Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #71190227)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 71190227
Дата публикации: 10-03-2026
Сумма контракта: 8 194 613


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004649
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.03.2026 18:01
Начало приема предложения 25.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 30.03.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 8`194`613.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45233142 - Ремонт дорог
Срок подачи პროექტის-ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 45 კალენდ. დღე, სამშენებლო სამუშაოების-წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდ. დღე.
Дополнительная информация
ა) ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ ტაბახმელადან მარნეულის გზატკეცილამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა.
ბ) სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) წელი.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 40`974.00 GEL
Размер гарантии 81`946 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tsira maghradze :: 12.02.2026 17:17
  • Последнее исправление: irakli merebashvili :: 09.03.2026 18:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672957&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფელ ტაბახმელადან მარნეულის გზატკეცილამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 პროექტირების და სამუშაოების განფასება უნდა მოხდეს გამსხვილებული ხარჯთაღრიცხვაში - 2 პოზიციად (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1), სადაც საპროექტო მომსახურების ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების (ხარჯთაღრიცხვის ჯამი) ღირებულების 0,5%-ს.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.3 საპროექტო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობებით და თანდართულ მასალებზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების და მათ საფუძველზე დამუშავებული ტექნიკური რეკომენდაციების, სახელმძღვანელოებისა და მითითებების მიხედვით;
1.2.4 შემსყიდველი მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ სრულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ექსპერტიზისთვის გადასცემს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირს, რომლის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემდგომ გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
1.2.5 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში შენიშვნების არსებობის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს წარმოდგენილ პროექტში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია შეთანხმებული სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
1.2.8 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი შეთანხმებულად ითვლება, თუ წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველმა არ აცნობა მიმწოდებელს ხარვეზის შესახებ;
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.10 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა. კერძოდ: შესრულებული სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად, შემსრულებელი დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, მასალების გამოცდისათვის საჭირო სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში, ჩაატაროს გამოსაყენებელი მასალების ხარისხის ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდები და შემოწმებები მათი გამოყენების ვარგისიანობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების დროს შემსრულებელი დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია წარმოადგინოს გამოყენებული მასალების ლაბორატორიული დასკვნები და რეცეპტები და მათი ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს.
1.2.12 მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
1.2.13 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დავალების შესრულების დაწყებამდე შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).
1.2.15 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.
1.2.16 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე საკუთარი ძალებით და სახსრებით უზრუნველყოს ინჟინერ-გეოდეზისტის მომსახურება, რომელიც აწარმოებს შესაბამის ზედამხედველობას.
1.2.17 მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს სამშენებლო ობიექტებზე ამოჭრილი საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/ბეტონის ნარევით.
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
1.2.19 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა. შ.
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ.
1.2.21 მიმწოდებელმა ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG - ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად, შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.22 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე განთავსებული ინფორმაციით და მისი კონსტრუქციის განთავსება შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს შემსყიდველთან.
1.2.23 კონცეპტუალური პროექტი, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები, ტექნიკური დავალება, ორთო ფოტო, სავარაუდო მოცულობათა უწყისი და ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი №1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების მიწოდების ვადა: საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 45 კალენდარული დღე, სამუშაოების მიწოდების ვადა - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა N7, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა.
სამუშაოების შესრულების ადგილი – ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, სოფელ ტაბახმელადან მარნეულის გზატკეცილამდე არსებული გზა.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5% არ ანაზღაურდება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5%-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 100 000,00 ლარის ღირებულების, ქუჩების ან/და საავტომობილო გზ(ებ)ის მშენებლობის ან/და მოდერნიზაციის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება, რომელიც ინფორმაციის სახით მოცემული უნდა იყოს დანართი №3-ით გათვალისწინებულ ცხრილში (წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა)).

2.2.2 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების (საპროექტოს გარეშე), ასფალტის ან/და ბეტონის საავტომობილო გზ(ებ)ის მშენებლობის ან/და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულების, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 25%-ის ღირებულების (საპროექტოს გარეშე) სრულად დასრულებული საავტომობილო გზის მშენებლობის ან/და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულების გამოცდილება (წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა N2 ან სხვა)) (დანართი №3).

2.2.3 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ სრულად დასრულებული ხელშეკრულება/ობიექტი.

შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი №3–ის შესაბამისად.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დავალების მიცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
2.5.2 ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
2.5.3 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი შეთანხმებულად ითვლება, თუ წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველმა არ აცნობა მიმწოდებელს ხარვეზის შესახებ.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2.8.2 ქვეკონტრაქტორი კომპანი(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
2.8.3 ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის (სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ვალდებულების გადაცემა) ასლი;
2.8.4 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 40%-ს;
2.8.5 სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (პროექტირება-მშენებლობა) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ნაწილი (პროექტირება) წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. აგრეთვე, შესყიდვის თავისებურებიდან (პროექტირება-მშენებლობა) გამომდინარე, შესყიდვის პროცედურების ეტაპზე არ არსებობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო შესასრულებელი სამუშაოების პოზიციები და მოცულობები განისაზღვრება მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი საპროექტო დოკუმენტაციით, რომლის შემადგენელი სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულებას. ვინაიდან, სატენდერო პირობებით, მიმწოდებელს ეკისრება სრული საპროექტო დოკუმენტაციის და ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასების ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასების ექსპერტიზის დასკვნა თავისი შინაარსით დაადასტურებს საპროექტო დოკუმენტაციით წარმოქმნილი ფასებით სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის მთელ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი) და ასევე 2. თუ პრეტენდენტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის მთელ ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი) და ასევე 2. თუ პრეტენდენტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში).

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი) და ასევე 2. თუ პრეტენდენტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში).

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ ამხანაგობის წევრებს არ გააჩნიათ დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ ამხანაგობის წევრებს გაფორმებული აქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდებათ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და თუ ამხანაგობის წევრებს გაფორმებული აქვთ ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი) და ასევე 2. თუ ამხანაგობის წევრებს აქვთ არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში).

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru