Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #70998271)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gori Municipality Transport Agency
Номер конкурса: 70998271
Дата публикации: 27-02-2026
Сумма контракта: 92 880


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260004005
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.02.2026 17:06
Начало приема предложения 09.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 11.03.2026 18:00
Предполагаемая цена закупки 92`880.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ავტობუსების და ავტომანქანების რეცხვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (ქ. გორი, შინდისის გმირების 2 კმ)
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 372.00 GEL
Размер гарантии 929 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopo chilashvili :: 26.02.2026 17:39
  • Последнее исправление: sopo chilashvili :: 27.02.2026 17:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675250&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1 გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე არსებული ავტობუსების და ავტომანქანების რეცხვის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტია გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტობუსების და მსუბუქი ავტომობილების რეცხვის მომსახურება, რომელიც უნდა განხორციელდეს შემდეგი აუცილებელი პირობების დაცვით:
1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე რიცხული 32 ცალი ავტობუსის და 4 ცალი ავტომობილის რეცხვის მომსახურება. ავტობუსები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის მანძილზე უნდა გაირეცხოს არაუმეტეს 2880 ჯერ, მაგრამ შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ გარეცხოს ავტობუსების ის რაოდენობა რომლებიც ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გავლენ ხაზზე, შემსყიდველს აქვს უფლება არ გარეცხოს ავტობუსების მთლიანი რაოდენობის 20% ყოველდღიურად, ექსპლუატაციის სამსახურის წარმომადგენელი პირები გარეცხვამდე იბარებენ და ამოწმებენ მომდევნო დღეს ხაზზე გასაშვები ავტობუსების ტექ.მდგომარეობას საიდანაც ჩანს რეალური სურათი თუ რამდენი ავტობუსი გავა მომდევნო დღეს ხაზზე და რამდენი გაჩერდება სარემონტო სამუშაოებისთვის ავტოპარკში, თუ მოხდება ისე რომ გაირეცხა ის ავტობუსი ან ავტომობილი რომელიც დაზიანებულია და არ გადის ხაზზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარეს, რაც შეეხება კონკრეტულ ვითარებას, ზამთარში ყინვის დროს, არ ირეცხება მთლიანი ავტობუსი (გარედან არ ირეცხება, ძარი) და შეიძლება მოხდეს მხოლოდ მისი შიგნიდან დასუფთავება. ავტობუსები გაირეცხება სააგენტოს კუთვნილ ბოქსებში, ყოველდღიურად, უქმეების ჩათვლით, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სამუშაო საათები დასრულების დრო: 21 საათი, ბოქსები მდებარეობს ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე. მის: გორი, სოფ.ორთაშენი, შინდისის გმირების 2 კმ.
1.2.3 მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს გორის მუნიციპალაიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე არსებული 4 ცალი ავტომანქანის ძარის და სალონისა გარეცხვა/გასუფთავებაც, ჩვენს კუთვნილ ბოქსებში, თუ მომწოდებელი გარეცხავს მანქანს თავის კუთვნილ ან/და სერგებლობაში არსებულ ბოქსში მაშინ რეცხვა უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნისთავენე რიგგარეშდ. რეცხვის ინტენსიობა: თვეში არაუმეტეს 4 ჯერ უნდა გაირეცხოს თითოეული მანქანა, ჯამში 3 თვის განმავლობაში მანქანა უნდა გაირეცხოს არაუმეტეს 48 ჯერ.
1.2.4 მიმწოდებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი, მომწოდებელი დგება დროებით აბონენტად, რათა მოხდეს მის მიერ გახარჯული რესურსების მონიტორინგი და ვალდებულების გადახდა შესაბამის კომპანიებთან. აღნიშნულ პროცეს გააკონტროლებს ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი.
1.2.5 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტობუსების და ავტომობილების როგორც გარედან, ისე შიდა (სალონი და საბარგული) რეცხვაწმენდა კერძოდ, ავტობუსის შიგნიდან გარეცხვაგასუფთავება მოიცავს:
1. იატაკზე არსებული მტვრის, ქვიშის და ნარჩენების მოცილებას,
2. იატაკის სარეცხი ხსნარით გაწმენდას, გაშრობას;
3. სავარძლების მტვერსასრუტით გაწმენდას და ნესტიანი ქსოვილით დამუშავებას;
4. მძღოლის ადგილის „პანელის“, საჭის და ირგვლივ ზედაპირების გაწმენდას შესაბამისი სპეციალური ხსნარით;
5. სალონში სუნის გამანეიტრალებელი საშუალების გამოყენებას;
6. მინების შიდა მხარეების გაწმენდა და გაპრიალებას, რათა არ დარჩეს ლაქები;

ავტობუსის გარედან გარეცხვაგასუფთავება მოიცავს:
1. კორპუსის ყველა გარე ნაწილის (წინაუკანა გვერდები, სახურავი) გარეცხვას;
2. მინების და სარკეების გარეცხვაგამშრალებას რათა არ დარჩეს ლაქები, საბურავების ირგვლივ ზედაპირების გარეცხვას;
3. ჭუჭყის მტვრისა და სხვა მექანიკური ნარჩენების მოცილებას;
ამასთან მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელით სპეციალური მოწყობილობების (მაღალი წნევით რეცხვის აპარატის და მტვერსასრუტის გამოყენებით), ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით, უნდა იყოს გამოყენებული სპეციალური სარეცხი ფაქი. პერიოდულად (წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომით) უნდა განახორციელოს ავტობუსების წყლის ავზებისა და ძრავების რეცხვა, ამასთან ავტობუსების სავარძლებისა და სალონის ქიმიური დამუშავება შესაბამისი ხსნარებით. მომწოდებელი ვალდებულია ყოველი შესრულებული სამუშაოს შემდეგ უზრუნველყოს, ავტოფარეხის ტერიტორიაზე მოწყობილი ავტო სამრეცხაოს დასუფთავება.

1.2.6 მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
სატენდერო წინადადების ფასში პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს ნარჩენების გატანის ხარჯებიც. სააგენტოს ტერიტორიიდან გატალინი ნარჩენების დაკარგვა და გაფანტვა ტრანსპორტირების დროს დაუშვებელია; ნარჩენების გადასატანად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს რეგულაციებთან. სახიფათო ნარჩენების დამუშავებისთვის მომწოდებელი საკუთარი ხარჯებით გააფორმებს ხელშეკრულებებს შესაბამისი ნარჩენების დამუშავების ლიცენზიის მქონე კერძო თუ საჯარო იურიდიულ პირთან, ნარჩენების გადაცემა ამ ორგანიზაციებისთვის მოხდება საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მითითებების თანახმად, შემსყიდველს კი მომწოდებელი წარუდგენს დამადასტურებელ ხელშეკრულების ასლს აღნიშნულის თაობაზე ერთი თვის განმავლობაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან - 2026 წლის 30 ივნისის დეჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: გორი, სოფელი ორთაშენი, შინდისის გმირების 2 კმ, ადმინისტრაციულ შენობის ტერიტორიაზე განთავსებულ ბოქსებში, მიმწოდებლის საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ტექნიკის გამოყენებით.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1 პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული მოთხოვნები, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლე 6 ცალი მაღალი წნევით რეცხვის აპარატი, დანადგარი უნდა მუშაობდეს არანაკლებ სამფაზიან ძრავზე, წყლის გამტარუნარიანობა არანაკლებ 900 ლ/სთ.
2.3.2 პრეტენდენტს ასევე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 ცალი მტვერსასრუტი, რომლის მეშვეობითაც მოხდება შიდა სალონის დასუთავება
2.3.3 მომსახურების გამწევი ადამიანების რაოდენობა არ უნდა იყოს 8 ადამიანზე ნაკლები. პრეტენდენტის სერვისცენტრი დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ავტობუსის დაზიანება.
2.3.4 პრეტენდენტს უნდა შეეძლოს დადგენილ დროში დღეში ერთდროულად არანაკლებ 28 ავტოსატრანსპორტო საშუალების/ავტობუსის რეცხვის მომსახურების გაწევა და ასევე არანაკლებ 3 მსუბუქი ავტომობილის გარცხვა.

2.9 other additional requirements

1. გასაწევი მომსახურების ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან (მათ შორის მომსახურების გაწევისთვის საჭირო მასალების გათვალისწინებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. გასაწევი მომსახურების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. პრეტენდენტის მიერ გასაწევი მომსახურების ღირებულებები მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N2–ში.

4. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად, შეამციროს საერთო ღირებულებაც.

5. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტებისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

6. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი):

8. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

-ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით;

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

- ანაზღაურება მიმწოდებელთან განხორციელდება მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების (რაოდენობის) მიხედვით, შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა რჩება შემსყიდველთან და იგი არ წარმოშობს რაიმე დამატებით ვალდებულებებს მხარეებს შორის.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფო ჭილაშვილი, 577955705, s.chilashwili@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru