1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას.
1.2.3 ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში,
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის
ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან,
არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ
სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული
შემცირებით, ერთეულის ფასი შესაძლებელია დამრგვალებული იქნას ზრდის
პრინციპით, ერთი მეასედის (1 თეთრი) სიზუსტით, აგრეთვე, შესაბამისობად
ჩაითვლება ზრდის პრინციპით დამრგვალებამდე ცდომილების დაშვება.
1.2.4 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და
მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის
საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი
სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და
სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა
სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული
ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.5 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის
ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი
პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და
ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და
გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია შეთანხმებული სამუშაოების წარმოების
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალებით
განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დავალების მიცემიდან
არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველთან
შეთანხმებული ფორმით წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების
კალენდარული გეგმა-გრაფიკი. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია
სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველის
წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში
წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
1.2.8 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების წარმოების კალენდარული
გეგმა-გრაფიკი შეთანხმებულად ითვლება, თუ წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო
დღის ვადაში შემსყიდველმა არ აცნობა მიმწოდებელს ხარვეზის შესახებ;
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.10 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით აწარმოოს
სამუშაოების ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა. კერძოდ:
შესრულებული სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი
სამშენებლო ნორმების შესაბამისად, მიმწოდებელი შემსყიდველის
მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, მასალების გამოცდისათვის საჭირო
სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში, ჩაატაროს გამოსაყენებელი მასალების
ხარისხის ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდები და შემოწმებები
მათი გამოყენების ვარგისიანობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე
სამუშაოების შესრულების დროს მიმწოდებელი შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში ვალდებულია წარმოადგინოს გამოყენებული მასალების
ლაბორატორიული დასკვნები და რეცეპტები და მათი ხარისხი უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს.
1.2.12 მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა,
რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
1.2.13 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დავალების შესრულების
დაწყებამდე შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოს სატრანსპორტო
უსაფრთხოების სქემა.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულების დამადასტურებელ
დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო
საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).
1.2.15 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი
ნიშნებით.
1.2.16 მიმწოდებელი ვალდებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების
დროს კომუნიკაციაში იყოს მომიჯნავე მონაკვეთების სარეაბილიტაციო
სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებთან, რათა საჭიროების
შემთხვევაში სამუშაოების განხორციელების პროცესში მიიღონ საერთო
გადაწყვეტილებები.
1.2.17 მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს სამშენებლო ობიექტებზე
ამოჭრილი საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/
ბეტონის ნარევით.
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე
პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო
ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური
ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის
გავლენა.
1.2.19 სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან, და ა. შ.
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ
სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე
განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი
საავტომობილო გზის მე-15 კმ.
1.2.21 მიმწოდებელმა ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე
(დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X
150სმ, (BPG - ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის მიერ
წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად, შემსყიდველთან
შეთანხმებით.
1.2.22 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული
მოძრაობის რეგულირების სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო
დიზაინი მასზე განთავსებული ინფორმაციით და მისი კონსტრუქციის
განთავსება შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს შემსყიდველთან.
1.2.23 რესურსული მეთოდით შედგენილი სამუშაოთა ჩამონათვალი (რომელშიც
წარმოდგენილია სატენდერო ხარჯთაღრიცხვის პოზიციებზე გამოსაყენებელი
სამშენებლო მასალები, მანქანა-მექანიზმები და მუშა ხელის ტექნიკური
მახასიათებლები), საპროექტო დოკუმენტაცია, საინჟინრო-გეოლოგიური
კვლევის ანგარიში, კომუნიკაციების შეთანხმება, რუსთაველის სანიაღვრე,
მოძრაობის რეგულირების სქემა, ბანერის შაბლონი, ბანერის კონსტრუქცია
და ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი №1) ატვირთულია
სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.