Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Гостиничные услуги (Грузия - Тендер #70845504)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 70845504
Дата публикации: 20-02-2026
Сумма контракта: 148 980


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003352
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.02.2026 17:48
Начало приема предложения 28.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.03.2026 17:00
Предполагаемая цена закупки 148`980.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55100000-Гостиничные услуги
Коды классификатора
  • 55110000 - Размещение в гостиницах
  • 55120000 - Встречи и конференции в отелях
  • 55130000 - Другие гостиничные услуги
Срок подачи მომსახურების გაწევის სავარაუდო თარიღებია 2026 წლის 22 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 700.00 GEL
Размер гарантии 1`490 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan gelashvili :: 12.02.2026 15:04
  • Последнее исправление: ketevan gelashvili :: 20.02.2026 17:48
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672887&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” გეგმავს ",,ახალგაზრდული პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, გეგმავს ,,საერთაშორისო ბანაკის“ განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდები ჩაერთვებიან მრავალფეროვან შემეცნებით, საგანმანათლებლო და გასართობ საბანაკე აქტივობებში. ბანაკი შექმნის სივრცეს, სადაც მონაწილეები შეძლებენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის სფეროს მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას, კრიტიკული აზროვნების, დიპლომატიური უნარების, მოლაპარაკებისა და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებას, საკუთარი კულტურული იდენტობის გამოხატვას, ერთმანეთის ტრადიციების გაცნობას და საერთო ღირებულებების აღმოჩენას.

ზემოაღნიშნული მიზნით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს "საერთაშორისო ბანაკი “-ს მონაწილეთათვის სასტუმროს მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 2026 წლის 22-28 მარტის პერიოდში, "საერთაშორისო ბანაკის" განსახორციელებლად, 100 ადამიანისთვის სასტუმროს მომსახურების შესყიდვა, შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად:

1. სასტუმრო უნდა იყოს ერთ სივრცეში/ერთ ლოკაციაზე და შემოსაზღვრული დაცული ღობით, გამოყოფილი სხვა თავშეყრის სივრცეებისგან.
2. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების და კომფორტული ინფრასტრუქტურის მქონე, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილში ან მიწისქვეშ, სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის.
3. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს კახეთის რეგიონში, თბილისის ადმინისტრაციული საზღვრიდან არაუმეტეს 150 კმ-ში.
4. ყველა ნომერი განთავსებული უნდა იყოს ერთ კომპლექსში. იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს აქვს 3 ან მეტი სართული, აუცილებელია ჰქონდეს ლიფტი.
5. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს, ერთდროულად არანაკლებ 100 ადამიანის განთავსება და კვება. ბანაკის განხორციელების სავარაუდო თარიღებია 22-28 მარტი და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული თარიღების ცვლილება. ზუსტი თარიღი და სტუმრების ზუსტი რაოდენობა მომწოდებელს ეცნობება ნაკადის მიღებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე.
6. ოთახებში განაწილება უნდა მოხდეს ცხრილი 1-ის შესაბამისად, სქესთა ბალანსის დაცვით. გამომდინარე ოთახის სპეციფიკიდან, აუცილებელია, რომ საწოლები იყოს ცალ-ცალკე, ინდივიდუალური, არაგასაშლელი.
(იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი 1)
7. სასტუმროს ნომრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სველი წერტილებით, უწყვეტი ცივი და ცხელი წყლით, ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემით, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით, მაცივრით, ინტერნეტით, ტელევიზორით. ნომრებში ასევე დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები. სასტუმროს უნდა გააჩნდეს დენის ალტერნატიული წყარო.
8. ოთახები შესაბამისად უნდა მარაგდებოდეს ჰიგიენის ინდივიდუალური ნივთებით ყოველდღე თითო ადამიანზე: 1 დიდი პირსახოცი, 1 პატარა პირსახოცი, ოთახის ერთჯერადი ჩუსტი, შამპუნი, ტანის გელი, საპონი და თმის საშრობი ფენი. ჰიგიენის ნივთები უნდა იცვლებოდეს 24 საათში ერთხელ.
9. ოთახის დალაგება უნდა ხორციელდებოდეს ყოველდღიურად სველი/მშრალი წმენდით, ხოლო თეთრეულის გამოცვლა სასტუმროში არსებული სტანდარტის შესაბამისად.
10. სასტუმროში უნდა იყოს 1 დიდი საკონფერენციო დარბაზი, არანაკლებ 100 ადამიანზე, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სემინარის, ტრენინგის ან კულტურული ღონისძიების ჩატარება. გარდა ამისა, სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 იზოლირებული სატრენინგო სივრცე, არანაკლებ 25 ადამიანზე, სადაც შესაძლებელი იქნება მონაწილეების მცირე ჯგუფების შეკრება და მუშაობა. საკონფერენციო და სატრენინგო სივრცეები ხელმისაწვდომი უნდა იყოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, პროგრამული აქტივობების განხორციელებისთვის (იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი 2)
11. საკონფერენციო დარბაზი და სატრენინგო სივრცეები უნდა იყოს იზოლირებული და დამოუკიდებელი სხვა ოთახებისგან, მათ შორის სამზარეულოსგან/კვებისთვის განკუთვნილი სივრცისგან (ფარდით ან სხვა საშუალებებით გამოყოფა არ მოიაზრება). საკონფერენციო დარბაზი და სატრენინგო სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობა/გაგრილების სისტემით.
12. საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, ლეპტოპით, ეკრანით, თეთრი დაფით, ფლიფჩარტებით და მარკერებით, მონაწილეთა შესაბამისი რაოდენობის სკამებითა და სამუშაო მაგიდებით (მოთხოვნისამებრ), არანაკლებ 100 ადამიანისთვის, ასევე ხმის გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი და დინამიკები) და უკაბელო ინტერნეტით. საკონფერენციო დარბაზში, შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, შესაძლებელი უნდა იყოს დარბაზში არსებული ინვენტარის (მაგიდები, სკამები) გადაადგილება (შეერთება ან განცალკევება).
13. სატრენინგო სივრცეები აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, ლეპტოპით, თეთრი დაფით, ფლიფჩარტებით და მარკერებით, მონაწილეთა შესაბამისი რაოდენობის სკამებითა და სამუშაო მაგიდებით (მოთხოვნისამებრ), არანაკლებ 25 ადამიანისთვის და უკაბელო ინტერნეტით.
14. საკონფერენციო დარბაზი, სატრენინგო სივრცეები, კვებისთვის განკუთვნილი ადგილი და სასტუმროს ნომრები უნდა იყოს ერთ კომპლექსში.
15. სასტუმროს არანაკლებ 100 ადამიანისთვის, უნდა გააჩნდეს სარეკრეაციო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ღონისძიებებისა და სპორტული აქტივობების ჩატარება.
16. სასტუმროს უნდა ჰქონდეს სავარჯიშო სპორტული დარბაზი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინვენტარით (არანაკლებ 2 სარბენი ბილიკით; არანაკლებ 1 ველოტრენაჟორი; არანაკლებ 1 ელიპტიკური ტრენაჟორი; არანაკლებ 1 მუცლის პრესის ტრენაჟორი და სხვ.). ასევე, სრულად დახურული საცურაო აუზი, სპორტული მოედანი და ინვენტარი, როგორიცაა: კალათბურთის, ფეხბურთის და ჩოგბურთის ბურთები, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები და ინვენტარი, ბილიარდის მაგიდა და ინვენტარი, სივრცე კინოჩვენების გამართვისთვის შესაბამისი აღჭურვილობითა და ინვენტარით.
17. კვებისთვის განკუთვნილი საათების განსაზღვრა უნდა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებით. გათვალისწინებული უნდა იყოს 3-ჯერადი კვება, გათვალისწინებული უნდა იყოს სამარხვო და ვეგეტარიანული მოთხოვნები, აუცილებელია ცხელი კერძის ერთ-ერთ რაციონში არ შედიოდეს ღორის ხორცი. საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე უნდა მოხდეს სტუმრების ერთდროულად განთავსება, ცხელი ხაზის ან შვედური მაგიდის პრინციპით, შემსყიდველის მიერ შეთანხმებული მენიუს მიხედვით არანაკლებ 80 ადამიანზე (იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი 3).
18. ბანაკის ფარგლებში დაგეგმილია ორი ექსკურსია. აღნიშნულ დღეებში მონაწილეთა სადილით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს “ლანჩ ბოქსების” ფორმატით.
19. კერძები უნდა მომზადდეს ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით. კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი. მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იძენს უფლებამოსილებას, დასვას მიმწოდებლის პასუხისმგებლობის საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო წესით (იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი 4)
20. კვებითი მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა.
21. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს კულტურული პროგრამის უზრუნველყოფა, კერძოდ: ქართული სამზარეულოს მასტერკლასი ბანაკის მონაწილეთათვის, რომელშიც ბანაკის ყველა მონაწილე ჩაერთვება. მასტერკლასი გულისხმობს მზარეულების დახმარებითა და მითითებებით, სასტუმროში მოწყობილ ტერიტორიაზე, 92 სტუმრის მიერ, ხინკლის (ხორცის და კარტოფილის) მომზადებას, თათარის მომზადებას და ჩურჩხელების ამოვლებას. აქტივობა უნდა იყოს საინტერესო და შემეცნებითი. მომსახურების გასაწევად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, ინვენტარი და ინგრედიენტები სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს საკუთარი ძალებით, ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი ანაზღაურების გარეშე (იხ. ტექნიკური დავალების ცხრილი 5)
22. პერიმეტრი 24 საათის მანძილზე უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი დაცვის სისტემით/პატრულირებით. სასტუმროს პერიმეტრი მუდმივად უნდა იყოს დაცვის ქვეშ; 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადმინისტრაციის სამსახური (ადმინისტრატორი).
23. სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
24. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების სისტემები/სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს (ბრძანება - საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ; ასევე ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ).
25. სასტუმროს ოთახებში მინი ბარში არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო.
26. სასტუმროს შერჩევა-შეფასების ეტაპზე შესაბამისი კომისიის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სასტუმროს შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის სავარაუდო თარიღია 2026 წლის 22-28 მარტის პერიოდი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სასტუმრო უნდა მდებარეობდეს კახეთის მხარეში, თბილისის ადმინისტრაციული საზღვრიდან არაუმეტეს 150 კმ-ში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 223400.00 (ორას ოცდასამი ათას ოთხასი) ლარის ღირებულების ანალოგიური (სასტუმროს მომსახურება, სასტუმროში დაბინავების კვებით მომსახურება, სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება) გაწევის გამოცდილება.
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა (არსებობის სემთხვევაში) და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი რითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილება). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად).
3. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებ(ებ)ის ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1.პრეტენდენტმა, წინადადებების მიღების ეტაპზე, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის მიერ შემოთავაზებული სასტუმროს შესახებ, სასტუმროს ზუსტი ფაქტობრივი მისამართი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დისკვალიფიცირებულ იქნება სატენდერო პროცედურებიდან, დაზუსტების გარეშე.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის მის მიერ მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს წარმომადგენელი, წინადადების მიღების ეტაპზე, უნდა წარმოადგინოს მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს ზუსტი მისამართი. ასევე, მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სასტუმროს ხელმძღვანელი ან/და უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული წერილობითი შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გაცნობილია ტექნიკური დავალების პირობებს და მზად არის, გასწიოს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დისკვალიფიცირებულ იქნება სატენდერო პროცედურებიდან, დაზუსტების გარეშე.
ასევე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იყოს 2.2.1 - ით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც შექმნილია პრეტენდენტის მიერ, დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სასტუმროს ვიზუალური მასალა, მათ შორის, სასტუმროს ლობის ან/და რესტორნის ან/და კაფის ან/და ლაუნჯის, ნომრების, სასადილო სივრცის, საცურაო დახურული აუზის, სატრეინინგო სივრცის, საკოფერენციო სივრცის, გარე სარეკრეაციო სივრცის, სპორტული დარბაზის, კინოჩვენების გამართვისთვის განკუთვნილი სივრცის ((სასურველია, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი იყოს ვებ-გვერდის საშუალებით (არსებობის შემთხვევაში)).

2.9 other additional requirements

ა) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული შევსებული ხარჯთაღრიცხვა.
ბ) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.2.1 ქვეპუნქტში მოცემული პირობების შესაბამისად შევსებული დანართი N2 შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გ) წინამდებარე სატენდერო პირობების 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და ვიზუალური მასალა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.


შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (გარდა ფასების ცხრილისა და 2.3.1 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვიზუალური მასალისა) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1.იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
2.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან გელაშვილი, 551215857, kgelashvili43@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი დოკუმენტები და/ან ინფორმაცია (გარდა ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ მის მიერ შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც არ არის პრეტენდენტის მიერ შექმნილი, მათ შორის, გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი (წინადადების სახით) ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატის სახით.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).
7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru