა იქნეს სრულყოფილად (ყველა გვერდი და დანართი) გარკვევით და უნდა იყოს წაკითხვადი.

2.9 other additional requirements

2.9.1. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2.9.2. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყივის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს, მოთხოვნიდან (მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ელ.ფოსტის ან ოფიციალური წერილის მეშვეობით) 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა შესყიდვის ობიექტების ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა.

2.9.3 პრეტენდენტი ვალდებულია დანართები წარმოადგინოს იმ ფორმით რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

2.9.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9.5 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;

2.9.6 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მიენიჭება ქართულ ენოვან დოკუმენტს.

2.9.7 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ შესყიდვის ობიექტზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

2.9.8 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

2.9.9 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

2.9.10 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.9.11 2019 წლის 1 იანვრიდან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

2.9.12. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი (იგულისმება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შემსრულებელი პირი) არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა;

იხილეთ ინსტრუქცია

http://procurement.gov.ge.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები ჩატარებულ უნდა იქნეს 1.2 პუნქტში ატვირთულ "ტექნიკურ დავალებაში" მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

3.1.1.2 შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში შესყიდვის ობიექტის ნიმუშებთან (შესყიდვის ობიექტის თითოეულ ქვემოთ მოცემულ პოზიციაზე შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის (თითო) ნიმუში) ერთად წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/დასკვნების ორიგინალი/დედანი ექსპერტიზაგავლილ ქსოვილ(ებ)თან ერთად (უცხოენოვანი დასკვნის შემთხვევაში (თარგმნის სისწორის დასტურად) უცხოენოვან დოკუმენტს თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი).

ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს:
1-ლი; მე-2; მე-3; მე-4; მე-5; მე-6; მე-7; მე-8; მე-9; მე-10; მე-13; მე-14: მე-15; 22-ე; პოზიციებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტებზე გამოყენებული ქსოვილების შემადგენლობაზე და გრამაჟზე;

3.1.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები ექსპერტიზაგავლილ ქსოვილ(ებ)თან ერთად. ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები ექსპერტიზაგავლილ ქსოვილ(ებ)თან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა/დასკვნები დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს). ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი. წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.

3.1.1.4. თუ პრეტენდენტი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე (მ.შ. იდენტური ფერის) ქსოვილით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილზე წარმოდგენილ იქნას ერთი დასკვნა.

3.1.1.5. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი.

3.1.1.6. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.1.7. ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ“ პრეტენდენტს ნიმუშის დაბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.

3.1.1.8. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტიზაგავლილი მასალა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3.1 ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქუჩა N2.

document(s) verifying adequacy of pricing


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru