Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #71096050)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 71096050
Дата публикации: 04-03-2026
Сумма контракта: 33 797


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004261
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.03.2026 16:55
Начало приема предложения 14.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 17.03.2026 15:00
Предполагаемая цена закупки 33`797.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობის (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მერვე სართულზე საკონფერენციო ოთახის სივრცის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 340.00 GEL
Размер гарантии 338 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: pavle antelava :: 05.02.2026 14:41
  • Последнее исправление: pavle antelava :: 04.03.2026 16:55
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=671547&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობის (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მერვე სართულზე საკონფერენციო ოთახის სივრცის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შესრულდეს ტექნიკურ დავალებაში, ფასების ცხრილებში (ხარჯთაღრიცხვა), ნახაზებსა და რენდერებში მოცემული პირობების და რაოდენობების შესაბამისად.

პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად.

სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან ექვივალენტური.

სარეაბილიტაციო ფართებზე ჩასატარებელი სამუშაოების აღწერა:

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს ადმინისტრაციულ შენობის მერვე სართულზე არსებულ საკონფერენციო ოთახის სივრცეში არსებული დაზიანებული მოპირკეთებითი მასალების შეცვლას ახალი მასალებით - საპროექტო სივრცის სრულ კოსმეტიკურ რეაბილიტაციას.

სამუშაოს შესრულების ვადა:

მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მიწოდების ვადა შეადგენს არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს.

შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს სამუშაოთა წარმოების შეჩერება გარკვეული დროით (აღნიშნული დროის სავარაუდო ან ზუსტი მითითებით). ასეთ შემთხვევაში განაცდური დრო არ ჩაითვლება ვადაგადაცილებაში.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო ნორმების, გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

სამუშაოების შესრულების ადგილია - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150.

საჭიროების არსებობისას, ასევე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა გარკვეული ტიპის სამუშაოები უნდა აწარმოოს არასამუშაო დღეებში (შაბათი, კვირა) და არასამუშაო საათებში (18:00 სთ-ის შემდეგ).


ობიექტის/ტერიტორიის გადაცემა, უსაფრთხოება, სამობილიზაციო სამუშაოები:

სამუშაო ობიექტის, ადგილის გამოყოფა წარმოადგენს შემსყიდველის მოვალეობას. სამუშაოების დაწყებამდე მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას საქმის კურსში ჩააყენოს შემსყიდველი ყველა განსაკუთრებული გარემოებების წარმოშობის შესახებ.

მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ ობიექტის ტერიტორიაზე წარმოებული ყველა საქმიანობის უსაფრთხოებაზე. პასუხისმგებელია სამუშაოსათვის გამოყოფილი ადგილის გამოყენებაზე და სამუშაოს დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე.

მიმწოდებელი პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები: მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან, სამშენებლო ნარჩენებისაგან და ა.შ.

მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები ობიექტის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების პროცესში მიმწოდებლის მიერ გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების. სამუშაოების ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამუშაოებისთვის განკუთვნილი გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ნიმუშები მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში (მოთხოვნა შესაძლოა განხორციელდეს როგორც წერილობით ასევე სიტყვიერად), აღნიშნული ნიმუშები, როგორც ხარისხის, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით შეიძლება დაწუნებულ იქნას შემსყიდველის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ნიმუშები არ იქნება მოწონებული შემსყიდველის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში შემსყიდველისათვის მისაღები სხვა ნიმუში, მასალა და მოწყობილობა.

შენიშვნა:

სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს შენობაში არსებული მომიჯნავე საოფისე ფართებში არსებული მომუშავე პერსონალის უსაფრთხო, შრომითი პირობების უზრუნველყოფა და ხელის არ შეშლა.

გასათვალისწინებელია შენობის ადგილმდებარეობა და ტერიტორიული სიმჭიდროვე, შესაბამისად დემონტირებული (ასევე ნარჩენი სამშნებელო მასალები) ნარჩენების ტრანსპორტირება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდულად უმოკლეს დროში.

- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას გამოყენებული მასალების ტექნიკური მახასიათებლები როგორიცაა ფერი, ფაქტურა, ზომები და ფორმები გამოყენებამდე შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.

- მიმწოდებელი ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს საპროეტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შემსყიდველი გამოხატავს მზაობას გაუწიოს ორგანიზება სამუშაო თათბირს სადაც წარმოდგენილი იქნებიან მიმწოდებლის და შემსყიდველის წარმომადგენლები.

ინსპექტირება:
შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებლის მიერ სამუშაოს განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, განახორციელოს ინსპექტირება. მიმწოდებელი ვალდებულია ფარული სამუშაოები აწარმოოს ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის წევრის (წევრების) უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.

ინსპექტირებას ახორციელებს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლები/შემსყიდველის მიერ შესაბამისად განსაზღვრული პირი.

შენიშვნა: ტექნიკური დავალების დიდი მოცულობიდან გამომდინარე იხ. ტექნიკური დავალება - დანართი N1.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში (ექსპერტიზის მომსახურების ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150 - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის მე-8 სართული.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადებად (გარდა მექანიკური და დივერსიული ზემოქმედებისა) განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ ერთი წელი.

2. საგარანტიო ვადის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებზე (საქონელზე) დეფექტის/წუნის/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად დადგენილ ვადაში.

3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს მიწოდებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის ოდენობის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ ერთწლიან პერიოდს (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად - დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

4. თუ ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ზიანის ღირებულების ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს შენობა-ნაგებობების სამშენებლო ან/და შენობა-ნაგებობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება (ერთი შესრულებული პროექტი მაინც). გამოცდილებაში წარმოდგენილი ობიექტ(ებ)ის ხელშეკრულების შესრულების ფაქტობრივი ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.
აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია რითიც დადასტურდება პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული სამშენებლო სამუშაოების მიწოდების გამოცდილება. ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან მითითებულ უნდა იქნას შესაბამისი SPA, NAT, DAP, CMR ან სხვა ნომრები დანართი N3-ის შესაბამისად.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ დანართი N3-ის წარმოდგენა ხდება, თუ მას ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთ

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

მიმწოდებელი ვალდებულია, საბოლოო შესრულებულ სამუშაოებზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ, სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა;
2. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.
2. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს კონკრეტული ეტაპისათვის, მიმწოდებლის მიერ კონკრეტული სამუშაოების დასრულების შესახებ შედგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.
3. შუალედური მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდება სამუშაოთა გარკვეული ნაწილის დასრულების შემდეგ.
4. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა (შენიშვნა: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული ორგანოში დასკვნის მომზადების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი);
ბ) ფორმა #2 რომელიც დადასტურებული იქნება სამუშაოთა შემსრულებლის ხელმოწერით;
გ) ფარული სამუშაოების შესრულების აქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის - ტექნიკური ზედამხედველის და სამუშაოთა შემსრულებლის წარმომადგენლის ხელმოწერით;
დ) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის დასკვნა;
ე) პროექტის ზედამხედველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომპანიის/პირის შესაბამისობის დასკვნა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით შედგენილი ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ექსერტიზის სრულყოფილად ჩასატარებლად.
ზ) საბოლოო ანგარიშსწორება ,,მიმწოდებელთან’’ განხორციელდება სამუშაოების დასრულების შესახებ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.
5. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა (შენიშვნა: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული ორგანოში დასკვნის მომზადების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი);
ბ) ფორმა #2 რომელიც დადასტურებული იქნება სამუშაოთა შემსრულებლის ხელმოწერით;
გ) ფარული სამუშაოების შესრულების აქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის - ტექნიკური ზედამხედველის და სამუშაოთა შემსრულებლის წარმომადგენლის ხელმოწერით;
დ) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის დასკვნა;
ე) სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია;
ვ) პროექტის ზედამხედველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომპანიის/პირის შესაბამისობის დასკვნა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით შედგენილი ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ექსერტიზის სრულყოფილად ჩასატარებლად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

პავლე ანთელავა, 555333415, Pavle.Antelava@nea.gov.ge ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 591088177 - გელა ბოხაშვილი.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა excel - ის ფორმატის ფაილისა), კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
3. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით;
5. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარებში;
6. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში.
7. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ექვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.
8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2026 წლის - სახელწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა "სააგენტოს მართვა და ადმინისტრირება".


9. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) ხარჯთაღრიცხვა (დანართი N2) - როგორც excel - ის ისე PDF ფორმატის ფაილი;

ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru