Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Резиновые и пластмассовые материалы (Грузия - Тендер #70766309)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Forestry Agency of Adjara
Номер конкурса: 70766309
Дата публикации: 17-02-2026
Сумма контракта: 54 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260002809
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.02.2026 16:04
Начало приема предложения 22.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 24.02.2026 15:00
Предполагаемая цена закупки 54`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 19500000-Резиновые и пластмассовые материалы
Коды классификатора
  • 19520000 - Изделия из пластика
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში,
Дополнительная информация
პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი მონაცემები:
ა) ინფორმაცია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) შესახებ. (დანართი №1)
ბ) ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის აღწერასთან (ტექნიკური დავალება) დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის შესაბამისად.
გ) ინფორმაცია საქონლის მიწოდების შესრულების ვადისა და საქონლის მიწოდების საგარანტიო ვადის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 და 1.7 პუნქტის შესაბამისად.
დ) ინფორმაცია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1 პუნქტის შესაბამისად.
Количество и объём закупок 1000 ცალი მწერდამჭერის შესყიდვა
Шаг снижения цены 250.00 GEL
Размер гарантии 540 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: temur bolkvadze :: 16.02.2026 12:10
  • Последнее исправление: temur bolkvadze :: 16.02.2026 16:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=673276&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1) შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: მბეჭდავი ქერქიჭამიას (Ips typographus), კენწეროს ქერქიჭამიას (Ips accuminatus) და ექვსკბილა ქერქიჭამიას (Ips sexdentatus Boern) წინააღმდეგ მწერსაჭერების შეძენა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეადგენს: 1000 ცალი მწერდამჭერი
2) საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
ა) მწერდამჭერი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 6+1 ძაბრისაგან, უნდა გააჩნდეს თავსახური საკიდით ნალექისაგან დასაცავად. ქვედა ბოლო ძაბრზე ემაგრება მწერების შესაგროვებელი სათავსო (კონტეინერი), მოხსნა დაყენების ფუნქციით, რომლის სიმაღლეა11-დან - 12-მდე სმ, ზედა დიამეტრი - 10-დან 11-მდე სმ, ქვედა დიამეტრი - 9-დან 10-მდე სმ. კონტეინერს ფსკერის ცენტრში ჩაშენებული აქვს წვრილნასვრეტებიანი არაუმეტეს1მმ დიამეტრისა და 1,5 სმ სიმაღლის ცილინდრული ფორმის პლატმასისაგან დამზადებული სეტკა მოხსნადაყენების ფუნქციით, ზედა ძაბრს უნდა გააჩნდეს გვერდიდან ღია სარკმელი - არაუმეტეს 10სმX7სმ., ხოლო სახურავის ზემოდან სპეციალური ჩამოსაკიდი საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ფერომონების (პესტიციდების) განთავსება. ძაბრები დამზადებული უნდა იყოს პლასტმასის მასალისაგან და უნდა გააჩნდეს დაკეცვა-გაშლის ფუნქცია. ზომები: სიმაღლე 70-დან 80-მდე სმ. დიამეტრი თავში (თავსახური) 26-დან-28-მდე სმ; მთლიანი ძაბრის წონა არანაკლებ: 700-არაუმეტეს 750გრ. ბ)მიმწოდებელმა საქონელი უნდა წარმოადგინოს აწყობილ მდგომარეობაში. მწერდამჭერი არ უნდა იყოს დამზადებული მეორადი მასალისგან, არ უნდა ქონდეს სპეციფიკური სუნი. (იხ. დანართი №1).
3) შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).
2.3. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები (ტექნიკური დავალება) მოცემულია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლებისა და პარამეტრების (ტექნიკური დავალება) დანართში (იხ. დანართი №2), რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.
4) შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ მოსაწოდებელი ინფორმაცია გათვალისწინებულია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ ცხრილში (იხ. დანართი №3)
5) შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილის და ობიექტის აღწერის (ტექნიკური დავალება) იმ ნაწილში, სადაც მოცმეული იქნება შესასყიდი საქონლის ან/და მასალების ან/და მოწყობილობის (არსებობის შემთხვევაში) სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან/და მწარმოებლი იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
6) მოწოდებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს დანართი №4-ში მითითებულ შესყიდვის ობიექტის ნიმუშს/ნახაზს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში, მიწოდების შესახებ შეტყობინებას (სატელეფონო, წერილის, ფაქსის ან ელექტრონული სახით) ახორციელებენ მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1) შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის მოთხოვნით, დაბა შუახევი, შუახევის სატყეო ადმინისტრაციის შენობა და ხულოს სატყეო ადმინისტრაციის შენობა. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთდროულად, დასრულებულ/აწყობილ/მუშა მდგომარეობაში.
2) მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1) პრეტენდენტი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის მოწოდების დასრულების შემდეგ არ გამოავლენს დეფექტებს.
2) რაიმე ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
3) ტენდერში გამარჯვებულის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების/ზიანის ანაზღაურება, რომლის გადახდა უნდა მოხდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1) პრეტენდენტს მოეთხოვება ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან/და მწარმოებლის შესახებ დანართი N3-ის შესაბამისად.
2) სატენდერო წინადადებაში პრეტენდენტმა აუცილებელია მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი/პატენტი/მოდელი, წარმოშობის წყარო/ქვეყანა და მწარმოებელი. აღნიშნულის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე. იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებულ საქონელს არ გააჩნია სასაქონლო ნიშანი/პატენტი/მოდელი, სავალდებულოა აღნიშნულის მითითება (სასაქონლო ნიშანი/პატენტი/მოდელი შესაბამის ველში უნდა მიეთითოს მაგ: „არ გააჩნია“, .... ), ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.9 other additional requirements

1) შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).
2) შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1) მითითებული საქონლის შესაბამისად.
3) შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4) შესყიდვის ობიექტის მოწოდების პროცესში ყველა გამოყენებული მასალები და სხვა შესაბამისი საგნები უნდა იყოს ახალი, მაღალი ხარისხის და უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს.
5) შესყიდვის ობიექტის მოწოდების ნიბისმიერ ეტაპზე, მოთხოვნის შემთხვევაში, დასამტკიცებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი და შეთანხმებული შესყიდვის ობიექტისათვის განკუთვნილი გამოსაყენებელი მასალებისა და სხვა შესაბამისი საგნების ნიმუშები. იმ შემთხვევაში, თუ, წარმოდგენილი მასალები და სხვა შესაბამისი საგნები არ იქნება მოწონებული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალები და სხვა შესაბამისი საგნები.
6) შესყიდვის ობიექტის მოწოდებისას, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შესყიდვის ობიექტში გამოყენებული მასალების და სხვა შესაბამისი საგნების ძირითად ნაწილზე მოითხოვოს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატები (უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
7) შესყიდვის ობიექტის მოწოდების შემდგომ, შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილთან (იხ. დანართი №1) და შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შესყიდვის ობიექტის შემოწმებას განახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაცია.
8) შესყიდვის ობიექტის მოწოდება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ფაქტობრივად შესყიდვის ობიექტის მოცულობა და ღირებულება აისახება მიღება - ჩაბარების აქტ(ებ)ში.
9) მიწოდების ეტაპზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებით შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (უნდა დასაბუთდეს), საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, მოწოდებული შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებულ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმწოდებელმა (საკუთარი ხარჯებით) უნდა უზრუნველყოს მოწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადებითი საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენა, დასკვნა/ანგარიში გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის ან მის მიერ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მაშინ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შეფასების/ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის/სერტიფიკატის ასლი. საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარმოდგენის მომსახურების შესრულების ვადები არ იქნება დაკავშირებული შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადებთან, საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნის წარდგენა უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს მოთხოვნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
11) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხო შესყიდვის ობიექტის მოწოდების დაფიქსირების შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში, საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
12) სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები, მათ შორის პროცენტული მაჩვენებელი გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
13) სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს);
14) ფასების ცხრილი - დანართი N1 წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მთ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს.) "
15) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამ წესის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1) მოსაწოდებული შესყიდვის ობიექტის შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან მიმართებაში პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული მოსაწოდებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების და პარამეტრების შესაბამისობის დადგენის მიზნით, პრეტენდენტმა (საკუთარი ხარჯებით) უნდა უზრუნველყოს მოსაწოდებული შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენა სისტემაში ატვირთული სურათის (დანართი №4) შესაბამისად.
2) წარმოდგენილ ნიმუშს თან უნდა ახლდეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მოსაწოდებული შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებთან მიმართებაში პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული მოსაწოდებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების და პარამეტრების შესაბამისობას ისეთ მახასიათებლებზე, რომელზეც ვიზუალურად შეუძლებელია შეფასება.
3) ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხევაში, აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება დაბალი ფასის მქონე ყოველ შემდგომ პრეტენდენტზე.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

1) ნიმუშის წარმოდგენის ადგილია ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №51.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს დადგენილ ვადაში მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას. დასკვნა/ანგარიში გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის ან მის მიერ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მაშინ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შეფასების/ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის/სერტიფიკატის ასლი.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში (არსებობის შემთხვევაში).წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თვმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
2) ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად საქონლის მიწოდების მოწოდების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის/ინვოისის საფუძველზე.
3) ეტაპობრივი (პერიოდული) ანგარიშსწორება არ გამოიყენება.
4. მიმწოდებელი ვალდებულია დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ჩარიცხოს შეტყობინებაში მითითებულ ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე და წარუდგინოს შემსყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალების დედანი ან ბანკის მიერ დამოწმებული ასლი), წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა ან/და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუკავოს (გამოუქვითოს) მიმწოდებელს ასანაზღაურებელი თანხიდან და გადარიცხოს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1) ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება საქონლის მოწოდების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
2) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხო საქონლის მიწოდების დაფიქსირების შემთხვევაში მოთხოვნილი ოდენობის თანხა არ ანაზღაურდება, გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრამდე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თემურ ბოლქვაძე, 599819191, temurbolkvadze@gmail.com 1) სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება შესაძლებელია შემსყიდველის სატენდერო კომისიის აპარატში, მიმართვის შემთხვევაში. ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N51; E mail: Adjaraforestry@procurement.gov.ge საკონტაქტო პირი: თემურ ბოლქვაძე; ტელ: +99571 10 18 36

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3) შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება).
- ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას.
- პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
4) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
6) სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru