Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #71214100)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "State Military Scientific Technihal Centre "Delta"
Номер конкурса: 71214100
Дата публикации: 10-03-2026
Сумма контракта: 416 447


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004700
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.03.2026 15:16
Начало приема предложения 20.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 23.03.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 416`447.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34142300 - Самосвалы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღე.
Дополнительная информация
ორი ერთეული თვითმცლელის შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დავალება
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 4`164 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan loria :: 20.10.2025 12:08
  • Последнее исправление: ketevan loria :: 10.03.2026 15:16
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651880&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ორი ერთეული ძარიანი თვითმცლელი

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

თვითმცლელი - 2 ცალი:

o 6x4 სვლის ფორმულიანი;
o გამოშვების წელი - არანაკლებ 2024 წ;
o ტექნიკური მდგომარეობა - ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, შესაძლებელია გააჩნდეს სატრანსპორტო გარბენი არაუმეტეს 9 000კმ. რაც არ ჩაითვლება როგორც ექსპლუატაციაში ნამყოფი;
o ძრავი - დიზელი, წყლის გაგრილებით, ტურბოჩაბერვით, არანაკლებ 360ცხ/ძ და არაუმეტეს 390ცხ/ძ სამთო მუხრუჭით;
o ეკოლოგიური სტანდარტი - არანაკლებ EURO 5;
o გადაცემათა კოლოფი - მექანიკური არანაკლებ 12 სიჩქარე წინ;
o თვლების ფორმულა - 6X4;
o საბურავები - 315/80R არანაკლებ 22.5, უკამერო, საკარიერო;
o საჭე - ჰიდროგამაძლიერებლით;
o ავტომობილის დაუტვირთავი მასა - არანაკლებ 15000კგ და არაუმეტეს 16000კგ;
o ავტომობილის ტვირთამწეობა - არანაკლებ 25000კგ;
o ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა - არანაკლებ 40000კგ;
o სატვირთო ძარის მოცულობა - არანაკლებ 19.7მ3 და არაუმეტეს 21მ3;
o ძარის კედლის და ძირის სისქე - კედლის სისქე არანაკლებ 6მმ, ძირის სისქე არანაკლებ 8მმ;
o დატვირთვა წინა ღერძზე - არანაკლებ 9000კგ;
o დატვირთვა უკანა ღერძებზე (ხიდები) ბლოკირების საშუალებით - არანაკლებ 16000კგ თითოეულ, ბორბლებს და ღერძებს შორის ბლოკირებით;
o სამუხრუჭე სისტემა - არანაკლებ პნევმატური, დოლურა მუხრუჭები ABS;
o საწვავის ავზის მოცულობა - არანაკლებ 350ლ;
o კაბინა - მეტალის, 2 ადგილიანი, 1 საძილე ადგილით, ცენტრალური საკეტით, მძღოლის სავარძელი პნევმატური დაკიდებით და პნევმატური რეგულირებით, დისტანციური გასაღებით. დღის სავალი მაშუქები, გათბობა, კონდიცირება;
o დამატებითი აღჭურვილობა - ავტომობილს უნდა მოყვებოდეს მოხმარების ინსტრუქცია რუსულ ან ინგლისურ ენაზე. ჰიდრავლიკური დომკრატი (შესაბამისი ტვირთამწეობის), ქანჩ/გასაღებების ნაკრები, ცეცხლმაქრი, ავარიული გაჩერების ნიშანი.


შენიშვნა:

* პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ფასების ცხრილში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია ფასების ცხრილში დაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

* ავტომობილის საგარანტიო მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

*იმ შემთხვევაში, როცა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულია საქონლის ტექნიკური პარამეტრები „არანაკლებ“, „არაუმეტეს“ სახით, პრეტენდენტმა წარმოსადგენ დანართი №1 -ში უნდა მიუთითოს კონკრეტული ტექნიკური პარამეტრები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაშიც დაფიქსირებულია პარამეტრები „არანაკლებ“ და „არაუმეტეს“ სახით. ამ შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტის მიერ დამატებით უნდა იქნას წარმოდგენილი მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაცია.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღე.
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ., ოფიციალური უქმე დღეების გარდა) თუ საქონლის მიწოდება დაემთხვა არასამუშაო დღეს, მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს მომდევნო სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №191დ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მოწოდებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია, ტექნიკის მიღება‐ჩაბარების აქტის  ხელმოწერის დღიდან, არანაკლებ 24 თვე ულიმიტო გარბენით. საგარანტიო მომსახურეობა ვრცელდება მინიმუმ  ძრავზე, ტრანსმისიასა და ხიდებზე. 

2. მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რეგლამენტირებული და საგარანტიო მომსახურება გაწიოს მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით, საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუმეტეს 5 კალენდარული დღის ვადაში. 

3. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს სპეც-ტექნიკის ტრანსპორტირება ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრამდე, შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

4. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში პრეტენდენტმა ვაჭრობის ძირითად დროში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული ავტომობილის მწარმოებელი ქვეყანა და მარკა/მოდელი, ხოლო გეგმიური ფასიანი მომსახურების აღწერილობაში საქონლის ბრენდი. პრეტენდენტის მიერ ამ ქვეპუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას (დაზუსტების გარეშე) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის 1-ი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სპეც.ტექნიკის მიწოდების გამოცდილება 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, ჯამურად არანაკლებ 1 000 000.00 ლარის ოდენობით.

2. გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის, დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურების ან/და ნებისმიერი დოკუმენტ(ებ)ის დედნები ან/და ასლები ან/და წერილი შემსყიდველი/დამკვეთი ორგანიზაციიდან, რითიც დასტურდება პრეტენდენტის მიერ ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება ან იმ შემთხვევაში, თუ მიწოდება განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (https://tenders.procurement.gov.ge) გამოყენებით და ხელშეკრულების შესაბამის ველში ასახულია გადახდები ან/და ატვირთულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, ან ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი "შესრულებული ხელშეკრულება", გამოცდილების დასადასტურებლად საკმარისი იქნება შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (CMR, SPA, NAT და ა. შ.) წარმოდგენა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს, მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის თბილისში) სადაც საჭიროების შემთხვევაში სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე, ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურება და რემონტი.
2. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ.
3. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული საქონლის მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში მოცემულ მახასიათებლებთან.
2. დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული, ნოტარიულად დამოწმებული, თარგმანები ქართულ ენაზე.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარმოდგენილი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
2. მიმწოდებელი ვალდებულია შემოთავაზებული სპეც-ტექნიკის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო წარუდგინოს შემსყიდველს პირველივე მიწოდების დროს.
3. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ფოტო სურათები.
4. დანართი N1-ით გათვალისწინებული ტექნიკის ღირებულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახადს, მოსაკრებელს, მათ შორის განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯებს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა ან/და ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც ვერ დადასტურდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

4 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმწებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
2026 წლის დაფინანსების ფარგლებში.
მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონით დადგენილ შემთხვევაში) გამოწერისა და წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან ლორია, 551888113, Delta@procurement.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ტექნიკური დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
3. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით.
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, სსიპ სსსტც "დელტა"-ს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის“.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru