Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #71096048)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL"The Agency for Cultural Heritage Preservation of Adjara"
Номер конкурса: 71096048
Дата публикации: 04-03-2026
Сумма контракта: 835 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004263
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.03.2026 16:56
Начало приема предложения 20.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 25.03.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 835`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45211100 - Работы по строительству домов
Срок подачи 2027 წლის 1 ნოემბრამდე
Дополнительная информация
მრავალწლიანი შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 8`350.00 GEL
Размер гарантии 8`350 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lela kunchulia :: 04.03.2026 16:10
  • Последнее исправление: lela kunchulia :: 04.03.2026 16:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675920&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე საციხურის დამწვარი ხის მეჩეთის აღდგენითი სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში (ხარჯთაღრიცხვა). სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას დანართი N1-ის (ხარჯთაღრიცხვა), სატენდერო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალებისა და პროექტის შესაბამისად.
1.2.2 სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.3 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.
1.2.4 ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი (დანართი N1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.5. სამუშაოების წარმოების დაწყებამდე მიმწოდებელმა უნდა განათავსოს დიდი ზომის საინფორმაციო ბანერი სამუშაოების დასახელების, შემსრულებელი კომპანიის, დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით. ამასთან უნდა უზრუნველყოს საჭიროებისამებრ ობიექტების დაცლა საყოფაცხოვრებო ნივთებისაგან და დასაწყობება.
1.2.6 ტენდერში მონაწილემ გაუთვალისწინებელი ხარჯები უნდა გაითვალისწინოს იმ პროცენტული ოდენობით რაც მითითებულია დანართი N1-ში (ხარჯთაღრიცხვაში).
1.2.7. ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი გადაეცემა გამარჯვებულს ხელშეკრულების გაფორმების დროს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2027 წლის 1 ნოემბრამდე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი საციხური

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს კონსტრუქციულ სამუშაოებზე 10 (ათი) წელს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, ხოლო სხვა დანარჩენ სამუშაოებზე 5 (ხუთი) წელს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. 2022 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ჯამური ღირებულების დასრულებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
2. 2022 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) დასრულებული საფორტიპიკაციო ან/და საკულტო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო (აღდგენა, რესტავრაცია, კონსერვაცია) სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
3. პრეტენდენტის გამოცდილებაში არ ჩაითვლება მიმდინარე ხელშეკრულება. მიმდინარედ ჩაითვლება ყველა ის ხელშეკრულება, რომელზეც პრეტენდეტი ვერ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
4. გამოცდილების დასადასტურებლად არასახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი. წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებიდან უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება.
5.სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP და ა.შ.) მითითება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

- პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს რესტავრატორი, დურგალი (ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი) და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

- ინფორმაცია პერსონალის შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართის მიხედვით.
- დასაქმებულ პერსონალზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
• რესტავრატორს და დურგალზე,– 2015 წლიდან დღემდე არანაკლებ 3 (სამი) საკულტო ან/და საფორტიპიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაციის სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (სამუშაოს დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი/ორგანიზაციის დასახელება, ს/კ, პერსონალის პოზიცია), დანართის შესაბამისად.
• დურგალი (ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი) – 2015 წლიდან დღემდე არანაკლებ 1 (ერთი) საკულტო ან/და საფორტიპიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაციის სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (სამუშაოს დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი/ორგანიზაციის დასახელება, ს/კ, პერსონალის პოზიცია), დანართის შესაბამისად.
• წარმოდგენილი უნდა იყოს რესტავრატორის დიპლომის ასლი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება კვალიფიკაციის დადასტურება.
• შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს CV და მხოლოდ სერთიფიკატის სახით. სერტიფიკატი უნდა იყოს მოქმედი.
- დოკუმენტი (CV) ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული პრეტენდენტის მიერ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა განახორციელოს გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. გეგმა-გრაფიკი წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული დანართი N2 შესაბამისად.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტი ვერ გაივლის შეფასებას, თუ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ან/და ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
2.9.2. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.
2.9.3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარდგენის ალტერნატიული წესი არ განიხილება.
2.9.4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს ლარებში (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადების გათვალისწინებით).
2.9.5. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
2.9.6 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია (დანართი N2) პრეტენდენტის მიერ უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
2.9.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
2.9.8 გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და თანდართული დოკუმენტაცია) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმება სავალდებულო არ არის.
2.9.9 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
2.9.10. აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება ამ კონკრეტული ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადებით და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
2.9.11. ვინაიდან პრეტენდენტებისათვის სატენდერო წინადადების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში-ლარში, ხელშეკრულება გაფორმდება ლარში. შესაბამისად ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში-ლარში. უცხოური ბანკებიდან საბანკო გარანტიების წარმოდგენის შემთხვევაში მათთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიების საფუძველზე საქართველოში აკრედიტირებული საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული „კონტრ გარანტიები“ (ლარში) ან უცხოური ბანკებიდან წარმოდგენილი საბანკო გარანტიების (ლარში) ვალიდურობა დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები. ზემოაღნიშნული დოკუმენტები არ ექვემდებარება დაზუსტებას, მისი არწარმოდგენა ან/და არასრულად წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ა) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ;
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომლითაც დადგინდება, რომ იურიუდიული პირის ქონებაზე არ ფიქსირდება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა ან/და აკრძალვა.

5.1.3 for an individual entrepreneur

ა) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არ არსებობის შესახებ;
ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
გ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არ არსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

ა) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის ქონებაზე (მასზე რეგისტრირებული ქონების არსებობის შემთხვევაში) საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არ არსებობისშესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.

5.1.5 for a partnership

ა) ტენდერში მონაწილე ამხანაგობამ უნდა წარმოადგინოს ცნობა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო, ამხანაგობაში მონაწილე თითოეული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2, 5.1.3 და 5.1.4 პუნქტების შესაბამისი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

5.1.6 for a non-resident

ა) არარეზიდენტმა პირებმა (როგორც იურიდიულმა, ისე ფიზიკურმა პირებმა და ინდივიდუალურმა მეწარმეებმა) უნდა წარმოადგინონ 5.1.2, 5.1.3 და 5.1.4 პუნქტებში მითითებული თავიანთი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები ლეგალიზებული (აპოსტილით დამოწმებული) ფორმით, რომლებსაც თან უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

ა) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, რომელიც იყენებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათაო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, და სხვა), ის ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე, სათაო კომპანიის 5.1.2 და 5.1.3 პუნქტში მითითებული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები (იურიდიული ფორმის შესაბამისად);
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა დაერთოს ქართულ ენაზე შესრულებული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე.
- ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას.
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ან სსიპ "საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური"-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიებიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიაში მითითებული უნდა იყოს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
- მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ, ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველმა მიმწოდებელს უნდა დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია.

ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვეო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება მოხდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საექსპერტო დასკვნის შემსყიდველისათვის წარმოდგენის შემდეგ.
- შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებელზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

- შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება მოხდება შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლელა კუნჭულია, 577261515, adjaraheritage@gmail.com

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru