1.პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი
მონაცემები:
1.1. დანართი N1 - პრეისკურანტი (პუნქტი 1.3);
1.2. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (პუნქტი
2.2.1);
შენიშვნა:
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე,
სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან
განუფასებლად წარმოდგენა ან ისეთი პრეიკურანტის წარმოდგენა, რომელშიც
განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი
პოზიციების 5%-ს ან არსებითად შეუსაბამო პრეისკურანტის წარმოდგენა
(არსებით შეუსაბამობაში იგულისხმება, თუ პრეტენდენტის მიერ
წარმოდგენილი ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ
პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო
ფას(ებ)ს და ასეთი პოზიციების რაოდენობა აღემატება სრული
პრეისკურანტის პოზიციების საერთო რაოდენობის 5%-ს), დაზუსტების
მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის
დისკვალიფიკაციას;
- სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (პრეისკურანტი - დანართი N1)
წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის
მიერ წარმოდგენილი იქნება დანართი №1 (პრეისკურანტი), როგორც „MS Excel“,
ასევე „PDF“ ფორმატით, სატენდერო კომისია განიხილავს მხოლოდ „MS Excel“
ფორმატით წარმოდგენილ დოკუმენტს;
შენიშვნა:
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში
ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და
ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური
ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა
განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების
შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი და მეორე
ქვეპუნქტით მოთხოვნილი პრეისკურანტი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ
სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით
გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ
არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №24,
15.01.2021წ).
2. წინადადების ფასი:
2.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში –
„სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული
"ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ
ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს
კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით.
წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში
(შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
2.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება
გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
2.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში
გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა,
თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს
გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში,
თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს
გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება
ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
2.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში,
შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების
დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის
შესაბამისად დაკორექტირებული პრეისკურანტის (აშშ დოლარში) მიხედვით,
ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი
პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ
დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
2.6 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება პრეისკურანტით
განსაზღვრულ სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ყველა სახეობაზე.
განსაფასებელ დანართი N1 (პრეისკურანტში) მითითებული მომსახურების ფასი
უნდა მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ
ყველა თანმდევი მომსახურების ღირებულებას.
2.7 ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება დანართი №1-ით განსაზღვრული
პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე. პრეტენდენტის მიერ
ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო
ჯამურ ღირებულებასა და წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველის
მიერ განსაზღვრული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას შორის სხვაობის
შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტში დაფიქსირებული
ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნას პროპორციულად
პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე (იგულისხმება თითოეული
განსაფასებელი გრაფა), სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული
პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ ერთიან
ელექტრონულ სისტემაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პრეისკურანტის
ჯამურ ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ
წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული სხვაობის შესაბამისი
პროცენტული ოდენობით.
თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი
ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით
(არითმეტიკული დამრგვალების მეთოდით). ამასთანავე, გათვალისწინებული
უნდა იქნას, რომ დამრგვალების შემდგომ მიღებული პრეისკურანტის ჯამური
ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ
სისტემაში საბოლოოდ დაფიქსირებული პრეისკურანტის ჯამურ
ღირებულებას.
2.8 პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და
მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება. თუ პრეტენდენტი
გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ,
ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“ ან „0.00“.
შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის
წარდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი
პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პრეისკურანტების
პოზიციების 5%-ს.