Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #70948880)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 70948880
Дата публикации: 26-02-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260003771
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.02.2026 10:36
Начало приема предложения 04.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 06.03.2026 14:30
Предполагаемая цена прейскуранта 445`862.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 70`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სსიპ “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“-ს ბალანსზე რიცხული მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`784.00 GEL
Размер гарантии 700 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna menabdishvili :: 26.01.2026 14:11
  • Последнее исправление: khatuna menabdishvili :: 26.02.2026 10:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=669066&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“-ს ბალანსზე რიცხული მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო დეტალის მიწოდება შეცვლა) წარმოდგენილი საპრეისკურანტო ფასების შესაბამისად (მომსახურების პრეისკურანტი თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას დანართის სახით).
2. მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვის-სათადარიგო ნაწილები) გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას; პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას. ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას.
3. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნისთანავე (სატელეფონო, წერილი, ელ. ფოსტა ან/და სხვა ელექტრონული საშუალებები) უნდა ჩაატაროს შესაკეთებელი ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც, მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების/სათადარიგო ნაწილის სახეობა, რაოდენობა/მოცულობა, მათი ღირებულებები, მომსახურების გაწევის/საქონლის მოწოდების კონკრეტული ვადა.
4. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი, გამონაკლისს შემთხვევაში (მეორადი) სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს მის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას და ფასს.
5. მომსახურება გაწეული უნდა იქნას დროულად, შეყოვნების გარეშე. ამასთან მომსახურების ვადა დაზიანებ(ებ)ის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს: სატენდერო დოკუემნტაციის 1.5 პუნქტში მითითებულ ვადებს.
6. მომსახურების გაწევის პროცესში შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვა სერვისცენტრში სავალდებულო გადაადგილების ხარჯებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი ორგანიზაცია (საწვავი, ევაკუატორის მომსახურება და ა.შ.)
7. მომსახურების გაწევის პროცესში განფასების ცხრილში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნულზე ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის ფორმდება შეთანხმების აქტი. განფასების ცხრილში (პრეისკურანტი) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ჯამური ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
8. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ევაკუატორით მომსახურება 24/7-ზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
9. მიმწოდებელი ვალდებულია გამოყოს: საკონტაქტო პირი, (მენეჯერი), რომელიც უზრუნველყოფს შემსყიდველსა და გამარჯვებულ კომპანიას შორის ნებისმიერი საკითხის ოპერატიულად მოგვარებას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობებით ხელშეკრულებების გაფორმების თარიღიდან 2026 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოს მასშტაბით ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობების შესაბამისად შემდეგ ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში: ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ქ. ფოთი, თელავის მუნიციპალიტეტი.

მომსახურება გაწეული უნდა იქნას დროულად, შეყოვნების გარეშე. ამასთან მომსახურების ვადა დაზიანებ(ებ)ის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს:
სავალი ნაწილებისათვის - 2 დღეს,
ელეექტრობისათვის - 1 დღეს,
სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისთვის - 5 დღეს,
ძრავის სარემონტო სამუშაოები - 10 დღეს, გარდა იმ შემთხვევისა თუ საჭიროა ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება ან დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით.
აღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. ავტომანქანის შეკეთებისა და მომსახურებისთვის გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი, შესაბამისად ქარხნული, მაღალი ხარისხის და არ ავლენდეს დეფექტებს. ნაწილებს (შეფუთვაზე ან თავად ნაწილს) უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მარკირება და დეტალის ნომერი (Part Number). ნაწილებზე მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვიანი გარანტია, ხოლო მეორად, შესაბამისად ქარხნულ ნაწილებზე მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს არანაკლებ 6 (ექვსი) თვიანი გარანტია, გარდა ცვეთადი ნაწილებისა, როგორიცაა: ზეთის, ჰაერის, კონდიციონერისა და საწვავის ფილტრები, ხოლო ძირითად აგრეგატულ ნაწილებზე (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდები), ელექტრონულ მოწყობილობებზე (ელექტრო მცველებისა და ნათურების გარდა), სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე - არანაკლებ 12 (თორმეტი) თვე. მიმწოდებელი პასუხისმგებელია წუნდებული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცვლაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევის განხორციელებაზე, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე; გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო ვადა არანაკლებ 10’000 კმ. ნაწილები უნდა შეესაბამებოდეს მის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებას და ფასს.
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია წერილობითი ფორმით მომსახურებასა და დეტალებზე საგარანტიო ვადების შესახებ დანართი N3-ს მიხედვით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2023, 2024, 2025 წლებში, უნდა გააჩნდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება თითოეულ წელზე ცალ-ცალკე არანაკლებ 70,000.00 ლარისა.
2. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას გამოცდილების შესახებ ინფორმაცია დანართი N6-ის შესაბამისად, ამასთან:
- სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ში მითითებულ ხელშეკრულებებზე, სადაც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს დანართი N6-ში მითითებული მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები, დამკვეთის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (არსებობის შემთხვევაში).
- იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N6-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტს საკუთრებაში/სარგებლობაში უნდა გააჩნდეს:
1.1. ქ. თბილისში მოქმედი არანაკლებ 2 სერვის-ცენტრი, ამასთან, თითოეულ სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს: არანკლებ 5 ბოქსი და აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 3 საავტომობილო ამწით.
1.2. ქ. ქუთაისში არანაკლებ 1 სერვის-ცენტრი არანაკლებ 3 ბოქსით და აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 1 საავტომობილო ამწით.
1.3. ახალციხის მუნიციპალიტეტში არანაკლებ 1 სერვის-ცენტრი არანაკლებ 3 ბოქსით და აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 1 საავტომობილო ამწით.
1.4. ქ. ფოთში არანაკლებ 1 სერვის-ცენტრი არანაკლებ 3 ბოქსით და აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 1 საავტომობილო ამწით.
1.5. თელავის მუნიციპალიტეტში არანაკლებ 1 სერვის-ცენტრი არანაკლებ 3 ბოქსით და აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 1 საავტომობილო ამწით.
1.6. პრეტენდენტს თბილისში არსებულ არანაკლებ ერთ საწარმოო ფართში ან მიმდებარედ არაუმეტეს 200 მ რადიუსისა უნდა გააჩნდეს: საბურავის დაშლა აწყობის და ბალანსირების დანადგარი; განშლადობის გასასწორებელი დანადგარი.
1.7. პრეტენდენტის სერვის-ცენტრები დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და აღჭურვილი თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით.
1.8. პრეტენდენტს ყველა სერვის-ცენტრში უნდა გააჩნდეს შემდეგი ტექნიკური შესაძლებლობები: საწარმოო ფართი, საწარმოო და სასაწყობო სათავსოები, ავტონომიური ელექტრო კვების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
1.9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ქ. თბილისის სერვისცენტრში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ერთი წარმომადგენლისათვის სამუშაო პირობების შექმნა, (გამოყოს სივრცე რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სამუშა მაგიდით, სკამით, გათბობა - გაგრილებით, ინტერნეტ კავშირით (wifi)).
1.10. სერვისცენტრებში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით; დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და უსაფრთხოების ნორმები. ამასთან, სერვისცენტრებში უნდა არსებობდეს საჭირო დაცული ფართი, ვიდეოსამეთვალყურე სისტემით აღჭურვილი, საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის ავტომანქანების აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებისათვის.

2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია არსებული მოქმედი სერვის-ცენტრების (ზუსტი მისამართის მითითებით) და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ ზემოთ მითითებული მოთხოვნების შესაბამისად ჩამონათვალის სახით თითოეული პუნქტის მიხედვით (რამდენიმე სერვისცენტრის არსებობის შემთხვევაში - თითოეულზე ცალ-ცალკე) დანართი N4-ის და დანართი N5-ის ფორმით.
3. იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი არის პრეტენდენტის საკუთრება, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
4. თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სარგებლობის ნებისმიერი ფორმით აქვს მიღებული, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება, მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)თან ერთად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 2026 წლის 31 დეკემბერზე ნაკლები.
5. შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (გამარჯვებულად გამოვლენამდე) გადაამოწმოს მის მიერ წამოდგენილი ინფორმაცია და სერვისცენტრი/მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ტენდერით განსაზღვრული მომსახურების გასაწევად გამოყენებული იქნება ქვეკონტრაქტორ(ებ)ი, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ასლ(ებ)ი (სანოტარო წესით დამოწმებული), რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულებ(ები)ა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვისცენტრის ტექნიკური შესაძლებლობებისა და მდებარეობის შესახებ, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს აპარატურითა და დანადგარებით აღჭურვილობისა და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ.
2. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ანგარიშვალდებულნი არიან მიმწოდებლის წინაშე. ქვეკონტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.
3. თუ მიმწოდებელი ტექნიკურ პირობას აკმაყოფილებს ქვეკონტრაქტორის მეშვეობით და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოხდა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ შემსყიდველს და მოახდინოს სხვა ქვეკონტრაქტორის შერჩევა უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. სატენდერო პირობების გაუარესების შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4. ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტის შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებას;
2. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
3. პრეტენდენტმა, საბოლოო პრეისკურანტის წარმოდგენისას, პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე ფასის კლება უნდა განახორციელოს, მინიმუმ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული %-ლი სხვაობის მიხედვით, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთულ პრეისკურანტში განსაზღვრულ ფასებთან მიმართებაში.
4. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის და მომსახურების ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
5. პრეისკურანტის დაზუსტების შეთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა;
6. დაზუსტებას არ ექვემდებარება პრეისკურანტი, თუ იგი არ არის წარდგენილი ან განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს;
7. თუ პრეტენდეტი რომელიმე პოზიციის შესრულებას გვთავაზობს უფასოდ, შესაბამის გრაფაში უნდა დააფიქსიროს „0“, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პოზიცია ჩაითვლება განუფასებლად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება 2026 წლის ბიუჯეტის სახსრებით ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტის მიწოდებისა და აღნიშნულის თაობაზე მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და ანგარიშფაქტურის წარმოდგენის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ 15 (ღხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ხათუნა მენაბდიშვილი, 577253365, khatuna.menabdishvili@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღებაპრეტენდენტს შეუძლია ერთიანი ელექტრონული სისტემის მოდულის –,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელის მოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში ერთეული ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯი (დღგ-ს ჩათვლით).
9. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში თანაბარი პროცენტული კლებით.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მომსახურების პრეისკურანტის ცხრილის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.
11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტით მოთხოვნილი ხარჯთაღრიცხვა (პრეისკურანტი);
სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1. პუნქტის თანახმად - მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტის თანახმად - მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1. პუნქტის თანახმად - ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები (ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru