შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები:
პროექტის მიზნები:
პროექტის: „კურიკულუმის განვითარება - ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა
პოლიტიკის მეცნიერებაში“, მთავარი მიზანია პოლიტიკურ მეცნიერებაში
მოდერნიზებული, ინტერნაციონალიზებული და დიგიტალიზებული ერთობლივი
სამაგისტრო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების გზით, ხელის
შეუწყოს მმართველობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანური
განვითარების გაუმჯობესებას და გააძლიეროს აქტიური მოქალაქეობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. პროექტის ფარგლებში ახალი
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის იმ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით
შექმნით, რომლებსაც პოლიტიკის მეცნიერებაში, ასევე, სხვა, მესამე
ქვეყნების ინსტიტუტებთან მსგავსი ერთობლივი პროგრამების
ჩამოყალიბების დიდი გამოცდილება აქვთ, მყარი საფუძველი ჩაეყრება
პროფესიონალურად მომზადებული პოლიტიკის მეცნიერებისა და
ანალიტიკოსების მომზადებას. შედეგად, გაიზრდება ახალი აკადემიური
ცოდნისა და ღრმა პოლიტიკური ექსპერტიზის შექმნის შესაძლებლობები.
პროექტის სპეციფიური მიზნებია:
● სპეციფიური მიზანი 1: აკრედიტაციის ევროპული მიდგომის გამოყენებით,
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პოლიტიკურ მეცნიერებათა
ერთობლივი მაგისტრატურის პროგრამის ინოვაციური სასწავლო გეგმისა და
მართვის მექანიზმების შემუშავება;
● სპეციფიური მიზანი 2: ევროკავშირის ხარისხის სტანდარტებთან
შესაბამისობა და პოლიტიკური მეცნიერების ერთობლივი სამაგისტრო
პროგრამის აკრედიტაციის მოპოვება საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე;
● სპეციფიური მიზანი 3: პოლიტიკის მეცნიერების ერთობლივი სამაგისტრო
პროგრამის მრავალმხრივი, ინოვაციური მართვისა და სწავლების მეთოდების
დანერგვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
სასწავლო და ადმინისტრაციული პერსონალის გაძლიერება;
● სპეციფიური მიზანი 4: პოლიტიკური მეცნიერების ერთობლივი სამაგისტრო
პროგრამისთვის ერთობლივი ვირტუალური საგანმანათლებლო სივრცის
შექმნის გზით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
შესაძლებლობების გაძლიერება;
● სპეციფიური მიზანი 5: დისემინაციის, ერთობლივი კვლევისა და შრომის
ბაზართან დაახლოების გზით საერთაშორისო პოლიტიკური მეცნიერების
სფეროში ჩართულობა. ● სპეციფიური მიზანი 6: ინფორმაციის გავრცელების,
თანამშრომლობითი კვლევისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების
გათვალისწინების გზით, ერთობლივი სასწავლო აქტივობების
განხორციელება და ტესტირება სწავლებაში.
გარე შეფასების პროცესის აღწერა:
გარე შეფასებამ უნდა მოიცვას პროექტის სრული პერიოდი - 2023 წლის
დეკემბერი- 2026 წლის ნოემბერი. ყველა დეტალი შეთანხმებული იქნება შერჩეულ
ექსპერტთან. გარე შეფასების მიზანია:
პროექტის მთლიანი ციკლის შეფასება;
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, შუალედური და
საბოლოო შედეგების შეფასება პროექტის ზოგად და სპეციფიურ მიზნებთან
შესაბამისობის კუთხით;
პროექტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიის სრულად
შეფასება
ლოგიკური ჩარჩოს მატრიცის (LFM) და პროექტის შიდა ხარისხის
უზრუნველყოფის გეგმისა და ანგარიშების ანალიზი;
საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება ხარისხის მენეჯმენტის
საბჭოსთან;
დისემინაციის სტრატეგიისა და შესაბამისი აქტივობების ანალიზი, მათ
შორის ვებგვერდის, სოციალური მედიის ჭრილში;
მიზნებისა და შედეგების მიღწევის ეფექტურობის შეფასება;
რესურსები VS შედეგების კუთხით ეფექტიანობის შეფასება
გავლენის შეფასება (სარგებელი დაწესებულებების, პერსონალის,
სტუდენტებისთვის)
მდგრადობის შეფასება
საბოლოო, პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება
(ოქტომბერი)
შეფასების პროცესის ძირითადი ეტაპები:
დაგეგმვა და ინიცირება
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპას) წარმომადგენლებს შორის
საკოორდინაციო შეხვედრა; შეფასების პროცესის საკოორდინაციო საბჭოს
შექმნა;
პროექტის დოკუმენტაციის, თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების
(გამოკითხვები, ინტერვიუები) შეგროვება და საწყისი ანალიზი;
შეფასების საბოლოო გეგმის, კვლევითი კითხვებისა და მეთოდოლოგიის
შეთანხმება.
შეფასებითი ვიზიტები და ინტერვიუები
პროექტის კოორდინატორებთან, დაინტერესებულ მხარეებთან, აკადემიურ და
ადმინისტრაციულ პერსონალთან ინტერვიუები;
ფოკუსჯგუფების ჩატარება (საჭიროების შემთხვევაში);
ჩართულობის, კომუნიკაციისა და კოორდინაციის პროცესების შეფასება;
შეფასების ანგარიშის სამუშაო ვერსიის წარდგენა (საწყისი დრაფტი)
შეფასების შედეგების, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა;
პირველადი მონახაზის განხილვა საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე და
შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
შეფასების საბოლოო ანგარიშის წარდგენა
გარე შეფასების ანგარიშის რეკომენდებული სტრუქტურა
1. რეზიუმე (Executive Summary)
ძირითადი მიგნებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მოკლე
მიმოხილვა.
2. მეთოდოლოგია
კვლევის დიზაინი, შეფასების კითხვები, მონაცემთა წყაროები, შეფასების
შეზღუდვები.
3. პროექტის მიმოხილვა
კონტექსტი, დაინტერესებული მხარეები, პროექტის მასშტაბი და
ფარგლები.
4. მიგნებებისა და დასკვნების ძირითადი ბლოკები
პროექტის რელევანტურობა;
პროექტის ზოგადი და კონკრეტული მიზნების მიღწევა;
რესურსების ეფექტიანობა;
პროექტის მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის
მექანიზმები;
რისკების მართვა;
პროექტის შედეგების მოკლე და გრძელვადიანი გავლენა;
მდგრადობა.
5. დასკვნები
ძირითადი დასკვნები.
6. რეკომენდაციები
ძირითადი რეკომენდაციები.
7. დანართები
კითხვარები;
ინტერვიუების ტრანსკრიპტები;
დამატებითი მასალები;
გარე შეფასების პირობები
● გარე შეფასება უნდა განხორციელდეს ქართულ და ინგლისურ ენაზე, მათ
შორის დონორისადმი გაგზავნილი საბოლოო ანგარიში. წარმოდგენილი
ინგლისურენოვანი თარგმანი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად;
● გარე შეფასების დოკუმენტის საწყისი მონახაზი/პირველადი ვერსია უნდა
დასრულდეს არა უგვიანეს 15 სექტემბრისა;
● გარე შემფასებელი თავისი ხარჯებით (2 სამუშაო დღე) უნდა დაესწროს
პროექტის საბოლოო ღონისძიებას 2026 წლის ოქტომბერში, რომელიც ჩატარდება
ქალაქ ერევანში, სომხეთში;
● გარე შემფასებელი არ უნდა იყოს პროექტში მონაწილე არცერთ
პარტნიორთან რაიმე სახით შრომით ურთიერთობაში (მათ შორის პროექტის
ფარგლებში დასაქმებული);
შემფასებელს გარე შეფასებაზე მონაწილეობაში განაცხადის
გაკეთებამდე, არ უნდა აკავშირებდეს რაიმე სახის თანამშრომლობა ან/და
სამუშაო გამოცდილება მოცემული პროექტის - კურიკულუმის განვითარება -
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკის მეცნიერებაში - ფარგლებში;
გარე შემფასებელს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების და/ან
შესაძლებლობების განვითარების პროექტების შეფასებაში მონაწილეობის
დადასტურებული ექსპერტიზა.
იხ. დანართი.