1. ბილიარდი- მინ. 8 მაგიდის იჯარა სრული აღჭურვილობით. ჩემპიონატის
განხორციელება სტანდარტის შესაბამისად. ჩემპიონატის ხანგრძლივობა 1
დღე. ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებული მონაწილისთვის 5 საათი
სათამაშო დროის ვაუჩერი საჩუქრად. 50 კაცი 2 ჯერ.
2. ბოულინგი- მინ. 8 ბილიკი სრული აღჭურვილობით. ჩემპიონატის
განხორციელება სტანდარტის შესაბამისად. ღონისძიების ფარგლებში
გამარჯვებული გუნდისთვის 5 საათი სათამაშო დროის ვაუჩერი საჩუქრად. 80
კაცი 2 ჯერ.
3. კარტინგი -მინ.1 ტრასა, 5 მანქანა სრული აღჭურვილობით. ღონისძიების
ფარგლებში გამარჯვებული 3 მონაწილისთვის 1 საათის ვაუჩერი საჩუქრად. 100
კაცი 2 ჯერ.
4. ჯომარდობა- ჯამში 200 ადამიანი- 1 ან 2 ღონისძიება (ერთ ჯერზე მინიმუმ 50
ადამიანის მომხახურება). მინ. 8 ნავი 6-8 კაციანი სრული
აღჭურვილობით.საჯომარდო ტურნირის ორგანიზება. მსაჯების,
ინსტრუქტორების მომსახურება, დაშვება. ნავების ტრანსპორტირება,
მონაწილეთა ტრანსპორტირება, გასართობი საღამოს მოწყობა. საბანაკე
ტერიტორიის იჯარა, კვების ორგანიზება.
1 ჯერზე მინიმუმ 50 ადამიანის მომსახურების შესაძლებლობა. ნავი მინიმუმ 6-8
ადამიანზე გათვლილი; ღონისძიების ფარგლებში მონაწილეთათვის 2 ჯერადი
კვებით(მენიუ უნდა შეიცავდეს არანაკლებ 2 სახის ცომეულს, 2 სახის სალათს, 3
სახის ძეხვეულს, 2 სახის გამაგრილებელ არაალკოჰოლურ სასმელს, ხილს.
კვების მენიუყ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან) და კვებისთვის
განკუთვნილი ტერიტორიით; შიდა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა
ფინიშიდან სტარტის ლოკაციამდე სტუდენტების და ინვენტარის
გადაადგილება; აგრეთვე ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა თბილისიდან
ღონისძიების ლოკაციამდე; საღამოს სპორტული ღონისძიების(შაში,
ფრენბურთი და სხვა) განხორციელების ადგილზე გასართობი საღამოს
უზრუნველყოფა მონაწილეთათვის. ღონისძიების ტერიტორიაზე მუსიკალური
გაფორმება(გახმოვანების და განათების აპარატურის უზრუნველყოფა) და
ტურნირის შესვენების დროს სპორტული ღონისძიებების მოწყობა. ლოკაციაზე
უწყვეტი ელექტრო ენერგიით, წყლითა და სველი წერტილებით შესაძლებლობა.
უსაფრთხოების ნორმების დაცვა. 50 კაცი 2 ჯერ.
5. კიბერსპორტის ჩემპიონატი.
ფიფა-მინ.7 playstation თითო 2 ჯოესტიკით. ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებული
მონაწილისთვის 5 საათი სათამაშო დროის ვაუჩერი საჩუქრად. 30 კაცი 2 ჯერ.
6. სტრიტბოლის (ქუჩის კალათბურთი) ჩემპიონატის ჩატარება სამედიცინო
უნივერსიტეტში - მოედნის სტანდარტული ზომა (15/14-ზე+-20 სმ) სპეციალური რბილი
საფარით; კალათბურთის ფარი სტანდარტული ზომის, აგრეთვე ჩემპიონატის
განხორციელების დროს მუსიკალური გახმოვანების უზრუნველყოფა
სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში (მუსიკალური გაფორმება უნდა ფარავდეს
უნივრსიტეტის ეზოს სრულ ტერიტორიას). ჩემპიონატის ფარგლებში
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ჩემპიონატის ჩატარების ფარგლებში
შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა, ქუჩის კალათბურთის ფარის,
შესაბამისი მოედნის, მოედნის რბილი საფარის უზრუნველყოფა. აგრეთვე
მოთამაშეების სათამაშო „ნაკიტკებით“ უზრუნველყოფა და მსაჯის
მომსახურება. ღონისძიება უნდა განხორციელდეს სამედიცინო
უნივერსიტეტის ეზოში.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საჭირო
ინვენტარის და აღჭურვილობის ტრანსპორტირება.ჩემპიონატის
ხანგრძლივობა 1 დღე.
ჯამში 12 გუნდი-დეტალები შეთანხმდეს შემსყიდველთან. 1 ჯერ.
7. ქუჩის ფეხბურთი- მოედნის სტანდარტული ზომა სპეციალური რბილი საფარით;
ჯებირებით შემოსაზღვრა ან სპეციალური მოედნის მოწყობა. ორი
სტანდარტული ზომის კარი(3/2 +-20 სმ). აგრეთვე ჩემპიონატის განხორციელების
დროს მუსიკალური გახმოვანების უზრუნველყოფა სამედიცინო
უნივერსიტეტის ეზოში (მუსიკალური გაფორმება უნდა ფარავდეს
უნივრსიტეტის ეზოს სრულ ტერიტორიას). ჩემპიონატის ფარგლებში
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ჩემპიონატის ჩატარების ფარგლებში
შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა, ორი სტანდარტული ზომის კარის,
აგრეთვე მოთამაშეების სათამაშო „ნაკიტკებით“ უზრუნველყოფა და მსაჯის
მომსახურება.
ჩემპიონატის ხანგრძლივობა 1 დღე. ღონისძიება უნდა განხორციელდეს
სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში. 12 გუნდი-დეტალები შეთანხმდეს
შემსყიდველთან. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საჭირო ინვენტარის და
აღჭურვილობის ტრანსპორტირება. 1 ჯერ.
8. ფეინთბოლი-ღონისძიების ორგანიზება შესაბამისი აღჭურვილობით;
ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ეკიპირების და იარაღით
აღჭურვა; ჩემპიონატი გუნდური ან ინდივიდუალური დავალებებით; თითო
მოთამაშეს შეჯიბრის განმავლობაში უნდა ჰქონდეს მინიმუმ 100 ტყვია;
ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების
დაცვა, შეჯიბრის ჩატარება და გამარჯვებულტა დაჯილდოება ერთჯერდი
ვაუჩერით; 50 კაცი 2 ჯერ.
9. კორტები-დახურული კორტი; მინიმუმ 2 კორტი გრუნტის საფარით, 8 ჩოგანი, 20
ბურთი. 30 კაცი 1 ჯერ.
10. პადელი- საერთაშორისო სტანდარტის დახურული ან ღია კორტი(მოთხოვნის
შესაბამისად); მინიმუმ 3 კორტი 30 კაცი 1 ჯერ.
11. თხილამურებით სრიალის ჩემპიონატი- სტანდარტული ბილიკი; ჩემპიონატი,
რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალებს,
აგრეთვე დამწყებ მოთხილამურეებს; საშუალო დონის ბილიკი; 30 კაცი 2 ჯერ.
12. ფერების ფესტივალი- ფერების ფესტივალის ორგანიზება; ფესტივალზე
წარმოდგენილი უნდა იყოს წამყვანი, მუსიკალური ბენდისთვის საჭირო
აღჭურვილობა, მუსიკალური ბენდი; ღონისძიება უზრუნველყოფილი უნდა იყოს
ფერადი ფხვნილებით არა ნაკლებ 10-12 ფერი(აუცილებლად უნდა იყოს
წარმოდგენილი შემდეგი ფერები: წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, იისფერი,
ნარინჯისფერი). წარმოდგენილი ფერადი ფხვნილი უნდა იყოს ჰიპოალერგიული,
არ უნდა შეიცავდეს ჯანმრთელობი სთვის საზიანო დანამატებს (მაგ.ტყვიას).
ფერადი ფხვნილი უნდა იყოს რეცხვადი (მატერიას უნდა შორდებოდეს
მარტივად წყლის მეშვეობით); წარმოდგენილი უნდა იყოს 100 გრამიანი
შეფუთვის პაკეტებით. თითო ღონისძიებისთვის 1000 ცალი; ფესტივალი უნდა
განხორციელდეს წლის განმავლობაში 2 ჯერ. 1000 ცალი 2 ჯერ.
13. ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? -კომპანიამ უნდა უზრუნველყოს
ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? განხორციელება 3 ტურად. თითოეულ
ტურში უნდა იყოს 50-60 გუნდის მონაწილეობის შესაძლებლობა. თითო ტური უნდა
შედგებოდეს 25-28 კითხვისაგან.
გუნდები თამაშობენ 25-28 ჯამში 75-84 შეკითხვაზე, ყველა კითხვა არის ერთ
ქულიანი და გამარჯვებული ვლინდება საუკეთესო შედეგების მიხედვით.
თითოეულ ტურში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 5 სარეზერვო
კითხვის მობილიზება. თითოეული ტური უნდა შედგებოდეს სანახაობრივი
შეკითხვისგან (შავი ყუთი, ვიზუალიზაცია); კომპანია ვალდებულია
საორგანიზაციო ჯგუფთან შეათანხმოს ღონისძიების დეტალები, დრო,
განხორციელების ადგილი, უზრუნველყოს ვიზუალიზაცია, ტექნიკური აღჭურვა.
უზრუნველყოს თამაშის წაყვანა, გამოცხადეს თამაშის დღეს და იყოს
სააპელაციო ჟიურიში, მოისმინოს გუნდების პასუხები და დააკმაყოფილოს
მათი მოთხოვნა - პასუხების ჩათვლა/არ ჩათვლაზე. კომპანიამ უნდა აიღოს
პასუხისმგებლობა ღონისძიების განხორციელების პროცესში დასმული ყველა
კითხვის უნიკალურობასთან დაკავშირებით. კომპანიის მიერ წარმოდგენილი
კითხვების 20-25% უნდა იყოს სამედიცინო თემატიკის.
60 გუნდი 2 ჯერ.
14. ბენდის კონცერტი- კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სტუდენტებისთვის
ცნობილი და პოპულარული ბენდების კონცერტის გამართვა. სტუდენტთა
გამოკითხვის საფუძველზე დამკვეთი კომპანიას მიაწოდებს 3 ბენდის
შესაძლებლობას, საიდანაც უნდა იქნეს არჩეული ერთ-ერთი, დამკვეთთან
შეთანხმებით. 4 ჯერ.
15. მინი გოლფი-მინიმუმ 5 მობილური ბილიკი ხელოვნური ბალახის საფარით
(ზომები 4X2 მეტრი +- 20 სმ). „პოთერების“(გოლფის ჯოხების) მოწოდება
ღონისძიების ჩასატარებლად, „სქორ ქარდები“, სადაც იწერება ქულები
თამაშის მიმდინარეობის პროცესში და ბურთები. კვალიფიციური პერსონალის
მომსახურება, რომლებიც აუხსნიან მოთამაშეებს თამაშის წესებს,
ჩაატარებენ ტრეინინგს, დააკომპლექტებენ მოთამაშეების ჯგუფებს და
უმსაჯებენ ტურნირს. 50 კაცი 1 ჯერ.
16. ცურვის ტურნირი-ღონისძიება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო
სტანდის მიხედვით. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მსაჯების მობილიზება.
აუზის მინიმალური ზომა უნდა იყოს 25 მეტრი. თითო ჩემპიონატი ჩატარდება
ვაჟებსა და გოგონებს შორის. თითოეულ ღონისძიებაზე გამოვლინდება
გამარჯვებული ვაჟებში და გოგონებში. 20 კაცი 1-ჯერ.
17. სასტენდო სროლა- ღონისძიება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო
სტანდარტით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. (ლოკაცია
დამკვეთთან შეთანხმებით) 20 კაცი 1 ჯერ.
18. სავარჯიშო ვაუჩერები სპორტსმენებისთვის, რომლებიც მონაწილეობას
მიიღებენ საუნივერსიტეტო ჩემპიონატებში(ვაუჩერები უნდა იყოს იმ
დაწესებულებებში, სადაც ტარდება კონკრეტული ღონისძიება): კარტინგი(6
სტუდენტი)- 30 საათი; სასტენდო სროლა(2 სტუდენტი)- 10 საათი; კლდეზე ცოცვა(2
სტუდენტი)- 5 საათი; ცურვა(2 სტუდენტი)-5 საათი; ბოულინგი(6 სტუდენტი)-10 საათი;
ბილიარდი(4 სტუდენტი)-6 საათი; პადელი(4 სტუდენტი)-5 საათი; ფიფა(4 სტუდენტი)-5
საათი; ფეინთბოლი(6 სტუდენტი)-3 საათი; თითოეული ვაუჩერის გაცემა უნდა
მოხდეს მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად;