Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #70845503)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Lighting Service of Kutaisi
Номер конкурса: 70845503
Дата публикации: 20-02-2026
Сумма контракта: 274 274


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003353
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.02.2026 17:48
Начало приема предложения 01.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 04.03.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 274`274.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34144000 - Автомобили специального назначения
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ამწე -კალათის სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`000.00 GEL
Размер гарантии 2`743 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mishiko tsagareishvili :: 03.02.2026 11:24
  • Последнее исправление: mishiko tsagareishvili :: 20.02.2026 17:48
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=670924&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე ამწე -კალათის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასყიდი საქონლის რაოდენობაა ერთი ერთეული.

1.2.2 შემოთავაზებული ამწე -კალათი უნდა იყოს:
ა) ახალი
ბ) ექსპლუატაციაში არმყოფი
გ) არაუადრეს 2025 წლის გამოშვების
დ) მარცხენა საჭიანი
ე) საწვავის ტიპი - დიზელი
ვ) ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო
ზ) განბაჟებული.

პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად, ასევე შემოთავაზებული საქონლის ვიზუალი, ფოტოს ან ვებ-ბმულის (ლინკის) სახით.

1.2.3 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა წარმოადგინოს დანართი N2-ის შესაბამისად.
1.2.4. მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მიერ მითითებულ შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ.#65.
1.2.5. სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში გადაფორმება და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯის ანაზღაურება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით.
1.2.6. ამწე -კალათს სავალდებულოა მოყვეს ცალ-ცალკე: სათადარიგო ნაწილებისა და მათი გამოყენების (ექსპლოატაციის) სახელმძღვანელო. ჰიდრავლიკური დომკრატი, საბურავის მოსახსნელი ქანჩი, საბურავის გასაბერი შლანგი დაბოლოებებით, პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქი, გამოყენებისათვის ვარგისი ვადიანი ცეცხლმაქრი და ტექ. მომსახურებისთვის საჭირო ქანჩ–გასაღებების ნაკრები.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამწე -კალათის უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ ამწე -კალათის მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრის მიზნით განახორციელებს თვითმცლელ(ებ)ის ის უკან გაწვევას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ამწე -კალათის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 6(ექვსი) თვის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია ამწე -კალათის მიწოდება განახორციელოს შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ. №65.

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი ამწე -კალათის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.5.3. პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს, მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე (სასურველია ქუთაისის საზღვრებში ან/და საზღვებიდან 5 კმ.-ის რადიუსში) სადაც საჭიროების შემთხვევაში ამწე -კალათის სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე, ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურება და რემონტი. ზემოაღშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტედენტს, ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი არ გააჩნია ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ან/და ქუთაისიდამ 5 კმ.-ის რადიუსში, მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რეგლამენტირებული და საგარანტიო მომსახურება გაწიოს მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით, საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში.


1.5.4. სერვის-ცენტრამდე და უკან ააიპ ქუთგანათების სერვისის ოფისში ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.5.5. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი ვალდებულია, გაავრცელოს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელი ამწე -კალათზე და არანაკლებ 2 (ორი) წელი ან 200 000 კილომეტრი (რომელიც უფრო ადრე დადგება) ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდები, გადაცემათა კოლოფი).
გარანტია არ ვრცელდება ცვეთად ნაწილებზე (მაგალითად: ფილტრები,ხუნდები, ელექტრო მცველები. ელექტრო ნათურები. შუშის საწმენდი ჯაგრისები, ჰაერის ფილტრი და სხვა მსგავსი ნაწილები.).

1.7.1.2 ამწე -კალათის სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი ყველანაირი დეფექტი ან/და დაზიანება უნდა გამოსწორდეს ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრში ამწე -კალათის სერვის ცენტრში მიყვანიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.

1.7.1.3 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის პუნქტის გათვალისწინებით, მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს ამწე -კალათის ტრანსპორტირება ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრამდე და სერვისცენტრიდან ა(ა)იპ ქუთგანათების სერვისი ოფისამდე, შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში.

1.7.1.4 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ამწე -კალათის სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ამწე -კალათის ნებისმიერი სახის ტექნიკურ დეფექტზე/ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ამწე -კალათის შემადგენელი კომპონენტების წუნის გამო.

1.7.1.5 წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1 პუნქტით გათვალისწინებული სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ამწე -კალათის შეკეთება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ ტენდერში მითითებულ ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრე(ებ)ში, რათა არ მოხდეს ამწე -კალათის გარანტიის პირობების ცვლილება ან გარანტიიდან მოხსნა.

1.7.1.6 მიღების დროს ამწე -კალათზე გამოვლენილი ნებისმიერი წუნის/დეფექტის/ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1. პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში შეაკეთოს/შეცვალოს ახლით წუნის/დეფექტის/ხარვეზის მქონე ამწე -კალათი. ამასთან, მიწოდების ვადის გადაცილებისთვის შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქცია.

1.7.1.7 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ამწე -კალათის შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული ამწე-კალათის (როგორც შასი, ასევე ზედდგმული) ბრენდის, მოდელის და წარმოების ქვეყნის დასახელება უნდა მიუთითოს დანართი N2-ის შესაბამისად.

2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ავტომანქანის (როგორც შასი, ასევე ზედდგმული) ბრენდის, მოდელისა და წარმოების ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამწე-კალათის (როგორც შასი, ასევე ზედდგმული) ბრენდის, მოდელისა და წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.1.1.3 შემოთავაზებული საქონელი (როგორც შასი ასევე ზედდგმული) უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს , მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე (სასურველია ქუთაისის საზღვრებში ან/და საზღვებიდან 5 კმ.-ის რადიუსში) სადაც საჭიროების შემთხვევაში ამწე -კალათის სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე, ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურება და რემონტი. ზემოაღშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტედენტს, ავტორიზებული/ლიცენზირებული, სერვის ცენტრი არ გააჩნია ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე ან/და ქუთაისიდამ 5 კმ.-ის რადიუსში, მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, რეგლამენტირებული და საგარანტიო მომსახურება გაწიოს მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით, საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ამწე -კალათის ოფიციალური (ქარხნული) ტექნიკური მახასიათებლები.

2.9 other additional requirements

2.9.1 მიმწოდებელი ვალდებულია ქართულ ენაზე ნათარგმნი შემოთავაზებული ამწე -კალათის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო წარუდგინოს შემსყიდველს პირველივე მიწოდების დროს.

2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ შესყიდულ ამწე -კალათზე დაამონტაჟოს ნებისმიერი დამატებითი მოწყობილობა/აღჭურვილობა, იგი ვალდებულია მიმართოს მიმწოდებელს აღნიშნულის თაობაზე წერილობითი ფორმით, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული და ამომწურავი წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სტანდარტების შესაბამისად და ნორმების დაცვით უნდა განხორციელდეს შესაბამისი დამატებითი მოწყობილობის/აღჭურვილობის მონტაჟი, რათა არ დაირღვეს საგარანტიო პირობები და ძალაში დარჩეს საგარანტიო მომსახურება. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი უარს განაცხადებს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი დამატებითი მოწყობილობის/აღჭურვილობის მონტაჟის თაობაზე, აღნიშნული უნდა განახორციელოს შესაბამისი დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

2.9.3 დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული (ნოტარიულად დამოწმებული) თარგმანი ქართულ ენაზე.

2.9.4 პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შევსებული დანართი N1 დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა).

2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის/აუდიტორული/საშემფასებლო დასკვნით.

3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილში მითითებულ ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:

(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ამხანაგობის წევრებისთვის:

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი).

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N3-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება შესყიდვის ობიექტის მოწოდების შემდეგ.
7.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკის მიწოდებისას წარმოადგინოს სსიპ “ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, მოწოდებული ტექნიკის სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, რომლის შემდეგაც მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი.
7.2.3 ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ/
7.2.4 ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.
7.2.5 გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მიშიკო ცაგარეიშვილი, 571283191, mishikotsagareishvili@gmail.com ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით
დამატებითი ინფორმაცია: +995 595 11 44 96 მალხაზი ბასილაძე

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
3. 2019 წლის 1 იანვრიდან, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით /კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა შესაძლებელია მხოლოდ PDF ფორმატის დოკუმენტებზე/
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

20-02-2026 Major capital works maintenance of 346 MIG housing at Dwarka sector 16 B PKT II HS 2021.

20-02-2026 Two-Stage 4.2 K, 1.5 W Pulse Tube (PT) Cryocooler System with Compressor and Accessories.

20-02-2026 Renovation of 1 no. Toilet at Gate No. 1 i/c cow catcher and P and F Paver Block etc at NIA, Jaipur..

20-02-2026 Replacement of Left Out Border Flood Lights along with restructuring of Source BOPs in Area of Responsibility of SHQ BSF Jammu under FTR HQ BSF Jammu. SH Replacement of Poles, UG Cable and Flood Lights of 7 BN BSF.

20-02-2026 Supply and Installation of Lab Instruments Live Cell Imaging Facility under DST PURSE Project.

20-02-2026 007/2026 - Προμήθεια μηχανογραφικού εξοπλισμού (PC-Workstations-peripherals).





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru