Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области садоводства (Грузия - Тендер #70843632)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgias Innovations and Technology Agency
Номер конкурса: 70843632
Дата публикации: 20-02-2026
Сумма контракта: 250 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003304
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.02.2026 15:40
Начало приема предложения 01.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 04.03.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 250`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 77300000-Услуги в области садоводства
Коды классификатора
  • 77310000 - Развитие и поддержание зеленых насаждений
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ქ. ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) გარე ტერიტორიის მწვანე საფარის და ხეების მოვლა-პატრონობის მომსახურება
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 2`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mari abashidze :: 20.02.2026 11:04
  • Последнее исправление: mari abashidze :: 20.02.2026 15:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=674110&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) გარე ტერიტორიის მწვანე საფარის და ხეების მოვლა-პატრონობის მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ობიექტის ადგილმდებარეობა:
ქალაქი ქუთაისი, ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით 03.01.22.715 და 03.01.22.740 (სარეკრეაციო სივრცე ჯამში 13.34 ჰა)
2. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
2.1 მწვანე საფარის (რულონური გაზონის) და ხეების მოვლა:
• საორიენტაციოდ 8 ჰა. რულონური ბალახის კრეჭვა, სეზონზე მინიმუმ ორი კვირაში ერთხელ.
• ზამთრის პერიოდში მოვლა უნდა განხორციელდეს საჭიროებიდან გამომდინარე.
• ბალახის კრეჭვის შემდეგ ნარჩენების გატანა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
• 30 ძირი 3-მეტრიანი მარადმწვანე მუხის მოვლა.
• 38 ძირი 3.5-მეტრიანი პავლონიის მოვლა
• 33 ძირი 3-მეტრიანი ჰიმალაის კედარის მოვლა
• 17 ძირი 3 -მეტრიანი კიპაროსი ლეილანდის მოვლა
• 26 ძირი 3.5-მეტრიანი დეკორატიული წითელი ტყემალის მოვლა
• 31 ძირი 3.5-მეტრიანი ტირიფის (მტირალა ფორმის) მოვლა
• 78 ძირი 1-მეტრიანი ოლეანდრას (თეთრად მოყვითალო) მოვლა
• 180 ძირი 0.5-მეტრიანი დეკორატიული შინდის მოვლა
• 342 ძირი 0.5-მეტრიანი ნანდინა (მაღალმზარდი სახეობა) მოვლა
• 23 ძირი 0.5-მეტრიანი დეკორატიული მარცვლეულის მოვლა
• 30 ძირი 1-მეტრიანი ფოტინია მოვლა
• ბუჩქოვანი მცენარეები უნდა გაიზარდოს თანაბარი მასებით, მცენარეებს უნდა შეუნარჩუნდეს ბუნებრივი ფორმები და არ უნდა იყოს ხელოვნურად ფორმირებული. სხვლა უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ სანიტარული და საჭიროებისამებრ ერთნაირი სიმაღლეების და მასის მისახწევად.
• როგორც ბუჩქების , ასევე ხეების გასხვლაც უნდა მოხდეს ერთნაირად, ყველა სახეობის ხე და ბუჩქი მაქსიმალურად ერთმანეთს უნდა გავდეს ფორმით, თუმცა ყველა მცენარე უნდა ინარჩუნებდეს ბუნებრივ სილუეტს და არ უნდა იყოს ხელოვნურად ფორმირებული;
• საპროექტო რენდერების გაეცნობა, რომ ვიზუალურად აღსაქმელი იყოს რა ფორმით უნდა გაიზარდოს მცენარეები: ზოგი იქნება ბორდიულივით გადაბმული, ზოგი ცალკეული, ბუჩქოვანი .
• ბუჩქებს და ხეებს ძრიდან 30 სმ ის რადიუსით მოეცალოს ბალახი, რომ მცენარემ შეძლოს კარგად გაზრდა.
• მცენარეებს მიეწოდოს გაზაფხულზე / ზაფხულზე საკვები ნივთიერებები, სახეობების შესაბამისად.
• მორწყვა ავტომატური სარწყავი სისტემით, რომელიც დაყოფილია 9 ზონად. თითოეული ზონის მორწყვის შემდეგ სისტემას გადააქვს მორწყვა მომდევნო ზონაზე (მექანიკურად).
• გარე ტერიტორიის მოვლა (დასუფთავება, ნაგვის ურნების დაცლა)
• გარე ტერიტორიის სასეირნო ბილიკების და ბეტონის ზედაპირის მორეცხვა თვეში ერთხელ.
• მიმწოდებელი უზრუნველყოფს არანაკლებ 3 პერსონალს ბალახის და ხეების მოსარწყავად საჭიროების შესაბამისად.
• ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ ნარჩენების გატანა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.
• მიმწოდებელი უზრუნველყოფს არანაკლებ 2 პერსონალს ტერიტორიის მოსავლელად (დასუფთავება, ნაგვის ურნების დაცლა) სრული დღის განმავლობაში.

3 დამატებითი მოთხოვნები:
3.1 მიმწოდებელი ვალდებულია ყველა მომუშავე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს უნიფორმით (ნახევარ-კომბინიზონი, ქურთუკი ზურგზე შემსრულებელი ორგანიზაციის წარწერით, კეპი, მაისური შემსრულებელი ორგანიზაციის წარწერით, საწვიმარი ლაბადა შემსრულებელი ორგანიზაციის წარწერით, ასევე ხუთთითიანი სამუშაო მორეზინებული ხელთათმანი, ხოლო დაზიანების ან ცვეთის შემთხვევაში ჩაანაცვლოს ახლით.
3.2 მიმწოდებელი ვალდებულია დაზიანებული ან გაცვეთილი სპეც. ტანსაცმელი საკუთარი ხარჯებით ჩაანაცვლოს ახლით
3.3 მიმწოდებელი ვალდებულია ექსპლუატაცია გაუწიოს ტერიტორიაზე არსებულ სარწყავ ქსელებს, დაუყოვნებლივ აცნობოს დამკვეთს წარმოქმნილი დაზიანების შესახებ. თუკი მიმწოდებელმა დააზიანა სარწყავი სისტემა, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით აღდგენა.
3.4 მცენარეების ხმობის, დაავადების და მავნე მწერების არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები საკუთარი ხარჯებით.
3.5 მიმწოდებელი ვალდებულია, ხეების სხვლა-ფორმირების, ზეხმელი და ავარიული ხეების ჭრის სამუშაოების შესრულების შესახებ წინასწარ აცნობოს და შეათანხმოს შესაბამის სამსახურებთან და უზრუნველყოს სამუშაოების უსაფრთხოება

4. ტექნიკური პერსონალი რომელიც შეთანხმებული იქნება შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმების მომენტში:
4.1 ტექნიკური პერსონალი - არანაკლებ 5 ადამიანი.

5. სარწყავი სისტემის მასალების ანაზღაურების პირობა:
- 1.2 პუნქტით გათვალისწინებული დანართი N2-ით წარმოდგენილი სარწყავი სისტემის მასალების ჩამონათვალი და ერთეულის ფასები განკუთვნილია მხოლოდ იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მომსახურების შესრულების პროცესში წარმოიშობა აღნიშნული მასალების გამოყენების აუცილებლობა;
- მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს თითოეული მასალის ერთეული ფასი დანართი N2-ის შესაბამისად. აღნიშნული ფასები არ წარმოადგენს მასალების სავალდებულო შეძენის ან მინიმალური მოცულობის გარანტიას და ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ დამკვეთის მიერ დადასტურებული, ფაქტობრივად საჭირო და გამოყენებული მასალების მოცულობის შესაბამისად;
- მასალების გამოყენება და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება დასაშვებია მხოლოდ დამკვეთის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე და დამტკიცებული შესრულების აქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

6. უსაფრთხოებისა და შრომის სტანდარტები:
• ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს უსაფრთხოების ტრენინგი სამუშაო ადგილას.
• სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებისას დაცული უნდა იქნას შრომის უსაფრთხოების ყველა სტანდარტი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

- გასაწევი მომსახურების ადგილი: ქალაქი ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N26, ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, საკადასტრო კოდით 03.01.22.715 და 03.01.22.740 (სარეკრეაციო სივრცე ჯამში 13.34 ჰა);

- გასაწევი მომსახურების შესრულების ფორმა: მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა და მიბმული დანართების შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- პრეტენდენტს 2023, 2024 და 2025 წლებში უნდა გააჩნდეს გამოცდილება გამწვანების, ხე მცენარეების მოვლა-პატრონობისა და/ან ურბანული მწვანე სივრცეების მართვის სფეროში, მათ შორის ისეთი ობიექტების ფარგლებში, როგორიცაა სკვერები, პარკები, ბულვარები, საზოგადოებრივი ეზოები, გზისპირა გამწვანებული ზოლები და სხვა ანალოგიური ურბანული ან ნახევრად ურბანული სივრცეები.
- აღნიშნული მოთხოვნა არ მოიცავს ტყის ტერიტორიებზე (ბუნებრივი ტყეები, დაცული ტერიტორიები და სხვა ანალოგიური სივრცეები) შესრულებულ სამუშაოებს;
- აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესრულებული ან მიმდინარე ხელშეკრულებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და/ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი).იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილება მიღებულია სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, დასაშვებია შესაბამისი ხელშეკრულების იდენტიფიკაციის ნომრის (SPA, NAT, CMR ან სხვა) მითითება, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა გააჩნდეს:
- მექანიკური ბენზოცელი - 3 ცალი
- ბალახის საკრეჭი სტაციონარი - 3 ცალი
- ლითონის დასაკეცი კიბე - 3 ცალი
- ფოცხი - 5 ცალი
- ბარი - 5 ცალი
- ნიჩაბი - 5 ცალი

შენიშვნა: მანქანა-მექანიზმები მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაკეთოს მანქანა-მექანიზმები და სამუშაო იარაღები ან ჩაანაცვლოს ახლით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტორნული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) ფასების ცხრილი დანართის N1-ის შესაბამისად;
ბ) 1.2 პუნქტით გათვალისწინებული დანართი N2;
გ) 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;

- ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე;
- დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია;
- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
- თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.
- გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

შენიშვნა 1:

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

• იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტის შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

• ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

- ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

- ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად;

- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;

- თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის ოდენობა ნახევრდება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი უნდა შეიცავდეს როგორც მომსახურების ღირებულების, ისე აღნიშნული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს;

- ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახაურების შესახებ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ;

- ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა რჩება"შემსყიდველთან" და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მირ საგადასახადო დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში (თანდართული მემორანდუმით გათვალისწინებული დაფინანსების შესაბამისად).

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარი აბაშიძე, 577779050, mabashidze@gita.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:ნოდარ კანდელაკი: 591 92 92 67 - nkandelaki@gita.gov.ge;

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

2. სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).

3 პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.

4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

5. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

6. შესყიდვის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულ მომსახურების გაწევასთან და საქართცელოს კანონდმებლობით ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

7. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

8. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

9. ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

10. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru