1. შემოთავაზებული ლიანდაგმზომი ვაგონის მწარმოებელს უნდა ჰქონდეს
ლიანდაგმზომი ვაგონის წარმოების შესაძლებლობები - ქარხანა/საწარმო,
საწყობები, სამანქანო იარაღები და აღჭურვილობა საკუთარ მფლობელობაში
ან სარგებლობაში, რომლის დასადასტურებლად ერთიანი ელექტრონული
სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იყოს:
1.1 წარმოების შესაძლებლობების - ქარხანა/საწარმოს, საწყობების,
სამანქანო იარაღებისა და აღჭურვილობის დამადასტურებლად - მწარმოებლის
მიერ გაცემული დოკუმენტი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდი,
სადაც მითითებული იქნება ზემოაღნიშნული ინფორმაცია.
1.2 სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში - სარგებლობის უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი უნდა
იყოს ან აღემატებოდეს მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას.
1.3 საკუთრებაში ქონის შემთხვევაში - საკუთრების დამადასტურებელი
დოკუმენტ(ებ)ი.
2. მწარმოებელს ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმატებით უნდა ჰქონდეთ
მიწოდებული არანაკლებ ერთი ლიანდაგმზომი ვაგონი, რომელიც აღჭურვილი
იყო სისტემების სულ მცირე ერთი ნაკრებით, კერძოდ: ლიანდაგის
გეომეტრიისა და ლიანდაგის პროფილის საზომი სისტემა, ულტრაბგერითი
სისტემა, გრიგალურ დენური დეფექტოსკოპიის სისტემა, გაბარიტის პროფილის
საზომი სისტემა, თერმული ხედვის შემოწმების სისტემა და ლიანდაგის
ზედნაშენის ვიდეოშემოწმების სისტემა - მეტროს ან რკინიგზისთვის,
რომლის დასადასტურებლად ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით
წარმოდგენილი უნდა იყოს შემსყიდველი/დამკვეთი ორგანიზაციის მიერ
გაცემული წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მწარმოებელი კომპანია და
შესყიდვის ობიექტი (დაკონკრეტებული უნდა იყოს ლიანდაგმზომი ვაგონის
სისტემის ნაკრები, მინიმუმ ზემოაღნიშნული ნაკრებში შემავალი
ჩამონათვალით).
3. მწარმოებელს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ტენდერის
გამოცხადების დღემდე არანაკლებ 3 (სამი) წლის მანძილზე ფუნქციონირებადი
(აღნიშნულ პერიოდში სერვისცენტრს უნდა ქონდეს გამოცდილება
ლიანდაგმზომი ვაგონის შეკეთებასა და მოვლაში)
ავტორიზებული/ლიცენზირებული მოქმედი სერვისცენტრი, დაკომპლექტებული
კვალიფიციური პერსონალით, სადაც საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი
კომპანიის წარმომადგენლები გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას
ლიანდაგმზომი ვაგონის სერვისის განხორციელებაში მწარმოებლის მიერ
დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე ასევე
ყოველდღიური/რეგულარული მომსახურების და რემონტის ინსტრუქციების
(რეგლამენტის) სრული დაცვით. აღნიშნული მოთხოვნების დამადასტურებლად
ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იყოს:
სერვისცენტრის სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში - სარგებლობის
უფლების დამადასტურებელიდოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა ტოლი
უნდა იყოს ან აღემატებოდეს მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას.
სერვისცენტრის საკუთრებაში ქონის შემთხვევაში - საკუთრების
დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
ფუნქციონირების დამადასტურებელი დოკუმენტები - 3 წლის განმავლობაში
ლიანდაგმზომი ვაგონის შეკეთებისა და მოვლის განხორციელების
დამადასტურებელი დოკუმენტები - შესრულებული ხელშეკრულება,
მიღება-ჩაბარების აქტი, საგადახდო დავალება ან დადასტურებული ანგარიშ
ფაქტურა.
სერვისცენტრის ავტორიზაციის/ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები -
დიპლომ(ებ)ი/სერტიფიკატ(ებ)ი.
პერსონალის შრომითი ხელშეკრულებ(ები)ა.
4. მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს მოქმედი ISO 9001 და 14001 სერთიფიკატები,
რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა აიტვირთოს ერთიან
ელექტრონულ სისტემაში.
5. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა
წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული:
5.1 პროდუქტის ტექნიკური დოკუმენტაცია (TECHNICAL DATA SHEET) ან/და მწარმოებლის
წერილი, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური
მახასიათებლების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით
განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებთან.
5.2 წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება საქონლის მიწოდების ვადა,
რომელიც არ უნდა იყოს წინამდებარე ტენდერით განსაზღვრულ მიწოდების
ვადაზე მეტი.
პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ხელშეკრულება
გაფორმებულ იქნას უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი/ევრო). აღნიშნულ
შემთხვევაში პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში დანართი №2 -
ფასების ცხრილი უნდა წარმოადგინოს უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი/ევრო),
ელექტრონული ვაჭრობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ლართან
მიმართებაში იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ დანართი №2 - ფასების
ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი/ევრო),
აღნიშნული არ ექვემდებარება დაზუსტებას, ჩაითვლება, რომ პრეტენდენტი
არ ითხოვს ხელშეკრულების ღირებულების უცხოურ ვალუტაში (აშშ
დოლარი/ევრო) განსაზღვრას და შესაბამისად, ხელშეკრულება გაფორმდება
ეროვნულ ვალუტაში, პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად
დაფიქსირებული ფასის შესაბამისად.
1. Manufacturer’s Production Capacity The manufacturer of the proposed track geometry car must possess production capabilities, including factories/workshops, warehouses, machinery,
tools, and equipment, either owned or used under legal right. To confirm this, the following must be submitted via the Unified Electronic System: 1.1 A document issued by the
manufacturer and/or an official manufacturer website confirming the existence of production facilities, warehouses, machinery, tools, and equipment. 1.2 In case of use under right of
use – documents confirming the right of use, valid for a period equal to or exceeding the final service delivery deadline. 1.3 In case of ownership – documents confirming ownership.
2. Previous Supply Experience Within the last 10 years, the manufacturer must have successfully supplied at least one track geometry car equipped with at least one set of systems,
including but not limited to: Track geometry and track profile measurement system; Ultrasonic testing system; Eddy current defect detection system; Clearance profile
measurement system; Thermal inspection system; Video inspection system of the track superstructure for metro or railway use. Confirmation must be provided through a letter
issued by the purchasing/contracting organization, specifying the manufacturer company and the procurement object, including detailed information on the installed system set. 3.
Authorized Service Center The manufacturer must own or legally use an authorized/licensed operational service center for at least three (3) years prior to the tender announcement date,
with proven experience in the maintenance and repair of track geometry cars and staffed with qualified personnel. If necessary, representatives of the purchasing company shall undergo
practical training at the service center in accordance with the manufacturer’s operational and maintenance regulations. The following documents must be submitted via the Unified
Electronic System: Documents confirming the right of use (if applicable), valid for a period equal to or exceeding the final service delivery deadline; Ownership documents (if
applicable); Documents confirming at least three years of operation, such as completed contracts, acceptance certificates, payment orders, or confirmed invoices;
Authorization/license of the service center; Personnel qualification documents (diplomas/certificates); Employment contracts of the personnel. The manufacturer must hold valid
ISO 9001 and ISO 14001 certificates, which must be uploaded to the Unified Electronic System. 4. Documents to Be Submitted by the Bidder The bidder must submit the following documents
issued by the manufacturer via the Unified Electronic System: 4.1 Product Technical Documentation (TECHNICAL DATA SHEET) and/or a manufacturer’s letter confirming compliance of the
proposed product with the technical specifications defined in the tender documentation. 4.2 A letter confirming the delivery period of the goods, which must not exceed the delivery
period specified in the tender documentation.
Currency Clause Upon the bidder’s request, the contract may be concluded in a foreign currency (USD/EUR). In such case, Annex No. 2 – Service Cost Estimate must be submitted in the
respective foreign currency based on the official exchange rate published by the National Bank of Georgia on the electronic trading day. If Annex No. 2 is not submitted in a foreign
currency (USD/EUR), this shall not be subject to clarification and shall be deemed as the bidder’s waiver of requesting contract pricing in foreign currency. Accordingly, the contract
shall be concluded in the national currency (GEL) based on the price recorded in the electronic trading system.
If documents are submitted in a foreign language, a notarized translation into Georgian must be attached.
უცხოენოვანი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს
ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
ქართულენოვან და უცხოურ დოკუმენტებს შორის არსებული სხვაობის
შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულენოვან დოკუმენტებს.
In case of any discrepancies between the Georgian and foreign language documents, the Georgian language documents shall prevail.