1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების დასახელება:
ბათუმის ბულვარში, 2026 წლის განმავლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ
სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო
შესყიდვა.
1.2.2 ზოგადი ნაწილი:
1.2.2.1 მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა
შესაბამისად ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება მოიცავს
სამუშაოების ხარისხის სისტემატიური კონტროლის განხორციელებას.
1.2.2.2 ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება სამუშაოების, გამოყენებული
მასალების, მოწყობილობებისა და დანადგარების მოქმედი ტექნიკური
რეგლამენტების მოთხოვნებთან და საპროექტო-ტექნიკურ პირობებთან,
აგრეთვე, სამშენებლო კომპანიასთან შემსყიდველის მიერ გაფორმებული
სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
1.2.2.3. ტექნიკურმა ზედამხედველმა უნდა განახორციელოს საშემსრულებლო
ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებაზე კონტროლი მოქმედი
ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
1.2.3. ტექნიკური ზედამხედველი ვალდებულია:
1.2.3.1 კონკრეტული პროექტის დაწყებამდე, უზრუნველყოს შესაბამისი
კვალიფიკაციისა და რაოდენობის სპეციალისტების შეთანხმება
შემსყიდველთან, რომლებიც განახორციელებენ კონკრეტული პროექტის
ზედამხედველობას.
1.2.3.2 განახორციელოს ტექნიკური ზედამხედველობა სამშენებლო სამუშაოების
წარმოებასა და მათ ხარისხიანად შესრულებაზე, საპროექტო
დოკუმენტაციისა და მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე;
1.2.3.3 თავისი საქმიანობა აწარმოოს ტექნიკური ზედამხედველობის შესახებ
ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად;
1.2.3.4 შეამოწმოს სამუშაოს წარმოებისას გამოსაყენებელი მასალების,
დეტალების, კონსტრუქციების, მოწყობილობების პასპორტების
(სერთიფიკატების), ლაბორატორიული ანალიზების, გამოცდების არსებობა,
მათი შესაბამისობა პროექტით მოთხოვნილ პარამეტრებთან (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) და წარუდგინოს შემსყიდველს;
1.2.3.5 საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს სამშენებლო კომპანიისაგან
სამშენებლო მასალების დამატებითი ლაბორატორიული გამოცდების
განხორციელება;
1.2.3.6 არ დაუშვას სამშენებლო ობიექტზე დაბალხარისხიანი სამშენებლო
მასალების, დეტალებისა და კონსტრუქციების შემოზიდვა, რომლებიც ვერ
პასუხობენ პროექტით გათვალისწინებულ სტანდარტებს და ტექნიკურ
პირობებს; კონტროლი გაუწიოს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების
შესაბამისად საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებას და
მიიღოს მონაწილეობა მათ შედგენაში;
1.2.3.7 საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი დეფექტების
აღმოფხვრისათვის საკითხის დროულად დაყენება და შესრულებაზე
კონტროლი;
1.2.3.8 კონტროლი გაუწიოს სამუშაო პროცესში წარმოქნილი ცვლილებების მუშა
ნახაზებში დროულად შეტანას და გადახრები შეუთანხმოს შემსყიდველს;
1.2.3.9 არ დაუშვას სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს
დაცვისა და სამშენებლო მოედნის, სამუშაო გარემოს უსაფრთხოების
ნორმების მოთხოვნების დარღვევა;
1.2.3.10 უზრუნველყოს ყველა იმ მოთხოვნებისა და რეკომენდაციების დროულად
შესრულება, რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში იქნება
შემუშავებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველთან შეთანხმების
საფუძველზე შეაჩეროს მიმდინარე სამუშაოები;
1.2.3.11 პერიოდულად, სამუშაოების შესაბამისი ეტაპის (სახეობის)
წარდგენამდე, შეამოწმოს შესრულებული ცალკეული სამუშაოების
შესაბამისობა დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან, ხელი
მოაწეროს მათი შესრულების აქტებს;
1.2.3.12 შემსყიდველ ორგანიზაციაზე წარდგენამდე მოახდინოს ფარული
სამუშაოების აქტების, ფორმა #-2-ებისა და მიღება-ჩაბარების აქტების
შემოწმება და შესაბამისობის დადგენა ფაქტიურად შესრულებული
სამუშაოებსა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, აგრეთვე ხელმოწერით
დაადასტუროს აღნიშნული დოკუმენტაცია;
1.2.3.13 არ დაუშვას სამუშაოების შეფერხება ან უხარისხოდ შესრულება, ან/და
მათი საპროექტო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა, ან/და სამშენებლო
ნორმებისა და წესების დარღვევა, ან/და ობიექტზე სამუშაოების წარმოების
დროს წარმოქნილი კონსტრუქციების ხარვეზები;
1.2.3.14 შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას
ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებული
ნებისმიერი ინფორმაცია.
1.2.3.15 საჭიროების შემთხვევაში პროექტსა და ხელშეკრულებაში ცვლილების
შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ მიმწოდებლის
მიერ შემსყიდველზე წარსადგენი წინადადებების შესწავლა/დამოწმება
შესაბამისი ცვლილების განხორცილების მიზნით;
1.2.3.16 სამუშაოების შესრულების სახელშეკრულებო ვადებთან და
გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლი;
1.2.3.17 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსყიდველისათვის პროექტის
შესრულების შესახებ საერთო ანგარიშის (დასურათებული, ელექტრონული და
ბეჭდური ფორმით).
1.2.4 ტექნიკური ზედამხედველის პასუხისმგებლობა
1.2.4.1 ტექნიკური ზედამხედველი პასუხისმგებელია თავის მოვალეობათა
ობიექტურ და კვალიფიციურ შესრულებაზე. ამასთან, უხარისხოდ შესრულებული
და შეუსრულებელი სამუშაოების მიღების, აგრეთვე, საშემსრულებლო
ტექნიკური დოკუმენტაციის არაკვალიფიციურად წარმოების შემთხვევაში
ტექნიკური ზედამხედველი პასუხს აგებს მოქმედი
კანონმდებლობისშესაბამისად.
1.2.4.2. ტექნიკური ზედამხედველი პასუხისმგებელია დამკვეთისათვის
წარდგენილ ტექნიკურ ანგარიშებში (რაპორტებში), აგრეთვე,
სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესრულების შუალედურ ან/და საბოლოო
აქტებში (მათ შორის ფორმა #2, მიღება-ჩაბარებისა და ფარული სამუშაოების
აქტები) მითითებულ მონაცემების სისწორეზე;
1.2.5 ტექნიკური ზედამხედველის მომსახურების რეჟიმი:
1.2.5.1 სამუშაოების ხარისხის სისტემატიური კონტროლის მიზნით სამუშაოთა
ტექნიკური ზედამხედველობა განხორციელებული უნდა იქნას ყოველდღიურ
რეჟიმში.
1.2.5.2 დანართის სახით წარმოდგენილია საორიენტაციო ინფრასტრუქტურული
პროექტების ნუსხა სავარაუდო ღირებულებით, რომელშიც შესაძლებელია
კორექტირების შეტანა ან ჩანაცვლება. ხელშეკრულების გაფორმების
შემდგომ თითოეული საზედამხედველო ობიექტის შესახებ ინფორმაციას
დამკვეთი შემსრულებელს მიაწვდის წერილობითი სახით.
1.2.6 სხვა პირობები:
1.2.6.1 თუ მომსახურების გაწევის პერიოდში ამოიწურება სატენდერო პირობებით
მოთხოვნილი სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო -
აკრედიტაციის ცენტრის“ აკრედიტაციის მოქმედების ვადა ან შეწყდება
აკრედიტაციის მოქმედება მთლიანად ან ნაწილობრივ რომელიმე სფეროში -
ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა -
ინსპექტირება შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და
მიმწოდებლის წინააღმდეგ გამოიყენოს, ხელშეკრულებითა და
კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის დანართი N2 წარმოდგენა
დასაშვებია Excel-ის ფორმატის ფაილის სახით სატენდერო დოკუმენტაციაში
მოცემული დანართი N2–ის მიხედვით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას
ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ
შტამპს). ფასების ცხრილის დანართი N2-ის წარმოუდგენლობა, განუფასებლად
წარმოდგენა ან თუ წარდგენილ ფასების ცხრილის დანართი N2 განუფასებელი
პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს,
აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.