Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различые продукты питания (Грузия - Тендер #70998226)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Isani District Gamgeoba
Номер конкурса: 70998226
Дата публикации: 27-02-2026
Сумма контракта: 377 360


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003966
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.02.2026 15:31
Начало приема предложения 07.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 10.03.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 377`360.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15800000-Различые продукты питания
Коды классификатора
  • 15800000 - Различые продукты питания
Срок подачи სასაჩუქრე ნობათების მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2026 წლის 23 მარტიდან 2026 წლის 01 აპრილის ჩათვლით;
Дополнительная информация
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,ისნის რაიონში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის, უფასო სასადილოს ბენეფიციარებითვის, უსინათლო მოქალაქეებისთვის, რაიონის ტერიტორიაზე არსებული თავშესაფრების ბენეფიციარებისათვის, ასევე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის,სხვადასხვა საკვები პროდუქტით შევსებული სასაჩუქრე ნობათების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`774.00 GEL
Размер гарантии 3`774 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: marekhi gamtsemlidze :: 25.02.2026 11:14
  • Последнее исправление: gia bulashvili :: 27.02.2026 15:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=674809&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ისნის რაიონში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის, უფასო სასადილოს ბენეფიციარებითვის, უსინათლო მოქალაქეებისთვის, რაიონის ტერიტორიაზე არსებული თავშესაფრების ბენეფიციარებისათვის, ასევე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის,სხვადასხვა საკვები პროდუქტით შევსებული სასაჩუქრე ნობათების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი 1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.2 მისაწოდებელი სასაჩუქრე ნობათების შემადგენლობა და პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართი N1-ში
1.2.3 სულ შესასყიდია სხვადასხვა საკვები პროდუქტით შევსებული 4 450 ცალი სასაჩუქრე ნობათი, მათ შორის: ისნის რაიონში მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისა და უფასო სასადილოს ბენეფიციარებითვის - 4 325 ცალი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის -125 ცალი;
1.2.4 აღდგომის სასაჩუქრე პაკეტი: მისაწოდებელი კვების პროდუქტები უნდა ჩაიდოს პლასტიკის (ბიოდეგრადირებადი) სახელურებიან თეთრ პარკში , ზომა არანაკლებ 45X70, სმ სისქე არანაკლებ 50 მიკრონი. (არანაკლებ 25 კგ. გამძლეობით) პარკზე დატანილი უნდა იყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ლოგო და ბრენდირება მოლოცვის ტექსტით (ტექსტი და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) და დაკომპლექტდეს 4450 წყვილ სასაჩუქრე პაკეტად (თითო სასაჩუქრე პაკეტი უნდა დაფასოვდეს ორ პოლიეთილენის პარკში გაყინული პროდუქტი უნდა მოთავსდეს
ერთჯერად პარკში და ასე მოთავსდეს სასაჩუქრე პაკეტში).
1.2.5 შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შემსყიდველისთვის მიწოდებული საქონელი სრულად უნდა შეესაბამებოდეს (იდენტური უნდა იყოს) ტენდერზე წარმოდგენილ ნიმუშებს.
1.2.6 მიმწოდებელმა სატენდერო წინადადების ფასში პრეტენდენტმა საქონლის მიწოდებასთან ერთად უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (შესაფუთი მასალა, შეფუთვა, მიწოდება-ტრანსპორტირება, ჩამოცლა, დაფასოება, დასაწყობება, ბენეფიციარებისთვის გადაცემა და სხვა) და გადასახადი
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანებისაგან დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირების პროცესში
1.2.8 შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და არ უნდა შეიცავდეს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).
1.2.9 მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ მიაყენებს სურსათს და უვნებელი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
1.2.10 მისაწოდებელი კვების პროდუქტები უნდა იყოს ქარხნულად შეფუთული.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სასაჩუქრე ნობათების მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2026 წლის 30 მარტიდან 2026 წლის 06 აპრილის ჩათვლით;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სასაჩუქრე ნობათების მიწოდება დაფასოება და გაცემა უნდა განხორციელდეს:
1.ისნის რაიონის ტერიტორიაზე, მდებარე 7 უფასო სასადილოში:
- წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. 25, ბინა 2,
- ლეხ კაჩინსკის ქუჩა N6,
- კახეთის შესახ. N2ა,
- ბერი გაბრიელ სალოსის 105,
- ჩკალოვის ქუჩა N1,
- ვაზისუბნის დასახ. 157 ს/ს მიმდებარედ შანდორ პეტეფის ქუჩა. ნაკვეთი 03/043,
- ვაზისუბნის 3 მ/რ კვ. 2 ნაკვეთი 11/1;
2. უსინათლოთა საზოგადოების ბენეფიციარებს-ტბელი აბუსერიძის ქუჩა N7 - 140 სასაჩუქრე პაკეტი;
3. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს-ნავთლუღის ქუჩა 8-1 - 125 სასაჩუქრე პაკეტი ,
4.ხანდაზმილთა პანსიონი ბასილიადას ბენეფიციარებს-ნავთლუღის ქუჩა 8-1 - 25 სასაჩუქრე პაკეტი.

1.5.2. მისაწოდებელი ნობათების რაოდენობა კონკრეტული მისამართების მიხედვით, მიმწოდებელს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების დროს;
1.5.3. შესყიდვის ობიექტის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით;
1.5.4. პროდუქტის დანიშნულების ადგილზე გადატანა უნდა განხორციელდეს პროდუქტების გადასაზიდად ვარგისი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით. ასევე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროდუქტის ეტაპობრივი მიწოდება შემსყიდველთან შეთანხმებული რაოდენობით, მიწოდებისას პროდუქტის სათანადო შენახვით.

1.7.1 requirement related to guarantee period

სასაჩუქრე პროდუქტების ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს მიწოდებიდან არანაკლებ ერთი თვისა, გარდა კვერცხის, პასკის და ტორტის მაგვარი ნამცხვრისა, რომლის ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა ჰქონდეს განხორციელებული სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიწოდება ჯამური ღირებულებით მინიმუმ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობის. საკმარისია ერთი წელიც. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2-ის შესაბამისად, ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული: 1. მიღება-ჩაბარების აქტები; 2. ფორმა N2 (არსებობის შემთხვევაში) და 3. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ მიწოდებული სამუშაო/მომსახურება/საქონელი; პრეტენდენტს თუ არ ექნება განხორციელებული საქონლის მიწოდების მომსახურება, ჯამური ღირებულებით მინიმუმ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობის, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ შესყიდვ(ები)ა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სისტემაში სრულყოფილად არის ატვირთული შესრულების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი-ს წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

ღვინისა და კვერცხის შემთხვევაში, პრეტენდნტმა საქონლის მიწოდებისას უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს შემსყიდველი მოსთხოვს შეთავაზებული საქონლის ნიმუშების წარმოდგენას ზემოაღნიშნული ტენდერისათვის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ნავთლუღის ქუჩა N8-1. წარდგენილი ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება;
2. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, შემსყიდველისათვის მიწოდებული საქონელი სრულად უნდა შეესაბამებოდეს (იდენტური უნდა იყოს) ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშების.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ.თბილისი, ნავთლუღის ქუჩა N8-1, გამგეობის შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, ანგარიშფაქტურა ან ინვოისი, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასის და ჯამური ღირებულების ადეკვატურობა. ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

საბანკო გარანტია:

6.4.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ტენდერში გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე-საბანკო გარანტია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 (10) პროცენტის ოდენობით. დანართი N4–ის მიხედვით.
6.4.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულებების უხარისხოდ, არაჯეროვნად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.
6.4.3. მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის ბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
6.4.4.მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
6.4.5. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის (დანართი N3) ფორმა ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გია ბულაშვილი, 577158615, g.bulashvili@tbilisi.gov.ge სატენდერო პროცედურების საკითხებზე ვაჟა ადამია 577 15 86 34,
ტექნიკურ საკითზებზე - თამარ ფრუიძე 599 90 14 60

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა;
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის ან სხვა პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.5 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ფასების ცხრილი - დანართი N1-ის მიხედვით (სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის გათვალისწინებით).
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ - დანართი N2-ის მიხედვით.

იხ. საბანკო გარანტიის ფორმა დანართი N3

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru