1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას.
1.2.3 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის-ის
ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის
განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად
წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ
დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და
მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის
საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი
სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და
სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა
სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული
ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 10 (ათი)
კალენდარული დღის ვადაში, წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს
სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს კალენდარული
გეგმა-გრაფიკის შეთანხმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის
ვადაში.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.8 შემსყიდველის წერილობითი დავალების საფუძველზე მიმწოდებელი
ვალდებულია 20 (ოცი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს ყველა მცენარის თითო
ნიმუში და მცენარეთა იდენტობის (მათ შორის პარამეტრების და
ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესახებ) დამადასტურებელი
დოკუმენტაცია, გაცემული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ, ან
შესაბამისი პროფილის მქონე დარგობრივი ორგანიზაციის (შპს, სსიპ, ა(ა)იპ)
ან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ. წარმოდგენილი ნიმუშები და
მათი იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სრულად უნდა
აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს. წარმოდგენილი მცენარის ნიმუშის
იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ები დამაგრებული უნდა იყოს
შესაბამის ნიმუშზე, დალუქული სახით.
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას
შემსყიდველს წარმოუდგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ, ან
დარგობრივი ორგანიზაციის (შპს, სსიპ, ა(ა)იპ) ან სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა მცენარეების
იდენტურობის (მათ შორის პარამეტრების და ფიტოსანიტარიული
მდგომარეობის შესახებ) თაობაზე. მიღება-ჩაბარების განხორციელებისას
მცენარეების 100% უნდა იყოს ჯანსაღი.
1.2.10 ნერგი მიწოდებულ უნდა იქნას კონტეინერით (ქოთნით) ან კომს შემოხვეული
უნდა ქონდეს ჯვალოს ნაჭერი და სპეციალური მავთულბადე, რომელიც მიწაში
იჟანგება და იშლება. ფესვთა სისტემა განვითარებული უნდა იყოს ისე, რომ
მცენარის ამოღებისას კომი არ იშლებოდეს. ნერგი უნდა იყოს
თავგადაუჭრელი (მცენარის წვერო არ უნდა იყოს გადაჭრილი). ნერგი
გამოზრდილი უნდა იყოს სანერგეში და ხეების შემთხვევაში მთავარი ღერო
უნდა იყოს სწორი ფორმის. წიწვოვანი მცენარის შემთხვევაში, ნერგი
დაფესვიანებული უნდა იყოს შესაბამისი ზომის კონტეინერში (ტენდერით
დადგენილი პარამეტრებით) კონტეინერში. მარადმწვანე ბუჩქების
შემთხვევაში, მცენარე დაფესვიანებული უნდა იყოს შესაბამისი ზომის
კონტეინერში (ტენდერით დადგენილი პარამეტრებით) კონტეინერში.
1.2.11 ნიმუშის წარმოდგენის ადგილი - დამკვეთის მიერ მითითებული ტერიტორია,
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში.
1.2.12 მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს
სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება შემსყიდველთან
შეთანხმებით.
1.2.13 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია ჩასატარებელი ჰორიზონტალური ბურღვის და
მიწისქვეშა სამუშაოს დაწყებამდე, საკუთარი ხარჯებით შეისწავლოს
მიწისქვეშა კომუნიკაციების მდებარეობა და შემდეგ განახორციელოს
აღნიშნული სამუშაო.
1.2.15 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს
ნიადაგის ნოყიერი ნაზავით ორმოს შევსება (ნიადაგის სუბსტრატის
პარამეტრები) (ქიმიური თვისებები) (დანართი N01).
1.2.16 მიწოდებული საქონელი და სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს
ხელშეკრულების დანართებით და ესკიზებით მოთხოვნილ პარამეტრებს.
მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა
შეტანილი ნოყიერი ნიადაგის ნაზავის სატენდერო დოკუმენტაციით (დანართი
N01-ის მიხედვით) გათვალისწინებულ პარამეტრებთან შესაბამისობის
შესახებ.
1.2.17 მიმწოდებელი ვალდებულია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე
შესაბამის ორგანიზაციას გადააბაროს ხელშეკრულების ფარგლებში
მოწყობილი სარწყავი სისტემა, შემდგომი მოვლა-პატრონობის მიზნით.
1.2.18 მიმწოდებელმა სამუშაოების დასრულებისას უნდა უზრუნველყოს წყლისა
და კანალიზაციის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების ხარჯები,
ვალდებულია სამუშაოების დასრულებისას საკუთარი ხარჯებით დაფაროს
ყველა არსებული დავალიანება და სამუშაოების წარმოებისას დაზიანების
შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღადგინოს არსებული ინფრასტრუქტურა.
1.2.19 მიმწოდებელი ვალდებულია, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი გარე განათების
ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და
უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი
შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას
(დანართი N03-ის შესაბამისად).
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებამდე წარმოადგინოს შადრევნის მოვლა-პატრონობაში
გადაცემისათვის საჭირო დოკუმენტაცია, (დანართი N04-ის შესაბამისად) და
მოწყობილი შადრევანი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს
შესაბამის სამსახურს.
1.2.21 საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში,
მიმწოდებელი ვალდებულია მოწოდებული ნერგების გახმობის შემთხვევაში
(გარდა მიზანმიმართული მექნიკური დაზიანებებისა და ქურდობის
ფაქტებისა), პირველივე არასავეგეტაციო პერიოდში საკუთარი ხარჯებით
უზრუნველყოს გამხმარი ნერგების შესაბამისი რაოდენობის, მაგრამ
არაუმეტეს მოწოდებული ნერგების რაოდენობის 11%-ის ოდენობისა,
შემსყიდველისათვის მიწოდება დავალებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის
ვადაში.
1.2.21 მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს სამშენებლო ობიექტებზე
ამოჭრილი საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი
ა/ბეტონის ნარევით.
1.2.22 მიმწოდებელმა ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე
(დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 3 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X
150სმ, ესკიზების შესაბამისად.
1.2.23 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად
საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების
შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის
მე-15 კმ.
1.2.24 რესურსული მეთოდით შედგენილი სამუშაოთა ჩამონათვალი (რომელშიც
წარმოდგენილია სატენდერო ხარჯთაღრიცხვის პოზიციებზე გამოსაყენებელი
სამშენებლო მასალები, მანქანა-მექანიზმები და მუშა ხელის ტექნიკური
მახასიათებლები), საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დავალება,
ბანერის შაბლონი, ბანერის კონსტრუქცია, ნაზავის ქიმიური
მახასიათებლები - დანართი N01, შეტანილი ნიადაგის ნოყიერი ნაზავის
შემადგენელი კომპონენტების გადანაწილება - დანართი N02, განათების
ქსელის ტექნიკური დავალება - დანართი N03, შადრევნის მოვლა‐პატრონობაში
გადაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის სია - დანართი N04 და
ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი N1) ატვირთულია სატენდერო
დოკუმენტაციასთან ერთად.