Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #71052931)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Anaclia-Ganmukhuri Resorts"
Номер конкурса: 71052931
Дата публикации: 02-03-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260004101
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.03.2026 14:31
Начало приема предложения 08.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 10.03.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 413`609.08 GEL
Контрактная цена объекта закупки 7`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპოვრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
Дополнительная информация
შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ის ბალანსზე რიცხული ავტომობილების - Toyota Rav 4 (საიდენტიფიკაციო ნომერი: JTMZE33VX0D009752; სახელმწიფო ნომერი: WW-991-WX) და Toyota hilux (საიდენტიფიკაციო ნომერი: AHTFK22G803067862; სახელმწიფო ნომერი: WW-040-WX) შეკეთების და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით).
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`136.00 GEL
Размер гарантии 75 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sesilia khupenia :: 27.02.2026 15:57
  • Последнее исправление: sesilia khupenia :: 02.03.2026 14:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675468&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ის ბალანსზე რიცხული ავტომობილების - Toyota Rav 4 (საიდენტიფიკაციო ნომერი: JTMZE33VX0D009752; სახელმწიფო ნომერი: WW-991-WX) და Toyota hilux (საიდენტიფიკაციო ნომერი: AHTFK22G803067862; სახელმწიფო ნომერი: WW-040-WX) შეკეთების და ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

1.3 პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი, შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ის ბალანსზე რიცხული ავტომობილების - Toyota Rav 4-ის და Toyota hilux-ის მარკის ავტომომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება (საქართველოს ტერიტორია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).

ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.

სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.

ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი ნაწილებისა). ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექ-მომსახურება გაწწეულ უნდა იქნას ხარისხიანად, მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და შემსყიდველის მოთხოვნების დაცვით.

მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით (პრეისკურანტი) განსაზღვრული ტექ-მომსახურების გაწევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის სერვის-ცენტრ(ებ)ში.

სერვის-ცენტრ(ებ)ს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).

მიმწოდებელი ვალდებულია ავტომანქანის სერვის-ცენტრში მიყვანიდან (რაზეც მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება თარიღი, ავტომობილის მარკა, სახელმწიფო ნომერი, VIN კოდი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, ფასი, შეკეთების/მომსახურების გაწევის ვადა (დეფექტურ აქტში განფასებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც, რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას), თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს ასევე უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექ-მომსახურება უნდა განხორციელდეს დეფექტრურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე , რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე, მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი).

თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის/საცხებ-საპოხი მასალის/მომსახურების ფასის შემსყიდველისათვის მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური აქტის მიწოდების ვადებით. პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

შენიშვნა:

ა) ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მათ შორის, ავტომანქანის სერვის ცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოს ხელნაწერი.

ბ) პრეისკურანტში, საცხებ-საპოხი მასალებისთვის განსაზღვრული ერთეული მომსახურების სავარაუდო ღირებულების შესაბამის გრაფაში მითითებული ტარიფები გულისხმობს ერთჯერადად გაწეული მომსახურების ღირებულებას და არ არის დამოკიდებული მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი საცხებ-საპოხი მასალის რაოდენობაზე/მოცულობაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს, ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1.ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა შემსყიდვლის მხრიდან დეფექტური აქტის ხელმოწერის თარიღიდან თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
• სავალი ნაწილებისათვის - 2 კალენდარულ დღეს;
• ელექტროობისათვის - 3 კალენდარულ დღეს;
• სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის - 15 კალენდარულ დღეს;
• ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევისას - 20 კალენდარულ დღეს;
• ყველა სხვა დანარჩენი მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში - 10 კალენდარულ დღეს;
• სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა - არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს.
1.5.2. მომსახურების გაწევის ადგილია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის სერვის-ცენტრ(ებ)ი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 წელი (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი) (შენიშვნა: საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია დააკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი);

1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაბამისი ვადებისა ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება დეფექტური აქტის შედგენიდან/გახსნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

1.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო (კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1) პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა ჰქონდეს ავტომობილის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების გაწევის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
2) ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი №2–ის შესაბამისად;
3) ანალოგიური გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს თითოეული წლის საანგარიშო პერიოდში (2022 - ტენდერის გამოცხადების დღემდე) მინიმუმ ერთი ხელშეკრულება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კანონიერ მფლობელობაში ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა) უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვის-ცენტრი (ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი №3-ის შესაბამისად), მომსახურებისთვის საჭიო ტექნიკური საშუალებებით, პერსონალითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სერვის-ცენტრის საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სარგებლობის ნებისმიერი ფორმის (იჯარის, თხოვების და დაქირავების და ა.შ.) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება (მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დართვით), რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს მომსახურების დასრულების ვადაზე ნაკლები.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას;

ბ) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 01 იანვრისა - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქვს სარგებლობის უფლებით.
ასევე, ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.);

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული დოკუმენტი.

2.9.2. სატენდერო წინადადების ღირებულება, მომსახურების ღირებულების გარდა წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის და სხვა ხარჯის გათვალისწინებით.

2.9.3. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასთან მიმართებაში გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნით (თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნასთან ერთად დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.2. ანგარიშსწორება იწარმოებს, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ხელმოწერიდან და საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები) დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სესილია ხუფენია, 591445356, anaklia.ganmukhuri@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. 1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
10.1.2.ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.4. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
10.1.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტშიში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
10.1.7. პრედენტენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია შესრულებული/დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru