Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Верхняя одежда (Грузия - Тендер #70811805)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Supreme Council of Justice LEPL " Department of the General Courts of Georgia"
Номер конкурса: 70811805
Дата публикации: 18-02-2026
Сумма контракта: 143 400


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260003078
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.02.2026 16:56
Начало приема предложения 28.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.03.2026 12:30
Предполагаемая цена закупки 143`400.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18200000-Верхняя одежда
Коды классификатора
  • 18230000 - Различные виды верхней одежды
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სასამართლოს მანდატურებისათვის საჭირო ტანსაცმლის სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`400.00 GEL
Размер гарантии 1`434 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: goga chelidze :: 09.02.2026 12:54
  • Последнее исправление: goga chelidze :: 18.02.2026 16:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672042&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სასამართლოს მანდატურებისათვის საჭირო ტანსაცმლის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მანდატურების რაოდენობა: სულ 270 ( საიდანაც 258 მანდატურისთვის უნიფორმების შესყიდვას განახორციელებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი , ხოლო 12 მანდატურისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლო).


1. დათბუნებული ქურთუკი -115 ცალი– საშუალო სიგრძის, მდგარი საყელოთი, საყელო – მოსახსნელი ბეწვით, გვერდითი გაჭრილი ჯიბეებით, მარცხენა კალთა შიგნით გაჭრილი ჯიბით, მარჯვენა მკლავზე სამკლავური ნიშნით, მარცხენა მხარეს – სამკერდე ნიშნით. ქურთუკის ბოლო მუშავდება რეზინიანი ქამრით მარცხენა და მარჯვენა მხარეებზე. მზადდება საზედაპირე ქსოვილისაგან -100% პოლიესტერი, სამშრიანი წყალგაუმტარი. 1მ 2 ქსოვილის წონა არანაკლებ 200გრამისა.

2. პერანგი გრძელმკლავიანი -540 ცალი-ჩალისფერი, სახელო ჩაკერებული, რომელიც ბოლოვდება მანჟეტით. საყელო კლასიკური, ზურგის კალთა კოკეტკებზეა და კოკეტკის ქვევით კეთდება 2 მინაკეტი. მარჯვენა წინა კალთაზე ჯიბის ზემოთ ოქროსფერასოებიანი წარწერა სახელითა და გვარით, საყელოზე ორივე მხარეს ოქროსფერასოებიანი წარწერა “სმს”, მარცხენა მხარეს სამკერდე ნიშნით, მარჯვენა მკლავზე სამკლავური ნიშნით. წინა კალთაზე 2 ჯიბეა განლაგებული მკერდის მიდამოებში, ჯიბეების შუაში ვერტიკალურად გასდევს ორმაგი მინაკეტი, ჯიბეების ზევით სარქველებია განლაგებული, მზადდება ბამბა პოლიესტერის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობაში უნდა იყოს: ბამბა არანაკლებ 18%-ისა.

3. პერანგი მოკლემკლავიანი – 540 ცალი- ჩალისფერი, სახელო ჩაკერებული, რომელიც ბოლოვდება მანჟეტით. საყელო კლასიკური, ზურგის კალთა კოკეტკებზეა და კოკეტკის ქვევით კეთდება 2 მინაკეტი. მარჯვენა წინა კალთაზე ჯიბის ზემოთ ოქროსფერასოებიანი წარწერა სახელითა და გვარით, საყელოზე ორივე მხარეს ოქროსფერასოებიანი წარწერა “სმს”, მარცხენა მხარეს სამკერდე ნიშნით, მარჯვენა მკლავზე სამკლავური ნიშნით. წინა კალთაზე 2 ჯიბეა განლაგებული მკერდის მიდამოებში, ჯიბეების შუაში ვერტიკალურად გასდევს ორმაგი მინაკეტი, ჯიბეების ზევით სარქველებია განლაგებული, მზადდება ბამბა პოლიესტერის ქსოვილისაგან. ქსოვილის შემადგენლობაში უნდა იყოს: ბამბა არანაკლებ 18%-ისა.

4. ჰალსტუხი – 270 ცალი- კლასიკური, შავი ფერის, შერეული ბოჭკოს ქსოვილისაგან დამზადებული, რეზინის შესაკრავით.

5.მაისური -540 ცალი– თეთრი ფერის, მზადდება ბამბა პოლიესტერის ქსოვილისაგან, ბამბა უნდა იყოს არანაკლებ 80%-ისა 1მ 2 ქსოვილის წონა არანაკლებ 145 გრამისა.

6. სამკერდე ნიშანი -270 ცალი– შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი შავ დისკოზე, დისკოში გამოსახულია ოქროსფერი სასწორი და ოქროსფერი შემოკლებული წარწერა “ს მ ს”.

7. სამკლავური ნიშანი -270 ცალი– შავ ველზე, რომელსაც გარს არტყია ოქროსფერი კანტი, გამოსახულია მინიატურული ოქროსფერი სვეტებიანი შენობა თავზე ოქროსფერი სასწორით და ოქროსფერი წარწერით “სასამართლოს მანდატურის სამსახური”.

8.შარვალი ზაფხულის -540 ცალი – კლასიკური, შავი ფერის, სწორი სილუეტის, წინა ნახევარზე ქამრის მიკერების ადგილას მინაკეტით, დახრილი ჯიბეებით, მიკერებული ქამრით, ქამარი დამუშავებულია კორსაჟით, 6 საქამრით, უკანა მარჯვენა ნახევარზე ორკანტიანი ჯიბით, შარვლის წინა ნახევრები დამუშავებულია სარჩულზე,დამზადებული უნდა იყოს ვისკოზა პოლიესტერის ქსოვილისაგან, შემადგენლობა: ვისკოზა 35% (+-3%) ,პოლიესტერი 65% (+-3%), 1მ 2 ქსოვილის წონა ზაფხულის შარვლისათვის არანაკლებ 180 გრამისა

9. შარვალი ზამთრის -540 ცალი-კლასიკური, შავი ფერის, სწორი სილუეტის, წინა ნახევარზე ქამრის მიკერების ადგილას მინაკეტით, დახრილი ჯიბეებით, მიკერებული ქამრით, ქამარი დამუშავებულია კორსაჟით, 6 საქამრით, უკანა მარჯვენა ნახევარზე ორკანტიანი ჯიბით, შარვლის წინა ნახევრები დამუშავებულია სარჩულზე,დამზადებული უნდა იყოს ვისკოზა პოლიესტერის ქსოვილისაგან, შემადგენლობა: ვისკოზა 35% (+-3%) ,პოლიესტერი 65% (+-3%), 1მ 2 ქსოვილის წონა ზამთრის შარვლისათვის არანაკლებ 250 გრამისა.

10. უსახელო პულოვერი -270 ცალი- შავი ფერის, უნდა იყოს ამოღებული გულით, დამზადებული უნდა იყოს ნახევრად შალის ქსოვილისგან. ქსოვილის შემადგენლობა: შალი - 50% (± 5%); პოლიესტერი - 50% (± 5%) ან აკრილი - 50% (± 5%).


(ჰალსტუხზე, სამკერდე ნიშანზე და სამკლავურ ნიშანზე არ ვრცელდება მოთხოვნა ექსპერტიზაზე).



მანდატურების სია, სამუშაოს ადგილისა და სახელისა და გვარის მითითებით, შემყიდველის მიერ გადაეცემა მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. მიმწოდებელი ვალდებულია თავად აუღოს ზომები მანდატურებს შესყიდვის ობიექტის მიწოდების პერიოდში. ზომების აღებისათვის შემსყიდველი უზრუნველყოფს მანდატურების შეკრებას ორ ნაკადად 2026 წლის მარტიდან - 1 აპრილის ჩათვლით. ერთი ნაკადის შეკრებას აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო მეორე ნაკადისა კი - დასავლეთ საქართველოში (ქ. ქუთაისში და ქ. თბილისში). შეკრებების დრო, ადგილი და პირობები წინასწარ შეთანხმდება მიმწოდებელთან. შემსყიდვლის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული მანდატურების შეკრების ბოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში, შესაბამისი დროით გადაიწევს საზაფხულო ტანსაცმლის მიწოდების საბოლო ვადა.


მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საქონლის ზომებისა და ვიზუალური შეუსაბამობის შემთხვევაში შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით. მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს მითითებული ხარვეზი.


უნიფორმის რაოდენობა:

1. დათბუნებული ქურთუკი - 115 ცალი;
2. პერანგი გრძელმკლავიანი - 540 ცალი;
3. პერანგი მოკლემკლავიანი - 540 ცალი;
4. მაისური - 540 ცალი;
5. ჰალსტუხი - 270 ცალი;
6. შარვალი ზაფხულის - 540 ცალი;
7. შარვალი ზამთრის - 540 ცალი;
8. სამკერდე ნიშანი - 270 ცალი;
9. სამკლავური ნიშანი - 270 ცალი.
10. უსახელო პულოვერი -270 ცალი


ზემოაღნიშნული რაოდენობებიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის შესასყიდი საქონლის რაოდენობა იქნება შემდეგი:

1) პერანგი მოკლემკლავიანი - 24 ცალი
2) პერანგი გრძელმკლავიანი- 24 ცალი
3) მაისური - 24 ცალი
4) ჰალსტუხი - 12ცალი
5) შარვალი ზაფხულის - 24 ცალი
6) შარვალი ზამთრის - 24ცალი
7) უსახელო პულოვერი -12ცალი
8) სამკერდე ნიშანი -12ცალი
9) სამკლაური ნიშანი- 12ცალი
10) დათბუნებული ქურთუკი-12 ცალი


ზაფხულის ტანსაცმელი 1 მანდატურისათვის მოიცავს:
- პერანგი მოკლემკლავიანი - 2ც;
- სამკერდე და სამკლაური ნიშანი (სასურველია ფხრიწზე) -1 კომპ;
- ჰალსტუხი -1 ც;
- ზაფხულის შარვალი - 2 ცალი;
- მაისური - 2 ცალი;


ზამთრის ტანსაცმელი 1 მანდატურისთვის მოიცავს:
- დათბუნებული ქურთუკი - 1ც;
- გრძელმკლავიანი პერანგი - 2ც;
- შარვალი ზამთრის - 2 ცალი;
-უსახელო პულოვერი - 1 ცალი;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ზაფხულის ტანსაცმლის მიწოდება უნდა განხორციელდეს - არაუგვიანეს 2026 წლის 01 მაისისა;
ზამთრის ტანსაცმლის მიწოდება უნდა განხორციელდეს - არაუგვიანეს 2026 წლის 01 სექტემბრისა.

შენიშვნა: შემსყიდველი, ზომების აღებამდე პერიოდში, უზრუნველყოფს მანდატური თანამშრომლების რაოდენობასთან დაკავშირებული კორექტირებული მონაცემების მიმწოდებლისათვის გადაცემას

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების პირობები

მანდატურების სია, სამუშაოს ადგილისა და სახელისა და გვარის მითითებით, შემყიდველის მიერ გადაეცემა მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. მიმწოდებელი ვალდებულია თავად აუღოს ზომები მანდატურებს შესყიდვის ობიექტის მიწოდების პერიოდში. ზომების აღებისათვის შემსყიდველი უზრუნველყოფს მანდატურების შეკრებას ორ ნაკადად 2026 წლის მარტიდან - 1 აპრილის ჩათვლით. ერთი ნაკადის შეკრებას აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო მეორე ნაკადისა კი - დასავლეთ საქართველოში (ქ. ქუთაისში და ქ. თბილისში). შეკრებების დრო, ადგილი და პირობები წინასწარ შეთანხმდება მიმწოდებელთან. შემსყიდვლის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული მანდატურების შეკრების ბოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში, შესაბამისი დროით გადაიწევს საზაფხულო ტანსაცმლის მიწოდების საბოლო ვადა.

დაზუსტებული სიის მიხედვით განსაზღვრული, მანდატურის უნიფორმის მიწოდება უნდა განხორციელდეს, ზაფხულის ტანსაცმლის შემთხვევაში არაუგვიანეს 2026 წლის 01 მაისისა; ზამთრის უნიფორმების შემთხვევაში 2026 წლის 01 სექტემბრისა. (აღნიშნულის შემოტანის ვადა არ მოიცავს ექსპერტიზის ჩატარების დროს) ზომების აღება მომწოდებლის ვალდებულებაა და შესაძლებელია წარმოებდეს ქ. თბილისის გარეთ.

აღებული (დაზუსტებული) ზომების საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ დამზადებული შესყიდვის ობიექტის თითოეული კომპლექტი (თითოეულ კომპლექტში თავის მხრივ თითოეული პოზიცია) უნდა მიეწოდოს შემსყიდველს გამჭვირვალე ცელოფნის შეფუთვით, ცელოფანზე გარკვევით აღნიშნული მანდატურის სამუშაოს ადგილის, სახელისა და გვარის და შესაბამისი ზომების მითითებით. მოწოდებისას, შემოტანილი საქონელი უნდა იყოს დახარისხებული (დალაგებული) სამუშაოს ადგილის მიხედვით (სასამართლოს დასახელების მითითებით).

საქონელი უნდა იქნეს შემოტანილი სსიპ საერთ სასამართლოების დეპარტამენტის საწყობში საქონლის შემოტანისას გაფორმდება შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, შემსყიდველისა და მიმწოდებლის წარმომადგენლების თანდასწრებით შემოტანილი საქონლიდან შერჩევით აიღება უნიფორმების შესაბამისი ნიმუშები, დაილუქება და მიმწოდებლის მიერ გაიგზავნება საექსპერტო დაწესებულებაში შესაბამისი კვლევის ჩატარების მიზნით. ექსპერტიზის ჩატარების და დეპარტამენტში დასკვნის წარდგენის ვადად განისაზღვრება 45 კალენდარული დღე.

მოწოდებული საქონლის შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან დგინდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ნებისმიერი აკრედიტირებული საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე. მოწოდებულ საქონელზე ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს საქონლის ყველა იმ ტექნიკურ მახასიათებლებზე, რომლის ინდენტიფიცირება ვერ მოხდება ვიზუალური დათვალიერების შედეგად.

ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს და ხარჯს გაიღებს მიმწოდებელი.

ექსპერტიზის დასკვნა შემსყიდველს წარედგინება წინამდებარე წესის შესაბამისად ორჯერ: ერთი ზაფხულის ნაწილის მოწოდებისას, მეორე ზამთრის ნაწილის მოწოდებისას.

იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა იქნება უარყოფითი, მიმწოდებელი ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში შემოიტანოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ახალი პარტია, რაზეც შედგება შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი. შემსყიდველისა და მიმწოდებლის წარმომადგენლების თანდასწრებით შემოტანილი საქონლიდან შერჩევით აიღება უნიფორმების შესაბამისი ნიმუშები, დაილუქება, მიმწოდებლის მიერ გაიგზავნება საექსპერტო დაწესებულებაში. მიმწოდებელი ვალდებულია ხელმეორედ განსახორციელებელი ექსპერტიზა ჩაატაროს დაჩქარებული წესით. მიმწოდებლის მიერ უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

მიწოდების ვადის პერიოდში, მანდატურის შეცვლის ან დამატების შემთხვევაში, დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე, შემსყიდველი აცნობებს მიმწოდებელს რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია აიღოს (დააზუსტოს) მანდატურის შესაბამისი ზომები (მიმწოდებელი ვალდებულია ზომა აიღოს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 3 (სამ) სამუშაო დღეში და მიაწოდოს შემსყიდველს საჭირო საქონელი ზომების აღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

შენიშვნა: დამატებითი ნაწილის წარმოდგენისას აუცილებლობას არ წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნის არსებობა.

საქონლის მიწოდების ადგილი: საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. მის: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #6 ან/და ქ. თბილისი, ჭონქაძის 10ა, მოთხოვნის შესაბამისად (სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საწყობი).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. წარმოშობის ქვეყანა;
2. მწარმოებელი ან/და სასაქონლო ნიშანი;

! ამ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2022 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტანსაცმლის მიწოდების გამოცდილება, (არანაკლებ 2-ჯერ,). შესრულების ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ნაკლები; აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტი ან დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა)) ან/და მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის შესაბამის ნომრებზე.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

პრეტენდენტის მიერ, შესყიდვის ობიექტის დასახელებების მითითებით, კომპაქტურად ჩაწყობილი პაკეტ(ებ)ით, თითოეული პოზიციის ნომრის აღნიშვნით, შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოდგენილი უნდა იქნას შესყიდვის ობიექტის ნიმუშები (თითო-თითო ცალი ცალკეული პოზიციის მიხედვით).
ნიმუში შემსყიდველს წარედგინება 3.1.2. ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში 18:00 საათამდე.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

მის: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #6.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის/საშემფასებლო/აუდიტორული დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამის ეტაპებზე მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის საფუძველზე (მიღება-ჩაბარების აქტები დგება ძირითადი პარტიებზე ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გათვალისწინებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ძირითადი პარტიების მიწოდება, ანგარიშსწორება წარმოებს შესაბამის ეტაპზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ).

7.3 time limits for step by step and/or final payment

არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გოგა ჭელიძე, 555338847, gchelidze@court.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის -,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru