Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различное транспортное оборудование и запасные части для замены (Грузия - Тендер #71052994)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Non-profit "The Service Agency of the Ministry of Internal Affairs of Georgia"
Номер конкурса: 71052994
Дата публикации: 02-03-2026
Сумма контракта: 13 686 731


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004148
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.03.2026 17:16
Начало приема предложения 29.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 03.04.2026 15:00
Предполагаемая цена закупки 13`686`731.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34900000-Различное транспортное оборудование и запасные части для замены
Коды классификатора
  • 34992000 - Сигнальные панно и панно световой сигнализации
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სახელმწიფო სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტების და თერმოტრანსფერის ფირის შესყიდვა
Procurement of the aluminum plates for State registration plates and the thermal transfer tape
Tender type: Electronic Tender without Reverse Auction (NAT)
Procuring entities LEPL Service Agency of Ministry of Internal Affairs of Georgia
Tender announcement date 02.03.2026
Bids accepted from 29.03.2026 00:00
Deadline for bid submission 03.04.2026 15:00
Source of funding the Budget of 2026-2028
Estimated value of procurement 13 686 731 GEL
Bid must be submitted Including VAT
Classifier (CPV) code and specific procurement object
34992000 - Signs and illuminated signs
Bid reduction step 54`747.00 GEL
Guarantee amount 136`867 GEL
Guarantee validity period 160 Day
Количество и объём закупок 2500000 ცალი
Шаг снижения цены 54`747.00 GEL
Размер гарантии 136`867 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: antoni glavatski :: 08.11.2025 14:55
  • Последнее исправление: antoni glavatski :: 02.03.2026 17:27
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654453&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სახელმწიფო სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტების (შემდგომში - „ფირფიტა/ფირფიტები“, სატენდერო დოკუმენტაციის დანართის - ტექნიკური დოკუმენტაციის განსაზღვრული პირობების ერთობლიობით შექმნილი პროდუქტი/ფირფიტა) და თერმოტრანსფერის ფირის შესყიდვა.

შენიშვნა/note:
ქართულ და ინგლისურ ენაზე ნათარგმნ სატენდერო დოკუმენტაციებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე. შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა იხელმძღვანელოს ქართულ ენაზე განთავსებული სატენდერო დოკუმენტაციით.
In case of a dispute regarding the tender documentation in a Georgian language and translate English language version, the priority is the tender documentation in Georgian. accordingly, pretendent should be guided by the tender documentation in Georgian language.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სახელმწიფო სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტები 2 500 000 ცალი. (სავარაუდო რაოდენობებია ფირფიტების სახეობების მიხედვით: სატენდერო დოკუმენტაციის დანართის - ტექნიკური დოკუმენტაციის 2.3.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ფირფიტების - 2 430 000 ცალი; 2.3.1.2. პუნქტით გათვალისწინებული ფირფიტების - 65 000 ცალი; 2.3.1.3; 2.3.1.4 და 2.3.1.5 პუნქტებით გათვალისწინებული ფირფიტები ჯამურად - 5 000 ცალი)

1.2.2 თერმოტრანსფერის ფირი (შავი ფერის) - 1600 ცალი;

შენიშვნა:
სახელმწიფო სანომრე ნიშანის ფირფიტების ზომების (ტექნიკურ დოკუმენტაციაში ასახული) დასაშვები ცდომილებაა +/- 0.5 მმ. მათ შორის, ნიშანზე დატანილი GE აღნიშვნის, საქართველოს დროშის და ბარკოდის ზომების დასაშვები ცდომილებაა +/- 0.5 მმ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სახელმწიფო სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტების მიწოდების გრაფიკი და ვადა:

1.4.1.1. პირველი პარტიის - 300 000 ცალის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში;
1.4.1.2. მე-2 პარტიის - 400 000 ცალის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) თვის განმავლობაში;
1.4.1.3. მე-3 პარტიის - 400 000 ცალის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 (თერთმეტი) თვის განმავლობაში;
1.4.1.4. მე-4 პარტიის - 400 000 ცალის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) თვის განმავლობაში;
1.4.1.5. მე-5 პარტიის - 400 000 ცალის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 19 (ცხრამეტი) თვის განმავლობაში;
1.4.1.6. მე-6 პარტიის - 300 000 ცალის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 23 (ოცდასამი) თვის განმავლობაში;
1.4.1.7. მე-7 პარტიის - 300 000 ცალის მიწოდება - ხელშეკრულების გაფორმებიდან 27 (ოცდაშვიდი) თვის განმავლობაში.

1.4.2. საქონლის ყოველი პარტიის მიწოდებამდე, მიმწოდებელი ვალდებულია შეათანხმოს შემსყიდველთან ყოველ კონკრეტული პარტიით მისაწოდებელი რაოდენობის ფარგლებში, ფირფიტების სახეობები და რაოდენობა, აგრეთვე თერმოტრანსფერის ფირის რაოდენობა. შეთანხმება და შემდგომი მოთხოვნა/შეტყობინება უნდა განხორციელდეს ელ-ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით, ან ოფიციალური წერილით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქ. 8 (სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო) DDP - INCOTERMS-2020 პირობებით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მოწოდებულ ფირფიტებზე უნდა ვრცელდებოდეს მიწოდებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი საგარანტიო ვადა, ხოლო თერმოტრანსფერის ფირზე მიწოდებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლიანი საგარანტიო ვადა.

1.7.1.2 შემსყიდველი უფლებამოსილია ჩაატაროს ხარისხის კონტროლი (და/ან გამოსცადონ საქონელი) და თუ აღმოჩნდება წუნდებული საქონელი, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი შეტყობინებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში გამოასწოროს წუნი, ან თუ წუნის გამოსწორება შეუძლებელია და შემსყიდველს უკვე გადახდილი აქვს საქონლის ღირებულება დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული საქონლის ღირებულება.

1.7.1.3. შემსყიდველი უფლებამოსილია განაცხადოს უარი, უხარისხო (წუნდებული), საქონლის ნაწილის ან მთლიანი მოცულობის მიღებაზე. აგრეთვე, შემსყიდველი უფლებამოსილია განაცხადოს უარი, საქონლის ნაწილის ან მთლიანი მოცულობის მიღებაზე, თუ შემსყიდველის მიერ ჩატარებული ტესტირების შედეგები შეუსაბამო იქნება სატენდერო დოკუმენტაციის დანართით (ტექნიკური სპეციფიკაციით) განსაზღვრულ პირობებთან და მოითხოვოს უკვე მიღებული საქონლის ჩანაცვლება ახალი საქონლით (გახარჯულის უკან დაუბრუნებლად) მოთხოვნიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში და ასევე მოსთხოვოს მიმწოდებელს ზიანის ანაზღაურება.

1.7.1.4. თუ 1.7.1.2 და 1.7.1.3 პუნქტებით გათვალისწინებული წუნის გამოსწორების ვადა სცილდება ხელშეკრულების მოქმედების ვადას, მიმწოდებლის მიერ მაინც უნდა მოხდეს წუნის გამოსწორება, ხოლო წუნის გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ პერიოდში, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ ვადაში, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში უნდა მოხდეს ფირფიტებისა და თერმოტრანსფერის ფირის მწარმოებელის/ბრენდის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მითითება.

2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის (ალუმინის სახელმწიფო სანომრე ფირფიტა/ნიშნები), მისი ან შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებლის მიერ 2023 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, არანაკლებ 1 (ერთი) ქვეყნისათვის მიწოდებული, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ცალი ალუმინის სახელმწიფო სანომრე ფირფიტების/ნიშნების შესახებ ინფორმაცია.

2.2.1.2. გამოცდილების დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი საქონლის მიწოდების ფაქტ(ებ)ს.

2.9 other additional requirements

2.9.1 სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე, არარეზიდენტი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
2.9.2 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.
2.9.3 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საერთო და ერთეულის ფასი უნდა მოიცავდეს, როგორც საქონლის ღირებულებას, ასევე მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს (მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯებს), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს (მიწოდების ადგილის შესაბამისად).
2.9.4 მხოლოდ არარეზიდენტი მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაკონვერტირდება მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ვალუტაში (აშშ დოლარი ან ევრო), ელექტრონული ვაჭრობის გამართვის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
2.9.5 მისაწოდებელი საქონელი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2.9.6 შემსყიდველმა შესაძლებელია მოითხოვოს მისაწოდებელი ფირფიტის დიზაინის და დამცავი ელემენტების ცვლილება ხელშეკრულების გაფორმების ან/და ხელშეკრულების მიმდინარეობის დროს, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ ფირფიტების გარკვეულ რაოდენობაზე, მიმწოდებლის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე.
2.9.7 იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მხრიდან ეჭვქვეშ დადგება მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო დოკუმანტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან, შემსყიდველი უფლებამოსილია საქონლის მიწოდების ნებისმიერ ეტაპზე, აგრეთვე მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ჩაატაროს მიწოდებულ საქონელზე საექსპერტო ან/და ლაბორატორიული შემოწმება საქონლის ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
2.9.8 მიმწოდებლისთვის შეტყობინების გაგზავნა მოხდება ელექტრონული ფოსტის ან ოფიციალური წერილის საშუალებით.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტის ნიმუშებთან ერთად სატენდერო დოკუმენტაციის დანართის - ტექნიკური დოკუმენტაციის (შემდგომში - სატენდერო დოკუმენტაციის დანართი) 2.3.1.1 და 2.3.1.2 პუნქტებით გათვალისწინებულ ფირფიტებზე სატენდერო დოკუმენტაციის დანართის 2.3.2. პუნქტის ცხრილით (ფირფიტის შენადნობის მახასიათებლები და მექანიკური მახასიათებლები) და ასევე სატენდერო დოკუმენტაციის დანართის 2.3.3 პუნქტით განსაზღვრული შუქამრეკლი ფირის ფოტომეტრული და ფერომეტრული მახასიათებლების ISO 7591-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ტესტირების შედეგები/ექსპერტიზის დასკვნები (ტესტირება გავლილ ნიმუშებთან ერთად), რომელიც ჩატარებული იქნება:
(1) შესაბამის სფეროში ევროპული EN ISO/IEC 17025 სტანდარტებით სერტიფიცირებული დამოუკიდებელი პირის/ლაბორატორიის მიერ (წარმოდგენილი უნდა იქნას ლაბორატორიის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები). დასკვნა მომზადებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ პერიოდში; ან
(2) „სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ (სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში არ მოითხოვება აკრედიტაციის წარმოდგენა). დასკვნა მომზადებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ პერიოდში.

3.1.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული თერმოტრანსფერის ფირის ნიმუშთან ერთად სატენდერო დოკუმენტაციის დანართის 2.3.7. პუნქტის ცხრილით (თერმოტრანსფერის ფირის ტექნიკური მახასიათებლები) განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ტესტირების შედეგები/ექსპერტიზის დასკვნები (ტესტირება გავლილ ნიმუშთან ერთად), რომელიც ჩატარებული იქნება:
(1) შესაბამის სფეროში ევროპული EN ISO/IEC 17025 სტანდარტებით სერტიფიცირებული დამოუკიდებელი პირის/ლაბორატორიის მიერ (წარმოდგენილი უნდა იქნას ლაბორატორიის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები). დასკვნა მომზადებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ პერიოდში; ან
(2) „სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ (სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში არ მოითხოვება აკრედიტაციის წარმოდგენა). დასკვნა მომზადებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ პერიოდში.

3.1.1.3. ექსპერტიზის დასკვნის დედანი, ექსპერტიზაგავლილ ნიმუშებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ნიმუშები დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ნიმუშის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული ნიმუშის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.

3.1.1.4 პრეტენდენტი ვალდებულია, გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 3.1.1.1 - 3.1.1.3 პუნქტებით გათვალისწინებული, შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ფირფიტების და თერმოტრანსფერის ფირის ნიმუშებისა, შემსყიდველ ორგანიზაციაში დამატებით წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართის - ტექნიკური დოკუმენტაციის 2.3.1.1 და 2.3.1.2 პუნქტებით გათვალისწინებულ ფირფიტების 5-5 (ხუთი) ერთეული და სატენდერო დოკუმენტაციის დანართის - ტექნიკური დოკუმენტაციის 2.3.7 პუნქტით გათვალისწინებული 1 (ერთი) ერთეული შავი ფერის თერმოტრანსფერის ფირის ნიმუშები, რომლებზეც შემსყიდველის მიერ ჩატარდება ტესტირება (სანომრე ნიშნის ბეჭდვა) შესაბამისი დანადგარების გამოყენებით.

3.1.1.5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სახელმწიფო სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტის და თერმოტრანსფერის ფირის ნიმუშები/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.1.6. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ნიმუშები დაბრუნებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. რუსთავი, ალეექსანდრე ლობჟანიძის ქ. 8

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება 10 (ათი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს:
სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის/აუდიტორული კომპანიის (მათ შორის დასკვნის გაცემის დროს, მსოფლიო რეიტინგის პირველ 20 პოზიციაზე მყოფთაგან (https://big4accountingfirms.org/-ის მიხედვით) ერთ-ერთი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის, მაგ: Deloitte; PwC; Ernst & Young; KPMG; Grant Thornton; BDO; RSM Tenon; Smith & Williamson; Baker Tilly; Moore Stephens; Mazars; Haines Watts; Crowe Clark Whitehill; Saffery Champness; Begbies Traynor; UHY Hacker Young; Kingston Smith; Zolfo Cooper; MHA MacIntyre Hudson; Johnston Carmichael.) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი, მსოფლიო რეიტინგის პირველ 20 პოზიციაზე მყოფთაგან ერთ-ერთი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა აუცილებელი არ არის), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო "ფასების ცხრილში" (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

(1) ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ვალუტაში საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულებიდან (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან).

(2) უცხოური ბანკებიდან საბანკო გარანტიების წარმოდგენის შემთხვევაში მათთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიების საფუძველზე საქართველოში აკრედიტირებული საბანკო დაწესებულების ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული „კონტრ გარანტიები“ (მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ვალუტაში). საბანკო გარანტიები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

(3) საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, რაც გულისხმობს: გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროპორციულად.

(4) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში ან მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ვალუტაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის (სრულად მიწოდებული თითოეული პარტიის) მიხედვით. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს მიღებული საქონლის პარტიის ღირებულება თანმდევი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტი და არსებობის შემთხვევაში: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადების/ინვოისი და სხვ.) გამოწერიდან/წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანტონი გლავაცკი, 577579779, glavacki.a@sa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის (მათ შორის ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების ან/და ინფორმაციის) უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები (ნოტარიულად ან/და აპოსტილით დამოწმებული) ქართულ ენაზე.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. ამასთან, ქართულენოვან ტექსტში უცხოენოვანი სიტყვ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნული სიტყვ(ებ)ის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის თაობაზე.
10.1.4 პრეტენდენტის მიერ მექანიკური შეცდომის დაშვების შემთხვევაში, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ პირობით თუ აღნიშნული არ აღემატება სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა/პროექტი და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
10.1.6 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება.
10.1.7 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. მხოლოდ არარეზიდენტი მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაკონვერტირდება მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილ ვალუტაში (ევროში ან აშშ დოლარში), ელექტრონული ვაჭრობის გამართვის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით. შესაბამისა

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru