Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт, техническое обслуживание и сопутствующие услуги, связанные с воздушным, железнодорожным, автомобильным и морским транспортом (Грузия - Тендер #71052979)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA SUBORDINATED STATE ENTITY - EMERJENCY MANEGMENT SERVICE
Номер конкурса: 71052979
Дата публикации: 02-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260004163
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.03.2026 17:46
Начало приема предложения 10.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 13.03.2026 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 592`886.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 375`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50200000-Ремонт, техническое обслуживание и сопутствующие услуги, связанные с воздушным, железнодорожным, автомобильным и морским транспортом
Коды классификатора
  • 50200000 - Ремонт, техническое обслуживание и сопутствующие услуги, связанные с воздушным, железнодорожным, автомобильным и морским транспортом
  • 50240000 - Ремонт и техническое обслуживание, связанные с морским транспортом и другим оборудованием
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
წყლის სატრანსპორტო საშუალებების (კატარღები) სათადარიგო ნაწილების და სერვის მომსახურების მრავალწლიანი შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 3`750 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine janelidze :: 14.01.2026 17:08
  • Последнее исправление: ekaterine janelidze :: 02.03.2026 17:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=666511&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წყლის სატრანსპორტო საშუალებების (კატარღები) სათადარიგო ნაწილების და სერვის მომსახურების მრავალწლიანი შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან (ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო შეტყობინების გზით) არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ჩაატაროს დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, დეფექტური აქტის მომზადების თარიღი, მომსახურების გაწევის ვადა (სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტის შესაბამისად). დეფექტური აქტი ხელომწერილი უნდა იყო მიმწოდებლის მხრიდან დეფექტური აქტის სისწორეზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
2. ტექნიკური მომსახურებისას ელექტრო სისტემის (კომპიუტერის) დიაგნოსტიკა და შემოწმება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე.
3. დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი ნაწილებისა).
4. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ქონებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანი აღმოფხვრას საკუთარი სახსრებით.
5. მეორადი სათადარიგო ნაწილის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც, მეორადი სათადარიგო ნაწილის ფასი განსაზღვრული იქნება ურთიერთშეთანხმებით, საბააზრო ფასის გათვაალისწინებით და თუკი მეორად სათადარიგო ნაწილზე გავრცელდება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებით განსაზღვრული საგარანტიო ვადა;
6. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 (ორი) კალენდარულ დღის განმავლობაში, ხოლო საგანგებო სიტუაციების დროს, ხანძარი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ. 1 (ერთი) კალენდარულ დღის განმავლობაში, უნდა უზრუნველყოს მობილური ჯგუფის მეშვეობით მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე (მიმწოდებელმა აღნიშნულ ვადებში უნდა უზრუნველყოს დეფექტური აქტის შედგენა). იმ შემთხვევაში, თუ საველე პირობებში შეუძლებელია დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება, მიმწოდებელი ვალდებულია დეფექტური აქტის შედგენიდან 24 საათის განმავლობაში, შემსყიდველთან შეთანხმებით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება მიმწოდებლის უახლოეს სერვის ცენტრში, სადაც მოხდება მისი შემდგომი შეკეთება.

თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული საქონლის და გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბაზრო ფასის გათვალისწინებით და მიმწოდებელი ვალდებულია სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, მიაწოდოს შემსყიდველის მიერ მოძიებული ბაზარზე არსებული ყველაზე დაბალი ფასით.
პრეისკურანტში შესაბამისი საქონლის/მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.

- პირველადი სახარჯი მასალა (ზეთები, ფილტრები, ანტიფრიზი, ანთების სანთლები): არაუმეტეს 24 საათში;
- ელექტროობისათვის: მარტივი სირთულის 1, საშუალო სირთულის 2 , რთული არაუმეტეს 3 სამუშაო დღე;
- აგრეგატებისთვის: მარტივი სირთულის 1, საშუალო სირთულის 3, რთული არაუმეტეს 5 სამუშაო დღე;
- ხანგრძლივი მომსახურების ( ძრავა, გადაცემათა კოლოფი) გაწევის ვადა: მარტივი სირთულის 5, საშუალო სირთულის 8, რთული არაუმეტეს 10 სამუშაო დღე;
- სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 45 კალენდარული დღე. (აღნიშნულ დროს მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, წყლის სატრანსპორტო საშუალების სათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, დეფექტური აქტის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შეკვეთის თარიღი და შეკვეთის ჩამოსვლის დრო).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრში, ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი, ქ. ოზურგეთი, ქ. ფოთი, ქ. ქუთაისი, ქ. ამბროლაური, ქ. გორი, ქ. მცხეთა, ქ. რუსთავი.ხოლო საჭიროების შემთხვევაში მობილური ჯგუფის მიერ.

შესაკეთებელი სატრანსპორტო საშუალებების მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრში მიტანას და შემდგომ მათ უკან ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველმა.

1.7.1 requirement related to guarantee period

ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებაზე ახალ, შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 6 თვეს (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/მუშა საათი). (გარანტია არ ვრცელდება ცვეთად ნაწილებზე : ხუნდი, ზეთი, საბურავი და ა.შ). საგარანტიო პერიოდში მიმწოდებლის მხრიდან გარანტიით შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ტექნიკური ექპერტიზა, ხარისხის, ვარგისიანობის, დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენისათვის შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან ტექნიკურ ნაწილზე/ გაწეულ მომსახურებაზე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, ექსპერტიზის ვადად განისაზღვროს შემსყიდველის მიმართვიდან 15 სამუშაო დღე.
საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყოს შესრულებული სამუშაოს აქტის გაფორმებიდან, ხოლო წუნდებული საქონლის შეცვლა/შეკეთებისა და ხარვეზის აღმოფხვრისას განისაზღვროს 5 კალენდარული დღე.

საგარანტიო პერიოდში შესაკეთებელი სატრანსპორტო საშუალებების მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრში მიტანას და შემდგომ მათ უკან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის წყლის სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების და სერვის მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და აღნიშნული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

- იმ შემთხვევაში, თუ სერვის ცენტრი არ წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას, ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა აიტვირთოს სარგებლობაში (იჯარის) არსებობის დამადასტურებელი შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოქმედებდეს არანაკლებ 2027 წლის 30 აპრილისა.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყობე მეურნეობა, პირველადი სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების მარაგი: 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალებისთვის საკმარისი: ძრავის ზეთი, ზეთის ფილტრი, რედუქტორის ზეთი, ჰაერის ფილტრი, ანთების სანთლები, ანტიფრიზი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირვეოდეს) ინფორმაცია წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელთა მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2027 წლის 30 აპრილისა.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სერვის ცენტრი არ წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას, ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს სარგებლობის (იჯარის) შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც უნდა მოქმედებდეს არანაკლებ 2027 წლის 30 აპრილისა;

2.9 other additional requirements

2.9.1 იმ შემთხვევაში, თუ სერვის ცენტრი არ წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას, ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს სარგებლობის (იჯარის) შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც უნდა მოქმედებდეს არანაკლებ 2027 წლის 30 აპრილისა;

2.9.2 სატენდერო წინადადების ფასი:

ა) პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ბ) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
გ) ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
დ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.

2.9.3 პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასთან მიმართებაში გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

დამატებითი ტექნიკური სპეციფიკაცია.
2.9.4 ტენდერის გახსნის მომდევნო დღეს შემსყიდველი ორგანიზაცია სატელეფონო ან და ელ.ფოსტის მეშვეობით უკავშირდება პრეტენდენტს და ატყობინებს სერვის-ცენტრის დათვალიერების მიზნით ვიზიტის დროს.
პრეტენდენტის მიერ სერვის ცენტრის დათვარიელებაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.5 შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს რეგიონების მიხედვით იმ კომპეტენტურ პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი), რომლებიც დაესწრებიან სერვის ცენტის დათვალიერებას და აღნიშნულს დააფიქსირებენ დათვალიერების აქტზე ხელმოწერით.
პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა და დათვალიერების აქტზე ხელის მოწერაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.6 შემსყიდველი უფლებამოსილია ტენდერის გახსნის მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ განმეორებით დაათვალიეროს სერვის-ცენტრი შესაბამის უფლებამოსილ პირთან ერთად.
პრეტენდენტის მიერ სერვის ცენტრის დათვარიელებაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.7 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს არ აქვს შემოთავაზებული სერვის-ცენტრი წინადადების მიღების დროს, სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების ეტაპზე, დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, ერთიან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს რეგიონების მიხედვით იმ კომპეტენტურ პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი), რომლებიც დაესწრებიან სერვის ცენტის დათვალიერებას და აღნიშნულს დააფიქსირებენ დათვალიერების აქტზე ხელმოწერით.
პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა და დათვალიერების აქტზე ხელის მოწერაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.8 პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაცია სატელეფონო ან და ელ.ფოსტის მეშვეობით უკავშირდება პრეტენდენტს და ატყობინებს სერვის-ცენტრის დათვალიერების მიზნით ვიზიტის დროს.
პრეტენდენტის მიერ სერვის ცენტრის დათვარიელებაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.


2.9.9 შემსყიდველი უფლებამოსილია დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვის დროს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ განმეორებით დაათვალიეროს სერვის-ცენტრი შესაბამის უფლებამოსილ პირთან ერთად.

პრეტენდენტის მიერ სერვის ცენტრის დათვარიელებაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება შემსყიდველის მხრიდან ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
- ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ, ორი საბიუჯეტო წლის განმავლობაში:
- 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ანაზღაურებულ იქნება არაუმეტეს 300 000 ლარის ფარგლებში;
- 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ანაზღაურებულ იქნება არაუმეტეს 75 000 ლარის ფარგლებში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის საფინანსო სამმართველოში წარდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკატერინე ჯანელიძე, 595078112, ekaterinejanelidze99@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;
10.1.2 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
10.1.4 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები უნდა იყოს ვალიდური და ავთენტური. აღნიშნული დოკუმენტები უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. თუ დოკუმენტებზე ხელმოწერა შესრულებულია მინდობილი პირის მიერ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).
10.1.5 რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექ პასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
10.1.6 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
10.1.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
10.1.8 სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.9 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.10 სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება;
10.1.11 სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.1.12 ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 24-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ამავე ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტების ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეტენდენტ ამხანაგობას მიეცემა დიკსვალიფიკაცია. ამასთან, ამხანაგობის შემთხვევაში სამუშაოების წარმოების უფლება მიეცემა მასში შემავალ კომპანიას მის მიერ განხორციელებული გამო

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru