Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Консультирование по вопросам делопроизводства и управления и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #70975251)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgias Innovations and Technology Agency
Номер конкурса: 70975251
Дата публикации: 26-02-2026
Сумма контракта: 59 850


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003887
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.02.2026 17:40
Начало приема предложения 04.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 06.03.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 59`850.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79400000-Консультирование по вопросам делопроизводства и управления и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79413000 - Консультативные услуги по маркетинговому управлению
Срок подачи ტექნიკური დავალების შესაბამისად
Дополнительная информация
ტექნოპარკის სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტის შექმნის, მართვის და მონიტორინგის მომსახურება
Количество и объём закупок ტექნიკური დავალების შესაბამისად
Шаг снижения цены 1`197.00 GEL
Размер гарантии 599 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: anna mamageishvili :: 26.02.2026 16:28
  • Последнее исправление: anna mamageishvili :: 26.02.2026 17:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=675210&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ტექნოპარკის სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტის შექმნის, მართვის და მონიტორინგის მომსახურების

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) მართავს ტექნოპარკებს, რომლებიც ფუნქციონირებენ თბილისსა და რეგიონებში.
ამ ეტაპზე მომსახურება ეხება 9 ტექნოპარკს და ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს.
პროექტები მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით:
1. ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობა
2. ინოვაციური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა
3. STEAM განათლება
4. ICT განათლება
5. Hardware პროტოტიპირება ტექნოპარკების ფაბლაბებში.
მოვალეობები:
1. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკების სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
1.1. ტექნოპარკების სოციალური მედია არხების: Facebook, Instagram, TikTok მართვა და კონტენტის შექმნა (ქართულ/(მოთხოვნის შემთხვევაში: ინგლისურ ენებზე)), მათ შორის copyrighting მომსახურება;
1.2. რეგიონული ტექნოპარკების მენეჯერებისგან მიღებული მასალის დამუშავება და მათი საფუძველზე საინფორმაციო/კრეატიული კონტენტის მომზადება.
1.3. პლატფორმებზე პოსტების, ფოტო, ვიდეო მასალების, reel-ების და story-ების რეგულარული განთავსება ქართულ და (მოთხოვნის შემთხვევაში: ინგლისურ ენებზე).
1.4. სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება პლატფორმების მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, როგორიცაა organic reach (ორგანული დაფარვა), followers-to-engagement ratio, ROAS (Return on Ad Spend).
1.5. გრაფიკული დიზაინერის მომსახურეობა კრეატიული და ინოვაციური ვიზუალური მასალის შესაქმნელად.
2. ტექნოპარკების დაგეგმილი და მიმდინარე სიახლეების, პროექტების და ღონისძიებების შესახებ კონტენტის მომზადება;
2.1. თითოეული ტექნოპარკის ძირითადი პროგრამების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების სარეგისტრაციო პოსტების რეკლამირება.
2.2. კონტრაქტორი ორგანიზაციების ან/და ტექნოპარკების მიერ მოწოდებული ღონისძიებების ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება და შემოქმედებითი პოსტების მომზადება.
2.3. წარმატებული ქეისებისა და ბენეფიციარების შესახებ კონტენტის შექმნა (success stories), მინიმუმ ერთი თითო ტექნოპარკზე.
2.4. საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტი რეგიონულ ტექნოპარკში აქტივობებისა და წარმატებული პროექტების შესახებ კონტენტის შესაქმნელად.
2.5. მინიმუმ 1 ვიდეოს მომზადება ტექნოპარკების სერვისების პოპულარიზაციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე ჩასვლით.
3. სტრატეგიული და შემოქმედებითი მიდგომები:
3.1. ახალი იდეების გენერირება და განხორციელება ცნობადობის ასამაღლებლად.
3.2. ინოვაციურ მეწარმეობასთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული შემეცნებითი/კრეატიული კონტენტის მომზადება მინიმუმ თვეში ერთხელ.
4. Facebook ჯგუფების მართვის მხარდაჭერა:
4.1. 9 Facebook Group-ის ყოველთვიური მონიტორინგი და ძირითადი სტატისტიკური ანგარიშის მომზადება (ახალი წევრები, პოსტების ჩართულობა, აქტივობები).
4.2. ჯგუფების სპეციფიკის გათვალისწინებით, ტექნოპარკების მენეჯერებისთვის უნდა მომზადდეს და მიწოდებული იქნას საინტერესო, თემატურად შესაბამისი და ინტერაქციის ზრდაზე ორიენტირებული კონტენტი (მათ შორის Poll-ები და სხვა ჩართულობის წამახალისებელი პოსტები), რომელიც განკუთვნილი იქნება ჯგუფებში განთავსებისთვის; აღნიშნული კონტენტი უნდა მომზადდეს არანაკლებ ორი თვეში ერთხელ თითოეული ჯგუფისთვის.
4.3. ტექნოპარკების მენეჯერების გადამზადების მიზნით, უნდა ჩაინიშნოს შეხვედრები არანაკლებ ორ თვეში ერთხელ, რომლის ფარგლებში განხილული იქნება ჯგუფებში განთავსებული კონტენტი, გაიცემა პრაქტიკული რეკომენდაციები კონტენტის გაუმჯობესებისა და ჩართულობის ზრდის მიმართულებით, უზრუნველყოფილი იქნება მენეჯერების ჩართულობა მომდევნო ორი თვის კონტენტის დაგეგმვის პროცესში, აგრეთვე მომზადდება და მიეწოდებათ მარტივი და პრაქტიკული სახელმძღვანელოები კონტენტის მართვის, საუკეთესო პრაქტიკებისა და ჩართულობის ზრდის ტექნიკების შესახებ.
4.4. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის საკომუნიკაციო ჯგუფის შექმნა, მისი განვითარების სტრატეგიის შემუშავება (მათ შორის მიზნები, კონტენტის მიმართულებები და ჩართულობის ზრდის მექანიზმები) და სტრატეგიის განხორციელების პროცესის ხელშეწყობა, ჯგუფის აქტიური მართვისა და ეტაპობრივი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.
5. ფაბლაბის ტექნიკური კონტენტის შექმნა:
5.1. ინოვაციური ტექნოლოგიების, hardware პროტოტიპების, პროექტების და სტარტაპების წარმოჩენა ფოტო და ვიდეო კონტენტის დახმარებით (არაუმეტეს 1 დღიანი პროფესიონალური გადაღება 2 თვეში ერთხელ).
5.2. ახალი იდეების გენერირება და განხორციელება ტექნოპარკებისა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (ფაბლაბი) სერვისების და რესურსების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობადობის გაზრდის მიმართულებით;
6. კონტენტის მონიტორინგი და ანალიზი:
6.1. პლატფორმებზე აქტივობების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.
6.2. საზოგადოების უკუკავშირის მართვა და ოპტიმიზაცია.
7. სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

ტექნიკური დავალების შესასრულებლად პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი მიმართულებით კადრების ჩართულობა:

1. სოციალური მედია მენეჯერი/კონტენტ კრეატორი (მოწოდებული ტექსტის დამუშავება/დამტკიცება და გეგმის შესაბამისად განთავსებისთვის)
2. დიჯითალ ედვერთაიზერი (განთავსებული კონტენტის მიზნების შესაბამისად დარეკლამება/რეპორტინგი)
3. ფოტო-ვიდეო ოპერატორი/მემონტაჟე (2 თვეში 1 დღიანი წინასწარ დაგეგმილი ფოტო-ვიდეო კონტენტის გადაღება/მონტაჟი)

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ჰიბრიდული (ძირითადად დისტანციური, შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით, ოფისში და რეგიონულ ფილიალებში ვიზიტებით), 2026 წლის 15 მარტიდან ან/და ხელშეკრულების გაფორმებიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7, ან დისტანციურად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული (ძირითადად დისტანციური, შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით, ოფისში და რეგიონულ ფილიალებში ვიზიტებით).
https://www.facebook.com/GITA.gov.ge

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

სამუშაო გამოცდილება:
• პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ბოლო 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 5 ხელშეკრულება საინფორმაციო/სარეკლამო კამპანიის წარმოების მომსახურებიასთან დაკავშირებით, რისი დადასტურებაც უნდა მოხდეს წარმოდგენილი ხელშეკრულებითა და მიღება ჩაბარების აქტებით. ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები;
• არანაკლებ 5 წარმატებული სარეკლამო კამპანიის დაგეგმვის და განხორციელების გამოცდილება, რომელმაც მიაღწია წინასწარ განსაზღვრულ KPIs (მაგ., კონვერსიების 5%-იანი ზრდა, აქტივობების მონაწილეთა რაოდენობის გაორმაგება, ა.შ.).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტორნული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) ფასების ცხრილი დანართის N1-ის შესაბამისად;
ბ) ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილება - 2.2 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;

- ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე;

- დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია;
- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.


შენიშვნა:

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

რამდენადაც მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალური ხასიათის მომსახურების შესყიდვას, მიმწოდებელი არ არის დამოკიდებული ბაზარზე არსებულ გარემოებებზე, თავად არის პასუხისმგებელი მომსახურების გაწევაზე და ამდენად, თავისუფალია ფასწარმოქმნის მექანიზმის ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მირ საგადასახადო დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მირ საგადასახადო დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერის შემდგომ, არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანნა მამაგეიშვილი, 591101402, amamageishvili@gita.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

2. სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).

3 პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.

4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

5. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.

6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

7. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

8. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

9. ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

10. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru