Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #70768540)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Justice and Civil Integration of the Autonomous Republic of Abkhazia
Номер конкурса: 70768540
Дата публикации: 17-02-2026
Сумма контракта: 20 225


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260002891
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.02.2026 12:53
Начало приема предложения 28.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.03.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 20`225.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80522000 - Обучающие семинары
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
პროექტის „ვორქშოფი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსთან არსებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების სატრენინგო მომსახურება.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 202.00 GEL
Размер гарантии 202 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gocha kharaishvili :: 17.02.2026 12:40
  • Последнее исправление: gocha kharaishvili :: 17.02.2026 12:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=673512&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

პროექტის „ვორქშოფი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსთან არსებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების სატრენინგო მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მომსახურება გაწეული უნდა იქნას კახეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსთან არსებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის - 5 ახალგაზრდა 18-23 წლის (მონაწილეთა სიას მიმწოდებელს მიაწვდის შემსყიდველი).

1.2.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეების (5 მონაწილე) და სამინისტროს 2 თანამშრომლის (1 მონიტორინგის მიზნით და 1 ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს კოორდინატორი) ტრანსპორტირება შესაბამისი ტექნიკურად გამართული (მათ შორის გამართული გათბობა-გაგრილების სისტემით) ტრანსპორტით ქ. თბილისიდან სასტუმრომდე და უკან. გასვლის დრო და ლოკაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 4 დღიანი (3 ღამე, 4 დღე, დისლოკაციის ადგილზე ჩასვლისა და უკან გამომგზავრების დღეების ჩათვლით) მომსახურება სასტუმროში 7 პერსონისთვის (5 ახალგაზრდა და სამინისტროს 2 წარმომადგენელი). პროექტის თითოეული მონაწილე უნდა განთავსდეს ცალკე ოთახში, სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, უნდა განთავსდნენ არასაზიარო ოთახებში. პროექტის კოორდინატორის, მონაწილეების, სამინისტროს წარმომადგენლების განთავსება უნდა განხორციელდეს ერთ კომპლექსში, იმავე სასტუმროში, რომელშიც ჩატარდება პროექტის აქტივობები.

1.2.3. სასტუმრო არ უნდა იყოს „საოჯახო ტიპის“, არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის ნაწილში ან მიწის ქვეშ. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი (მიმწოდებელმა განაცხადის შევსებისას უნდა წარადგინოს სასტუმროს დასახელება, სასტუმროს შესაბამისი, მიმდინარე წელს გადაღებული ფოტოები (ოთახები, სველი წერტილი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი და სხვა). სასტუმროს ნომრები განთავსებული უნდა იყოს ერთ შენობაში; ნომრებში უნდა იდგეს ცალ-ცალკე საწოლები (გასაშლელი და ორსართულიანი საწოლები არ მოიაზრება). სასტუმროს ნომრები აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილებით, ტელევიზორით, ტექნიკურად გამართული გათბობა-გაგრილების სისტემით, სწრაფი ინტერნეტით (WIFI); სასტუმროს ნომრებში უნდა იყოს მუდმივი წყალმომარაგება (ცხელი და ცივი წყალი) და უწყვეტი ელექტრომომარაგება; ოთახების სველ წერტილებში სტუმრებს უნდა დახვდეთ ჰიგიენური საშუალებები: პირსახოცი, ხალათი, თმის საშრობი, საპონი, შამპუნი, შხაპის გელი, თეთრეული, ოთახის ერთჯერადი ფეხსაცმელი და სხვა; სასტუმროში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, სასტუმროს პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ყოველდღიურად; სასტუმროში ყოფნის პერიოდში, სასტუმროს პერსონალმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეების პირადი ნივთების უსაფრთხოება. ნომრებში თითოეულ მონაწილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 0,5 ლიტრი სასმელი წყალი დღეში. სასურველია პროექტის მონაწილეების ერთ სართულზე განთავსება.

1.2.4. ტრენინგების ჩასატარებლად სასტუმროს უნდა ჰქონდეს საკონფერენციო დარბაზი (არანაკლებ 30 პერსონაზე, ვინაიდან ამავე სივრცეში გაიმართება საზეიმო გახსნა). მიმწოდებელმა საკონფერენციო დარბაზი უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 1 პროექტორით, ერთი დინამიკით, არანაკლებ 2 მიკროფონით, არანაკლებ 1 ცალი ფლიფჩარტის დაფით, შესაბამისი ფურცლებით, ლეპტოპით და ტრენინგისთვის სხვა საჭირო შესაბამისი რაოდენობის საკანცელარიო ნივთებით (იხილეთ დანართი). საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს სწრაფი მიწოდების ინტერნეტით (WIFI), გააჩნდეს შესაბამისი საჰაერო ვენტილაცია და გათბობა-გაგრილების სისტემა. ტრენინგების მიმდინარეობის პერიოდში, საკონფერენციო სივრცეში თითოეული მონაწილისთვის უნდა იყოს 0,5 ლიტრი სასმელი წყალი.

1.2.5. სასტუმროს უნდა ჰყავდეს 24 საათიანი დაცვის სამსახური, დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, სასტუმროში უნდა ხორციელდებოდეს ვიდეოკონტროლი.

1.2.6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა (7) სრულფასოვანი კვებით მომსახურება (შვედური მაგიდა): სამჯერადი კვება, შემოთავაზებული მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი რაციონის და ცვალებადი.

• საუზმე: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი, სამი სახის ძეხვეული, სამი სახის გარნირი, სამი სახის რძის ნაწარმი, ორი სახის დესერტი და ორი სახის ცომეული, ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).

• სადილი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი, მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი სახის ბოსტნეულის სალათი, სულ მცირე 2 სახის სეზონური ხილის ასორტი, ორი სახის ცომეული და დესერტი. ასევე სასმელები ყავა, ჩაი, წვენი, გაზიანი სასმელი, მინერალური წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).

• ვახშამი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი), სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი სახის ბოსტნეულის სალათი, სამი სახის გარნირი, სამი სახის ძეხვეული, სამი სახის რძის ნაწარმი, სამი სახის დესერტი და ორი სახის ცომეული. ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).

მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი. კვების რაციონის მენიუ წინასწარ უნდა იყოს გადმოგზავნილი და შეთანხმებული.
სასადილო ოთახი უნდა იყოს აღჭურვილი გამართული სავენტილაციო სისტემით და გათბობა-გაგრილების სისტემით და დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები. კვებითი მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი ფართები (ნომრები).

შენიშვნა: შემსყიდველის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე, ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებამდე, სასტუმროს გადამოწმების შედეგად, თუ დადგინდა რომ სასტუმრო არ აკმაყოფილებს ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, შემსყიდველი უფლებამოსილია მისცეს პრეტენდენტს გონივრული ვადა გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი, ან მოიძიოს შესაბამისი სასტუმრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

1.2.7. საჭიროების შემთხვევაში სასტუმროს ტერიტორიაზე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

1.2.8. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა ტრანსპორტირება შესაბამისი ტექნიკურად გამართული ტრანსპორტით ქ. თბილისიდან დისლოკაციის ადგილამდე და მათი უკან დაბრუნება პროექტის დასრულების შემდეგ. ტრანსპორტირების კონკრეტულ დროსა და ადგილს, აგრეთვე მონაწილეთა რაოდენობას (სია) მიმწოდებელს გადასცემს შემსყიდველი. ტრანსპორტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამართული გათბობა-გაგრილების სისტემით.

1.2.9. მიმწოდებელს ადგილზე უნდა ჰყავდეს პროექტის 1 კოორდინატორი, 1 ტრენერი. მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს პროექტის დღის წესრიგი შესაბამისი საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობებითა და ტრენინგ - პროგრამით.

პროექტის ტრენინგ-პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ თემატიკას:
• გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა
• იდეის სტრუქტურირება და მისი ეფექტური გადმოცემა
• პროექტების წერა
• ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს როლი და ფუნქციები

მიმწოდებელმა პროექტის მსვლელობისას შემსყიდველს ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ 1 კვირის ვადაში მაღალი ხარისხის (4K) ვიდეორგოლი (ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს), რომელიც ასახავს პირველივე დღიდან განხორციელებული აქტივობების ძირითად ეტაპებს, მონაწილეთა ჩართულობასა და მიღწეულ შედეგებს. ვიდეორგოლი განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
პროექტის დაწყების პირველ დღეს მიმწოდებელმა უნდა დააორგანიზოს პროექტის გახსნის ღონისძიება, რომელიც უნდა მოიცავდეს: მოწვეული სტუმრების მისასალმებელ სიტყვას, ამ პროექტის შესახებ პრეზენტაციას კოორდინატორის/ტრენერის მიერ, პროექტის შესახებ მონაწილეთა მხრიდან შთაბეჭდილებების გაზიარებას, ფურშეტს 30 პერსონაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის სავარაუდო პერიოდია მიმდინარე წლის მარტის მეორე ნახევარი. ღონისძიების ჩატარების კონკრეტული თარიღები დადგინდება შემსყიდველთან შეთანხმებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება გაწეული უნდა იქნას კახეთის რეგიონში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2024 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 40000 (ორმოცი ათასი) ლარის ღირებულების სატრენინგო მომსახურების მიწოდების ან/და ორგანიზების გამოცდილება, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარლებში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 9000 (ცხრა ათასი) ლარის ღირებულების სატრენინგო მომსახურების მიწოდების ან/და ორგანიზების გამოცდილება რაზეც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მიწოდების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები.

სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2–ში CMR/SPA/NAT... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტ(ებ)ი-ს (ხელშეკრულებები, მიღება–ჩაბარების აქტები, ან სხვა მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს კახეთის რეგიონში საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს სატრენინგო მომსახურების გასაწევად საჭირო სასტუმრო სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.2., 1.2.3. 1.2.4., 1.2.5. და 1.2.6. პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №3 (მითითებული მოთხოვნებისა და ინფორმაციის შესაბამისად) და სასტუმროს საკუთრების ან/და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სასტუმროს საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში – სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას, ამასთან, ატვირთული უნდა იქნას სასტუმროს მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს სასტუმროს ვებ-გვერდი ან booking.com-ზე სასტუმროს განთავსების შემთხვევაში შესაბამისი ლინკი. აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს სადემონსტრაციო მასალა, სასტუმროს ადგილმდებარეობისა და ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტომასალა (ოთახები, სველი წერტილი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი), საიდანაც გაირკვევა სასტუმროს ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პროექტის კოორდინატორი (1 პერსონა) - უნდა გააჩნდეს ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 პროექტში), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით/ცნობით. აღნიშნული დოკუმენტი არ უნდა იყოს გაცემული თავად მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ.
2. ტრენერი (1 პერსონა, შემსყიდველთან შეთანხმებით) - უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, უნდა გააჩნდეს ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება, ტრენერობის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა და პროექტის თემატიკის შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები არ უნდა იყოს გაცემული მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ. ამასთანავე, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილების მქონე სათადარიგო ერთი ტრენერის დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების დასრულების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გოჩა ხარაიშვილი, 593584559, abkhaziajustice@procurement.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი მერაბ გურჩიანი, ტელეფონის ნომერი 500 50 57 11.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1. ფასების ცხრილი (დანართი №1), ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას.
10.2.2. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად.
10.2.3. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.
10.2.4. ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru