Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Текстильные изделия (Грузия - Тендер #71124078)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Agency on the Management of Day Nursery Institutions
Номер конкурса: 71124078
Дата публикации: 05-03-2026
Сумма контракта: 1 050 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004397
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.03.2026 18:01
Начало приема предложения 01.04.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 06.04.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 1`050`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 39500000-Текстильные изделия
Коды классификатора
  • 39510000 - Текстильные изделия для домашнего пользования
  • 39511100 - Одеяла
  • 39512000 - Постельное белье
  • 39516120 - Подушки
  • 39520000 - Швейные изделия из ткани
  • 39531400 - Ковровая ткань
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო"-ს მიერ დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებისათვის სხვადასხვა ქსოვილის ნივთებისა და მზა საფეიქრო ნაწარმის სახელმწიფო შესყიდვა.
Type of Procurement Electronic Tender without Reverse Auction (NAT)
Procurement N NAT260004397
Procurement Status Project of Application
Procurer Tbilisi Kindergarten Management Agency
Procurement Announcement Date 01.04.2026 00:00
Bids Accepted from 06.04.2026 13:00
Deadline for Submitting Bids 1`050`000.00 GEL
Funding Resources of 2026
Estimated Value of Procurement 1 050`000.00 GEL
Bids must be submitted Including VAT
Classification (CPV) Code and Classification Division
● 39500000 – Textile articles


● 39510000 - Textile household articles
● 39511100 – Blankets
● 39512000 - Bed linen
● 39516120 - Pillows
● 39520000 - Made-up textile articles
● 39531400 - Carpeting
Quantity or volume of the procurement -See the tender documents
Supply period - See the tender documents
Bid reduction step- 10`000.00 GEL
Guarantee Amount: 10`500 GEL
Guarantee validity period: 160 Days
Additional Information: Procurement of Cleaning and polishing products for Early Care and Preschool Education Public Institutions founded by the N(N)LP Tbilisi Kindergarten Management Agency.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 10`000.00 GEL
Размер гарантии 10`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi gogisvanidze :: 25.02.2026 13:02
  • Последнее исправление: giorgi gogisvanidze :: 05.03.2026 18:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=674856&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო"-ს მიერ დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებისათვის, 2026 წლის განმავლობაში საჭირო, სხვადასხვა ქსოვილის ნივთებისა და მზა საფეიქრო ნაწარმის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები, საილუსტრაციო სურათები და რაოდენობა მითითებულია დანართში - ტექნიკური დავალება (დანართი N1);
1.2.2. შემოთავაზებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ დავალებაში (დანართი N1) მითითებულ მინიმალურ მოთხოვნებს. პრეტენდენტი არ არის ვალდებული სატენდერო წინადადებაში მიუთითოს კონკრეტული მახასიათებლები (ზომები, ქსოვილის შემცველობა, გრამაჟი და ა.შ.)
1.2.3. მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული, გააჩნდეს მწარმოებლის შესაბამისი იარლიყი (ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების და მწარმოებლის მითითებით) და აკმაყოფილებდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და წესებს.
1.2.4. შესყიდვის ობიექტის დამზადებისთვის საჭირო მასალა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), ეკოლოგიურად სუფთა და აკმაყოფილებდეს მოქმედ სტანდარტებს და ნორმებს.
1.2.5. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დადგინდება მის მიერ წარმოდგენილი ნიმუშებითა და ექსპერტიზის დასკვნებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში;
1.4.2. პირველ ჯერზე შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ იქნება შესყიდვის ობიექტის მთლიანი რაოდენობის არაუმეტეს 1/2 ნაწილისა;
1.4.3. შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობით დავალებას უგზავნის ფოსტის ან ელექტრონული ფოსტის (E-mail) საშუალებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიწოდების ადგილია დანართი N3-ით განსაზღვრულ მისამართებზე განთავსებული ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებები.
1.5.2 თითოეულ ჯერზე მიმწოდებლისთვის გაგზავნილ წერილობით დავალებაში მითითებული იქნება კონკრეტული მისამართ(ებ)ი, მისაწოდებელი საქონლის სახეობ(ებ)ისა და რაოდენობ(ებ)ის დაკონკრეტებით.
1.5.3 შესყიდვის ობიექტის მიწოდების პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალების (დანართი N1) მე-5 და მე-6 პოზიციებით განსაზღვრული საქონლის მიწოდებისთვის თავად აიღოს ზომები. ზომების აღებისათვის შემსყიდველი თბილისის რაიონების მიხედვით ბაგა-ბაღებში უზრუნველყოფს შესაბამისი პერსონალის ინფორმირებას და მობილიზებას, მიმწოდებლისათვის წინასწარ შეთანხმებულ დროს და ადგილზე.
1.5.4 წუნდებული საქონლის მიწოდების, მათ შორის ზომებისა და ვიზუალური შეუსაბამობის შემთხვევაში შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით. მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღეში მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს მითითებული ხარვეზი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1.შესყიდვის ობიექტის საგარანტიო პერიოდი, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, უნდა შეადგენდეს 6 (ექვსი) თვეს, რომელიც აითვლება მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. საგარანტიო პერიოდში, შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას გამოვლენილი წუნი ან ჩაანაცვლოს წუნდებული საქონელი ახლით შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.7.1.2. საგარანტიო პერიოდში მიწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს.
1.7.1.3. რეცხვისა და თერმული დამუშავების დროს მიწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყანა და მწარმოებელი ან/და ბრენდი; მათი მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე.
2.1.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში, შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის და მწარმოებლის ან/და ბრენდის შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2023 წლის 01 იანვრიდან, წინამდებარე ტენდერში „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 200 000 ლარის ღირებულების ქსოვილის ნივთების ან/და ტანსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების მიწოდების გამოცდილება.
2.2.1.2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
ა) იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, საკმარისია სატენდერო განცხადების ან CMR ნომრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ხელშეკრულებ(ები)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, რაც დაადასტურებს პრეტენდენტის გამოცდილების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებ(ები)ა და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა;

2.9 other additional requirements

2.9.1. შემოთავაზებული საქონლის ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან და შემსყიდველის საკუთრებაში გადაცემასთან.

2.9.2. შემოთავაზებული საქონლის საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

2.9.3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები განისაზღვრება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე (თეთრების სიზუსტით), შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

2.9.4. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

2.9.5. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

2.9.6. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

2.9.7. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების გაფორმებიდან, საქონლის მიწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2.9.8. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ყოველი ეტაპის დასრულების შემდგომ, მიმწოდებელი ვალდებულია, თითოეული ლოკაციის მიხედვით, შემსყიდველს წარუდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია (ცხრილი) როგორც კონკრეტულ ჯერზე მიწოდებული, ასევე ხელშეკრულების მიხედვით მისაწოდებელი (დარჩენილი) საქონლის რაოდენობის შესახებ, როგორც Excel-ის, ასევე ელექტრონული ხელმოწერით PDF ფორმატში. ინფორმაცია (ცხრილი) შედგენილი უნდა იყოს ფასების ცხრილის ფორმის, მათ შორის ნუმერაციის დაცვით.

2.9.9. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, სრულად არ იქნეს ათვისებული შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებული საქონელი. ფაქტიური საჭიროებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია საქონლის მიწოდების კონკრეტული ეტაპის დაწყებამდე, განხორციელდეს ცვლილებ(ები)ა შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული კონკრეტული საქონლის რაოდენობ(ებ)ის დაკორექტირების საფუძველზე.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშებთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი.
3.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნები უნდა ჩატარდეს ტექნიკური დავალების (დანართი N1) მე-7; მე-8 და მე-9 პოზიციების გარდა, ყველა პოზიციიით განსაზღვრულ საქონელზე. მათ შორის: პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პოზიციებზე საექსპერტო დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნას ქსოვილის შემცველობის და გრამაჟის შესახებ, ხოლო მე-10 და მე-11 პოზიციებზე ქსოვილის გრამაჟის შესახებ.
3.1.1.3. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს.
3.1.1.4. ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი. წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
3.1.1.5. თუ მიმწოდებელი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე ქსოვილით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილებზე წარმოდგენილი იქნას ერთი დასკვნა.
3.1.1.6. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური NAT ნომერი.
3.1.1.7. ნიმუშები წარმოდგენილი უნდა იქნას შესყიდვის ობიექტის თითოეულ პოზიციაზე.
3.1.1.8. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.1.9. ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირებულ“ პრეტენდენტს ნიმუშების და ექსპერტიზის დასკვნების დაბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ტენდერის შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3.1. ნიმუშების წარმოდგენა უნდა მოხდეს ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო"; ქალაქი თბილისი, საბურთალოს რაიონი, ა. მიცკევიჩის ქუჩა N29-29ა, მე-3 სართული.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნით და მწარმოებლით ან/და ბრენდით).

შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან; გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

6.4.2. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;

6.4.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, აგრეთვე ნაწილობრივი ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის სრული ოდენობით გამოყენება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს უფლება აქვს მოითხოვოს ავანსი, არაუმეტეს სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით, წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო/სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.
7.1.1.2. საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ ხორციელდება ეტაპობრივად საქონლის მიწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10(ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი გოგისვანიძე, 597777676, g.gogisvanidze@kids.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.
10.1.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru