Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #70766248)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 70766248
Дата публикации: 17-02-2026
Сумма контракта: 6 033 159


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260002868
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.02.2026 20:07
Начало приема предложения 05.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 10.03.2026 15:30
Предполагаемая цена закупки 6`033`159.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45212224 - Строительство стадионов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) კალენდარული თვე.
Дополнительная информация
ქალაქ საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა.

საგარანტიო ვადა: სამუშაოების დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული წელი.
სამუშაოების დასრულებიდან 2 (ორი) კალენდარული წლის განმავლობაში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5%/5%.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტები (ტექნიკური დავალება და ხარჯთაღრიცხვები).
Шаг снижения цены 60`331.00 GEL
Размер гарантии 60`332 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zaur giorgadze :: 30.01.2026 18:31
  • Последнее исправление: zaur giorgadze :: 16.02.2026 20:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=670432&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება და სპეციფიკაციები განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის სამუშაოებს.

მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების და სპეციფიკაციების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, მოცემული პროექტი ექვემდებარება ცვლილებებს (მიბმა/ადაპტაცია), სამშენებლო ობიექტის ლოკაციის გათვალისწინებით და შესაბამისად, მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაეცემა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პროექტის სამუშაო (რედაქტირებადი) ვერსია.

სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

შესრულებული სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს შესყიდვის ობიექტის ფუნქციონირებას, შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.

ტექნიკური დავალება და სპეციფიკაციები შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის/სამუშაოების შესრულების საერთო ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) კალენდარული თვე, საიდანაც თითოეულ სამშენებლო ობიექტზე (საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და სტადიონი) ტიპიური პროექტის მოცემულ საპროექტო ტერიტორიაზე მიბმის პროექტის მომზადებისთვის განსაზღვრულია 2 (ორი) კალენდარული თვე, სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებისთვის განსაზღვრულია 9 (ცხრა) კალენდარული თვე, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განსაზღვრულია 1 (ერთი) კალენდარული თვე. სამუშაოების შესრულების დეტალური ვადები და პირობები განსაზღვრულია ტექნიკური დავალებით.
მომსახურება/სამუშაოები ყველა სამშენებლო ობიექტზე უნდა წარიმართოს პარალელურ რეჟიმში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 12 (თორმეტი) კალენდარულ თვეში.

პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, მიმწოდებელმა თითოეული სამშენებლო ობიექტისთვის უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების (II ეტაპის), შემსყიდველთან შეთანხმებული ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი, თვეების ჭრილში; ფინანსურ-ხაზობრივ გეგმა-გრაფიკთან ერთად მიმწოდებელმა შემსყიდველს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შრომის უსაფრთხოების გეგმა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

შენიშვნა:
ფინანსური-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ფორმა: მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს დანართი N1-ით (ხარჯთაღრიცხვა), დანართებით(ტექნიკური დავალება და სპეციფიკაციები), ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო დაგარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.
სამუშაოების შესრულების ადგილი: ქალაქი საგარეჯო.
ობიექტ(ებ)ის მონახულება:
პრეტენდენტებს, სატენდერო წინადადებების სრულფასოვნად მოსამზადებლად, სამშენებლო ობიექტ(ებ)ის ადგილზე მონახულებისრეკომენდაცია ეძლევათ. ადგილზე ვიზიტის ხარჯებს დაფარავს პრეტენდენტი.

1.6 guarantee period for the works to be performed

სრული საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) კალენდარულ წელს:
1. სამშენებლო სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) კალენდარულ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული, სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღიდან;
2. გამწვანების სამუშაოების (საჭიროების შემთხვევაში) საგარანტიო ვადა შეადგენს 1 (ერთი) კალენდარულ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული გამწვანების სამუშაოების დასრულების თარიღიდან.

სამუშაოების დასრულებიდან 24 კალენდარული თვის განმავლობაში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 20%-ით ან მეტით ნაკლებია ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე, სამუშაოების დასრულებიდან 24 კალენდარული თვის განმავლობაში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%. შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკავების პირობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 მუხლის მე-2 პუნქტით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა გამოცდილების დამადასტურებლად უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნა:
პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, არაუმეტეს 5 (ხუთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4,800,000.00 ლარის ღირებულების შენობა ან/და ნაგებობის მშენებლობის ან რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე; არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები.

პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
2.1. ხელშეკრულებები წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების უწყისებთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად;
2.2. შესასრულებელი სამუშაოების უწყისების (ხარჯთაღრიცხვა) ცვლილების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საბოლოო სახის (კორექტირებული) ხარჯთაღრიცხვა, დამკვეთის მიერ დამოწმებული შესაბამისი ცვლილების (შეთანხმების აქტი) დოკუმენტთან ერთად;
2.3. წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყის(ებ)ი (ე.წ. ფორმა N2);
2.4. ხელშეკრულებებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) და წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) უნდა იყოს შესაძლებელი ობიექტის დასახელებისა და შესრულებული სამუშაოების ურთიერთკავშირის დადგენა, ამასთანავე შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) გათვალისწინებული სამუშაოების დასახელება, მოცულობა და ფასები არსებითად არ უნდა განსხვავდებოდეს ხელშეკრულებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემებისგან.


სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. სატენდერო პირობების თანახმად, შენობის ან/და ნაგებობის მშენებლობა ნიშნავს ახალ მშენებლობას; სატენდერო პირობების თანახმად, შენობის რეკონსტრუქცია ნიშნავს შენობაზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლას 1 კვ/მ-ზე მეტად, შენობის ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟის შემთხვევაში მხოლოდ შენობის ან მისი ნაწილის დემონტაჟი არ განიხილება რეკონსტრუქციად თუ სამუშაოები არ მოიცავს შენობის დემონტირებული ან ახალი ნაწილის მშენებლობის სამუშაოებს.
2. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი: „შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა.
3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
4. საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით დამოწმებული.

2.6.1 requirement related to financial capacities of a tenderer

მონაწილეს უნდა გააჩნდეს ფინანსური მდგრადობა, მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, საწარმოო და მენეჯერული შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოს მოცემული ტენდერით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება — გადატვირთვის, სამშენებლო პროცესის შეჩერების ან მიმდინარე პროექტებზე ვალდებულებების დარღვევის გარეშე.

აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. კერძოდ:

1. პრეტენდენტმა კომპანიის მაქსიმალური სიმძლავრის (MCC) დადგენის მიზნით, უნდა წარმოადგინოს:

ინფორმაცია კომპანიის 2023, 2024 და 2025 წლების საშუალო წლიური ბრუნვისა და კომპანიის მიერ წინადადების წარდგენის დღისათვის არსებული ვალდებულებების შესახებ:

ა) წლიური საშუალო ბრუნვის დადასტურების მიზნით:
1. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.saras.gov.ge-ზე რეგისტრირებული აუდიტორული კომპანიების მიერ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება (რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბალანსი, მოგება/ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიში, შენიშვნები ფინანსურ ანგარიშგებაზე) ან/და
2. (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.saras.gov.ge-ზე რეგისტრირებული აუდიტორული კომპანიის მიერ) შეთანხმებული პროცედურებით (Agreed-Upon Procedures) დადასტურებული წლიური ბრუნვა ან/და
3. ყოველთვიური დღგ-ს დეკლარაციები.

ბ) არსებული ვალდებულებების დადასტურების მიზნით - ინფორმაცია ყველა მიმდინარე ხელშეკრულებაზე (მათ შორის კერძო სექტორში დადებული). ასევე, ინფორმაცია იმ ხელშეკრულებებზე, რომლებზეც წინადადების წარმოდგენის დღისთვის მინიჭებული აქვს სტატუსი „გამარჯვებული გამოვლენილია“.
პრეტენდენტმა უნდა შეავსოს თანდართული ცხრილი - ინფორმაცია მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ (დანართი N2).

MCC = წლიური საშუალო ბრუნვა x K - (შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ჯამი* + მიმდინარე ტენდერის ფარგლებში მომდევნო 12 თვის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება).
K - არის 1.5;
აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით MCC უნდა იყოს დადებითი.

შენიშვნა:
• შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია საკუთარი რესურსებით და ხარჯებით გადაამოწმოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
• იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების შესრულების ვადა არ აღემატება 12 კალენდარულ თვეს, სრულად მოხდება დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების ღირებულების გათვალისწინება.
• იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების შესრულების ვადა აღემატება 12 კალენდარულ თვეს, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების წლიური ღირებულება (დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების ღირებულება გაყოფილი დარჩენილი თვეების რაოდენობაზე და გამრავლებული 12-ზე).
• იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წარმოადგენს ამხანაგობას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია თითოეული ამხანაგობის წევრისთვის.
• იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც მომზადებული უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.saras.gov.ge რეგისტრირებული, ისეთ ქსელში შემავალი აუდიტის, ან აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც საქართველოში გააჩნია წევრი წარმომადგენლობა, ან ფილიალი, რომელთანაც აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მინიჭებული აქვს პირველი, ან მეორე კატეგორიის დასკვნითი შეფასება.

2. პრეტენდენტის ფინანსური ლიკვიდობის შეფასების მიზანია დადგინდეს აქვს თუ არა პრეტენდენტს თავისუფალი ფულადი სახსრების საკმარისი ოდენობა ან/და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუფერხებელი შესრულება ფულადი სახსრების დეფიციტის წარმოქმნის გარეშე.
აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა საფინანსო ინსტიტუტებიდან უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ცნობა მიმდინარე ტენდერის გამოცხადებამდე 12 თვის განმავლობაში ანგარიშებზე ფულადი სახსრების საშუალო თვიური ნაშთების შესახებ; და
ბ) ცნობა მოქმედი საკრედიტო ხაზების შესახებ. კერძოდ: საკრედიტო ლიმიტის, გამოყენებული თანხისა და საკრედიტო ხაზის ვად(ებ)ის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლიკვიდობის შეფასების მეთოდიკა:
ლიკვიდობა = ანგარიშებზე ფულადი სახსრების საშუალო თვიური ნაშთი + ხელმისაწვდომი თავისუფალი საკრედიტო რესურსი

პრეტენდენტი მიიჩნევა დასაშვებად, თუ ლიკვიდობის მაჩვენებელი აღემატება 1,500,000.00 ლარს.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

1. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ხარჯთაღრიცხვ(ებ)ა).
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1.1. ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური დაგროვების დანარიცხების ღირებულება გათვალისწინებული უნდა იყოს დანართი N1-ის (ხარჯთაღრიცხვა) ერთეულისა და საერთო ფასებში; გაუთვალისწინებელი ხარჯები წარმოდგენილი უნდა იყოს ფიქსირებული პროცენტული მაჩვენებლის (3%-ის) უცვლელად. გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში. გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობისას, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასეთი ხარჯების დეტალური გაშიფვრა და დასაბუთება, რომლის საფუძველზეც განხორციელდება შსა-ს გაფორმება. გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა შემსყიდველის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის შემთხვევაში. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზუსტებული დანართი N1-ის (ხარჯთაღრიცხვა) წარმოდგენის შემთხვევაში, დაუშვებელია შეიცვალოს გაუთვალისწინებელი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი (3%).
1.2. დანართი N1-ის (ხარჯთაღრიცხვა) საერთო და ერთეულის ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული დანართი N1-ის (ხარჯთაღრიცხვა) ჩამონათვალში და რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი მიწოდებისათვის; პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საბოლოო ფასში აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საექსპერტო დასკვნების, ლაბორატორიული კვლევების, საპროექტო შენობა-ნაგებობების გამოცდისა და ექსპლუატაციაში მიღების ხარჯები, მონიტორინგისა და დაცვის უზრუნველსაყოფად ობიექტის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით აღჭურვის ხარჯი, რომელთანაც შემსყიდველს ექნება დაშვება 24/7 LIVE რეჟიმში, სამშენებლო მოედნის მომზადების, მობილიზაციის, სამშენებლო მასალებისა და აუცილებელი მანქანა-მექანიზმების მობილიზაციის, აუცილებელი რაოდენობის სათანადო კატეგორიისა და კვალიფიკაციის სპეციალისტების მობილიზაციისა და ხელფასის, დროებითი ნაგებობების მოწყობისა და დემონტაჟის (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) ნარჩენებისა და მასალებისგან სამშენებლო ობიექტის გათავისუფლების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის (ასეთის გამოყენების შემთხვევაში), ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით საექსპერტო დასკვნის მომზადების, ტექნიკურ დავალებაში მითითებული გასატარებელი ღონისძიებების ხარჯები და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი და მოსაკრებელი, ასევე შესყიდვის ობიექტის სრულფასოვნად მიწოდებისთვის აუცილებელი ყველა ხარჯი.
1.3. იმ შემთხვევაში, თუ დანართი N1 (ხარჯთაღრიცხვა) არ იქნება წარმოდგენილი, ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად, განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან.
1.4. დანართი N1-ის (ხარჯთაღრიცხვა) წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Excel Worksheet-ისა და PDF ფაილების ფორმატით. რეზიდენტი პრეტენდენტის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, PDF ფაილის ფორმატით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, PDF ფაილის ფორმატით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.

2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

3. სატენდერო დოკუმენტაციის 2.6.1 პუნქტით (პრეტენდენტის ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრილი წარმოსაგენი დოკუმენტაცია.

4. სატენდერო დოკუმენტების 5.1 პუნქტით (სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი) განსაზღვრული წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

შენიშვნა:
1. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ).
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
3. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე; დოკუმენტების, ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით, ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ შემოთავაზებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასად, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობის დადასტურება.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის“ მოთხოვნების შესაბამისად, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული სხვა პირის მიერ.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულ ფასებთან მიმართებით.
4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru