Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #70998336)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian National Communication Commission
Номер конкурса: 70998336
Дата публикации: 27-02-2026
Сумма контракта: 111 736


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004064
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.02.2026 20:17
Начало приема предложения 14.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 16.03.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 111`736.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34110000 - Легковые автомобили
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 3 თვე
Дополнительная информация
ავტომანქანის შესყიდვა
Количество и объём закупок 1 ავტომანქანა
Шаг снижения цены 1`117.00 GEL
Размер гарантии 1`117 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariana gamjashvili :: 27.02.2026 12:35
  • Последнее исправление: mariana gamjashvili :: 27.02.2026 20:17
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675384&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1 ერთეული მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები:

საწვავის ტიპი: ბენზინი
ძრავის მოცულობა: არანაკლებ 2.4 ლიტრი
ცხენის ძალა: არანაკლებ 204
ძარას ტიპი: სედანი
კარები: 4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)
გადაცემათა კოლოფი: ავტომატური ან ტიპტრონიკი, არანაკლებ 8-საფეხურიანი
სიგრძე: არანაკლებ (მმ) 4920
სიგანე: არანაკლებ (მმ) 1840
სიმაღლე: არანაკლებ (მმ) 1450
ავტომანქანას უნდა გააჩნდეს:
ელექტრომინები: ოთხი
არანაკლებ 6 უსაფრთხოების ბალიში
კლიმატკონტროლი
აუდიოსისტემა
ABS (ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემა), მოცურების საწინააღმდეგო სისტემა
ESC/VSC (მდგრადობის ელექტრონული კონტროლი)
საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი
საჭის სიმაღლისა და სიგრძის რეგულირება
ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით
სარკეების ელექტრონული რეგულირება
ტყავის სავარძლები
უკანა ხედვის მონიტორი
ფერი: რუხი ან შავი
საჭე: მარცხნივ

- შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 50კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, ავტომანქანის გადაფორმების ხარჯს გაიღებს შემსყიდველი.

- მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებისუკან გაწვევის მიზნით.

- 1 (ერთი) ერთეული მსუბუქი ავტომობილის სავარაუდო ღირებულება უნდა შედგებოდეს ავტომობილის შესყიდვის ფასის და 150 000 კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციითგამ ოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის ერთობლიობით. 150 000 კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის კომპონენტები მოცემული უნდა იყოს დანართი N2-ში. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურების შესყიდვა განხორციელდება დამოუკიდებელი ხელშეკრულებით; თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს მოცემული დანართი N2-ით წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში დაამატოს/ამოაკლოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

შენიშვნა:
- პრეტენდენტმა ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით. პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და (ელექტრონულ შტამპს).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ადგილი: ქ. თბილისის ტერიტორიულ ფარგლებში.

1.7.1 requirement related to guarantee period

3.1. საგარანტიო პირობები არანაკლებ:
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);
3.2. გარანტია არ ვრცელდება შემდეგი მიზეზით გამოწვეულ დაზიანებებზე
ა) ავტოსატრანსპორტო შემთხვევით
ბ) გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით
გ) სტიქიური მოვლენებით
დ) აფეთქებით
ე) ხანძრით
ვ) ექსპლუატაციის ნორმების დარღვევით
3.3. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან დეტალის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადებში.
3.4. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა.
3.5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
1. ავტომობილის მწარმოებელი ან/და მარკა
2. ავტომობილის მოდელი


შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. გარდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 27-ე მუხლის 3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი ან/და მიმწოდებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია.

2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ავტომანქანას უნდა გააჩნდეს უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი, აღნიშნულად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი) პრეტენდენტის მიერ უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევროქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ბოლო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ის ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის/აუდიტორული/საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დასკვნის გამცემია სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება).

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდგომ

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო მგალობლიშვილი, 577387788, nmgaloblishvili@comcom.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.2. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
10.1.3. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
10.1.4. დაუშვებელია ალტერნატიული სატენდერო წინადადების წარმოდგენა.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.6.პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
10.1.7. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით; პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru