Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги офисного обеспечения (Грузия - Тендер #71124125)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA<br />POLICE DEPARTMENT OF THE AUTONOMOUS REPUBLIC OF ADJARA
Номер конкурса: 71124125
Дата публикации: 05-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260004432
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.03.2026 22:54
Начало приема предложения 14.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 17.03.2026 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 755.27 GEL
Контрактная цена объекта закупки 400`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79500000-Услуги офисного обеспечения
Коды классификатора
  • 79500000 - Услуги офисного обеспечения
  • 79530000 - Переводческие услуги
  • 79540000 - Услуги устного перевода
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
2026-2027 წწ ბიუჯეტის ფარგლებში, მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურების შესყიდვა.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - 100 000 (ასი ათასი) ლარი.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5.00 GEL
Размер гарантии 4`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ia kavtaradze :: 05.03.2026 20:21
  • Последнее исправление: ia kavtaradze :: 05.03.2026 22:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=676218&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

2026-2027 წწ ბიუჯეტის ფარგლებში, მთარგმნელობითი და სათარჯიმნო მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება:

სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს დოკუმენტის თარგმნისა და ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურებას (საქართველოს მთელ ტერიტორიაზე).

1. დოკუმენტის თარგმნის მომსახურება:

. წერილობითი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებული უცხოური ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით - ქართული ენიდან უცხოურ ენაზე. დოკუმენტის თარგმნა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის (ან მისი უფლებამოსილი პირის) მიერ მითითებული მოცულობის შესაბამისად - ტექსტში მონიშნული სათარგმნი სეგმენტების მიხედვით (შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუკი სათარგმნად მიწოდებული დოკუმენტი არ შეიცავს მონიშვნებს, აღნიშნულ შემთხვევაში ტექსტი უნდა ითარგმნოს სრული მოცულობით).

• ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება მიმწოდებლის მიერ ნათარგმნი ტექსტის 1 სრული ნაბეჭდი A4 ზომის გვერდი, რომელიც შეიცავს 2000 ნაბეჭდ სიმბოლოს (ინტერვალის გარეშე/no spaces), შრიფტი 12.

• ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება შემდეგნაირად:
დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების რაოდენობა (ინტერვალის გარეშე/no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებული გვერდების რაოდენობად. (მიღებული ციფრი, საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება ასეულებამდე არითმეტიკული წესით), ხოლო 1 არასრული ნაბეჭდის შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სიმბოლოების რაოდენობის პროპორციულად.

• Excel-სა და PowerPoint-ში შესრულებული თარგმანების გვერდების დათვლის მიზნით, მოხდება ამ პროგრამებში აკრეფილი ტექსტების გადმოტანა პროგრამა Word-ში, დაითვლება სიმბოლოების ჯამური რაოდენობა და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული რიცხვი ჩაითვლება ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობად (მიღებული რიცხვი საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება ასეულებამდე არითმეტიკული წესით).

• შემსყიდველისა და მიმწოდებელის მიერ სათარგმნი და თარგმნილი დოკუმენტების მიწოდება (მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში დასკანირებული და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული) მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება საკუთარი სახსრებით (სახელშეკრულებო პერიოდში ნოტარიულად დასამოწმებელი გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 500 გვ.).

2. ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება:

• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებული უცხოური ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით - ქართული ენიდან უცხოურ ენაზე.

. ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, კალენდარული დღის 24 საათიანი დროის ინტერვალში, კონკრეტული ენის უწყვეტი თარგმნის მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებელი უფლებამოსილია თარგმნის მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნების პირობებში მხოლოდ შემსყიდველის უფლებამოსილ პირთან თანხმობით უზრუნველყოს თარჯიმნის ჩანაცვლება, რა შემთხვევაშიც, მომსახურების გაწევის ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.

• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ თარჯიმნის მოთხოვნის შესახებ მიწოდებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული დროიდან, თუ თარჯიმანი გამოცხადდა დროულად. თარჯიმნის დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება უშუალოდ თარგმნის დაწყების მომენტიდან.

დამატებითი პირობები:

• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, სამშენებლო, სამედიცინო და სხვა თემატიკის სფეროებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიული და ტექნიკური სპეციფიკაციის მქონე ტექსტების, მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობისა და ტერმინოლოგიის ადექვატური, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული თარგმნა, შინაარსი და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან.

• მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 2 ერთი და იმავე ენის, ხოლო რუსული, ინგლისური, აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, არაბული, სპარსული და ჩინური ენების არანაკლებ 4 სპეციალისტი, მათ შორის: რუსული, ინგლისური, აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, არაბული, სპარსული და ჩინური ენების მინიმუმ თითო განსხვავებული სქესის ერთიდაიგივე ენის თარჯიმანი, სავალდებულოა. თარჯიმნის შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით.

. ხელშეკრულების მიმდინარეობისას შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს თარჯიმანის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა საგანმანათლებლო სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს ან/და სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მიერ გაცემული არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, რომლებიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

• საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების გაწევის პროცესში გამოსაყენებელი ტერმინოლოგიით.

• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას იმ ცნობებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომლებსაც შეიცავს შემსყიდველისგან მიღებული ინფორმაცია/მასალები. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას, საჭიროების შემთხვევაში, გაეცნოს და დაიცვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის N33 ბრძანებით დამტკიცებული ქცევის წესები („თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესები“), რომელიც ითვალისწინებს თავშესაფრის პროცედურაში ჩართული უფლებამოსილი პირ(ებ)ის, თარჯიმნ(ებ)ის მიერ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპების განუხრელ დაცვას, ასევე, დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი, მიუკერძოებლობა და ნეიტრალურობა.

• თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად, დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის გამოტოვება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა წერილობითი თარგმანის შესრულებისას უშუალოდ შემსყიდველის მოთხოვნითაა ტექსტში გარკვეული სეგმენტის გამოტოვება გათვალისწინებული), შეცვლა ან ინტერპრეტაცია, ისევე როგორც ახალი ინფორმაციის დამატება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული.

• მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის სისწორეზე (აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით).

• მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური, ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს და ფლობს შესაბამის ტერმინოლოგიას). მიმწოდებელი პასუხისმგებელია შესრულებული თარგმანის სისწორეზე, რაც უნდა დადასტურდეს მის მიერ ხელმოწერით ყველა პროცესუალურ დოკუმენტზე.

• მიმწოდებელი ვალდებულია არაჯეროვნად გაწეული მომსახურების თაობაზე შემსყიდველისგან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის 18:00 საათისა უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე, ან თუ წუნის გამოსწორება შეუძლებელია და შემსყიდველს უკვე გადახდილი აქვს მომსახურების ღირებულება, დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი თანხა.

• პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯებისა და გადასახადების გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეული ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ლარებში. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასები პრეისკურანტის ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ფასებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების წარდგენისას პრეისკურანტით განსაზღვრულ პოზიციებზე ფასების კლება განახორციელოს პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით). საბოლოო ფასები უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით.

• თუ მომსახურება გასაწევია იმ ენაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული განფასების ცხრილში, მაშინ ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში მხარეები აღნიშნულ მომსახურებაზე გააფორმებენ შესაბამის ოქმს, სათარგმნი ენისა და ფასის მითითებით (ფასი დადგინდება შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე დროისთვის ბაზარზე არსებული ღირებულების შესაბამისად).

• შემსყიდველის მოთხოვნის ან ხელშეკრულების მიმდინარეობისას ახალი თარჯიმნის დამატების შემთხვევაში პრეტენდენტმა მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს თარჯიმანის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა საგანმანათლებლო სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს ან/და სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მიერ გაცემული არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკოემდაციო წერილი, რომლებიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

• ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 30 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს სატელეფონო ზარების ელექტრონული პროგრამით, ე.წ. “ქოლ ცენტრი” უზრუნველყოფა (სატელეფონო ზარების მონიტორინგი, მიღება, ჩაწერა და გადამისამართება). აღნიშნული გადამოწმებული იქნება ადგილზე შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან.

• პრეტენდენტის/მიმწოდებელის ე.წ. “ქოლ ცენტრის” ტელეფონის ნომრები (როგორც ქალაქის, ასევე მობილური), რომლებზეც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების განხორციელება. შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აკრძალულია აღნიშნული ნომრების გათიშვა, მათი დაზიანების ან შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული ნომრების შესახებ.

• მიმწოდებელი ვალდებულია მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც არაუგვიანეს 20 რიცხვისა, შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტს წარუდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამის პერიოდში გაწეული სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურების ასანაზღაურებელი ღირებულების შესახებ.

• პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, თარჯიმანი უნდა გამოცხადდეს პროტოკოლით გათვალისწინებული ფორმალური ჩაცმულობით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით (დღე-ღამის ნებისმიერ დროს) და საჭიროების შემთხვევაში მთარგმნელობითი მომსახურება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას არასამუშაო საათებში ან უქმე დღეებში.

კერძოდ:

• მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ თარჯიმნის მოთხოვნის შესახებ მიწოდებლისთვის ელექტრონული ფოსტის ან/და ტელეფონის მეშვეობით გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული დროიდან, თუ თარჯიმანი გამოცხადდა დროულად. თარჯიმნის დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება უშუალოდ თარგმნის დაწყების მომენტიდან.

• წერილობითი თარგმნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა მომსახურების გაწევის ყოველ კონკრეტულ მოთხოვნაზე 24 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 20 სტანდარტული გვერდის თარგმნა, ხოლო დიდი მოცულობის მასალის შემთხვევაში შესრულების ვადის განსაზღვრა მოხდება წერილობით, მიმწოდებლის მირე ხელმოწერილი (მათ შორის ელექტრონული ხელმოწერა) ბეჭდედასმული დოკუმენტით, შემსყიდველითან (ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან) საგამოძიებო პროცედურებისათვის საჭირო უმოკლესი ვადების გათვალისწინებით, რომელიც ყოველ ჯერზე დაუყონებლივ გაეგზავნება შემსყიდველს (ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში: მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზეპირი თარგმნის მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დროს, რომლის თაობაზეც შემსყიდველის მიერ წინასწარ ელექტრონული ფოსტის ან/და ტელეფონის მეშვეობით ეცნობება შემდეგ ვადებში: მინიმუმ 3 სთ-ით ადრე - ქ. თბილისში და მის შემოგარენში (მინიმუმ 30 კმ.- ის რადიუსი) სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში; მინიმუმ 6 სთ-ით ადრე - აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში; მინიმუმ 1 სთ-ით ადრე - დასავლეთ საქართველოს რეგიონში სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში.

შენიშვნა: შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, როცა მიმწოდებელის მიერ გამოყოფილი თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ვადებში უნდა უზრუნველყოს ახალი თარჯინის გამოყოფა და მივლენა შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე.

მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შენიშვნები და კომენტარები როგორც მიმდინარე, ასევე ყოველი შემდგომი თარგმანის განხორციელებისას, უზრუნველყოს ნათარგმნი ტექსტის სრული შესწავლა, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მის მიერ მომზადებულ მასალაში და წარმოადგინოს შემსყიდველის შესწორებული ვარიანტი შეტყობინების დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის 18:00 საათისა.

მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინო ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც შემსყიდველის მხრიდან გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ მოთხოვნად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. ხელშეკრულების მიმდინარეობისას შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული თარჯიმნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა საგანმანათლებლო სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს ან/და სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მიერ გაცემული არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, რომლებიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

• ტენდერში გამარჯვებული პირის თარჯიმანს თავისუფლად უნდა შეეძლოს ერთდროულად მინიმუმ ორ ენაზე - ქართული ენიდან უცხოურ ენაზე თარგნმა და პირიქით - თარჯიმნის მომსახურების გაწევა. გამონაკლის შემთხვევაში, თუკი პრეისკურანტით განსაზღვრულ უცხო ენებზე, მიმწოდებლის თარჯიმანმა არ იცის სათანადო დონეზე ქართული ენა და მოთხოვნილი სათარგმნი უცხო ენის გარდა კვალიფიციურად ფლობს სხვა უცხო ენას (მაგ. რუსულს ან ინგლისურს ან ფრანგულს და სხვა), მაშინ გამოყენებული შუალედური უცხო ენიდან ქართულ ენაზე თარგმნის ხარჯები ანაზღაურდება მიმწოდებლის სახსრებით. შუალედური ენის გამოყენების საშუალებით სათარჯიმნო მომსახურების გაწევა განხორციელდება მხოლოდ შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში.

• მიმწოდებელმა შერჩევა-შეფასების ეტაპზე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (ცხრილის სახით) ფასების ცხრილით განსაზღვრული ენების მიხედვით, იმ პირების შესახებ, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მთარგმნელობით ან/და სათარჯიმნო მომსახურებას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, სპეციალიზაციის ენა/ენები).

• შემოთავაზებული თარჯიმანი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სმენადაქვეითებულ პირთა კატეგორიას.

• თარჯიმანი არ უნდა იყოს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროს განკუთვნილი პირი (თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი);

• ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თარჯიმნის კვალიფიკაციისა და ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის საფუძველზე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვის პროცესში განხორციელდება თარჯიმანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა(დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი),რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრება 2027 წლის 30 აპრილის).

6.4 terms and conditions of guarantee

საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმწებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გასაწევი ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.

7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდებამომდევნო სამუშაო დღეს.

7.3.2. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს მის მიერ გაწეული მომსახურებს მონიტორინგი და იმ შემთხვევაში თუ გაწეული მოსახურების ღირებულება გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულებას, აღნიშნული არ წარმოშობს შემსყიდველის ვალდებულებას ანგარიშწორებაზე.

draft contract

8.1 draft contract


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

05-03-2026 Строительные материалы и связанные с ними изделия .

05-03-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

05-03-2026 Работы по подготовке строительной площадки.

05-03-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

05-03-2026 Строительные материалы и связанные с ними изделия .

05-03-2026 Регистры (реестры), бухгалтерские книги, скоросшиватели, бланки (формуляры) и другие печатные канцелярские товары из бумаги или картона.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru