Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования (Грузия - Тендер #70948886)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 70948886
Дата публикации: 26-02-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260003765
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.02.2026 09:07
Начало приема предложения 11.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 13.03.2026 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 37`754.10 GEL
Контрактная цена объекта закупки 120`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50500000-Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования
Коды классификатора
  • 50500000 - Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования
  • 50530000 - Ремонт и техническое обслуживание машин
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტებზე არსებული შლაგბაუმების, ერთფრთიანი და ორფრთიანი ჭიშკრების, ტურნიკეტების და მეტალოდეტექტორების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - 90 000 ლარი;
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით - 30 000 ლარი.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 377.00 GEL
Размер гарантии 1`200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha leverashvili :: 22.01.2026 19:58
  • Последнее исправление: ilia aptsiauri :: 26.02.2026 09:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=668393&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტებზე არსებული შლაგბაუმების, ერთფრთიანი და ორფრთიანი ჭიშკრების, ტურნიკეტების და მეტალოდეტექტორების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება, იხ. მიბმულ ფაილში.

1.2.1 პრეტენდენტის მიერ გამოყენებული ნაწილები უნდა იყოს ახალი. მეორადი ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით. მოცემულ შემთხვევაში, მეორადი ნაწილების ფასი უნდა იყოს განსხვავებული და ის უნდა განისაზღვროს საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე.
1.2.2 მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულებისას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
1.2.3 მომსახურე პერსონალი უნდა იყოს კვალიფიცირებული სპეციალისტ(ებ)ი და აღჭურვილი ყველა საჭირო ხელსაწყოებით.
1.2.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თვეში ერთხელ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, რათა უზუნველყოს ტენდერით განსაზღვრული შლაგბაუმების, ჭიშკრების, ტურნიკეტების და მეტალოდეტექტორების გამართული ფუნქციონირება.
1.2.5 მიმწოდებელმა შეცვლილი სათადარიგო ნაწილი უნდა დაუტოვოს შემსყიდველს.
1.2.6 მომსახურე ფირმას უნდა შეეძლოს ერთდროულად მინიმუმ 2 (ორი) გეოგრაფიულად დაშორებულ ობიექტზე (საქართველოს მასშტაბით) ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები;
1.2.7 მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის ქონების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება/მიყენებული ზიანი.
1.2.8 დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოძახებიდან არაუმეტეს 12 საათში, ობიექტზე უნდა გამოცხადდეს სპეციალისტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დეფექური აქტის შედგენა (დეფექტური აქტის შესადგენად საჭირო ხარჯების ანაზღაურება უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა) და საჭიროების შემთხვევაში რეგულირების სამუშაოების ჩატარება ან/და დაზიანებული დეტალების შეცვლა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 01 აპრილიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით, ეტაპობრივად, კვირის ნებისმიერ დღეს, ელექტრონული ფოსტის ან/და ოფიციალური შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში (მიმწოდებელმა იგივე ვადაში უნდა უზრუნველყოს დეფექტური აქტის შედგენა). ასევე, საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა იგივე ვადაში უნდა უზრუნველყოს რეგულირების სამუშაოები.
ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღების თარიღი ჩაითვლება შესასრულებელი დავალების გაცემის თარიღად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დანართ N1-ში (პრეისკურანტი) მითითებულ მისამართებზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებლის მიერ შეცვლილ დეტალზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. (პრეტენდენტი ვალდებულია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ). მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული დეტალების შეკეთება/შეცვლა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან (ელექტრონული ფოსტის ან/და ოფიციალური შეტყობინების მეშვეობით) 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების (შლაგბაუმების, ტურნიკეტების, ავტომატური ჭიშკრების და მეტალოდეტექტორების) გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო მაქსიმალურ ფასებს.
2.9.2 პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასების კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტის მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში).
2.9.3 პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში, (დანართი N1) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ზღვრულ ფასებს.
2.9.4 პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

2.9.5 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში ჩართული ორი მობილური სატელეფონო ნომრის და ელ-ფოსტის მისამართის შესახებ, - საკონტაქტო პირების მითითებით.

2.9.6 შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლისთვის გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ მომსახურების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით გაწევის შემთხვევა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების პრეისკურანტში დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა ლევერაშვილი, 598979794, lashalevera13@gmail.com / mia@procurement.gov.ge; ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: ავთანდილ ტყეშელაშვილს ტელ: 577 96-05-66.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.3 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.4 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.7 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მომსახურების ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 ინფორმაცია მონაწილე პრეტენდენტი პირის მიერ 2023 წლის 01 იანვრიდან არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების (შლაგბაუმების, ტურნიკეტების, ავტომატური ჭიშკრების და მეტალოდეტექტორების) გაწევის გამოცდილების შესახებ. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.
ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ.

10.2.4 ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში ჩართული ორი მობილური სატელეფონო ნომრის და ელ-ფოსტის მისამართის შესახებ, - საკონტაქტო პირების მითითებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru