შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება:
სათარჯიმნო მომსახურება მოიცავს წერილობითი და ზეპირი (თანმიმდევრული)
თარგმნის მომსახურებას (საქართველოს მთელ ტერიტორიაზე).
1. დოკუმენტის თარგმნის მომსახურება:
• წერილობითი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებული
უცხოური ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით - ქართული ენიდან უცხოურ ენაზე.
დოკუმენტის თარგმნა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის (ან მისი
უფლებამოსილი პირის) მიერ მითითებული მოცულობის შესაბამისად - ტექსტში
მონიშნული სათარგმნი სეგმენტების მიხედვით (შენიშვნა: იმ შემთხვევაში
თუკი სათარგმნად მიწოდებული დოკუმენტი არ შეიცავს მონიშვნებს,
აღნიშნულ შემთხვევაში ტექსტი უნდა ითარგმნოს სრული მოცულობით).
• ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება მიმწოდებლის მიერ ნათარგმნი
ტექსტის 1 სრული ნაბეჭდი A4 ზომის გვერდი, რომელიც შეიცავს 2000 ნაბეჭდ
სიმბოლოს (ინტერვალის გარეშე/no spaces), შრიფტის ზომა შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად.
• . ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება
შემდეგნაირად: დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების
რაოდენობა (ინტერვალის გარეშე/no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000 ზე.
მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებული გვერდების
რაოდენობად (მიღებული ციფრი, საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
მეასედებამდე არითმეტიკული წესით), ხოლო 1 არასრული ნაბეჭდის
შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სიმბოლოების
რაოდენობის პროპორციულად.
• Excel-სა და PowerPoint-ში შესრულებული თარგმანების გვერდების დათვლის მიზნით,
მოხდება ამ პროგრამებში აკრეფილი ტექსტების გადმოტანა პროგრამა Word-ში,
დაითვლება სიმბოლოების ჯამური რაოდენობა და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე.
მიღებული რიცხვი ჩაითვლება ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების
რაოდენობად (მიღებული რიცხვი საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
ასეულებამდე არითმეტიკული წესით).
• შემსყიდველისა და მიმწოდებელის მიერ სათარგმნი და თარგმნილი
დოკუმენტების მიწოდება (მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში დასკანერებული ან შესაბამისი
ბეჭდით დამოწმებული) მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება საკუთარი
სახსრებით (სახელშეკრულებო პერიოდში ნოტარიულად დასამოწმებელი
გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 200 გვ.).
2. ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება:
• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებული
უცხოური ენიდან ქართულ ენაზე და პირიქით - ქართული ენიდან უცხოურ
ენაზე.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, კალენდარული დღის 24 საათიანი დროის
ინტერვალში, კონკრეტული ენის უწყვეტი თარგმნის მომსახურების გაწევის
ხანგრძლივობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად, მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებელი
უფლებამოსილია თარგმნის მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნების
პირობებში მხოლოდ შემსყიდველის უფლებამოსილ პირთან თანხმობით
უზრუნველყოს თარჯიმნის ჩანაცვლება, რა შემთხვევაშიც, მომსახურების
გაწევის ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მომსახურების
გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ თარჯიმნის
მოთხოვნის შესახებ მიწოდებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში
მითითებული დროიდან, თუ თარჯიმანი გამოცხადდა დროულად. თარჯიმნის
დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის
დაწყების ვადის ათვლა დაიწყება უშუალოდ თარგმნის დაწყების
მომენტიდან.
• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს ხარისხიანად, მაღალპროფესიულ
დონეზე, სათანადო პროფესიული ტერმინოლოგიის დაცვით;
დამატებითი პირობები:
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური,
სამშენებლო, სამედიცინო და სხვა თემატიკის სფეროებთან დაკავშირებული
სხვადასხვა პროფესიული და ტექნიკური სპეციფიკაციის მქონე ტექსტების,
მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობისა და ტერმინოლოგიის
ადექვატური, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული თარგმნა, შინაარსი
და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან.
• მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 2 ერთი და იმავე ენის, ხოლო რუსული,
ინგლისური, აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, არაბული, სპარსული და
ჩინური ენების არანაკლებ 4 სპეციალისტი, მათ შორის: აზერბაიჯანული,
ინგლისური, რუსული, თურქული, ფრანგული, ჰინდი, არაბული და სპარსული
ენების მინიმუმ თითო განსხვავებული სქესის ერთიდაიგივე ენის
თარჯიმანი. ხელშეკრულების მიმდინარეობისას შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში მიმწოდებელმა მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში უნდა
წარმოადგინოს თარჯიმანის კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა საგანმანათლებლო
სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, როგორც
შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს ან/და
სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის მიერ გაცემული არანაკლებ 3
(სამი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, რომლებიც დაადასტურებს, როგორც
შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს)
ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
• საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს
შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების გაწევის პროცესში
გამოსაყენებელი ტერმინოლოგიით.
• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას იმ ცნობებისა და ინფორმაციის
კონფიდენციალურობა, რომლებსაც შეიცავს შემსყიდველისგან მიღებული
ინფორმაცია/მასალები. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების
გაწევისას, საჭიროების შემთხვევაში, გაეცნოს და დაიცვას საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის N33 ბრძანებით დამტკიცებული
ქცევის წესები („თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის
წესები“), რომელიც ითვალისწინებს თავშესაფრის პროცედურაში ჩართული
უფლებამოსილი პირ(ებ)ის, თარჯიმნ(ებ)ის მიერ, ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო სამართალსა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში
დამკვიდრებული ძირითადი პრინციპების განუხრელ დაცვას, ასევე, დაიცვას
კონფიდენციალურობის პრინციპი, მიუკერძოებლობა და ნეიტრალურობა.
• თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად,
დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის
გამოტოვება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა წერილობითი თარგმანის
შესრულებისას უშუალოდ შემსყიდველის მოთხოვნითაა ტექსტში გარკვეული
სეგმენტის გამოტოვება გათვალისწინებული), შეცვლა ან ინტერპრეტაცია,
ისევე როგორც ახალი ინფორმაციის დამატება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს
შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული.
• მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის
სისწორეზე (აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი პასუხს
აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით).
• მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს
და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური,
ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული
მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს და ფლობს შესაბამის
ტერმინოლოგიას). მიმწოდებელი პასუხისმგებელია შესრულებული თარგმანის
სისწორეზე, რაც უნდა დადასტურდეს მის მიერ ხელმოწერით ყველა
პროცესუალურ დოკუმენტზე.
• მიმწოდებელი ვალდებულია არაჯეროვნად გაწეული მომსახურების თაობაზე
შემსყიდველისგან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს
მომდევნო დღის 18:00 საათისა უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლოვანებების
აღმოფხვრა შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის
გარეშე, ან თუ წუნის გამოსწორება შეუძლებელია და შემსყიდველს უკვე
გადახდილი აქვს მომსახურების ღირებულება, დაუბრუნოს შემსყიდველს
აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი თანხა.
• პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საერთო და
ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯებისა და გადასახადების
გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეული ფასი
წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ლარებში. პრეტენდენტის მიერ
წარმოდგენილი ფასები პრეისკურანტის ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე არ
უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ფასებს, წინააღმდეგ
შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადების წარდგენისას
პრეისკურანტით განსაზღვრულ პოზიციებზე ფასების კლება განახორციელოს
პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით). საბოლოო ფასები უნდა
დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით.
• თუ მომსახურება გასაწევია იმ ენაზე, რომელიც არ არის
გათვალისწინებული განფასების ცხრილში, მაშინ ხელშეკრულების
მიმდინარეობის პროცესში მხარეები აღნიშნულ მომსახურებაზე
გააფორმებენ შესაბამის ოქმს, სათარგმნი ენისა და ფასის მითითებით (ფასი
დადგინდება შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე
დროისთვის ბაზარზე არსებული ღირებულების შესაბამისად).
• შემსყიდველის მოთხოვნის ან ხელშეკრულების მიმდინარეობისას ახალი
თარჯიმნის დამატების შემთხვევაში პრეტენდენტმა მოთხოვნიდან 24 საათის
განმავლობაში უნდა წარმოადგინოს თარჯიმანის კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა
საგანმანათლებლო სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი, რომელიც
დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის
ჯეროვნად ცოდნის დონეს ან/და სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის
მიერ გაცემული არანაკლებ 3 (სამი) დადებითი სარეკოემდაციო წერილი,
რომლებიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული
ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
• ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების ძალაში
შესვლის დღიდან 30 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს
სატელეფონო ზარების ელექტრონული პროგრამით, ე.წ. “ქოლ ცენტრი”
უზრუნველყოფა (სატელეფონო ზარების მონიტორინგი, მიღება, ჩაწერა და
გადამისამართება). აღნიშნული გადამოწმებული იქნება ადგილზე
შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან.
• პრეტენდენტის/მიმწოდებელის ე.წ. “ქოლ ცენტრის” ტელეფონის ნომრები
(როგორც ქალაქის, ასევე მობილური), რომლებზეც 24 საათის განმავლობაში
შესაძლებელი იქნება შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების
განხორციელება. შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების
პერიოდში აკრძალულია აღნიშნული ნომრების გათიშვა, მათი დაზიანების ან
შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს
ამის შესახებ შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული
ნომრების შესახებ.
• მიმწოდებელი ვალდებულია მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც არაუგვიანეს 25
რიცხვისა, შს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ(ებ)ს
წარუდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამის პერიოდში
გაწეული სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურების ასანაზღაურებელი
ღირებულების შესახებ.
• პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული
წინადადება.
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, თარჯიმანი უნდა გამოცხადდეს
პროტოკოლით გათვალისწინებული ფორმალური ჩაცმულობით.