1. საოფისე აპარატურის, საბეჭდი მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური
მომსახურება, ლაზერული და მელნიანი კარტრიჯების აღდგენის მომსახურება
უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებული საქონლისა და
მომსახურების შესაბამისად,
2. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება არის 20 000 (ოცი ათასი)
ლარი; სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო
დოკუმენტაციის პრეისკურანტში მოცემული საქონლის და მომსახურების
ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს
ტენდერის ჩატარების შესახებ, განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის
სავარაუდო ღირებულებისა.
3. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის
მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ფასის კლების შემთხვევაში,
წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
4. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება
დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტის
წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო პრეისკურანტის წარმოდგენა
(ერთეულის ფასი აღემატება შემსყიდველის მიერ მომსახურების
პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის მაქსიმალური
ზღვრულ ფასს, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ
ტენდერში;
5. მომსახურების გაწევის პროცესში, თუ აუცილებელია შესაკეთებელი
ტექნიკის ან ნაწილის გადატანა სერვისცენტრში, ტრანსპორტირების
ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი.
6. პრეტენდენტი ვალდებულია, ცხრილში ჩამოთვლილი მომსახურეობების გარდა
გაითვალისწინოს შესაცვლელი ახალი დეტალების ან ნაწილების
ღირებულებაც.
7. მიმწოდებელმა კარტრიჯის დამუხტვა/აღდგენის მომსახურების გაწევისას
ტონერის და მელნის ღირებულებასთან ერთად, უნდა გაითვალისწინოს
კარტრიჯისთვის შესაცვლელი დეტალის (ჩიპების, ფოტოდოლი, გამწმენდი
დანები, რეზინის ღერძი, მაგნიტური ცილინდრი) ღირებულება. სახარჯი
მასალები (ჩიპები, ტონერი, ფოტოდოლი, გამწმენდი დანები, რეზინის ღერძი,
მაგნიტური ცილინდრი) უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს
მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს. მიმწოდებელმა კარტრიჯების
დამუხტვისას არ უნდა დააზიანოს კორპუსი (ამოჭრა/გახვრეტა), დაზიანების
შემთხვევაში, ვალდებულია ერთ სამუშაო დღეში შეცვალოს ახალი კარტრიჯით.
მიმწოდებელი ვალდებულია, ყოველი დამუხტვა/აღდგენის მომსახურებისას
კარტრიჯებზე შეცვალოს ჩიპები, რომლის მაჩვენებლითაც მოხდება გაწეული
მომსახურების ხარისხისა და ნაბეჭდი ფურცლების რაოდენობის კონტროლი.
(კარტრიჯებზე ჩიპის შეცვლა სავალდებულოა) კარტრიჯის აღდგენისას
გამოყენებული ჩიპები თავსებადი უნდა იყოს შესაბამისი მოდელის საბეჭდ
მოწყობილობებთან, რაც გულისხმობს: აღდგენილი კარტრიჯის (ჩიპი)
უხარვეზოდ წაკითხვას და ფუნქციონირებას (რაოდენობის თანმიმდევრული)
მოწოდებული კარტრიჯები შეფუთული უნდა იყოს დამცავ შეფუთვაში,
რომელიც
უზრუნველყოფს ტრანსპორტირებისას კარტრიჯის დაზიანების თავიდან
აცილებას. აღდგენილი კარტრიჯები ასევე უნდა იყოს გასუფთავებული არ
იწვევდეს მომხმარებლის და საბეჭდი მოწყობილობის დასვრას ნარჩენი
ტონერით. ყოველი კარტრიჯის დამუხტვა/აღდგენისას მიმწოდებელი
ვალდებულია ტონერთან ერთად აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს
ჩიპები, ფოტომგრძნობიარე ცილინდრი(ფოტოდოლი), მაგნიტური ღერძი
(მაგროლერი), რეზინის ღერძი(კარატრონი). ყველა აღდგენილ კარტრიჯს უნდა
მოყვებოდეს აღდგენის შემდგომ კარტრიჯის ტესტირების ფურცელი. აღდგენილ
კარტრიჯებზე კარტრიჯის დაცლამდე უნდა ვრცელდებოდეს მიმწოდებლის
გარანტია, რომ ბეჭდვის ხარისხი და ნაბეჭდი ფურცლების რაოდენობრივი
მახასიათებელი სრულ შესაბამისობაში იქნება კარტრიჯის მწარმოებლის
მონაცემებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელმა საკუთარი
ხარჯებით უნდა განახორციელოს საჭირო დეტალების გამოცვლა. ტექნიკურ
პირობების შესაბამისად
მომსახურების გასაწევად, პრეტენდენტი უნდა ფლობდეს სპეციალურ
მოწყობილობა დანადგარებს, კარტრიჯების დამუხტვა აღდგენისთვის, ასევე
შესაბამის სატესტო პრინტერებს აღდგენილი კარტრიჯების საბოლოო
ტესტირებისთვის, და სხვადასხვა სახის ხელსაწყოებს კომპიუტერული
ტექნიკის; საბეჭდი მოწყობილობების, სკანერების და პრინტერების
მომსახურებისთვის. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კარტრიჯების
დამუხტვა/აღდგენა შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის
განმავლობაში, ხოლო კომპიუტერული ტექნიკის; საბეჭდი მოწყობილობების,
სკანერების და პრინტერების შეკეთება 10(ათი) სამუშაო დღის
განმავლობაში.
8. საბეჭდი მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
გულისხმობს საოფისე აპარატურის - პრინტერების, მრავალფუნქციური
ასლგადამღები მოწყობილობების სკანერების დროულ და ხარისხიან
შეკეთებას, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საერთაშორისოდ
აღიარებული სერთიფიცირებული ინჟინრების ჩართულობით. პროფილაქტიკური
და დიაგნოსტიკური მომსახურების გაწევას; ტექნიკის ნაწილების
(დეტალების) შეკეთებას ან/და გამოცვლას. მომსახურებასთან ერთად
მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს შესაცვლელი დეტალების, ნაწილების
და ტრანსპორტირების ღირებულება.
9. იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებულ ტექნიკაზე მომსახურების გაწევა
შეუძლებელი გახდება ადგილზე (დაზიანებული ტექნიკის პირვანდელ
ადგილსამყოფელზე), მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით ახდენს დაზიანებული
ტექნიკის პირვანდელი ადგილიდან მის დემონტაჟს და სახელოსნოში
ტრანსპორტირებას, ხოლო მომსახურების გაწევის შემდეგ კვლავ საკუთარი
ხარჯებით ახდენს მის ტრანსპორტირებას შემსყიდველის მისამართზე
მოწყობილობის პირვანდელ ადგილსამყოფელზე. საბეჭდი მოწყობილობების,
სკანერების და პრინტერის შეკეთება
10. შეკეთება და ტექნიკური მომსახურება გულისხმობს საოფისე აპარატურის -
პრინტერების,
ასლგადამღები აპარატების, სკანერების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას;
პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურების გაწევას; ტექნიკის
ნაწილების (დეტალების) შეკეთებას ან/და გამოცვლას.
11. იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული ტექნიკაზე მომსახურების გაწევა
შეუძლებელი გახდება ადგილზე (შემსყიდველის ადგილსამყოფელზე), ამ
შემთხვევაში მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით ახდენს დაზიანებული
ტექნიკის თავის სახელოსნოში წაღებას და მომსახურების გაწევის შემდგომ
კვლავ საკუთარი ხარჯებით ახდენს მის ტრანსპორტირებას შემსყიდველის
ადგილსამყოფელზე.
12. მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ან შემსყიდველის
მისამართზე, დაზიანების სპეციფიკიდან გამომდინარე.
13. გამოცვლილი დეტალები რჩება შემსყიდველთან.
14. პრეტენდენტმა სასწავლო პროცესის შეუფერხებლობისა და ხელშეწყობის
მიზნით უნდა უზრუნველყოს პრინტერების პროფილაქტიკური სამუშაოების
ჩატარება არასამუშაო დღეებში ტრანსპორტირებითურთ.
15. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მოწყობილობების წაღება სამუშაო
ადგილიდან და აღდგენის შემდგომ იმავე სამუშაო ადგილზე მისი დაბრუნება