Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования (Грузия - Тендер #70834891)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 70834891
Дата публикации: 19-02-2026
Сумма контракта: 28 800


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003226
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.02.2026 17:41
Начало приема предложения 25.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 27.02.2026 17:00
Предполагаемая цена закупки 28`800.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50400000-Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования
Коды классификатора
  • 50413200 - Ремонт и техническое обслуживание противопожарного оборудования
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია
Шаг снижения цены 120.00 GEL
Размер гарантии 288 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino mgharishvili :: 10.02.2026 13:50
  • Последнее исправление: gia bekauri :: 19.02.2026 17:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672329&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა დამუშავების ცენტრებში არსებული ხანძარაღმოჩენა-ქრობის სისტემის ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა დამუშავების ძირითად და სარეზერვო ცენტრებში არსებული ხანძარაღმოჩენა-ქრობის სისტემის ტექნიკური მომსახურება ვრცელდება ცხრილი N1-ში მითითებულ ტექნიკაზე;
2. მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების დადების შემდგომ, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღეში (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 აპრილისა) 24 თვის განმავლობაში;
3. მომსახურების გაწევის ადგილი: ქ თბილისი, (აკ. წერეთლის გამზირი N67ა და მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია) შემსყიდველის მონაცემთა დამუშავების ძირითადი და სარეზერვო ცენტრები;
4. შემსყიდველი ვალდებულია მომსახურების პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების დაშვება სისტემის განთავსების ადგილზე, ხოლო მიმწოდებელმა - ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მივლინება ადგილზე.
5. შესაძლო გაუმართაობის თავიდან აცილების მიზნით, მომსახურების გაწევის პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია ცხრილი N1-ში მითითებულ ტექნიკაზე განახორციელოს ადგილზე დათვალიერება მომსახურების პირობების შესაბამისად, არანაკლებ 2 (ორი) თვეში ერთხელ (პირველი დათვალიერება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან პირველი კალენდარული თვის განმავლობაში) და ამავე ვადაში დასკვნის სახით წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება დათვალიერების სრული შედეგი, სისტემის მოსალოდნელი გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში დაზიანების აღმოფხვრის გზები და ვადები.
6. ინციდენტების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია შექმნას ელექტრონული პორტალის მომხმარებელი ან გამოყოს ელექტრონული ფოსტის მისამართი. ინციდენტზე საპასუხო ქმედების და მოგვარებისთვის დადგენილი ვადის ათვლა იწყება ინციდენტის მიმწოდებლის მიერ გამოყოფილ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების მიღებიდან. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია შეთანხმებული ელექტრონული მისამართიდან მიაწოდოს ინფორმაცია შემსყიდველს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ შემდეგ საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე: servicedesk@sda.gov.ge.
7. ტექნიკის ნებისმიერი ნაწილის დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეაკეთოს (მწყობრში მოიყვანოს) ისინი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაზიანების აღმოფხვრის მიზნით შემსყიდველის წარმომადენელთან შეთანხებით ჩაანაცვლოს იმავე ან უკეთესი მონაცემების მქონე მოწყობილობით/ნაწილებით, შემსყიდველის მიერ ხარვეზის არსებობის შესახებ შეტყობინებიდან ან მიმწოდებლის მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად გაუმართაობის ან მოსალოდნელი გაუმართაობის აღმოჩენის შეასხებ წერილობითი დოკუმენტიდან გონივრულ ვადაში, თუმცა იგი არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს. დაზიანებული დეტალის შეცვლის აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში სერვისის მხარდაჭერის პირობებზე არ მოქმედებს N2 ცხრილში მოცემული „მოგვარების მაქსიმალური დროის“ ვადები. შეცვლილი ნაწილი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ცხრილი N1-ში მითითებული ტექნიკის მოთხოვნებს და არ უნდა ქმნიდეს საფრთხეს მის მუშაობაში.
8. ტექნიკური მომსახურების პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას მომსახურების გაწევის ვადები, რომლებიც წარმოდგენილია ცხრილი N2-ში. მომსახურების გაწევის ვადები დამოკიდებულია შესაბამის პრიორიტეტზე. პრიორიტეტების მატრიცა წარმოდგენილია ცხრილი N3. ინციდენტის პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება შემსყიდველის მიერ.
9. შემსყიდველის მიერ ინციდენტის დადგომამდე იდენტიფიცირებული საფრთხეები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ინციდენტი, მიმწოდებლის მიერ მხარდაჭერილი უნდა იყოს მე-4 პრიორიტეტისათვის დადგენილი ვადებში.
10. მომსახურების პირობები:
10.1 მილებისა და გაყვანილობების ვიზუალური კონტროლი;
10.2 გამშვები ფუნქციების შემოწმება;
10.3 საკონტროლო პანელის შემოწმება;
10.4 სისტემის ყველა ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობის შემოწმება და მისი ფუნქციონირების ტესტირება;
10.5 საგანგაშო მოწყობილობების, კვამლის დეტექტორების ტესტირება;
10.6 ყველა საგანგაშო მოწყობილობისათვის მიცემული ელექტრონული პარამეტრების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი შესწორება;
10.7 კაბელების შემოწმება წყვეტის და მოკლე ჩართვის გამოსარიცხად;
10.8 სისტემის კვების ბლოკისა და სათადარიგო კვების მიწოდების (აკუმულატორის) შემოწმება;
10.9 სისტემის ქსელის და ქსელური კაბელების შემოწმება;
10.10 ასპირაციული სისტემის სათადარიგო კვების, ფილტრების შემოწმება, შესაბამისი სიჩქარის დარეგულირება, ფილტრის გაწმენდა და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.
10.11 ავტომატური ხანძარქრობის პულტის გენერირებული სიგნალების შემოწმება, სათადრიგო კვების შემოწმება, მოთხოვნის შემთხვევაში სრული მონაცემების ამოღება და რეპორტის შედგენა.
10.12 კვამლის პასიური დეტექტორების შემოწმება კვამლის იმიტირებით;
10.13 ავტომატური ხანძარქრობის სისტემის ცილინდრის და აქტივაციის პაკეტის შემოწმება;
10.14 ცილინდრის ვიზუალური შემოწმება დაზიანებაზე, წნევის შემოწმება;
10.15 სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის ვიზუალური შემოწმება, შეერთებების შემოწმება;
11. პრეტენდენტი ვალდებულია დაიცვას და დაემორჩილოს სააგენტოს მიერ დადგენილი შესვლის და სამუშაოების ჩატარების წესებს (შესვლის და გასვლის წესები, ასევე აკრძალულია მობილური მოწყობილობების და ვიდეო გადაღების მოწყობილობების გამოყენება).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების დადების შემდგომ, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღეში (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 აპრილისა) 24 თვის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია ქ თბილისი, შემსყიდველის მონაცემთა დამუშავების ძირითადი (აკ. წერეთლის გამზ. N67ა) და სარეზერვო (მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია) ცენტრები.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 01 იანვრიდან წინადადების მიღების დაწყებამდე პერიოდში, ხანძარაღმოჩენა-ქრობის სისტემის ინსტალაციისა ან/და ხანძარაღმოჩენა-ქრობის სისტემის ტექნიკური მომსახურების შესახებ გაფორმებული არანაკლებ 2 ხელშეკრულება და მისი შესრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები (ან ხელშეკრულების შესრულების სხვა შესაბამისი დოკუმენტი) ან მიუთითოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ტენდერის ან CMR ნომერი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს ტექნიკურ დავალებაში მითითებული ხანძარაღმოჩენა-ქრობის სისტემის მწარმოებლის მიერ მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული ტექნიკოსი/სპეციალისტი და წარმოადგინოს აღნიშნული სერტიფიკატის ასლი.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით, 2.2.1 და 2.4.1 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები და ინფორმაცია.

2. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი.

3. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილეობა.

4. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წამოდგენისას უნდა წარმოადგინოს კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული ინფორმაცია, რომ მას გააჩნია შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა ფორმა N2 ან ფორმა N3 (პრეტენდენტი ვალდებულია ნებართვა მატერიალური სახით წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების დადებამდე).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველთვიურად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიღება-ჩაბარებიდან და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის წარმოდგენიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო მღარიშვილი, 555751574, sda@procurement.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.

დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია შემდეგი ფორმით:
1) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად ან 2) სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის ფასების ცხრილთან დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.
10.1.9 სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესისგან გათავისუფლებული არიან არარეზიდენტი პირები. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და ატვირთული იქნას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru