Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #71214215)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Roads Department the Sub-Division of the Ministry of Finance and Economy of the Ajara Autonomous Republic.
Номер конкурса: 71214215
Дата публикации: 11-03-2026
Сумма контракта: 772 974


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004815
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.03.2026 13:09
Начало приема предложения 27.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 01.04.2026 14:30
Предполагаемая цена закупки 772`974.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45262620 - Несущие стены
Срок подачи ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ს/გზა „კირნათის გზა-ჩხუტუნეთის გზა“ კმ1+900 მონაკვეთზე საყრდენი კედლების მოწყობა.
Дополнительная информация
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ს/გზა „კირნათის გზა-ჩხუტუნეთის გზა“ კმ1+900 მონაკვეთზე საყრდენი კედლების მოწყობა.
Количество и объём закупок იხ. ერთიან ელექტრონულ სისტემაში
Шаг снижения цены 7`730.00 GEL
Размер гарантии 7`730 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zebur chavleishvili :: 26.02.2026 14:46
  • Последнее исправление: zebur chavleishvili :: 11.03.2026 13:09
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675163&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ს/გზა „კირნათის გზა-ჩხუტუნეთის გზა“ კმ1+900 მონაკვეთზე საყრდენი კედლების მოწყობა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვა მოიცავს დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობას ტანის სიმაღლით 6.0 მეტრი წარეცხვის შესაბამისი კბილით, მდ. მაჭახლისწყლის კალაპოტში სიგრძით 54.0 მეტრი.

სამუშაოების ძირითადი სახეობები:

1 ) მოსამზადებელი სამუშაოები;

2) მიწის ვაკისის და კალაპოტის ფორმირება;

3) ხელოვნური ნაგებობების მოწყობა

ა) რკ/ბეტონის ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა.

ბ) კედლის უკან ჰიდროიზოლაციის და დრენაჟის მოწყობა.

3) საგზაო სამოსის (ასფალტბეტონის საფარის) მოწყობა.

4) გზის შემოფარგვლა (ზღუდარის მოწყობა ფოლადის ბაგირით).


შესყიდვის ობიექტის სამუშაოების ჩამონათვალი და შესყიდვის ობიექტის დეტალური მოცულობები მოცემულია მოცულობების უწყისში, რომელიც ატვირთულია სისტემაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ვადაა 150 კალენდარული დღე. სამუშაოს მიღება განხორციელდება 3 ეტაპად დაყოფილი სამუშაოს გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. 1 ეტაპი მოცავს 60 კალენდარულ დღეს, ხოლო მე-2, მე-3 თითოეული ეტაპი 45 კალენდარულ დღეს. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 2026 წლის 1 მაისისა, ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია სამუშაოები დაიწყოს 2026 წლის 1 მაისამდე პერიოდშიც. იგი ვალდებულია სამუშაოების დაწყების შესახებ წინასწარ წერილობით აცნობოს შემსყიდველს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ს/გზა „კირნათის გზა-ჩხუტუნეთის გზა“ კმ1+900 მონაკვეთზე საყრდენი კედლების მოწყობა.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს 3 (სამი) წელს სამუშაოს საბოლოო მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. ინფორმაცია 2022 წლის 01 იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე პერიოდში ანალოგიური სახის, კერძოდ: ხიდების მშენებლობის ან რეაბილიტაციის ან/და ფერდსამაგრი და ნაპირსამაგრი არმირებული ბეტონის საყრდენი კედლების ან/და გაბიონების მოწყობის ან/და არმირებული ცემენტობეტონის გზების მოწყობის არანაკლებ 2 000 000 ლარის ჯამური ღირებულების სამუშაოების შესრულების შესახებ.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის
სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული
სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები - სამუშაოების შესრულების
აქტი-ფორმა #2, სადაც გაშიფრული იქნება ანალოგიური სახის გამოცდილების დამადასტურებელი სამუშაოების (ხიდების მშენებლობის ან რეაბილიტაციის ან/და ფერდსამაგრი და ნაპირსამაგრი არმირებული ბეტონის საყრდენი კედლების ან/და გაბიონების მოწყობის ან/და არმირებული ცემენტობეტონის გზების მოწყობის) კონკრეტული ჩამონათვალი და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები(იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესრულებულ ანალოგიურ სამუშაოებზე საკმარისია დანართი N2-ში მითითებული იქნას მხოლოდ შესყიდვის ობიექტის SPA, NAT, CMR, ნომრები, სადაც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების შესრულების ფაქტი.
ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი იქნას დანართი N2-ის სახით.

ამასთან:
1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას და 2.2.1 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადას.
1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

3. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
4.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
4.2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 4.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

(2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტ პირს აუცილებლად უნდა ჰყავდეს საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ ერთი სპეციალისტი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ან/და ბრძანების ასლი (იმ შემთხვევაში თუ ბრძანებით განსაზღვრულია კონკრეტული სპეციალისტის დასაქმების კონკრეტული ვადა, ამ შემთხვევაში, ეს ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა (2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს. შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა (2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით). გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების აქტები-ფორმა #2 და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტის მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.
- დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (ნოტარიულად დამოწმებული).

(2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

სამუშაო განხორციელდება 3 ეტაპად დაყოფილი სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკის (150 კალენდარული დღე) შესაბამისად, 1-ლი ეტაპი მოიცავს 60 კალენდარულ დღეს, მე-2-მე-3 თითოეული ეტაპი 45 კალენდარულ დღეს.

მიმწოდებელი ვალდებულია პირველ ეტაპზე შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 15%-ს, მე-2 ეტაპზე არანაკლებ - 40%-ის, ხოლო მე-3 ეტაპზე დარჩენილი 45%-ის სამუშაოები. წარმოდგენილი იქნას მოთხოვნის შესაბამისი გეგმა-გრაფიკი, სადაც დაფიქსირებული იქნება კონკრეტულ ეტაპში განსაზღვრული დღეების რაოდენობა და ცალკეულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება (გეგმა-გრაფიკის შედგენის დროს ფასების ცხრილში დაფიქსირებული გაუთვალისწინებელი ხარჯების შესაბამისი თანხა დღგ-ს ჩათვლით გამოირიცხება ხარჯთაღრიცხვის ღირებულებიდან). მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რომელიც თან დაერთვის ხელშეკრულებას. გეგმა-გრაფიკი დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

(2.5.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)

2.8.1 requirements related to a sub-contractor

- მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები, შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

• ქვეკონტრაქტორი არ უნდა რეგისტრირდებოდეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია). ქვეკონტრაქტორის ქონებაზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში,
• შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0.2%-ის ოდენობით.

- მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა.

ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:

• ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი;
• შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ღირებულება.
• ქვეკონტრაქტის პროექტის ასლი.

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);

8. ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);

9. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს);
10. მიმწოდებელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეასრულოს, მინიმუმ, პროექტით განსაზღვრული დასახელებისა და რაოდენობის მანქანა-მექანიზმებით.
შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მიმწოდებლის მიერ, ვალდებულების შესრულების კონტროლი.

11. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.

ამ წესის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.


(2.9 პუნქტის მე-11 ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე სავალდებულოა)

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად.
დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ. აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის გაცემის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი.

- ექსპერტიზის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით შესაძლებელია თუ არა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება.


3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება.

3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.4 for a physical entit

1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება.

ამხანაგობის წევრებისთვის:
ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდან

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru