1.2.1. მომსახურება გაწეული უნდა იქნას კახეთის რეგიონში აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
სამინისტროსთან არსებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს
წევრებისთვის - 5 ახალგაზრდა 18-23 წლის (მონაწილეთა სიას მიმწოდებელს
მიაწვდის შემსყიდველი).
1.2.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეების (5 მონაწილე) და
სამინისტროს 2 თანამშრომლის (1 მონიტორინგის მიზნით და 1 ახალგაზრდული
მრჩეველთა საბჭოს კოორდინატორი) ტრანსპორტირება შესაბამისი
ტექნიკურად გამართული (მათ შორის გამართული გათბობა-გაგრილების
სისტემით) ტრანსპორტით ქ. თბილისიდან სასტუმრომდე და უკან. გასვლის დრო
და ლოკაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს 4 დღიანი (3 ღამე, 4 დღე, დისლოკაციის ადგილზე ჩასვლისა და უკან
გამომგზავრების დღეების ჩათვლით) მომსახურება სასტუმროში 7
პერსონისთვის (5 ახალგაზრდა და სამინისტროს 2 წარმომადგენელი). პროექტის
თითოეული მონაწილე უნდა განთავსდეს ცალკე ოთახში, სამინისტროს
წარმომადგენლები, ასევე, უნდა განთავსდნენ არასაზიარო ოთახებში.
პროექტის კოორდინატორის, მონაწილეების, სამინისტროს
წარმომადგენლების განთავსება უნდა განხორციელდეს ერთ კომპლექსში,
იმავე სასტუმროში, რომელშიც ჩატარდება პროექტის აქტივობები.
1.2.3. სასტუმრო არ უნდა იყოს „საოჯახო ტიპის“, არ უნდა იყოს საცხოვრებელი
სახლის ნაწილში ან მიწის ქვეშ. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი (მიმწოდებელმა განაცხადის შევსებისას უნდა
წარადგინოს სასტუმროს დასახელება, სასტუმროს შესაბამისი, მიმდინარე
წელს გადაღებული ფოტოები (ოთახები, სველი წერტილი, სასადილო,
საკონფერენციო დარბაზი და სხვა). სასტუმროს ნომრები განთავსებული უნდა
იყოს ერთ შენობაში; ნომრებში უნდა იდგეს ცალ-ცალკე საწოლები (გასაშლელი
და ორსართულიანი საწოლები არ მოიაზრება). სასტუმროს ნომრები აღჭურვილი
უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილებით, ტელევიზორით, ტექნიკურად
გამართული გათბობა-გაგრილების სისტემით, სწრაფი ინტერნეტით (WIFI);
სასტუმროს ნომრებში უნდა იყოს მუდმივი წყალმომარაგება (ცხელი და ცივი
წყალი) და უწყვეტი ელექტრომომარაგება; ოთახების სველ წერტილებში
სტუმრებს უნდა დახვდეთ ჰიგიენური საშუალებები: პირსახოცი, ხალათი, თმის
საშრობი, საპონი, შამპუნი, შხაპის გელი, თეთრეული, ოთახის ერთჯერადი
ფეხსაცმელი და სხვა; სასტუმროში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, სასტუმროს
პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ყოველდღიურად; სასტუმროში ყოფნის
პერიოდში, სასტუმროს პერსონალმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეების
პირადი ნივთების უსაფრთხოება. ნომრებში თითოეულ მონაწილისთვის უნდა
იყოს არანაკლებ 0,5 ლიტრი სასმელი წყალი დღეში. სასურველია პროექტის
მონაწილეების ერთ სართულზე განთავსება.
1.2.4. ტრენინგების ჩასატარებლად სასტუმროს უნდა ჰქონდეს საკონფერენციო
დარბაზი (არანაკლებ 30 პერსონაზე, ვინაიდან ამავე სივრცეში გაიმართება
საზეიმო გახსნა). მიმწოდებელმა საკონფერენციო დარბაზი უნდა
უზრუნველყოს არანაკლებ 1 პროექტორით, ერთი დინამიკით, არანაკლებ 2
მიკროფონით, არანაკლებ 1 ცალი ფლიფჩარტის დაფით, შესაბამისი ფურცლებით,
ლეპტოპით და ტრენინგისთვის სხვა საჭირო შესაბამისი რაოდენობის
საკანცელარიო ნივთებით (იხილეთ დანართი). საკონფერენციო დარბაზი
აღჭურვილი უნდა იყოს სწრაფი მიწოდების ინტერნეტით (WIFI), გააჩნდეს
შესაბამისი საჰაერო ვენტილაცია და გათბობა-გაგრილების სისტემა.
ტრენინგების მიმდინარეობის პერიოდში, საკონფერენციო სივრცეში
თითოეული მონაწილისთვის უნდა იყოს 0,5 ლიტრი სასმელი წყალი.
1.2.5. სასტუმროს უნდა ჰყავდეს 24 საათიანი დაცვის სამსახური, დაცული უნდა
იყოს უსაფრთხოების ნორმები, სასტუმროში უნდა ხორციელდებოდეს
ვიდეოკონტროლი.
1.2.6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა (7) სრულფასოვანი კვებით
მომსახურება (შვედური მაგიდა): სამჯერადი კვება, შემოთავაზებული მენიუ
უნდა იყოს მრავალფეროვანი რაციონის და ცვალებადი.
• საუზმე: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი, სამი სახის ძეხვეული, სამი
სახის გარნირი, სამი სახის რძის ნაწარმი, ორი სახის დესერტი და ორი სახის
ცომეული, ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა
იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
• სადილი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი, მათ
შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ
მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი სახის ბოსტნეულის სალათი, სულ მცირე 2
სახის სეზონური ხილის ასორტი, ორი სახის ცომეული და დესერტი. ასევე
სასმელები ყავა, ჩაი, წვენი, გაზიანი სასმელი, მინერალური წყალი (წყალი,
ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
• ვახშამი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი),
სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი
სახის ბოსტნეულის სალათი, სამი სახის გარნირი, სამი სახის ძეხვეული,
სამი სახის რძის ნაწარმი, სამი სახის დესერტი და ორი სახის ცომეული.
ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, წყალი (წყალი, ჩაი და ყავა უნდა იყოს
შეუზღუდავი რაოდენობით).
მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო
თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს
საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი. კვების რაციონის
მენიუ წინასწარ უნდა იყოს გადმოგზავნილი და შეთანხმებული.
სასადილო ოთახი უნდა იყოს აღჭურვილი გამართული სავენტილაციო სისტემით
და გათბობა-გაგრილების სისტემით და დაცული უნდა იყოს სანიტარული
ნორმები. კვებითი მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს იმავე შენობაში,
სადაც განთავსებულია საცხოვრებელი ფართები (ნომრები).
შენიშვნა: შემსყიდველის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე, ტექნიკური
დოკუმენტაციის დაზუსტებამდე, სასტუმროს გადამოწმების შედეგად, თუ
დადგინდა რომ სასტუმრო არ აკმაყოფილებს ზემოთჩამოთვლილი
კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, შემსყიდველი უფლებამოსილია მისცეს
პრეტენდენტს გონივრული ვადა გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი, ან
მოიძიოს შესაბამისი სასტუმრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
1.2.7. საჭიროების შემთხვევაში სასტუმროს ტერიტორიაზე მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
1.2.8. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა
ტრანსპორტირება შესაბამისი ტექნიკურად გამართული ტრანსპორტით ქ.
თბილისიდან დისლოკაციის ადგილამდე და მათი უკან დაბრუნება პროექტის
დასრულების შემდეგ. ტრანსპორტირების კონკრეტულ დროსა და ადგილს,
აგრეთვე მონაწილეთა რაოდენობას (სია) მიმწოდებელს გადასცემს
შემსყიდველი. ტრანსპორტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამართული
გათბობა-გაგრილების სისტემით.
1.2.9. მიმწოდებელს ადგილზე უნდა ჰყავდეს პროექტის 1 კოორდინატორი, 1
ტრენერი. მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს პროექტის დღის წესრიგი
შესაბამისი საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობებითა და ტრენინგ -
პროგრამით.
პროექტის ტრენინგ-პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ თემატიკას:
• გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა
• იდეის სტრუქტურირება და მისი ეფექტური გადმოცემა
• პროექტების წერა
• ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს როლი და ფუნქციები
მიმწოდებელმა პროექტის მსვლელობისას შემსყიდველს ეტაპობრივად უნდა
მიაწოდოს აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, ხოლო პროექტის
დასრულების შემდეგ 1 კვირის ვადაში მაღალი ხარისხის (4K) ვიდეორგოლი
(ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს), რომელიც ასახავს პირველივე
დღიდან განხორციელებული აქტივობების ძირითად ეტაპებს, მონაწილეთა
ჩართულობასა და მიღწეულ შედეგებს. ვიდეორგოლი განთავსდება
სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
პროექტის დაწყების პირველ დღეს მიმწოდებელმა უნდა დააორგანიზოს
პროექტის გახსნის ღონისძიება, რომელიც უნდა მოიცავდეს: მოწვეული
სტუმრების მისასალმებელ სიტყვას, ამ პროექტის შესახებ პრეზენტაციას
კოორდინატორის/ტრენერის მიერ, პროექტის შესახებ მონაწილეთა მხრიდან
შთაბეჭდილებების გაზიარებას, ფურშეტს 30 პერსონაზე.