Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по очистке и санации (Грузия - Тендер #71190278)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA TBILISI POLICE DEPARTMENT
Номер конкурса: 71190278
Дата публикации: 10-03-2026
Сумма контракта: 1 348 132


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004602
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.03.2026 16:20
Начало приема предложения 09.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 14.04.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 1`348`132.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 90900000-Услуги по очистке и санации
Коды классификатора
  • 90900000 - Услуги по очистке и санации
Срок подачи 2026 წლის 1 მაისიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით
Дополнительная информация
შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, მისი ტერიტორიული დანაყოფების ადმინისტრაციული შენობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების მომსახურება.


დაფინანსების წყარო:
2026-2027 წწ. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
2026 წელი 980`460.00 ლარი
2027 წელი 367`672.00 ლარი

The purchase will be completed in the main time frame. No additional rounds will be held
Procurement type Electronic Tender Without Reverse Auction(NAT)
Procurement proceeding status is announced
Procuring entities Tbilisi Police Department of the Ministry of Internal Affairs of Georgia
Procurement Announcment Date 09.03.2026 16:20
Bids accepted from 09.04.2026 00:00
Deadline for bid submission 14.04.2026 14:00
FInancing Funds of 2026
Estimated value of procurement 1`348`132.00 GEL
Bid must be submitted Including VAT
CVP Code and CVP Unit
• 90900000 - Cleaning and sanitation services
CVP Code and Specific Object of Procurement
• 90900000 - Cleaning and sanitation services
Amount or Volume of Procurements - See clause 1.2 and 1.3 of the tender documentation
delivery time - From May 1, 2026 to March 31, 2027
Bid Reduction Step 5`400.00 GEL
Guarantee Amount 13`481 GEL
Guarantee Validity Period 160 Days
Additional Info
Cleaning services of the administrative buildings and their surrounding areas of MIA Tbilisi Police Department and its territorial units.
Financing
100% - State Budget

Source of funding:
2026-2027 with state budget funds.
2026 - 980`460.00 GEL
2027 - 367`672.00 GEL
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტი
Шаг снижения цены 5`400.00 GEL
Размер гарантии 13`481 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar mghebrishvili :: 08.01.2026 13:52
  • Последнее исправление: tamar mghebrishvili :: 09.03.2026 16:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=665265&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, მისი ტერიტორიული დანაყოფების ადმინისტრაციული შენობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება (ტექნიკური დავალების პირობები შემდგომში გათვალისწინებული იქნება გამარჯვებულ მიმწოდებელთან გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში)

დასუფთავების მომსახურება მოიცავს:

1. შენობების მთელი ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება
- ჭერის და კედლების დასუფთავება - ჭერი და კედლები ადგილზე უნდა გაიწმინდოს თვეში ერთხელ მშრალად და სამ თვეში ერთხელ სველი ჩვრით შესაბამისი ხსნარის გამოყენებით. საფარზე არ უნდა იყოს ხილული ლაქები, ჩამჯდარი ჭუჭყი და ობობის ქსელები. უნდა მოხდეს დღის განმავლობაში წარმოქმნილი დაბინძურების ოპერატიული აღმოფხვრა და სისუფთავის შენარჩუნება შენობის მთელ ტერიტორიაზე.
- საოფისე ავეჯის წმენდა - მტვერი უნდა გაიწმინდოს ყოველ დღე, მათზე არ უნდა იყოს ჩამჯდარი ჭუჭყი, ნათითურები, ლაქები და ა.შ. სკამზე და სავარძელზე არ უნდა იყოს მტვერი, დაღვრილი ნივთიერებები, ლაქები.
- კომპიუტერებისა და ორგტექნიკის წმენდა - ყველა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ყოველდღიურად. მათზე არ უნდა იყოს ჩამჯდარი მტვერი და ჩამჯდარი ჭუჭყი. - რბილი ავეჯის დასუფთავება - ავეჯი უნდა დასუფთავდეს მტვერსასრუტით, მათზე არ უნდა იყოს ჩამჯდარი ჭუჭყი, ლაქები.
- სხვადასხვა მყარი იატაკების და მათი კუთხეების (მარმარილო, გრანიტი, მეთლახი, პარკეტი, ლამინატი, და ა.შ) დასუფთავება - იატაკები უნდა დაიგავოს ყველდღიურად და მოიწმინდოს სპეციალურ ხსნარში დასველებული ჩვრით, იატაკზე არ უნდა იყოს ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი, ლაქები.
- ფანჯრებისა და მინისებური ზედაპირის წმენდა - მინებზე მტვერი უნდა გაიწმინდოს ყოველდღიურად. ფანჯრების თაროები უნდა იყოს ყველთვის სუფთა.
- დერეფნის, კიბის უჯრედების და სხვა ზოგადი ტერიტორიის დასუფთავება - დერეფნები და კიბეები უნდა დაიგავოს ყოველდღიურად. კიბეები, კედლები და მოაჯირები უნდა იყოს სულ სუფთა, მათზე არ უნდა იყოს რაიმე ჩამჯდარი ჭუჭყი, ლაქები.
- ლიფტის დასუფთავება - ლიფტი უნდა დასუფთავდეს ყოველდღიურად, ქრომის, უჟანგავი ლითონის და მსგავს ზედაპირებს არ უნდა ეტყობოდეს ნათითურები და ხილული ლაქები. ისინი უნდა პრიალებდეს.
- სველი წერტილების დასუფთავება - სველი წერტილები უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით. ნიჟარები იატაკები, კედლები და სარკეები ყოველთვის უნდა იყოს სუფთა. არხები და საცობები იატაკებზე უნდა გაიწმინდოს შესაბამისი მასალის გამოყენებით. ტუალეტში არ უნდა იყოს საწმენდი მასალების და საპნის ნარჩენები, სასაპნეები და ხელსაბანები უნდა იყოს სუფთა. ონკანები უნდა პრიალებდეს.
- ნაგვის ვედროს დაცლა, მათში პოლიეთილენის პარკების მოთავსება და ნაგვის გატანა - ვედროები უნდა დაიცალოს ყოველდღიურად და ჩაეფინოს პოლიეთილენის ახალი პარკები. ვედროებზე არ უნდა იყოს რაიმე ლაქა და ჭუჭყი.
2. შენობების მთელ ტერიტორიაზე გენერალური დასუფთავება (მოთხოვნის შესაბამისად)
- საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და ორგტექნიკის კაპიტალური წმენდა.
- ქრომისა და უჟანგავი ლითონის ზედაპირის წმენდა-პოლირება.
- სველი წერტილების კაპიტალური დასუფთავება.
-დამხმარე ნაგებობების დასუფთავება.
3. სველი წერტილების და ხალხმრავალი ადგილების სანიტარული დამუშავება
- დეზინფექცია - ტერიტორიების დამუშავება სხვადასხვა ინფექციების გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებებით (მოთხოვნის შესაბამისად).
4. დასუფთავების სპეციფიკური სამუშაოები
- გარე ფასადის ფანჯრების (ორმხრივი), დარაბების, ვიტრაჟების და მათი ჩარჩოების, პოლიციის აბრების, გარე პრიალა ზედაპირების და პილონების კაპიტალური წმენდა სპეციალური, პროფესიონალური ინვენტარის მეშვეობით.მომსახურების გაწევის გრაფიკი და სხვა სპეციფიკაცია განისაზღვრება ობიექტების მიხედვით შეთანხმების შესაბამისად.
- ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და მისი ტერიტორიული დანაყოფების ადმინისტრაციული შენობების ეზოების და ავტოსადგომების მოვლა-პატრონობა, მიმდებარედ არსებული გამწვანებული გაზონის მორწყვა და მთლიანი ეზოს მოვლა-პატრონობა (შესაბამისი ინვენტარის მეშვეობით), ეზოში არსებული ქვაფენილების გაწმენდა სარეველებისგან და დამუშავება სარეველების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებებით.
- პოლიციის ადმინისტრაციული შენობებში შესასვლელი საფეხურების, სათადარიგო შესასვლელის საფეხურების და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
-არსებული ქვაფენილების გაწმენდა სარეველებისგან და დამუშავება სარეველების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებებით.
- მყარი იატაკების ქიმიური მორეცხვა და პოლირება სპეციალური აპარატების გამოყენებით (მოთხოვნის შესაბამისად)
- რბილი ავეჯის წმენდა სპეციალური აპარატის გამოყენებით (მოთხოვნის შესაბამისად).
- დეზინსექცია, დერატიზაცია (მოთხოვნის შესაბამისად).
- შენობაში არსებული სველი წერტილების თხევადი საპნის სასაპნით (საჭიროებისამებრ) და თხევადი საპნით უზრუნველყოფა, უნიტაზის ჯაგრისებით უზრუნველყოფა.
- შენობაში არსებული სასადილო ოთახების ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით უზრუნველყოფა (მოთხოვნის შესაბამისად).
- საჭიროების შემთხვევაში რემონტის შემდგომი ან სხვა დამატებითი დასუფთავების სამუშაოს შესრულება მათ შორის არა სამუშაო საათებშიც.
5. მომსახურების გაწევის პირობები
– მომსახურების გაწევის გრაფიკი და სხვა სპეციფიკაცია განისაზღვრება ობიექტების მიხედვით შეთანხმების შესაბამისად.
- მორიგე დამლაგებლით შენობების უზრუნველყოფა ყოველდღიურად 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, კვირას 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში მორიგე დამლაგებელით შენობების უზრუნველყოფა ყოველდღიურად 08:00 საათიდან 22:00 საათამდე.
– მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს მომსახურე პერსონალის მობილიზება სამუშაო და არასამუშაო დღეებშიც.
– მომსახურების გაწევის პროცესში გამოყენებული ტექნიკური საშუალებები უნდა იყოს გამართული და უსაფრთხო.
- მომსახურეობა უნდა მოხდეს ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ;
- მომსახურე პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და სათანადო სპეციალური უნიფორმით, რომელსაც უნდა გააჩნდეს ორგანიზაციის ბრენდირებული ნიშანი და/ან წარწერა;
- მიმწოდებელი ვალდებულია გამოყოს თანამშრომელი (მენეჯერი) შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
- მენეჯერი ვალდებულია კოორდინაცია და ზედამხედველობა გაუწიოს ობიექტებს და უშუალო კავშირი ჰქონდეს შემსყიდველთან მომსახურების პროცესში წარმოშობილ ყველა საკითხთან დაკავშირებით;
- მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით, შემსყიდველის ქონებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანი, აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.

შენიშვნა: შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი, ყველა საწმენდი საშუალება და სხვადასხვა სახის ხსნარები უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ.


სხვა დამატებითი მოთხოვნები იხილეთ ატვირთულ ფაილში

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 1 მაისიდან (ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ვერ გაფორმდება 2026 წლის პირველი მაისიდან, მაშინ ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან) 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მისამართებზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან (სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის მეშვეობით) 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის ჩატარების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ღირებულების დასუფთავების მომსახურების (სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მომსახურების მსგავსი) მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს
- ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია, ხელშეკრულებებზე და შესრულების დოკუმენტაციაზე უნდა იკითხებოდეს ორივე მხარის მიერ მისი დადასტურება.
ან/და
- მითითებული იქნას შესაბამისი ტენდერის განცხადების ნომერ(ებ)ი (რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია).

2.9 other additional requirements

2.9.1 ფასების ცხრილი წარმოდგენილი უნდა იქნას როგორც ექსელის (Excel)-ის ასევე PDF ფაილის სახით.

2.9.2.შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასები არ უნდა იყოს მრავალნიშნა ათწილადი და უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედამდე.

2.9.3. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ პრეტენდენტის მიერ „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილში განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

2. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას 2027 წლის 31 მარტს.

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში მოითხოვება საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შემსყიდველის დასახელება საიდენტიფიკაციო კოდი, შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის დასახელება საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება მოხდება 2026-2027 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით

7.2.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. ეტაპობრივად ფაქტიურად გაწეულ მომსახურების შესაბამისად, გაწეულ მომსახურებაზე მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. ანგარიშსწორების ფორმა უნაღდო.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება მოხდება 2026-2027 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით

7.3.2. ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ეტაპობრივად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ მღებრიშვილი, 577551978, mgebrishvili-t@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1.ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ (თარგმნის სისწორის დასტურად) უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით) გარდა ექსელის (Excel)-ის ფაილის სახით წარმოდგენილი დოკუმენტისა (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)..
3. ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს: საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით.
6.პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტენაში ატვირთული ან შემსყიდველისათვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისათვის.
7.ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru