Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Текстильные изделия (Грузия - Тендер #70834849)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Non-profit "The Service Agency of the Ministry of Internal Affairs of Georgia"
Номер конкурса: 70834849
Дата публикации: 19-02-2026
Сумма контракта: 43 236


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003179
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.02.2026 15:42
Начало приема предложения 25.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 27.02.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 43`236.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 39500000-Текстильные изделия
Коды классификатора
  • 39515100 - Занавеси
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სხვადასხვა ტიპის ფარდა-როლეტებისა და ფარდა-ჟალუზების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 173.00 GEL
Размер гарантии 432 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine tabuashvili :: 16.01.2026 10:53
  • Последнее исправление: ekaterine tabuashvili :: 19.02.2026 15:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=666971&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სხვადასხვა ტიპის ფარდა-როლეტებისა და ფარდა-ჟალუზების შესყიდვა (მონტაჟით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შსს მომსახურების საგენტოს საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტიპის ფარდა-როლეტებისა და ფარდა-ჟალუზების შესყიდვა (მონტაჟით). ტექნიკური მახასიათებლები:

1.2.1. ფარდა-როლეტი "ა" ტიპის (მონტაჟით)
მართვის ტიპი - მექანიკური;
ნაჭრის მასალა - პოლიესტერი;
ნაჭრის ფერი - ყავისფერი;
ნაჭრის წონა - 240 გრ/მ²±5%
ნაჭრის სისქე - 0,40 მმ±5%
სამართავი მექანიზმი - ვერტიკალურ სიბრტყეში მამოძრავებელი ჯაჭვი;
მაკომპლექტებელი დეტალების ფერი: შეთანხმებით

1.2.2. ფარდა-როლეტი "ბ" ტიპის (მონტაჟით)
მართვის ტიპი - მექანიკური;
ნაჭრის მასალა - პოლიესტერი; შუქგაუმტარი;
ნაჭრის ფერი - ნაცრისფერი;
ნაჭრის წონა - 330 გრ/მ²±5%
ნაჭრის სისქე - 0,40 მმ±5%
სამართავი მექანიზმი-ვერტიკალურ სიბრტყეში მამოძრავებელი ჯაჭვი;
მაკომპლექტებელი დეტალების ფერი: შეთანხმებით.

1.2.3. ფარდა-როლეტი "გ" ტიპის - კასეტითა და გვერდითა მიმმართველებით (მონტაჟით)
მართვის ტიპი - მექანიკური;
ნაჭრის მასალა - პოლიესტერი;
ნაჭრის ფერი - ყავისფერი;
ნაჭრის წონა - 240 გრ/მ²±5%
ნაჭრის სისქე - 0,40 მმ±5%
სამართავი მექანიზმი-ვერტიკალურ სიბრტყეში მამოძრავებელი ჯაჭვი;
მაკომპლექტებელი დეტალების ფერი: შეთანხმებით.

1.2.4. ჰორიზონტალური ფარდა–ჟალუზი (მონტაჟით)
ჰორიზონტალური ლენტი: 25მმ ±2მმ.
ჰორიზონტალური ლენტი - მასალა ალუმინი,
ჰორიზონტალური ლენტის ფერი - ვერცხლისფერი;
კარნიზის პროფილის ზომები: 19მმ.X25მმ ±2მმ.
კარნიზის მასალა: ლითონი;
კარნიზის ფერი: ლენტის შესაბამისი.
გვერდითა ბაგირებით, ბაგირის ზედა და ქვედა დამჭერებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება/მონტაჟის ვადა: ქ. თბილისში, ქ. ბათუმში და ქ. რუსთავში ხელშეკრულების გაფორმებიდან - 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;
1.4.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდება/მონტაჟის ვადა: ქ. ფოთში და ქ. ზუგდიდში შემსყიდველის მოთხოვნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა.
1.4.3. მიმწოდებელთან კომუნიკაცია მოწოდება/მონტაჟის მოთხოვნის შესახებ განხორციელდება ელექტრონული ფოსტის ან/და ოფიციალური წერილის მეშვეობით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შესყიდვის ობიექტების მოწოდება/მონტაჟის ადგილი:

1. ქ. ზუგდიდი, შ. ხუბულავას ქ. № 9.
2. ქ. ბათუმი, სულხან- საბას ქ. № 2.
3. ქ. ფოთი, ჭავჭავაძის №146.
4. ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. N21
5. ქ. რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა N8.
შსს მომსახურების სააგენტოს შესაბამისი სამსახურები.

1.5.2. სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, კერძოდ:
ორშაბათი - პარასკევი 17:00 საათიდან - 08:00 საათამდე;
შაბათი: 16:00 საათიდან - ორშაბათს 08:00 საათამდე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მოწოდებულ შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.

1.7.1.2. მოწოდებული შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი. შემსყიდველის მხრიდან შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზი/წუნი (ტრანსპორტირების ჩათვლით), მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

1.7.1.3. მიმწოდებლის მიერ 1.7.1.2 პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.

1.7.1.4. მიმწოდებლისთვის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ან/და ოფიციალური წერილის მეშვეობით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი და წარმოშობის ქვეყანა.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.9 other additional requirements

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ნიმუშებზე შემსყიდველის მიერ ჩატარდება საექსპერტო ან/და ლაბორატორიული შემოწმება, შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის - ქსოვილის მასალის წონისა და სისქის დადგენის მიზნით.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.1; 1.2.2; და 1.2.3 პუნქტებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის დასამზადებელი ქსოვილის ნიმუშები, ზომით არანაკლებ 10X10 სმ.

3.1.1.2. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.1.3. შემოწმების შედეგად მისაწოდებელი საქონლის ნიმუშები შესაძლებელია დაზიანდეს, შესაბამისად ის არ ექვემდებარება დაბრუნებას.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ნიმუშების წარმოდგენა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ხარჯებით შემსყიდველ ორგანიზაციაში შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა N8. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის, ს/ზედნადებისა და შესაბამისი ღირებულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკატერინე თაბუაშვილი, 577943500, tabuashvili.e@sa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.
10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში უნდა გაითვალისწინოს დღგ, თუ იგი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.6. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.7 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.8 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის“.
10.1.9 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების, მწარმოებელი/ბრენდის და წარმოშობის ქვეყნის მითითებით). შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ასევე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru