Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71242560)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LLC Regional healthcare center
Номер конкурса: 71242560
Дата публикации: 11-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260004849
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.03.2026 16:32
Начало приема предложения 17.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 19.03.2026 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 816`540.50 GEL
Контрактная цена объекта закупки 24`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი"-ს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 3`280.00 GEL
Размер гарантии 240 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tornike :: 19.02.2026 14:31
  • Последнее исправление: tornike :: 11.03.2026 16:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=674002&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი"-ს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექ. მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლების მიერ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების შემდეგ უნდა შედგეს დეფექტური აქტი რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები და შემსყიდველთან შეთანხმებული სხვა ინფორმაცია. თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.2 ყოველ ავტომანქანაზე გაწეული მომსახურების შესახებ მხარეები შეადგენენ გაწეული მომსახურების შესრულების აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა, გამოყენებული სათადარიგო ნაწილების, საცხებ–საპოხი მასალების რაოდენობა, ერთეულისა და საერთო ღირებულება, მომსახურების გაწევის/საქონლის მოწოდების ვადები და სხვა მონაცემები.
1.2.3 მიმწოდებელი ვალდებულია, მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ ყველა ავტოტექმომსახურების ცენტრში უზრუნველყოს შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მინიმუმ 1 თავისუფალი ბოქსი.
1.2.4 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების/საქონლის რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.5 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიმართვისთანავე, ოპერატიულად და რიგგარეშე, 1.4 პუნქტის ვადების დაცვით.
1.2.6 შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ ავტომანქანის მიმწოდებლის სერვისცენტრში შეყვანიდან მაქსიმუმ 3 (სამი) საათის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეადგინოს დეფექტური აქტი და შემსყიდველის თანხმობის (შესაძლებელია შემსყიდველის მიერ განხორციელდეს დეფექტურ აქტში მითითებული მომსახურების ან საქონლის რაოდენობის კორექტირება) შემთხვევაში მისი ხელმოწერის (ორივე მხარის მიერ ხელმოწერის) (დეფექტურ აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს თარიღი და დრო) შემდეგ მიმწოდებელმა დაიწყოს მომსახურების განხორციელება.
1.2.7 მიმწოდებლის სერვისცენტრ(ებ)ი უნდა ფუნქციონირებდეს კვირაში არანაკლებ 40 (ორმოცი) საათის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს არასამუშაო საათებშიც (დასვენების დღეები, შაბათ-კვირა და ა.შ).


ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
1. მანქანების ტექნიკური დათვალიერება (დიაგნოსტიკა) უნდა მოხდეს უფასოდ.
2. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 24000.00 ლარზე, სატენდერო წინადადების ფასი კი წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის, ფასების ცხრილი, დანართი N1-ში მოცემულ გრაფის: „პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასის“ შესაბამის გრაფაში (დეტალის ფასი/მომსახურების ფასი/ჯამური ასი), მაგრამ არაუმეტეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ერთეულების ზღვრული ღირებულებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ყოველგვარი დაზუსტების გარეშე;
3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ საბოლოო ფასს და პრეისკურანტის საწყის ფასს (შემსყიდველის მიერ დაფიქსირებული სავარაუდო ღირებულება) შორის სხვაობა შემსყიდველის მიერ გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც დაევალება პრეტენდენტს, წარმოადგინოს კორექტირებული დანართი N1, ფასების ცხრილი ზემოაღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის პროპორციულად, კლებადობის პრინციპით, თითოეული საქონელისა და მომსახურებისათვის.
4. თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი საქონელსა და მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“.
5.ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
6.პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ან/და საქონლის ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ხეშლეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, კვირის ნებისმიერ დღეს. ამასთან მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს:

1. სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს - 3 საათი.
2. სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს - 1 კალენდარული დღე.
3. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან არაუმეტეს - 5 კალენდარული დღე.
4. ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან - 2 კალენდარული დღე.
5. თუ ავტომობილს დასჭირდება ისეთი დეტალი, რომელიც არ აღმოაჩნდება მიმწოდებელს და გაყიდვაში არ მოიძებნება ადგილობრივ ბაზარზე, მომწოდებელს მიეცეს შეძენა/შეკეთებისთვის გონივრული ვადა არაუმეტეს - 40 (ორმოცი) კალენდარული დღის ოდენობით.

შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის საგანი და მისი ჩამოსვლის დრო).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევა მოხდება მიმწოდებლის სერვის-ცენტრში, (სერვის-ცენტრში ავტომობილის მიყვანასა და წარმოყვანას უზრუნველყოფს შემსყიდველი)
1.5.2. მიმწოდებელს მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით განსაზღვრული ვადების სრული დაცვით
1.5.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია მის მიერ შეთავაზებული სერვისცენტრის გაუქმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით შემსყიდველ ორგანიზაციას და აღმოფხვრას ზემოაღნიშნული შეფერხება სხვა ალტერნატიული და ანალოგიური საშუალებით.
1.5.4. შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს ფასების ცხრილსა და ტექნიკურ დავალებაში მითითებული რაოდენობები, წარმოდგენილი რაოდენობები სავარაუდოა და ხელშეკრულების მიმდინარეობისას მათი რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებლის მიერ შეცვლილ/შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე (გარდა ძირითადი აგრეგატების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) ნაწილებისა) გარანტია უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს.
1.7.1.2 ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწეული მომსახურების შემთხვევაში, შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე და აკუმულატორებზე გარანტია უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს.
1.7.1.3 მიმწოდებლის მიერ შეცვლილ შემდეგ სათადარიგო ნაწილებზე, უნდა ვრცელდებოდეს საგარნტიო ვადა, ავტომობილის მიერ განვლილი კილომეტრაჟის შესაბამისად. ძრავის კბილანა ღვედი-50 000 კმ, სამუხრუჭე ხუნდები-15 000 კმ, ზეთი და ფილტრი-7 000 კმ.
1.7.1.4 გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ – 2 000 კილომეტრი.
1.7.1.5 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.7.1.6 საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში.
1.7.1.7 მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.7.1.8 მიმწოდებელი ვალდებულია დაზიანების აღმოფხვრა მოახდინოს ავტომობილის დაზიანებიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში.
1.7.1.9 თუ დაზიანების აღმოფხვრა შეუძლებელია 3 (სამი) სამუშაო დღეში, შემსყიდველი და მიმწოდებელი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შედანხმდებიან ვადაზე, რა ვადაშიც მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნაკლის აღმოფხვრა.
1.7.1.10 ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას, მდგომარეობას და ფასს.
1.7.1.11 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არაა სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების გაწევის გამოცდილება (ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურებას მიეკუთვნება: ავტომობილების შეკეთება/ტექნიკურიმომსახურება) 2023 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, არანაკლებ 20 000 ლარის ღირებულების(ჯამურად). აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოდგენილი უნდა იქნეს: დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას დადასტურებული ანგარიშფაქტურები.
2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ "დანართში N2-გამოცდილება"-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
2.2.1.3 პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1 (ერთი) სარეკომენდაციო წერილი.(სადაც უნდა იკითხებოდეს მომსახურების გაწევის პერიოდი და მომსახურების ტიპი)

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს ექსპლუატაციაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 (ორი) სერვისცენტრი მათ შორის ერთი ქ. თბილისში და ერთი ქ.ქუთაისში. თითოეული მათგანი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით:
1. ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი);
2. ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი ;
3. ამწე მექანიზმი არანაკლებ 1 ერთეული ;
4. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი;
5. ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატი ;
6. თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;

2.3.1.2. პრეტენდენტმა დანართი N1-ის შესაბამის გრაფაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ქ. თბილისსა და ქუთაისში სერვისცენტრების მდებარეობის შესახებ, ზუსტი მისამართ(ებ)ისმითითებით.
2.3.1.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვისცენტრების საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია(დოკუმენტში უნდა იკითხებოდეს სერვისცენტრების მისამართები რომლებიც წარმოდგენილი იქნება დანართი N1-ის შესაბამის გრაფაში) . იმ შემთხვევაში, თუ სერვისცენტრი არ წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას, სისტემაში უნდა აიტვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებები (იჯარის ან სხვა სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომლის მოქმედების ვადა უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2.3.1.4. შემსყიდველს უფლებამოსილია შესყიდვის შერჩევა-შეფასების ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ვადა იწურება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრეტენდენტი/მიმწოდებელი ვალდებულია დოკუმეტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე, შემსყიდველს წარუდგინოს განახლებული დოკუმენტაცია, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
2.8.2 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.83 „შემსყიდველის“ მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ წერილობითი თანხმობა, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულების შესახებ.
2.8.4 ქვეკონტრაქტორ(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
2.8.5 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამ შესახებ წერილობით უნდა აცნობოს „შემსყიდველს“.
2.8.6 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის სახელზე გაცემული სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი შესაბამისი დოკუმენტაცია

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდაი იქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ფაქტიურად მოწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ან მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებისა ან/და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1.მიღება –ჩაბარების აქტის ან შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში;

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თორნიკე, 551198968, rhc@procurement.gov.ge ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.
10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევებში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით.
10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.8. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru